პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების სისტემის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.05.2006 ბოლო ცვლილება 24.01.2024
ნომერი
№140/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.22.035.008.641
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 71, 29/05/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (8)

6
„სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის და ლეგალური ბრუნვის რეჟიმის თვალსაზრისით მასთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების (პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის) ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების სისტემის შექმნის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 მაისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
17.10.2018
7
„სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის და ლეგალური ბრუნვის რეჟიმის თვალსაზრისით მასთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების (პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის) ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების სისტემის შექმნის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 მაისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
13.04.2017

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №140/ნ

2006 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების სისტემის შექმნის შესახებ

       საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №29/ნ - სსმ III, №10, 23.01.2008წ., მუხ.131

      საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №01-74/ნ - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

     საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 ივლისის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 08.07.2014წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №01-21/ნ - ვებგვერდი, 18.10.2018წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №01-58/ნ - ვებგვერდი, 13.12.2018წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №01-103/ნ- ვებგვერდი, 30.10.2019წ.

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 11​2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მარტის ბრძანება №01-8/ნ - ვებგვერდი, 14.03.2013წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 ივლისის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 08.07.2014წ.

1. ყველა პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობას და  აღნიშნულზე გააჩნია შესაბამისი ნებართვა, ამ ბრძანებით დამტკიცებული წესით, ფორმებით და ვადებში, აწვდის ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –  სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №29/ნ - სსმ III, №10, 23.01.2008წ., მუხ.131

      საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №01-74/ნ - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 ივლისის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 08.07.2014წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება № 01-21/ნ - ვებგვერდი, 18.10.2018წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №01-58/ნ - ვებგვერდი, 13.12.2018წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №01-103/ნ- ვებგვერდი, 30.10.2019წ.

    2. პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში სააგენტოს ინფორმაცია მიეწოდება შემდეგი წესით:

ა) დაწესებულება, სადაც ინახება რეცეპტის სპეციალური ბლანკების ქვეყნისათვის საჭირო მარაგი, ვალდებულია, სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია ფორმა №1, №2 რეცეპტის სპეციალური ბლანკების შესახებ,  №1 დანართის შესაბამისად;

ბ) პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (მათ შორის, სუბსტანციების) იმპორტის და  ექსპორტის, ასევე, ქვეყნის შიგნით საბითუმო რეალიზაციის განმახორციელებელი იურიდიული პირები ვალდებულნი არიან, იმპორტთან ან/და ექსპორტთან ან/და ქვეყნის შიგნით შეძენასთან (მიღებასთან) დაკავშირებული ინფორმაცია სააგენტოს მიაწოდონ  №2 დანართის შესაბამისად;

გ) ქვეყნის შიგნით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (მათ შორის, სუბსტანციების) საბითუმო რეალიზაციის განმახორციელებელი იურიდიული პირები ვალდებულნი არიან საბითუმო რეალიზაციის (გაცემის) შესახებ  ინფორმაცია სააგენტოს მიაწოდონ  №3 დანართის შესაბამისად;

დ) ფარმაცევტული საწარმო ვალდებულია, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული  ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების შემთხვევაში, სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია №4 დანართის შესაბამისად;

ე) სააგენტო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვოს ინფორმაცია სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან სიმპტომურ მკურნალობაზე მყოფი ინკურაბელური და სომატური ავადმყოფების რიცხვის და  მათზე გაცემული  ნარკოტიკული საშუალებების შესახებ;

ვ) ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულება სააგენტოს აწვდის შეჯამებულ ინფორმაციას სამარაგოებსა და საპროცედუროებში ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალების ბრუნვისა და პაციენტების  საერთო რაოდენობის შესახებ №6 დანართის შესაბამისად, ხოლო ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების განყოფილებები (სამარაგოები და საპროცედუროები), ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალების ბრუნვის შესახებ დანართი  №6-1-ის შესაბამისად;

ზ) ქვეყნის შიგნით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის საცალო რეალიზაციის განმახორციელებელი იურიდიული პირები ვალდებულნი არიან სააგენტოს მიაწოდონ ინფორმაცია პირველ ჯგუფს მიკუთვნებული მზა ფარმაცევტული პროდუქტის შეძენისა (მიღების) და საცალო რეალიზაციის (გაცემის) შესახებ  №7 დანართის შესაბამისად;

თ) ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობას (მათ შორის, ავტორიზებული აფთიაქი, რომელიც ახორციელებს პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის მხოლოდ საცალო რეალიზაციას) ვალდებულია, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის, აგრეთვე, ფორმა №1, №2 რეცეპტის სპეციალური ბლანკების დაკარგვის, დატაცების ან სხვა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს და ადგილობრივი პოლიციის განყოფილებებს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 ივლისის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 08.07.2014წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 13 აპრილის ბრძანება №01-18/ნ - ვებგვერდი, 13.04.2017წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №01-21/ნ - ვებგვერდი, 18.10.2018წ.

 3. (ამოღებულია - 08.07.2014, № 01-48/ნ).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №29/ნ - სსმ III, №10, 23.01.2008წ., მუხ.131

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 ივლისის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 08.07.2014წ.

 4. (ამოღებულია - 08.07.2014, № 01-48/ნ).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №29/ნ - სსმ III, №10, 23.01.2008წ., მუხ.131

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 ივლისის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 08.07.2014წ.

5. სამედიცინო, ფარმაცევტულ, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ და საკონტროლო-ანალიზურ დაწესებულებათა ხელმძღვანელებმა პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის, აგრეთვე, ფორმა NN1,2 რეცეპტის სპეციალური ბლანკების დაკარგვის, დატაცების ან სხვა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების შემთხვევაში,  დაუყოვნებლივ მოაწოდონ ინფორმაცია ადგილობრივი პოლიციის განყოფილებებსა და სააგენტოს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №29/ნ - სსმ III, №10, 23.01.2008წ., მუხ.131

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 ივლისის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 08.07.2014წ.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვის კონტროლის ბიუროსათვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების სისტემის შექმნის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 დეკემბრის №353/ნ ბრძანება (სსმ III, 7.12.2004წ., №152, მუხლი 1390).

7. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ლ. ჭიპაშვილი

დანართი №1

ინფორმაციის მიწოდების  ფორმა

№1, №2 რეცეპტის სპეციალური ბლანკების შესახებ

ინფორმაციის მომწოდებელი იურიდიული პირის  დასახელება,  საიდენტიფიკაციო კოდი   __________________________________________________________________________________

ფაქტობრივი მისამართი   ___________________________________________________

ტელეფონი ________________________________________________________________________    

e-mail   ____________________________________________________________________________

საანგარიშგებო პერიოდი  ___________________________________________________________

 ინფორმაცია №1, №2 რეცეპტის სპეციალური ბლანკების შეძენაზე (მიღებაზე)

№

რეცეპტის ბლანკის ფორმის N

ნაშთი საანგარიშო კვარტალის  პირველი თვის პირველი რიცხვისა - თვის

საანგარიშო კვარტალში შეძენილი (მიღებული) რაოდენობა

შეძენილი (მიღებული) რეცეპტის ბლანკის ფორმის სერია და ნომერი

ორგანიზაციის დასახელება ვისგანაც შეიძინა (მიიღო) რეცეპტის ბლანკი

შეძენაზე (მიღებაზე) სასაქონლო დოკუმენტის/ ზედნადების  № და  თარიღი

1

2

3

4

5

6

7

ინფორმაცია №1, №2 რეცეპტის სპეციალური ბლანკების რეალიზაციაზე (გაცემაზე)

ფიზიკური ან იურიდიული პირის დასახელება, ვისზეც გაიცა რეცეპტის ბლანკი

ლიცენზიის ან/და ნებართვის №, ან/და

მაღალი რისკის  შემცველი სამედიცინო საქმიანობის განხორციელების თაობაზე შეტყობინების რეგისტრაციის თარიღი, ან/და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატის  №

გაცემული რეცეპტის ბლანკების რაოდენობა

გაცემული რეცეპტის ბლანკის ფორმის სერია და ნომერი

სასაქონლო დოკუმენტის/ ზედნადების  №  და თარიღი

რეცეპტის  ბლანკების  რაოდენობა საანგარიშ - გებო პერიოდის ბოლოსთვის

8

9

10

11

12

13

პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა __________________________

ხელმოწერა ____________________

თარიღი ______________

ბ.ა. (ასეთის არსებობისას)

შენიშვნა:

ფორმა ივსება:

ა) მხოლოდ იმ დაწესებულების მიერ, სადაც ინახება რეცეპტის სპეციალური ბლანკების ქვეყნისათვის საჭირო მარაგი;

ბ) ინფორმაცია რეცეპტის ბლანკების (ფორმა №1, №2) მარაგის თაობაზე რეცეპტის თითოეული ფორმისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს ცალ-ცალკე;

გ)  ფორმასთან ერთად სააგენტოს ასევე ეგზავნება ამ ინფორმაციის ელექტრონული ვერსია Excel -ის ფორმატში, შრიფტი-sylfaen;

დ) №1, №2 რეცეპტის სპეციალურ ბლანკებზე ინფორმაციის მიწოდების საანგარიშგებო პერიოდი  განისაზღვრება  ერთი კვარტალით;

ე)  ინფორმაცია №1, №2 რეცეპტის სპეციალური ბლანკების შესახებ სააგენტოს მიეწოდება ყოველი მომდევნო კვარტალის პირველი თვის 10 რიცხვამდე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №29/ნ - სსმ III, №10, 23.01.2008წ., მუხ.131

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 ივლისის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 08.07.2014წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 13 აპრილის ბრძანება №01-18/ნ - ვებგვერდი, 13.04.2017წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №01-21/ნ - ვებგვერდი, 18.10.2018წ.

დანართი №2

ინფორმაციის მიწოდების  ფორმა

პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (მათ შორის, სუბსტანციების) იმპორტის,  ექსპორტის, ასევე,  ქვეყნის შიგნით საბითუმო რეალიზაციის განმახორციელებელი იურიდიული პირების მიერ

იმპორტთან ან/და ექსპორტთან ან/და ქვეყნის შიგნით შეძენასთან (მიღებასთან) დაკავშირებით

ინფორმაციის მომწოდებელი იურიდიული პირის  დასახელება,  საიდენტიფიკაციო კოდი   ______________________________________________________________________________

ფაქტობრივი მისამართი_______________________________________________________

ტელეფონი ___________________________________________________________________    

e-mail________________________________________________________________________

საქმიანობაზე ნებართვის № ______________________________________

საანგარიშგებო პერიოდი _______________________________________________________

№

პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (მათ შორის სუბსტანციის) დასახელება, დოზა, კონცენტრაცია, შეფუთვაში  რაოდენობა

სერია

ზომის

ერთეული

იმპორტირებული  ან/და ექსპორტირებული, ან/და ქვეყნის შიგნით  შეძენილი (მიღებული) ფარმაცევტული პროდუქტის რაოდენობა

1

2

3

4

5

იმპორტ-ექსპორტის შემთხვევაში ექსპორტიორი ან/და იმპორტიორი  ქვეყნისა და   ორგანიზაციის დასახელება

იმპორტ-ექსპორტის შემთხვევაში

წინასწარი საიმპორტო შეთანხმების № და ფაქტობრივი იმპორტის ან/და ექსპორტის განხორციელების თარიღი

ორგანიზაციის დასახელება და ნებართვის №, ვისგანაც განხორციელდა ფარმაცევტული პროდუქტის  შეძენა (მიღება) ქვეყნის შიგნით

ქვეყნის შიგნით ფარმაცევტული პროდუქტის  შეძენის (მიღების) შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების  № და შეძენის(მიღების) თარიღი

შენიშვნა

6

7

8

9

10

პასუხისმგებელი პირის სახელი გვარი, თანამდებობა ____________________________

_____________________________________________________________________________

ხელმოწერა ____________________

თარიღი ______________

ბ.ა. (ასეთის არსებობისას)

შენიშვნა:

ა)  ფორმასთან ერთად სააგენტოს ასევე ეგზავნება ამ ინფორმაციის ელექტრონული ვერსია Excel-ის ფორმატში, შრიფტი – sylfaen;

ბ) რაოდენობრივი მონაცემები სუბსტანციის შესახებ ივსება გრამებში;

გ) მე-6 და მე-7 ვერტიკალური სვეტი ივსება მხოლოდ ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტ-ექსპორტის  შემთხვევაში;

დ) საანგარიშგებო პერიოდი ფარმაცევტული პროდუქტის (მათ შორის, სუბსტანციების) იმპორტ - ექსპორტის შემთხვევაში განისაზღვრება ერთი თვით, ხოლო ქვეყნის შიგნით  შეძენის  (მიღების) შემთხვევაში –  ერთი კვარტალით;

ე) სააგენტოს ინფორმაცია ფარმაცევტული პროდუქტის (მათ შორის, სუბსტანციების) იმპორტ - ექსპორტის შემთხვევაში მიეწოდება ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე, ხოლო ქვეყნის შიგნით შეძენის (მიღების) შემთხვევაში – ყოველი მომდევნო კვარტალის პირველი თვის 10 რიცხვამდე;

ვ) საბითუმო რეალიზაციის განმახორციელებელი იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს ინფორმაცია, დადგენილი ფორმის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, საანგარიშო პერიოდში განახორციელდა თუ არა  მათ მიერ პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის  შეძენა (მიღება) ქვეყნის შიგნით;

ზ)  იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი ერთდროულად ახორციელებს როგორც საცალო, ასევე საბითუმო რეალიზაციას, ანგარიშგება უნდა აწარმოოს №2 და №3 დანართების  შესაბამისად.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №29/ნ - სსმ III, №10, 23.01.2008წ., მუხ.131

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 ივლისის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 08.07.2014წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 13 აპრილის ბრძანება №01-18/ნ - ვებგვერდი, 13.04.2017წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №01-21/ნ - ვებგვერდი, 18.10.2018წ.

დანართი №3

  ინფორმაციის მიწოდების ფორმა

ქვეყნის შიგნით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (მათ შორის, სუბსტანციების) საბითუმო რეალიზაციის განმახორციელებელი იურიდიული პირების მიერ საბითუმო რეალიზაციასთან (გაცემასთან) დაკავშირებით

ინფორმაციის მომწოდებელი იურიდიული პირის  დასახელება,  საიდენტიფიკაციო კოდი   ______________________________________________________________________________

ფაქტობრივი მისამართი_______________________________________________________

ტელეფონი ___________________________________________________________________    

e-mail________________________________________________________________________

საქმიანობაზე ნებართვის № ______________________________________

საანგარიშგებო პერიოდი _______________________________________________________

№

პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (მათ შორის, სუბსტანციის) დასახელება, დოზა, კონცენტრაცია, შეფუთვაში  რაოდენობა

სერია

ზომის ერთეული

ნაშთი საანგარიშო კვარტალის  პირველი თვის პირველი რიცხვისათვის

1

2

3

4

5

საანგარიშო კვარტალის განმავლობაში მიღებული რაოდენობა

ორგანიზაციის დასახელება, ვისზეც გაიცა მედიკამენტი

ორგანიზაციის

ნებართვის ან ლიცენზიის №, მაღალი რისკის  შემცველი სამედიცინო საქმიანობის განხორციელების თაობაზე შეტყობინების თარიღი

სასაქონლო ზედდებულის № და გაცემის თარიღი

6

7

8

9

გაცემული რაოდენობა

ნაშთი მომდევნო კვარტალის პირველი თვის პირველი  რიცხვისათვის

შენიშვნა

10

11

12

პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა __________________________

___________________________________________________________________________

ხელმოწერა ____________________

თარიღი ______________

ბ.ა. (ასეთის არსებობისას)

შენიშვნა:

ა)  ფორმასთან ერთად სააგენტოს ასევე ეგზავნება ამ ინფორმაციის ელექტრონული ვერსია Excel-ის ფორმატში, შრიფტი – sylfaen;

ბ) რაოდენობრივი მონაცემები სუბსტანციის შესახებ ივსება გრამებში;

გ) საანგარიშგებო პერიოდი განისაზღვრება ერთი კვარტალით;

დ) ინფორმაცია სააგენტოს მიეწოდება ყოველი მომდევნო კვარტალის პირველი თვის 10 რიცხვამდე;

ე) იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს ინფორმაცია, დადგენილი ფორმის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა  თუ არა  მათ მიერ პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის  რეალიზაცია (გაცემა);

ვ) იმ შემთხვევაში, თუ  პირი ერთდროულად  ახორციელებს როგორც საცალო, ასევე საბითუმო რეალიზაციას, ანგარიშგება უნდა აწარმოოს №2 და №3 დანართების  შესაბამისად;

ზ) ამ დანართის მე-11 გრაფაში მიეთითება საანგარიშო პერიოდში როგორც ბითუმად გაცემული, ასევე რეცეპტის სპეციალური ბლანკის საფუძველზე გაცემული ფარმაცევტული პროდუქტის საერთო ოდენობა თითოეულ პოზიციაზე ცალ-ცალკე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №29/ნ - სსმ III, №10, 23.01.2008წ., მუხ.131

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 ივლისის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 08.07.2014წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 13 აპრილის ბრძანება №01- 18/ნ - ვებგვერდი, 13.04.2017წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №01-21/ნ - ვებგვერდი, 18.10.2018წ.

დანართი №4

ინფორმაციის მიწოდების ფორმა

ფარმაცევტული საწარმოს მიერ პირველ ჯგუფს მიკუთვნებული  ფარმაცევტული პროდუქტის  წარმოების შესახებ

ინფორმაციის მომწოდებელი იურიდიული პირის  დასახელება,  საიდენტიფიკაციო კოდი   ______________________________________________________________________________

ფაქტობრივი მისამართი_______________________________________________________

ტელეფონი ___________________________________________________________________    

e-mail________________________________________________________________________

საქმიანობაზე ნებართვის № ______________________________________

საანგარიშგებო პერიოდი _______________________________________________________

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა      ს უ ბ ს ტ ა ნ ც ი ა ზ ე

№

დასახელება

სერია

ნაშთი საანგარიშო თვის პირველი რიცხვისათვის

საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული რაოდენობა

საანგარიშო თვის განმავლობაში ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებაზე დახარჯული რაოდენობა

საანგარიშო თვის

(რომლის განმავლობაშიც წარმოებისათვის დაიხარჯა სუბსტანცია)  მომდევნო თვის პირველი რიცხვისათვის არსებული სუბსტანციის ნაშთი

1

2

3

4

5

6

7

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა   წ ა რ მ ო ე ბ უ ლ   პ რ ე პ ა რ ა ტ ე ბ ზ ე

წარმოებული ფარმაცევტული პროდუქტის დასახელება, დოზა, კონცენტრაცია, შეფუთვაში  რაოდენობა

ზომის ერთეული

სერია

წარმოებული  რაოდენობა

შენიშვნა

8

9

10

11

12

პასუხისმგებელი პირის სახელი გვარი, თანამდებობა _________________________

__________________________________________________________________________

ხელმოწერა ____________________

თარიღი ______________

ბ.ა. (ასეთის არსებობისას)

შენიშვნა:

ა)  ფორმასთან ერთად  სააგენტოს ასევე ეგზავნება ამ ინფორმაციის ელექტრონული ვერსია Excel- ის ფორმატში, შრიფტი – sylfaen;

ბ) რაოდენობრივი მონაცემები სუბსტანციის შესახებ ივსება გრამებში;

გ) ფარმაცევტული საწარმოს მიერ წარმოებული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის (გაცემის) შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს სააგენტოს წინამდებარე ბრძანების № 3 დანართის შესაბამისად;

დ) საანგარიშგებო პერიოდი განისაზღვრება ერთი თვით;

ე) ინფორმაცია სააგენტოს მიეწოდება ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე;

ვ) იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს ინფორმაცია, დადგენილი ფორმის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, საანგარიშო პერიოდში განახორციელდა  თუ არა  მათ მიერ პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის  წარმოება ან/და  წარმოებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია (გაცემა).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №29/ნ - სსმ III, №10, 23.01.2008წ., მუხ.131

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 ივლისის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 08.07.2014წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 13 აპრილის ბრძანება №01- 18/ნ - ვებგვერდი, 13.04.2017წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №01-21/ნ - ვებგვერდი, 18.10.2018წ.

დანართი №5

(ამოღებულია)

 დანართი №6

ინფორმაციის მიწოდების ფორმა

ნარკომანიის  ჩანაცვლებითი  სპეციალური პროგრამით მკურნალობის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების სამარაგოებსა  და  საპროცედუროებში ჩამანაცვლებელი სამკურნალო  საშუალების  ბრუნვისა და პაციენტების ჯამური რაოდენობის შესახებ

ინფორმაციის მომწოდებელი იურიდიული პირის  დასახელება,  საიდენტიფიკაციო კოდი   _____________________________________________________________________________

ფაქტობრივი მისამართი_______________________________________________________ ტელეფონი__________________________________________________________________

e-mail________________________________________________________________________

საქმიანობაზე ნებართვის № (ასეთის არსებობის შემთხვევაში) _____________________

საანგარიშგებო პერიოდი______________________________________________________________

№

ჩამანაცვ-ლებელი სამკურნალო საშუალების დასახელება, ფორმა და დოზა

საზომი ერთე-ული

ნაშთი საანგა-რიშო კვარტა-ლის  პირველი თვის პირველი რიცხვისათვის

კვარტალის განმავლო-ბაში გახარჯული ჩამანაცვ-ლებელი სამკურნალო საშუალების  რაოდენობა

ნაშთი მომდევნო კვარტალის პირველი თვის პირველი რიცხვისათვის

საანგარიშო კვარტალის განმავლობაში  პროგრამაში ჩართული პაციენტების რიცხვი (მიეთითება   ცალ- ცალკე საანგარიშო კვარტალის თითოეული თვისათვის)

შენიშვნა

1

2

3

4

5

 6

7

8

პასუხისმგებელი პირის სახელი გვარი, თანამდებობა ___________________________

____________________________________________________________________________

ხელმოწერა ____________________

თარიღი ______________

ბ.ა. (ასეთის არსებობისას)

შენიშვნა:

ა) ფორმაში შეიტანება  პროგრამის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების ყველა განყოფილების სამარაგოსა და საპროცედუროში გახარჯული/არსებული ჩამანაცვლებელი სამკურნალო  საშუალებების რაოდენობები;

ბ)  ჩამანაცვლებელი სამკურნალო  საშუალებების კონცენტრირებული სახით არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია უნდა ეხებოდეს მხოლოდ კონცენტრირებულ  ხსნარს და არა განზავებულს;

გ) მე-7 გრაფაში მიეთითება პროგრამაში ჩართული პაციენტების ჯამური რიცხვი (ყველა განყოფილებაში)  საანგარიშო კვარტალის თითოეული თვისათვის ცალ-ცალკე, მომდევნო თვის 1 რიცხვის მდგომარეობით;

დ) ფორმასთან ერთად სააგენტოს ასევე ეგზავნება ამ ინფორმაციის ელექტრონული ვერსია Excel -ის ფორმატში, შრიფტი – sylfaen;

ე) საანგარიშგებო პერიოდი განისაზღვრება ერთი კვარტალით;

ვ) ინფორმაცია სააგენტოს მიეწოდება ყოველი მომდევნო კვარტალის პირველი თვის 10 რიცხვამდე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №29/ნ - სსმ III, №10, 23.01.2008წ., მუხ.131

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 ივლისის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 08.07.2014წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 13 აპრილის ბრძანება №01- 18/ნ - ვებგვერდი, 13.04.2017წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №01-21/ნ - ვებგვერდი, 18.10.2018წ.

დანართი № 6-1

ინფორმაციის მიწოდების ფორმა

ნარკომანიის  ჩანაცვლებითი   სპეციალური პროგრამით მკურნალობის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების განყოფილებაში (სამარაგოსა და  საპროცედუროში) ჩამანაცვლებელი სამკურნალო  საშუალების  ბრუნვის შესახებ

ინფორმაციის მიმწოდებელი იურიდიული პირის /განყოფილების  დასახელება ____________________________________________________________________________________

საინდეტიფიკაციო კოდი (ასეთის არსებობის ემთხვევაში)________________________________

ფაქტობრივი მისამართი________________________________________________________________ ტელეფონი____________________________________________________________________________

e-mail_________________________________________________________________________________

საქმიანობაზე ნებართვის № (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ______________________________

საანგარიშგებო პერიოდი_______________________________________________________________

№

ჩამანაცვლე - ბელი სამკურნალო საშუალების დასახელება, ფორმა და დოზა

საზომი ერთე - ული

ნაშთი საანგარიშო კვარტალის  პირველი თვის პირველი რიცხვისათ - ვის

კვარტალის განმავლო - ბაში მიღებული რაოდენობა

ვისგან იყო შეძენილი

შეძენის თარიღი და შეძენის დამადასტუ - რებელი დოკუმენტის №

საანგარიშო კვარტალის განმავლობაში მოხმარებული რაოდენობა

ნაშთი მომდევნო კვარტალის პირველი თვის პირველი რიცხვისათვის

1

2

3

4

5

6

7

8

9

პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა ___________________________

____________________________________________________________________________

ხელმოწერა ____________________

თარიღი ______________

ბ.ა. (ასეთის არსებობისას)

შენიშვნა:

ა) ფორმას ავსებს ნარკომანიის  ჩანაცვლებითი    სპეციალური პროგრამით მკურნალობის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების თითოეული განყოფილება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცალ-ცალკე;

ბ) ფორმაში შეიტანება   განყოფილებაში სამარაგოსა და საპროცედუროში არსებული ჩამანაცვლებელი სამკურნალო  საშუალებების ჯამური რაოდენობა;

გ)  ჩამანაცვლებელი სამკურნალო  საშუალებების კონცენტრირებული სახით არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია უნდა ეხებოდეს მხოლოდ კონცენტრირებულ  ხსნარს და არა განზავებულს;

დ)  ფორმასთან ერთად სააგენტოს ასევე ეგზავნება ამ ინფორმაციის ელექტრონული ვერსია Excel -ის ფორმატში შრიფტი – sylfaen;

ე) საანგარიშგებო პერიოდი განისაზღვრება ერთი კვარტალით;

ვ) ინფორმაცია სააგენტოს მიეწოდება ყოველი მომდევნო კვარტალის პირველი თვის 10 რიცხვამდე;

ზ) მე-5 გრაფაში „მიღება“ მიეთითება აფთიაქიდან ან და სამარაგოდან მიღებული რაოდენობა, ასევე აქტის საფუძველზე მიღებული ოდენობა (ასეთის არსებობისას).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №01-21/ნ - ვებგვერდი, 18.10.2018წ.

დანართი 7

ინფორმაციის მიწოდების ფორმა

ქვეყნის შიგნით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის საცალო რეალიზაციის განმახორციელებელი იურიდიული პირების მიერ

მზა ფარმაცევტული პროდუქტის შეძენისა (მიღების) და საცალო რეალიზაციის (გაცემის) შესახებ

ინფორმაციის მომწოდებელი იურიდიული პირის  დასახელება________________________________

საიდენტიფიკაციო კოდი____________________________

ფაქტობრივი მისამართი_________________________________________________________

საკადასტრო კოდი   _____________________________________________________________     

ტელეფონი ________________________________________________________________________________   

e-mail __________________________________________________________________________

საქმიანობაზე ნებართვის №_________________________________________________

საანგარიშგებო პერიოდი ___________________________________________________

№

მზა ფარმაცევ-ტული პროდუქ-ტის დასახე-ლება

ფორმა დოზა

საზომი ერთეული

ნაშთი საანგა-რიშო კვარტა-ლის პირვე-ლი თვის პირვე-ლი რიცხვისათვის

ვისგან იყო შეძენილი (მიღე-ბული)

ნებართ-ვის № ვისგანაც შეიძინა

შეძენის თარიღი და შეძენის დამა-დასტურებელი დოკუ-მენტის №

შეძე-ნილი (მიღე-ბული) რაო-დენობა

საანგა-რიშო კვარტა-ლის განმავ-ლობაში საცა-ლოდ რეალი-ზებული (გაცემუ-ლი) რაოდე-ნობა

ნაშთი საანგარიშო კვარტალის  მომდევნო კვარტალის  პირველი თვის პირველი რიცხვისათვის

შენიშ-ვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

პასუხისმგებელი პირის სახელი გვარი, თანამდებობა ___________________________

____________________________________________________________________________

ხელმოწერა ____________________

თარიღი ______________

ბ.ა. (ასეთის არსებობისას)

შენიშვნა:

ა)  ფორმას ავსებენ ქვეყნის შიგნით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის საცალო რეალიზაციის განმახორციელებელი პირები;

ბ) ამ დანართის   მე-9  გრაფაში მიეთითება საანგარიშო პერიოდში რეცეპტის სპეციალური ბლანკის საფუძველზე გაცემული ფარმაცევტული პროდუქტის საერთო ოდენობა თითოეულ პოზიციაზე ცალ-ცალკე;

გ) ფორმასთან ერთად  სააგენტოს, ასევე, ეგზავნება ამ ინფორმაციის ელექტრონული ვერსია Excel -ის ფორმატში, შრიფტი – sylfaen;

დ) საანგარიშგებო პერიოდი განისაზღვრება ერთი კვარტალით;

ე) ინფორმაცია სააგენტოს მიეწოდება ყოველი მომდევნო კვარტალის პირველი თვის 10 რიცხვამდე;

ვ) ამ დანართის მიხედვით, ინფორმაციის მოწოდების ვალდებულება  გააჩნიათ იმ  პირებს, რომლებიც ფლობენ ავტორიზებული  აფთიაქის ნებართვას, არ ახორციელებენ საბითუმო და/ან უშუალოდ მომხმარებელზე რეალიზაციას (გაცემას),  მაგრამ  ფარმაცევტულ პროდუქტს  აწვდიან იმავე იურიდიული პირის სამედიცინო მომსახურების გამწევ სუბიექტებს, სადაც პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის  გამოყენება სამედიცინო მომსახურების ნაწილია. ამ შემთხვევაში  მე-9 გრაფაში მიეთითება  სამედიცინო დაწესებულების განყოფილებებზე საანგარიშო პერიოდში გაცემული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ჯამური ოდენობა;

ზ) იმ  იურიდიულმა პირების, რომლებიც ფლობენ ავტორიზებული  აფთიაქის ნებართვას და ახორციელებენ, როგორც  საბითუმო რეალიზაციას, და  ასევე ფარმაცევტულ პროდუქტს აწვდიან იმავე  იურიდიული პირის  სამედიცინო მომსახურების გამწევ  სუბიექტებს,   ანგარიშგება უნდა აწარმოონ № 2 და № 3 დანართების შესაბამისად;

თ) იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს ინფორმაცია, დადგენილი ფორმის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა  თუ არა  მათ მიერ პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის  შეძენა (მიღება) ან რეალიზაცია (გაცემა).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 13 აპრილის ბრძანება №01-18/ნ - ვებგვერდი, 13.04.2017წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №01-21/ნ - ვებგვერდი, 18.10.2018წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების სისტემის შექმნის შესახებ“, №140/ნ, 25.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.035.008.641 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.10.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/64756-8/