1. სამსახურს უნდა გააჩნდეს ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9000 მოთხოვნებთან შესაბამისობის სერტიფიკატი.

2. სამსახურს უნდა გააჩნდეს ხარისხის მართვის პოლიტიკა, პროცესები და პროცედურები, რომელიც მოიცავს ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების ყველა ეტაპს.

3. ხარისხის მართვის სისტემის ფარგლებში, სამსახურმა უნდა უზრუნველყოს:

ა) პერსონალის კომპეტენციის, ცოდნის და უნარების განსაზღვრა მასზე დაკისრებულ თითოეულ ფუნქციასთან დაკავშირებით;

ბ) პერსონალისთვის შესაბამისი სწავლებების ჩატარება, რომელიც სულ ცოტა მოიცავს:

ბ.ა) საწყის სწავლებას, რომელიც ასევე მოიცავს პრაქტიკულ სწავლებას (სამუშაო ადგილზე სწავლება) და ტარდება გამოცდილი პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ, რომელსაც გავლილი აქვს ამ პუნქტით განსაზღვრული სწავლებები და გააჩნია მინიმუმ ხუთ წლიანი  გამოცდილება. პრაქტიკული სწავლება მიმართულია საწყისი სწავლების დროს მიღებული ცოდნის სამუშაო გარემოში ათვისებისკენ და უზრუნველყოფს პერსონალის დამოუკიდებლად მუშაობას;

ბ.ბ) განმეორებით სწავლებას, რომელიც ტარდება მინიმუმ სამ წელიწადში ერთხელ და მიმართულია პერსონალის კვალიფიკაციის შენარჩუნებისკენ;

ბ.გ) სპეციალიზირებულ სწავლებას, რომელიც მიმართულია ახალი ფუნქციების, სტანდარტების და ტექნოლოგიების ათვისებისკენ;გ) პერსონალის კომპეტენციის შენარჩუნება;

დ) პერსონალის კვალიფიკაციის დადასტურება  შესაბამისი ჩანაწერებით;

ე) საწყისი და პერიოდული შეფასებების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალის კომპეტენციის შენარჩუნების შეფასებას.  სამსახურმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული შეფასებების შედეგების მიხედვით შესაბამისი ქმედებების განხორციელება.

ვ) ჰაერსანაოსნო მონაცემების მიკვლევადობა გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნებისმიერი ხარვეზის ან/და უზუსტობების და ამ წესის მოთხოვნებთან ნებისმიერი შეუსაბამობის მიზეზის დადგენისთვის, კორექტირებისა და მომხმარებლის ინფორმირებისთვის;

ზ) გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნებისმიერი ხარვეზის ან/და უზუსტობების და ამ წესის მოთხოვნებთან ნებისმიერი შეუსაბამობის აღრიცხვის, მოკვლევის, კორექტირების და შეტყობინების პროცედურის დანერგვას და შენარჩუნებას, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს:

ზ.ა) მომხმარებლების ინფორმირებას;

ზ.ბ) ინფორმაციის დაუყოვნებელ ამოღებას მოხმარებიდან, თუ ხარვეზი ან შეუსაბამობა გავლენას ახდენს ან შეიძლება გავლენა იქონიოს საჰაერო ხომალდების ფრენის უსაფრთხოებაზე;

ზ.გ) ხარვეზის ან შეუსაბამობის შესწორებას.

თ) გამოვლენილი შეცდომის ან შეუსაბამობის წყაროს დადგენა და მისი განმეორების თავიდან აცილება, რაც მოიცავს:

თ.ა) შეცდომის ან შეუსაბამობის აღმოფხვრას;

თ.ბ) გამოსასწორებელი ღონისძიებების გატარებას, ნებისმიერი სხვა ინფორმაციის მთლიანობაზე ნეგატიური ზეგავლენის პრევენციის მიზნით.

ი) მომხმარებლებისთვის დადასტურება იმისა, რომ გავრცელებული ჰაერსანაოსნო ინფორმაცია და ჰაერსანაოსნო მონაცემები შეესაბამება სიზუსტის, გარჩევადობისა და მთლიანობის ხარისხის მოთხოვნებს.

კ)  ხარისხის დამოწმება შიდა აუდიტების ჩატარების გზით და მოთხოვნებთან შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში  მაკორექტირებელი ქმედებების გატარება შეუსაბამობების მიზეზების აღმოფხვრის მიზნით. აუდიტის ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს შესაბამისად დოკუმენტირებულ