1. სამოქალაქო აეროდრომებზე/ვერტოდრომებზე უნდა ხორციელდებოდეს ფრენების ოპერირებასთან დაკავშირებული პერსონალის უზრუნველყოფა აეროდრომების/ვერტოდრომების და მარშრუტის ფაზების შესახებ ფრენისწინა ინფორმაციით.
2. ფრენისწინა ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:
ა) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტის ელემენტებს;
ბ) საავიაციო რუკებსა და სქემებს.
3. გაფრენის აეროდრომთან დაკავშირებით შესაძლებელია შემდეგი ხასიათის მიმდინარე დამატებითი ინფორმაციის მიწოდება:
ა) სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების შესახებ მანევრირების ან მის უშუალოდ მოსაზღვრე არეზე;
ბ) მანევრირების არეს ნებისმიერი ნაწილის დაზიანების შესახებ, მონიშვნით, ან მის გარეშე, მაგ. ასაფრენ–დასაფრენი ზოლის ან სამიმოსვლო ბილიკის დაზიანებული ზედაპირი;
გ) ასაფრენ-დასაფრენ ზოლებზე ან სამიმოსვლო ბილიკებზე თოვლის, ყინულის ან წყლის არსებობის შესახებ და მისი სიღრმე, ასევე მისი ზეგავლენა შეჭიდების კოეფიციენტზე;
დ) ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე, სამიმოსვლო ბილიკზე ან მათ უშუალო სიახლოვეს თოვლის ნამქერის დაგროვების შესახებ;
ე) სამიმოსვლო ბილიკებზე ან მათ უშუალო სიახლოვეს გაჩერებული საჰაერო ხომალდის ან სხვა რომელიმე ობიექტის შესახებ;
ვ) სხვა დროებითი საფრთხეების არსებობის შესახებ;
ზ) ფრინველების შესახებ, რაც პოტენციურ საფრთხეს უქმნის საჰაერო ხომალდის უსაფრთხოდ ოპერირებას;
თ) აეროდრომის განათების სისტემის, მათ შორის მიახლოების, ზღურბლის, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკის, დაბრკოლების აღმნიშვნელი, მანევრირების არეს გამოსაყენებლად გამოუსადეგარი ადგილების აღმნიშვნელი განათების და აეროდრომის ელექტრომომარაგების სრულად ან ნაწილობრივ მწყობრიდან გამოსვლა/არარეგულარული მუშაობის შესახებ;
ი) SSR, ADS-B, ADS-C, CPDLC, D-ATIS, და D-VOLMET-ის, რადიო-სანავიგაციო მომსახურების, VHF აერომობილური არხების, RVR საკონტროლო სისტემების და სათადარიგო ელექტრო მომარაგების მწყობრიდან გამოსვლის ან არასრულყოფილი ოპერირების შესახებ;
კ) ისეთი ჰუმანიტარული მისიების შესახებ როგორებიცაა, მაგალითად, გაერთიენებული ერების ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარე მისიები და სხვა შესაბამისი პროცედურებისა და შეზღუდვების მითითებით.
4. ოპერატიული მნიშვნელობის მქონე ნოტამები და სხვა გადაუდებელი ხასიათის ინფორმაცია, ხელმისაწვდომი უნდა იყოს საფრენოსნო ეკიპაჟებისთვის ღია ტექსტით გადმოცემული ფრენისწინა ინფორმაციის ბიულეტენის (PIB) სახი