1. ნოტამის ფორმატი უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის მე-2 დანართის მოთხოვნებს.

2. ნოტამის ტექსტი უნდა შეიცავდეს ICAO-ს მიერ დადგენილ აღნიშვნებს/უნიფიცირებულ ფრაზეოლოგიურ აბრევიატურებს, რომლებიც მინიჭებულია ICAO-ფორმატის ნოტამის კოდისთვის, ICAO აბრევიატურებს, ინდიკატორებს, განმსაზღვრელებს, სახმისებს, სიხშირეებს, ციფრებსა და ღია ტექსტს.

3. საერთაშორისო გავრცელებისთვის განკუთვნილი ნოტამი უნდა გადაიცემოდეს ინგლისურ ენაზე.

4. SNOWTAM-ის საშუალებით   გადაიცემა ინფორმაცია აეროდრომის/ვერტოდრომის საფარზე, თოვლის, თოვლ-ჭყაპის, ყინვის ან წყლის დაგროვების შესახებ. SNOWTAM  ფორმატი მოცემულია ამ  წესის  დანართი N3-ში.

5. ინფორმაცია, რომელიც ეხება ოპერატიული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ცვლილებას ვულკანურ აქტივობაში, ამოფრქვევას  და/ ან ვულკანური ფერფლის ღრუბელს, უნდა ქვეყნდებოდეს ASHTAM -ის ფორმატით,  ინფორმაცია ASHTAM-ის  ფორმატის შესახებ მოცემულია  ამ წესის  დანართი N 4-ში.

6. ნოტამს ენიჭება სერია, რომელიც წარმოდგენილია ასობგერით და ოთხციფრიანი რიცხვით, დახრილი ხაზითა და წლის აღმნიშვნელი ორციფრიანი რიცხვით. ოთხციფრიანი ნომერი უნდა იყოს თანმიმდევრული და დაფუძნებული  კალენდარულ წელზე.

შენიშვნა:  ასობგერები A-დან Z-მდე, გამონაკლისია  S და  T,  გამოიყენება ნოტამის სერიების იდენტიფიცირებისთვის.

7. თუ გამოცემული ნოტამი შეიცავს შეცდომას, ხდება შეცდომის შემცველი ნოტამის ჩანაცვლება ან  ის უქმდება და გამოიცემა ახალი ნოტამი.

8. იმ შემთხვევაში, თუ ახალი ნოტამი აუქმებს ან ანაცვლებს ნოტამს,  უნდა იყოს მითითებული  იმ ნოტამის  სერია და ნომერი, რომელიც ნაცვლდება ან უქმდება. ორივე ნოტამის სერია, ადგილმდებარეობის ინდიკატორი და საგანი უნდა იყოს ერთი და იგივე. ერთი ნოტამი ანაცვლებს ან აუქმებს მხოლოდ ერთ ნოტამს.

9. ნოტამი უნდა ეხებოდეს მხოლოდ ერთ საკითხს ან  საკითხის ერთ მდგომარეობას.

10. თითოეული ნოტამი უნდა იყოს  ისე მოკლედ და მკაფიოდ შედგენილი, რომ არ წარმოიშვას სხვა  დოკუმენტთან მიმართვის საჭიროება.

11. თითოეული ნოტამი გადაიცემა როგორც ცალკეული სატელეკომუნიკაციო შეტყობინება.

12. ნოტამი, რომელიც შეიცავს მუდმივი ხასიათის ან ხანგრძლივი მოქმედების დროებითი ხასიათის ინფორმაციას, ასევე უნდა შეიცავდეს შესაბამის მითითებას კრებულზე ან კრებულის დამატებაზე.

13. ნოტამის ტექსტში მითითებული ადგილმდებარეობის ინდიკატორები  უნდა შეესაბამებოდეს  ICAO Doc 7910 –  „ადგილმდებარეობის ინდიკატორებ“-ს.

14. არ უნდა იყოს  გამოყენებული ადგილდებარეობის ინდიკატორები შემოკლებული სახით.

15. თუ ადგილს არ აქვს მინიჭებული ICAO-ს ადგილდებარეობის ინდიკატორი,  ადგილმდებარეობის დასახელებისთვის გამოიყენება მისი სრული დასახელება.

16. მოქმედი ნოტამების საკონტროლო ჩამონათვალი გამოიცემა ნოტამის სახით AFS-ის გამოყენებით არანაკლებ, თვეში ერთხელ თითოეული სერიისთვის.

17. მოქმედი ნოტამების საკონტროლო ჩამონათვალი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას  კრებულის ბოლო ცვლილების, დამატების და  სულ მცირე, საერთაშორისო  გავრცელებისთვის განკუთვნილი ცირკულარების შესახებ.

18. მოქმედი ნოტამების საკონტროლო ჩამონათვალის გავრცელება ხდება იმ ფაქტიური ნოტამების სერიის გავრცელების შესაბამისად, რომლისთვისაც ის იქმნება. მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული ის, რომ შეტყობინება ატარებს მოქმედი ნოტამების საკონტროლო ჩამონათვალის ხასიათს.

19. ღია ტექსტით გადმოცემული მოქმედი ნოტამების ყოველთვიური ჩამონათვალი, რომელიც შეიცავს კრებულის ბოლო ცვლილებების, ცირკულარების და კრებულის დამატებების ჩამონათვალს, უნდა   მიეწოდოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტის მომხმარებლებს საერთაშორისო საკომუნიკაციო ქსელის საშუალები