1. ცირკულარი უნდა იყოს შექმნილი იმ შემთხვევებში, როდესაც:
ა) არსებობს კანონმდებლობის, პროცედურების ან აღჭურვილობის ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების გრძელვადიანი პროგნოზი;
ბ) აუცილებელია განმარტებითი ან/და სარეკომენდაციო ინფორმაციის გადაცემა ფრენების უსაფრთხოებისთვის;
გ) ინფორმაცია ან/და საკონსულტაციო ხასიათის შეტყობინება უკავშირდება ტექნიკურ, საკანონმდებლო ან/და ადმინისტრაციულ საკითხებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეიცავს:
ა) სანავიგაციო პროცედურების, მომსახურების, ობიექტების ცვლილებების პროგნოზს;
ბ) ახალი სანავიგაციო სისტემების დანერგვას;
გ) საავიაციო მოვლენების/ ინციდენტების მოკვლევის შედეგად მიღებულ ინფორმაციას, რომელიც ზეგავლენას ახდენს უსაფრთხო ფრენაზე;
დ) ინფორმაციას საერთაშორისო სამოქალაქო ავაიაციის წესების დაცვის შესახებ;
ე) სამედიცინო საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია პილოტებისთვის;
ვ) ფიზიკური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად გაფრთხილებას პილოტებისთვის;
ზ) ამინდის ზემოქმედებას ფრენებზე;
თ) ინფორმაციას საჰაერო ხომალდისთვის ახალი საფრთხეების შესახებ;
ი) ინფორმაციას საჰაერო გადაზიდვებზე;
კ) საკანონმდებლო მოთხოვნებს;
ლ) ეკიპაჟის ლიცენზირების პირობებს;
მ) საავიაციო პერსონალის ტრენინგს;
ნ) საკანონმდებლო მოთხოვნების გაუქმებას;
ო) კონსულტაციებს სპეციფიკური ტიპის აღჭურვილობის გამოყენების შესახებ;
პ) ახალ ან შესწორებულ საავიაციო რუკებს;
ჟ) კავშირგაბმულობის მოწყობილობის გადაზიდვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას;
რ) დამატებით ინფორმაციას ხმაურის შემცირებაზე;
ს) ფრენის ვარგისობის არჩეულ დირექტივებს;
ტ) ნოტამის სერიის ან გავრცელების ცვლილებას, კრებულის დამატებებს ან მის შიგთავსში ან ფორმატში მნიშვნელოვან ცვლილებებს;
უ) ინფორმაციას თოვლის შესახებ;
ფ) სხვა მსგავსი შინაარსის ინფორმაციას.
3. ცირკულარი არ უნდა იყოს შექმნილი იმ შემთხვევებში, როდესაც ჰერსანაოსნო ინფორმაცია ეხება:
ა) კრებულის ცვლილების ან დამატების სპეციფიკაციით გათვალისწინებულ ინფორმაციას;
ბ) ნოტამის სპეციფიკაციით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
4. თოვლის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს სეზონურად, სულ მცირე ერთი თვით ადრე ზამთრის დადგომამდე და უნდა შეიცავდეს შემდეგს:
ა) აეროდრომების/ ვერტოდრომების ჩამონათვალს, სადაც გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდება:
ა.ა) ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და სამიმოსვლო ბილიკების სისტემების შესაბამისად; ან
ა.ბ) დაგეგმილი თოვლის საწმენდი სამუშაოები ასაფრენ–დასაფრენ ზოლზე;
ბ) ინფორმაციას ასაფრენ დასაფრენ ზოლის გაწმენდის შესახებ;
გ) SNOWTAM-ის გავრცელების სიების დაყოფა აეროდრომების/ვერტოდრომების მიხედვით ნოტამის ზედმეტი გავრცელების თავიდან ასაცილებლად;
დ) ზამთრის გეგმაში ცვლილების მითითებას, საჭიროების შემთხვევაში;
ე) გაწმენდითი აღჭურვილობის აღწერით სიას;
ვ) ჩამონათვალს იმისა თუ რა მიიჩნევა მინიმალურ კრიტიკულ თოვლად აეროდრომზე/ ვერტოდრომზე, საიდანაც იწყება ათვლა.
5. სამსახურმა უნდა შეარჩიოს ცირკულარი, რომელიც ექვემდებარება საერთაშორისო გავრცელებას.
6. თითოეულ ცირკულარს ენიჭება სერიული ნომერი. ის უნდა იყოს თანმიმდევრული და დაფუძნებული კალენდარულ წელზე.
7. იმ შემთხვევაში, თუ ცირკულარი წარმოდგენილია ერთზე მეტ სერიაში, თითოეული სერია უნდა აღინიშნოს ასობგერით.
შენიშვნა: ცირკულარი შეიძლება მოიცავდეს ტექსტსაც და დიაგრამასაც.
8. ცირკულარის თემების დიფერენციაცია და იდენტიფიკაცია უნდა განხორციელდეს ფერთა კოდის მიხედვით.
9. მოქმედი ცირკულარების საკონტროლო ჩამონათვალი გამოიცემა მინიმუმ წელიწადში ერთხე