1. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებული (შემდგომში კრებული) შედგება:

ა) სამი ნაწილისგან (ზოგადი ნაწილი, მარშრუტის ნაწილი და აეროდრომების ნაწილი);

ბ) სექციებისგან  და ქვესექციებისგან:

გ) პუნქტებად დაყოფილი მიმდინარე ინფორმაციისგან:

დ) უნიფიცირებული დასახელებების ცნობარისგან, რომელიც იძლევა სტანდარტიზებული ელექტრონული მონაცემების მოძიების და შენახვის შესაძლებლობას.

2. კრებულის სტრუქტურის და მისი შინაარსის მოთხოვნები მოცემულია ამ წესის პირველ დანართში.

3. კრებულის სტრუქტურით განსაზღვრული საავიაციო რუკების გავრცელება შესაძლებელია კრებულთან ერთად ან მის გარეშე.

4. სქემები, რუკები და დიაგრამები საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება კრებულის ცხრილების ან ტექსტის დამატების ან ჩანაცვლებისთვის