1. სამსახურმა უნდა უზრუნველყოს ამ წესის დანართი N 7-ში მითითებული გარემოებების მიხედვით ინფორმაციის კრებულში გამოქვეყნება და მომხმარებლისთვის როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით ხელმისაწვდომობა  AIRAC-ის  სისტემის ფარგლებში სულ მცირე 28 დღით ადრე ინფორმაციის ძალაში შესვლამდე. აღნიშნული ინფორმაცია არ უნდა იქნეს შეცვლილი ძალაში შესვლიდან მინიმუმ 28 დღით ადრე,  გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ცვლილების შესახებ შეტყობინება არის დროებით და არ ეხება მოქმედების მთელ პერიოდს.

2. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი AIRAC–ის სისტემით დადგენილ თარიღამდე,   უნდა იყოს გავრცელებული NIL  შეტყობინება ნოტამით ან სხვა საშუალებით, არა უგვიანეს ერთი ციკლით ადრე AIRAC -ის თარიღამდე.

3. არ უნდა იყოს გამოყენებული ძალაში შესვლის სხვა თარიღი  გარდა AIRAC-ის თარიღისა  იმ დაგეგმილი ოპერატიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებებისათვის,  რომლებიც მოითხოვს კარტოგრაფიულ სამუშაოს და /ან სანავიგაციო მონაცემებთა ბაზის განახლებას.

4. AIRAC-ის სისტემით წარმოდგენილი ინფორმაცია დაბეჭდილი სახით  ვრცელდება  სამსახურის მიერ  არანაკლებ  მისი ძალაში შესვლამდე 42 დღისა  იმისათვის რომ  მომხმარებლამდე მიაღწიოს არანაკლებ 28 დღით ადრე.

5. ჰაერსანაოსნო მონაცემების  ბაზის  შექმნისას სამსახური მისი შინაარსის განახლების დროს, უნდა დარწმუნდეს, რომ ინფორმაციის ძალაში შესვლის თარიღი ემთხვევა AIRAC–ით დადგენილ თარიღს.

6. მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა გავრცელდეს  ინფორმაციის ძალაში შესვლამდე 56 დღით ადრე.

7 AIRAC–ით დადგენილი თარიღები 21 დეკემბრიდან 17 იანვრის შუალედში არ გამოიყენება მნიშვნელოვანი ცვლილებების ძალაში შესვლის თარიღა