1. თვითდახმარება არ შეიძლება გასცდეს იმ ფარგლებს, რომლებიც აუცილებელია საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
2. ნივთის წართმევის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ გაკეთდეს განცხადება ნივთზე ყადაღის დადების შესახებ.
3. ვალდებული პირის შეპყრობის შემთხვევაში იგი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს სათანადო ორგანოებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(16)
- საქმე №ას-478-446-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.12.2017
…განსაზღვრავდა. აღნიშნული რეგულირდებოდა იმ დროს მოქმედი საბინაო კოდექსის მე-4 თავით. საბინაო კოდექსის 119-120-ე მუხლები ითვალისწინებდა საერთო საცხოვრებელში მუშა-მოსამსახურეთა დროებითი მუშაობის პერიოდში შესახლების შესაძლებლობას. ამ კოდექსის 119-ე მუხლის მიხედვით, საერთო საცხოვრებელში მუშებს, მოსამსახურეებს, სტუდენტებს, მოსწავლეებსა და სხვა მოქალაქეებს მიეცემოდათ ოთახი მუშაობის ან სწავლის პერიოდისათვის, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციისა და პროფკავშირის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით.
- საქმე №ას-269-256-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2016
ასევე, მნიშვნელოვანია სსკ-ს 119-ე მუხლის კომენტარი, სადაც განმარტებულია, რომ დაუშვებელია ერთდროულად პირგასამტეხლოც დაეკისროს მხარეს და მთელი ზიანის ანაზღაურებაც.
- საქმე №ბს-319-309(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2010
პალატამ მიუთითა, რომ სკ-ის 119.1 მუხლის მიხედვით თვითდახმარება არ შეიძლება გასცდეს იმ ფარგლებს, რომელიც აუცილებელია საფრთხის თავიდან ასაცილებლად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არის დასაბუთებული თვითდახმარების უფლების გამოყენების წინაპირობების არსებობა, ც.
- საქმე №ას-307-712-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.11.2006
…აგრეთვე, სხვა მოქალაქეთა მუშაობის ან სწავლის პერიოდში ბინადრობისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთო საცხოვრებელი. საერთო საცხოვრებლისათვის გამოიყენება ამ მიზნით სპეციალურად აშენებული ან გადაკეთებული საცხოვრებელი სახლები. ამავე კოდექსის 119-ე მუხლის მიხედვით, საერთო საცხოვრებელში ფართობი მუშებს, მოსამსახურეებს, სტუდენტებს, მოსწავლეებსა და სხვა მოქალაქეებს მიეცემათ მათი მუშაობის ან სწავლის პერიოდისათვის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციისა და პროფკავშირის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით.
- საქმე №ბს-720-623-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.02.2005
ასეთი საქციელით მათ ფეხქვეშ გათელეს საქართველოს სსრ კონსტიტუციის 53-ე და 55-ე მუხლების, საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის მე-12, 58-ე, 62-ე, 69-ე, 99-ე და მე-100 მუხლებისა და საქართველოს სსრ სკ-ის 44-ე და 119-ე მუხლების მოთხოვნები, ანუ, ფაქტობრივად, სახელმწიფო ორგანოს მიერ მათ ბინაზე მოხდა ყაჩაღური თავდასხმა და ძალადობის გზით ბინის წართმევა.
- საქმე №ბს-328-462-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2004
- საქმე №ას-159-867-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2003
- საქმე №3გ-ად-32-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2003
- საქმე №3გ-ად-53-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2003
- საქმე №3გ-ად-182-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.09.2002
- საქმე №330210017002151153 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.07.2019
- საქმე №190310018002266248 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.06.2019
- საქმე №611210019002918742 · მარნეულის მაგისტრატი სასამართლო · 31.05.2019
- საქმე №330210018002375024 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.11.2018
- საქმე №110210018002259931 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 13.06.2018
- საქმე №190310017002045889 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 22.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება