1. ფრენისწინა ინფორმაციის ავტომატიზირებული სისტემები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული პერსონალისათვის, მათ შორის საფრენოსნო ეკიპაჟების წევრებისთვის, ჰაერსანაოსნო მონაცემებისა და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მისაწოდებლად თვით-ინსტრუქტაჟის, ფრენის დაგეგმვისა და ფრენების საინფორმაციო მომსახურების მიღების მიზნით. მიწოდებული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის მე-17 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
2. ფრენისწინა ინფორმაციის ავტომატიზირებული სისტემის თვით-ინსტრუქტაჟის საშუალებები ოპერატიული პერსონალისათვის, მათ შორის საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებისათვის და სხვა საავიაციო პერსონალისათვის, უნდა უზრუნველყოფდნენ წვდომას სამსახურთან ტელეფონით ან სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით კონსულტაციის მიღების მიზნით. ამგვარი საშუალებების ინტერფეისი „ადამიანი-მანქანა“ უნდა უზრუნველყოფდეს მარტივ წვდომას ყველა შესაბამის ინფორმაციასა და მონაცემზე.
3. ფრენისწინა ინფორმაციის ავტომატიზირებული სისტემა თვით-ინსტრუქტაჟის, ფრენის დაგეგმვისა და ფრენის საინფორმაციო მომსახურების მიწოდების მიზნით უნდა:
ა) უზრუნველყოფდეს სისტემის მონაცემთა ბაზის უწყვეტ და დროულ განახლებას, ასევე ბაზაში არსებული მონაცემების ვალიდურობასა და ხარისხის მონიტორინგს;
ბ) უზრუნველყოფდეს ოპერატიული პერსონალისათვის, მათ შორის ეკიპაჟის წევრებისათვის, დაინტერესებული საავიაციო პერსონალისათვის და სხვა მომხმარებელებისათვის სისტემაზე წვდომას, რისთვისაც გამოყენებული უნდა იქნას შესაბამისი სატელეკომუნიკაციო საშუალებები.
გ) უზრუნველყოფდეს ჰაერსანაოსნო მონაცემების/ინფორმაციის მიწოდებას ბეჭდვითი სახით;
დ) იყენებდეს წვდომისა და ინფორმაციის მოთხოვნის პროცედურებს, რომლებიც დაფუძნებულია ICAO-ს ადგილმდებარეობის ინდიკატორების და აბრევიატურების შემცველი ღია ტექსტის გამოყენებაზე ან მენიუს მეშვეობით მართულ მომხმარებლის ინტერფეისზე ან სხვა შესაბამისი მექანიზმის გამოყენებაზე, იმის შესაბამისად თუ როგორია შეთანხმება სამოქალაქო ავიაციასა და შესაბამის მომსახურე პერსონალს შორის;
ე) უზრუნველყოფდეს სწრაფ რეაგირებას მომხმარებლის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე.
4. იქ, სადაც ფრენისწინა ინფორმაციის ავტომატიზირებული სისტემა გამოიყენება მომსახურე პერსონალისათვის, მათ შორის ეკიპაჟის წევრებისა და სხვა საავიაციო პერსონალისათვის, ჰაერსანაოსნო და მეტეოროლოგიურ ინფორმაციაზე ჰარმონიზებული საერთო წვდომის უზრუნველსაყოფად, ჰაერსანაოსნო ინფორმაციისა და მონაცემების ხარისხსა და დროულობაზე პასუხისმგებელია სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახური, ხოლო მეტეოროლოგიური ინფორმაციის ხარისხზე პასუხისმგებელია მეტეოროლოგიური სამსახურ