1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესის მიზნებისთვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) ადამიანური ფაქტორის ასპექტები - საავიაციო სფეროში პროექტირების, სერტიფიცირების, პერსონალის მომზადების, ტექნიკური მომსახურების და საექსპლუატაციო საქმიანობის პროცესების მიმართ გამოყენებული და ადამიანსა და სისტემის სხვა კომპონენტებს შორის უსაფრთხო ურთიერთქმედების უზრუნველყოფაზე მიმართული პრინციპები, ადამიანის შესაძლებლობების სათანადო გათვალისწინებით;
ბ) აეროდრომის რაიონში ინფორმაციის ავტომატური გადაცემის სამსახური (ATIS) -განსაზღვრულ საათებში ან დღე-ღამის განმავლობაში დადგენილი მიმდინარე ინფორმაციის მიწოდება მოსაფრენი და გასაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის, უწყვეტი განმეორებადი რადიოგადაცემების სახით;
გ) ავტომატური დამოკიდებული დაკვირვება - ხელშეკრულება (ADS-C) - სახმელეთო სისტემასა და საჰაერო ხომალდს შორის მონაცემთა გადაცემის ხაზით ADS-С შეთანხმების პირობების გაცვლის საშუალება, სადაც კონკრეტულადაა ინიცირებული ADS-C შეტყობინებების გადაცემის პირობები და მონაცემები, რომელიც აისახება ამ შეტყობინებებში;
დ) ავტომატური დამოკიდებული დაკვირვება-მაუწყებლობა (ADS-B) - საშუალება, რომლითაც საჰაერო ხომალდებს, სააეროდრომო სატრანსპორტო საშუალებებს და სხვა ობიექტებს, მონაცემთა გადაცემის ხაზით, სამაუწყებლო რეჟიმში შეუძლიათ ავტომატურად გადასცენ ან/და მიიღონ მონაცემები, როგორიცაა საიდენტიფიკაციო ნომერი, ადგილმდებარეობა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი მონაცემები;
ე) აშტამი (ASHTAM) - ნოტამის სპეციალური სერია, განკუთვნილი ვულკანური აქტივობის ცვლილების, ვულკანური ნაცარის ან/და ფერფლის ღრუბლის წარმოქმნის შესახებ ინფორმაციის გადმოსაცემად, რომელიც მნიშვნელოვანია სხ-თვის;
ვ) გეოდეზიური მანძილი - ელიფსოიდის ზედაპირზე ნებისმიერ ორ წერტილს შორის არსებული მათემატიკურად გამოთვლილი უახლოესი მანძილი;
ზ) დაბრკოლებების გადაფრენის აბსოლუტური სიმაღლე - გარკვეულ მონაკვეთზე ფრენის აბსოლუტური მინიმალური სიმაღლე, რომელიც უზრუნველყოს საჭირო სიმაღლეს დაბრკოლებებამდე;
თ) დაერთების მისამართი - დადგენილი კოდი, რომელიც გამოიყეება მონაცემთა გადაცემის ხაზის სმმ-ს ორგანოსთან შესაერთებლად;
ი) ვერტოდრომი - აეროდრომი ან დადგენილი ფართი ნაგებობის ზედაპირზე, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია შვეულმფრენების ასაფრენ-დასაფრენად და მიმოსვლისთვის;
კ) ვოლმეტი (VOLMET) – მეტეოროლოგიური ინფორმაცია ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდებისათვის;
ლ) ვოლმეტის მონაცემების გადამცემი ხაზი (D-VOLMET)- აეროდრომზე მიმდინარე რეგულარული მეტეოროლოგიური ცნობების (METAR) სპეციალური მეტეოროლოგიური ცნობების (SPECI), აეროდრომზე პროგნოზების (TAF), ინფორმაცია SIGMET-ის, AIRMET-ის, საჰაერო ხომალდიდან სპეციალური შეტყობინებების მიწოდება მონაცემების გადამცემი ხაზით;
მ) ზონალური ნაოსნობა (RNAV) - აერნაოსნობის მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს საჰაერო ხომალდს ფრენა განახორციელოს ნებისმიერი სასურველი ტრაექტორიით, სახმელეთო ან სათანამგზავრო სანავიგაციო საშუალებების მოქმედების არეში ან ავტონომიური საშუალებების შესაძლებლობების ფარგლებში ან მათი კომბინაციით. შენიშვნა: ზონალური ნაოსნობა მოიცავს სანავიგაციო მახასიათებლებზე დაფუძნებულ ნაოსნობას, ასევე სხვა სახის ფრენების შესრულებას, რომელსაც მახასიათებლებზე დაფუძნებული ნაოსნობის განმარტება არ მოიცავს;
ნ) კავშირი „მეთვალყურე-პილოტი“ (CPDLC) მონაცემთა გადაცემის ხაზით - კავშირგაბულობის საშუალება, მონაცემთა გადაცემის ხაზის გამოყენებით, მეთვალყურესა და პილოტს შორის საჰაერო მოძრაობის მართვის უზრუნველყოფად;
ო) კალენდარი - დროის დისკრეტული ათვლის სისტემა, რომელიც წარმოადგენს დროის ერთი დღიანი განსაზღვრის საფუძველს (ISO 19108*);
პ) კრებულის დამატება - კრებულში არსებული ინფორმაციის დროებითი ცვლილება, რომელიც გამოქვეყნებულია სპეციალური გვერდების სახით;
ჟ) კრებულის ცვლილება - კრებულში არებული ინფორმაციის გრძელვადიანი ცვლილება;
რ) მარშრუტზე ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე - მარშრუტის მონაკვეთზე ფრენის აბსოლუტური სიმაღლე, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი სააერნაოსნო საშუალებების და სმმ-ს კავშირგაბმულობის საშუალებების სიგნალების ადეკვატურ მიღებას, შეესაბამება საჰაერო სივრცის სტრუქტურას და უზრუნველყოფს საჭირო მანძილს დაბრკოლებებამდე;
ს) მარშრუტის ფაზა - შუალედური დაფრენის გარეშე ფრენის მარშრუტი ან მარშრუტის ნაწილი;
ტ) მახასიათებლებზე დაფუძნებული ნაოსნობა (PBN) - ზონალური ნაოსნობა, დაფუძნებული სმმ მარშრუტზე, ხელსაწყოებით დასაფრენად შესვლის სქემაზე ან დადგენილ საჰაერო სივრცეში მფრენ სხ-ს მახასიათებლების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებზე;
უ) სააერნაოსნო სპეციფიკაცია – აერნაოსნობის პირობებში საჰაერო ხომალდთან და საფრენოსნო ეკიპაჟთან მოთხოვნების ერთობლიობა ფრენების განხორციელების უზრუნველსაყოფად, დაფუძნებული მახასიათებლებზე, დადგენილი საჰაერო სივრცის პირობებში;
ფ) სამანევრო არე - აეროდრომის ნაწილი, რომელიც მოიცავს სამანევრო არეს და ბაქანს (ბაქნებს) და განკუთვნილია სხ-ების აფრენა-დაფრენისა და მიმოსვლისათვის;
ქ) სანავიგაციო მომსახურება - მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს სხ-ს ეფექტურ და უსაფრთხო სახელმძღვანელო ინფორმაციით ან პოზიციის შესახებ მონაცემებით, ერთი ან მეტი სანავიგაციო საშუალების გამოყენებით;
ღ) თავდაცვის ამოცნობის არე - განსაზღვრული ზომის სპეციალურად დანიშნული საჰაერო სივრცე, სადაც სხ-ი ვალდებულია დამატებით შეასრულოს სპეციალური საიდენტიფიკაციო ან/და შეტყობინების პროცედურები;
ყ) სმმ-ს სარადიოლოკაციო მომსახურება - ტერმინი, რომელიც გამოიყენება სმმ-ს სარადიოლოკაციო სისტემის მომსახურების აღსანიშნავად;
შ) სმმ-ს სარადიოლოკაციო სისტემა - ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში ნიშნავს: ავტომატური დამოკიდებული დაკვირვების მაუწყებლობის რეჟიმში (ADS-B), პირველადი მიმოხილვითი რადიოლოკატორი (PSR), მეორეული მიმოხილვითი რადიოლოკატორი ან საჰაერო ხომალდების ამოსაცნობი სხვა რომელიმე მსგავსი სახმელეთო სისტემა;
ც) სნოუტამი (SNOWTAM) - ნოტამის სპეციალური სერია, განკუთვნილი სამიმოსვლო არეში თოვლის სახიფათო მდგომარეობის, ყინულის, თოვლჭყაპის ან დამდგარი წყლის არსებობის ან გაუქმების შესახებ ინფორმაციის, რომელიც მნიშვნელოვანია სხ-თვის.
ძ) ფრენისწინა ინფორმაციის ბიულეტენი - ფრენის წინ მომზადებული ოპერატიული მნიშვნელობის მოქმედი ნოტამები;
წ) ხარისხის დამოწმება - ხარისხის მართვის ნაწილი, რომელიც ასახავს ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობას (ISO 9000);
ჭ) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მართვა - ჰაერსანაოსნო ინფორმაციის დინამიური და კომპლექსური მართვა მხარეებს შორის ხარისხით დამოწმებული ციფრული ჰაერსანაოსნო მონაცემების უზრუნველყოფის და გადაცემის მიზნით;
ხ) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის ცირკულარი (შემდგომ ცირკულარი) - შეტყობინება, რომელიც არ ექვემდბარება ნოტამის ან კრებულის სახით გავრცელებას, მაგრამ ეხება ფრენების უსაფრთხოებას, საჰაერო ნავიგაციას, ტექნიკურ, ადმინისტრაციულ ან სამართლებრივ საკითხებს;
2. ამ წესში გამოყენებულ შემოკლებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) AFS - სააერნაოსნო ფიქსირებული კავშირგაბმულობის მომსახურება;
ბ) AIS - სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახური;
გ) ATS - საჰაერო მოძრაობის მომსახურება;
დ) CNS - კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურება;
ე) NIL - ინფორმაცია არ არის ან არაფერია წარსადგენი/გადასაცემი;
ვ) MET - მეტეოროლოგიური სამსახური;
ზ) SAR - საძებნ-სამაშველო სამსახური;
თ) UTC - კოორდინირებული უნივერსალური დრო;
ი) VOR - წრიული რადიოშუქურა.
3. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს საჰაერო კოდექსით და „ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის №471 დადგენილებით განსაზღვრული მნიშვნელობებ