1. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სააგენტო დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტებას და მათი ცვლილების რეგისტრაციას საკუთარი ინიციატივით ახორციელებს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში – განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებლის მიმართვის საფუძველზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სააგენტო თავად არის განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი), ხოლო სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში – დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, აგრეთვე უზრუნველყოფს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას.
2. სააგენტო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამობა, და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია შეცვალოს მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული მცდარი საკადასტრო მონაცემები და შეუსაბამოს ისინი ნივთის ფაქტობრივ მდებარეობას (მათ შორის, შეამციროს მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული ფართობი) იმ შემთხვევაშიც, თუ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია სხვა სანივთო უფლება, ვალდებულება ან საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა ან/და მესაკუთრე ან სანივთო უფლების ან ვალდებულების მქონე პირი აღრიცხულია მოვალეთა რეესტრში.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5500 – ვებგვერდი, 18.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.12.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 11.12.2019 კანონი №5500
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.06.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 6. მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის ზოგადი წესი 1. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სააგენტო დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტებას და მათი ცვლილების რეგისტრაციას ამსაკუთარი კანონისინიციატივით შესაბამისადახორციელებს შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, საპილოტო პროექტის ფარგლებში ახორციელებს საკუთარი ინიციატივით, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში – განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებლის მიმართვის საფუძველზე,საფუძველზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სააგენტო თავად არის განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი), ხოლო სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში – დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზესაფუძველზე, დააგრეთვე უზრუნველყოფს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას. 2. სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთარი ინიციატივით შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტროსაკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამობა, და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია შეცვალოს მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული მცდარი საკადასტრო მონაცემები და შეუსაბამოს ისინი ნივთის ფაქტობრივ მდებარეობას (მათ შორის, შეამციროს მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული ფართობი) იმ შემთხვევაშიც, თუ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია სხვა სანივთო უფლება, ვალდებულება ან საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა ან/და მესაკუთრე ან სანივთო უფლების ან ვალდებულების მქონე პირი აღრიცხულია მოვალეთა რეესტრში.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(15)
- საქმე №ბს-409(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2026
კასატორის განმარტებით, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებით,…
- საქმე №ბს-1054(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2026
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3…
- საქმე №ბს-1112(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.02.2026
…საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობა. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სააგენტო დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტებას და მათი ცვლილების რეგისტრაციას საკუთარი ინიციატივით ახორციელებს.
- საქმე №ბს-266(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.02.2026
…არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც გამორიცხავდა მოპასუხის სასარგებლოდ ნაგულვებ ფაქტობრივ გარემოებებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის განმარტება, ვერ ჩაანაცვლებს სათანადო მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულებას. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დაზუსტებული…
- საქმე №ბს-568(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
…ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის 6.2 მუხლის თანახმად, სააგენტო…
- საქმე №ბს-345(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2025
- საქმე №ბს-1129(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.06.2025
- საქმე №ბს-591(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
- საქმე №ბს-334(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
- საქმე №ბს-580(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.11.2024
- საქმე №ბს-1049(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.09.2024
- საქმე №ბს-515(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2024
- საქმე №ბს-1042(2კ-2კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2024
- საქმე №ბს-948(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2022
- საქმე №ბს-824(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2022
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 17/06/2016.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება