1. იმ შემთხვევაში, თუ სხ-ის პილოტი ფრენის ან მისი დასრულების შემდეგ აღმოაჩენს ნებიმიერი სახის ხარვეზს, რომელიც უკავშირდება სააერნაოსნო მომსახურებას, ამ მომსახურებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საშუალებებს ან ფრინველების არსებობას, სხ-ის პილოტი ფრენის შემდგომი ინფორმაციის სახით აწვდის ამ ხარვეზის შესახებ ინფორმაციას სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს ან აეროდრომის ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს.
2. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ან აეროდრომის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირი იღებს ფრენის შემდგომ ინფორმაციას და აწვდის მას სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მის გავრცელება