1. კრებული უნდა შეიცავდეს სარჩევის ცხრილს.

შენიშვნა: დიდი მოცულობის გამო ან მეტი მოხერხებულობის მიზნით კრებული შესაძლოა გამოქვეყნდეს ორ ან მეტ ტომად, თითოული მათგანი უნდა მიუთითებდეს, რომ დანარჩენი ინფორმაცია ხელმისაწვდომია სხვა ტომ(ებ)ში.

2. კრებულში არ უნდა მეორდებოდეს ინფორმაცია.

3. კრებული უნდა გამოქვეყნდეს ჩანაცვლებადი ფურცლების სახით, თუ სრული კრებული არ გამოიცემა მოკლე ინტერვალებში.

4. კრებული უნდა იყოს დათარიღებული. იმ შემთხვევაში თუ კრებული გამოიცემა ჩანაცვლებადი ფურცლების სახით, მაშინ თითოეული გვერდი უნდა იყოს დათარიღებული. თარიღი, რომელიც შედგება დღის, თვის(სახელი) და წლისაგან, უნდა იყოს გამოქვეყნების ან ინფორმაციის ძალაში შესვლის ამსახველი.

5. კრებული უნდა შეიცავდეს კრებულის გვერდების საკონტროლო ჩამონათვალს, რომელზეც მოცემული უნდა  იყოს თითოეული გვერდის/რუკის ძალაში შესვლის თარიღი. კრებულის გვერდების საკონტროლო ჩამონათვალი უნდა იყოს დათარიღებული.

6. კრებულის თითოეულ გვერდზე ნათლად უნდა ჩანდეს:

ა) კრებულის იდენტიფიცირება;

ბ) დაფარული ტერიტორია და საჭიროებისამებრ დაფარული ტერიტორიის ნაწილი;

გ) სახელმწიფოს  და გამომშვები საწარმოს სახელწოდება;

დ) გვერდის ნომრები/რუკის სათაურები;

ე) უტყუარობის დონე, თუ ინფორმაცია არ არის სამსახურის მიერ დადასტურებული.

7. ფურცლის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 210 × 297 მმ, დიდი ფურცლები გამოიყენება იმ პირობით თუ ისინი იკეცება ზემოაღნიშნულ ზომაზე.

8. კრებულში შესული ცვლილებები ან/და ახალი ინფორმაცია უნდა იყოს აღნიშნული განსხვავებული სიმბოლოთი ან შენიშვნით.

9. მუდმივი ცვლილებები კრებულში უნდა გამოქვეყნდეს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის რეგულირების და კონტროლის პროცედურების შესაბამისად და  უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული აკრონიმით- AIRAC.

10. კრებულში ცვლილებების შეტანა ან მისი ხელახალი გამოცემა უნდა ხდებოდეს ისეთი რეგულარული ინტერვალებით, რომ შენარჩუნდეს ინფორმაციის აქტუალობა. ცვლილება კრებულში უნდა ხორციელდებოდეს მთლიანი გვერდის შეცვლით.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ცვლილების რეგულარული ინტერვალი უნდა იყოს განსაზღვრული კრებულის ზოგად (GEN) ნაწილში.

12. კრებული, კრებულის ცვლილებები და დამატებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს საერთაშორისო საკომუნიკაციო ქსელის საშუალებებით.

13. კრებულში არსებული ინფორმაციის ცვლილების, დამატების ან ცირკულარის სახით ინფორმაციის გამოქვეყნების მიზნით ჰაერსანაოსნო ინფორმაციის წარდგენის ფორმა მოცემულია ამ წესის მე-6 დანართშ