1. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო და სამოქალაქო აეროდრომის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირი ნოტამის გამოცემის მიზნით სამსახურს აწვდიან ინფორმაციას ამ წესის N5 დანართში მოცემული ფორმის შესაბამისად, როდესაც:
ა) ამოქმედდება, დაიხურება ან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება აეროდრომ(ებ)ის/ვერტოდრომ(ებ)ის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე;
ბ) ამოქმედდება, დაიხურება ან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება სააერნაოსნო მომსახურეობაში (AIS, ATS, CNS, MET, SAR, და ა.შ.).
გ) ამოქმედდება, დაიხურება ან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება რადიოსანავიგაციო და მიწა–ჰაერი კავშირის ოპერატიულ შესაძლებლობებში , როგორიცაა: მუშაობის შეწყვეტა და აღდგენა, სიხშირეების ცვლილება, გამოქვეყნებული სამუშაო საათების ცვლილება, იდენტიფიკაციის ცვლილება, ორიენტაციის (მიმართული საშუალებები) ცვლილება, ადგილმდებარეობის ცვლილება, სიმძლავრის 50 ან მეტ პროცენტამდე გაზრდა/შემცირება, მაუწყებლობის განრიგის ან შინაარსის ცვლილება, ან ნებისმიერი რადიოსანავიგაციო და მიწა-ჰაერი კავშირის მომსახურების არასაიმედობა ან არარეგულარობა;
დ) ამოქმედდება, დაიხურება ან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება ვიზუალურ სანავიგაციო საშუალებებში.
ე) შეწყდება ან განახლდება აეროდრომზე შუქტექნიკური სისტემის ძირითადი კომპონენტების მუშაობა;
ვ) ამოქმედდება, გაუქმდება ან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება სააერნაოსნო მომსახურების პროცედურებში;
ზ) წარმოიშობა ან აღმოიფხვრება მნიშვნელოვანი დეფექტები/გაუმართაობა სამანევრო არეში;
თ) შეიცვლება ან შეიზღუდება საწვავ-საპოხი მასალები და ჟანგბადის ხელმისაწვდომობა;
ი) ამოქმედდება ან გაუქმდება ის არეები, მარშრუტები ან მათი ნაწილები, სადაც შესაძლებელია საჰაერო ხომალდისთვის გზის გადაჭრა და სადაც ავარიული 121.5 MHz სიხშირის მოსმენა აუცილებელია;
კ) გამოიყოფა, გაუქმდება და შეიცვლება ადგილმდებარეობის ინდიკატორები;
ლ) განხორციელდება მნიშვნელოვანი ცვლილება აეროდრომებსა და ვერტოდრომებზე არსებულ ავარიულ, სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის დონეში;
მ) შეიქმნება, გაუქმდება ან განხორციელდება მნიშვნელოვანი ცვლილებები თოვლის, თოვლჭყაპის, ყინულის, რადიოაქტიური მასალების, ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების, ვულკანური ფერფლის ამოფრქვევის ან სამანევრო არეზე წყლის სახით სახიფათო პირობებში;
ნ) გატარდება მოკლევადიანი საგანგებო ღონისძიებები, რომელიც გამოწვეულია საჰაერო მოძრაობის მომსახურების ან შესაბამისი დამხმარე მომსახურების შეფერხებით ან ნაწილობრივი შეფერხებით.
2. ნოტამის გამოცემის საჭიროება შეიძლება წარმოიშვას ყველა იმ შემთხვევაში, რომელსაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციაზე.
3. ნოტამით არ გადაიცემა შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) საჰაერო ხომალდის უსაფრთხო გადაადგილებას ხელს არ უშლის რუტინული მუშაობა ბაქანსა და სამიმოსვლო ბილიკებზე;
ბ) ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მარკირებასთან დაკავშირებული სამუშაოები, თუ საჰაერო ხომალდი უსაფრთხოდ გადაადგილდება სხვა ხელმისაწვდომ ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე ან ხორციელდება აღნიშნული სამუშაოებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის გატანა;
გ) აეროდრომების/ ვერტოდრომის სიახლოვეს დროებითი დაბრკოლების შესახებ, თუ იგი გავლენას არ ახდენს სხ-ის უსაფრთხო ოპერირებაზე;
დ) აეროდრომების/ვერტოდრომის განათების ნაწილობრივი გაუმართაობა თუ იგი გავლენას არ ახდენს სხ-ის უსაფრთხო ოპერირებაზე;
ე) მიწა-ჰაერის კავშირის ნაწილობრივი, დროებითი შეფერხება, როდესაც ცნობილია, რომ სათადარიგო სიხშირეები ხელმისაწვდომი და ოპერატიულია;
ვ) ბაქანზე მარშალინგის მომსახურებებსა და სატრანსპორტო საშუალებების სამოძრაო გზებზე კონტროლის ნაკლებობა;
ზ) აეროდრომის მდებარეობის დანიშნულების ან სხვა მიმთითებელი ნიშნების გაუმართაობა აეროდრომის სამანევრო არეზე;
თ) არაკონტროლირებადი საჰაერო სივრცის ფარგლებში პარაშუტით ხტომა ვიზუალური ფრენის წესებით, ხოლო კონტროლირებადში - ამისთვის განკუთვნილ ადგილებსა ან სახიფათო/აკრძალულ არეებში;
ი) მსგავსი ხასიათის სხვა დროებითი ინფორმაცია.
4. საჰაერო ნავიგაციის სისტემის, აღჭურვილობის ან საკომუნიკაციო საშუალებების გაუმართაობის შესახებ გამოცემული ნოტამი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას აღნიშნული გაუმართაობების ხანგრძლივობის ან აღდგენის სავარაუდო დროის შესახებ.
5. როდესაც კრებულის ცვლილება ან დამატება ქვეყნდება AIRAC პროცედურების დაცვით, უნდა გამოქვეყნდეს ნოტამი, რომელშიც ასახული იქნება ცვლილების ან დამატების მოკლე აღწერილობა, ძალაში შესვლის თარიღი და დრო და ცვლილების ან დამატების საცნობარო ნომერი. აღნიშნული ნოტამი ძალაში შედის კრებულის ცვლილების ან დამატების ძალაში შესვლის დღეს და რჩება ფრენისწინა ინფორმაციის ბიულეტენში ძალაში შესვლიდან 14 დღის განმავლობაშ