1. თუ სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (შემდგომ – კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან თუ მიწის ნაკვეთი დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა (შენობით ან მის გარეშე).
2. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ინფორმაცია დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.
3. სააგენტო კომისიას შუამდგომლობით არ მიმართავს, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ან სააგენტოში დაცული/მოძიებული დოკუმენტაციით/ინფორმაციით უტყუარად დგინდება, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ კომისიისთვის შუამდგომლობით მიმართვაზე უარის თქმა დაინტერესებულ პირს არ უზღუდავს უფლებას, თავად მიმართოს კომისიას საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია გადაწყვეტილებას იღებს განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან 3 თვის ვადაში. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებამდე მოუსმინოს შუამდგომლობის ავტორს, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში კონსულტაციისთვის მიიწვიოს შესაბამისი სახელმწიფო უწყების კომპეტენტური წარმომადგენელი (წარმომადგენლები).
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5500 – ვებგვერდი, 18.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.12.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 11.12.2019 კანონი №5500
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(22)
- საქმე №ბს-1036(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2024
დაინტერესებულ პირს ასევე განემარტა, რომ სარეგისტრაციო სამსახურის უარი საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის შუამდგომლობით მიმართვაზე, მას არ უზღუდავდა უფლებას, საკუთარი ინიციატივით მიემართა კომისიისათვის, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით (გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულ იქნა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, „ფიზიკური და კერძო…
- საქმე №ბს-26(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
დაინტერესებულ პირს ასევე განემარტა, რომ სარეგისტრაციო სამსახურის უარი საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის შუამდგომლობით მიმართვაზე, მას არ უზღუდავდა უფლებას, საკუთარი ინიციატივით მიემართა კომისიისათვის, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით (გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულ იქნა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, „ფიზიკური და კერძო…
- საქმე №ბს-1190(კ-კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.04.2026
ამასთან, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 მუხლით გათვალისწინებული პირობები არ არსებობდა, ვინაიდან მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული შენობა და არც სხვა სამართლებრივი წინაპირობები იკვეთებოდა განცხადების დაკმაყოფილებისთვის.
- საქმე №ბს-15(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2026
თბილისის მერთან არსებული საკუთრების აღიარების კომისიას, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად,…
- საქმე №ბს-1172(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2026
წერილით,,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ე.
- საქმე №ბს-1252(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2026
- საქმე №ბს-478(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.02.2026
- საქმე №ბს-514(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.12.2025
- საქმე №ბს-753(კ-კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.12.2025
- საქმე №ბს-1267(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2025
- საქმე №ბს-1098(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2025
- საქმე №ბს-896(2კ-კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
- საქმე №ბს-454(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.11.2024
- საქმე №ბს-848(2კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.11.2024
- საქმე №ბს-137(2კ-კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.11.2024
- საქმე №ბს-766(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.10.2024
- საქმე №ბს-515(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2024
- საქმე №ბს-724(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2024
- საქმე №ბს-1308(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.06.2023
- საქმე №ბს-655(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.03.2023
- საქმე №ბს-846(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.11.2022
- საქმე №ბს-22(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.10.2022
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 17/06/2016.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება