1. მუდმივი ცვლილებები კრებულში უნდა გამოქვეყნდეს როგორც „კრებულის ცვლილება“.

2. კრებულის თითოეული ცვლილება უნდა იყოს დანომრილი თანმიმდევრული სერიული ნომრით.

3. კრებულის თითოეული ცვლილების გვერდი, თავფურცლის ჩათვლით, უნდა აჩვენებდეს გამოქვეყნების თარიღს.

4. კრებულის თითოეული AIRAC ცვლილების გვერდზე,  თავფურცლის ჩათვლით, უნდა იყოს ასახული ცვლილების ძალაში შესვლის თარიღი. იმ შემთხვევაში, თუ ძალაში შესვლის საათი არის განსხვავებული ვიდრე 0000 UTC, თავფურცელზე უნდა იყოს ნაჩვენები ძალაში შესვლის საათიც.

5. კრებულის ცვლილება უნდა შეიცავდეს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტის იმ ელემენტების სერიულ ნომრებს, რომლებიც შესულია ცვლილებაში.

6. კრებულის ცვლილების თავფურცელი უნდა შეიცავდეს მოკლე მითითებას ცვლილების არსზე.

7. იმ შემთხვევაში, თუ კრებულის ცვლილება არ ქვეყნდება დადგენილი ინტერვალით ან გამოქვეყნების თარიღით, უნდა იყოს გამოცემული და ნოტამით გავრცელებული NIL შეტყობინებ