ბრძანება N 22068

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.10.2024
№ დოკუმენტი 22068
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22068

10 ოქტომბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -----------)

(მის.: ----------------------------)

2024 წლის 18 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №104) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -----------) 2024 წლის 18 სექტემბრის №91989/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 აგვისტოს №083-28 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. განმარტავს, რომ კომპანია აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას პროგრამა ინფობუღალტერში და პროდუქციის ჩამოწერა ხორციელდება ყოველდღიურად, ასევე, სრულად არის წარდგენილი სმფ-ების ნაშთების აღრიცხვა, თითქმის ყოველდღიურად და ყოველ თვე ტარდება შიდა აუდიტი პროდუქციის აღრიცხვიანობასთან დაკავშირებით. აცხადებს, რომ საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა იყო საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამოღებული თითოეული ქვითრის მიხედვით საქონლის მყისიერად ჩამოწერა, რაც რთულია არსებული პირობებიდან გამომდინარე, ამიტომ ხორციელდება სმფ-ს აღრიცხვიანობა/ჩამოწერა ყოველი დღის ბოლოს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ სალაროს ნაშთს. განმარტავს, რომ ბუღალტრულად სალაროს ნაშთი 2024 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით შეადგენს 0 ლარს. ამასთან, სალაროს ნაშთის დაანგარიშებაში არ არის გათვალისწინებული იმპორტიდან (-----ის ------) შემოტანილ სმფ-ზე გადახდილი 193 286 დოლარი. იმპორტზე (-----ი) თანხის გადახდა ხორციელდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით.-----ში არსებული საწარმოები, საიდანაც შპს „----ი“ აწარმოებდა შესყიდვებს არ აძლევდნენ გადახდის დამადასტურებელ დოკემენტს, ამიტომ არ არსებობს იმპორტზე გადახდილი თანხების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ივლისის №15608 და 7 აგვისტოს №18314 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 7 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 19 აგვისტოს №18991 ბრძანება და ამავე თარიღის №083-28 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 210 194 ლარი, მათ შორის, გადასახადი 137 830 ლარი, ჯარიმა 68 916 ლარი, საურავი 3 448 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა საცალო ვაჭრობა ტანსაცმლით ძირითადად ბავშვის ორეული, ქუდი, მაისური, შარვალი, საქარე ქურთუკი, საცურაო კოსტუმი, ბავშვის და ქალის ფეხსაცმლით. ასევე, ლითონის ბიჟუტერიით, აბადოკით, თმის სამაგრით ვაჭრობა. საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში. საწარმოში დაინიშნა სმფ-ების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა, ასევე, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. ინვენტარიზაციის განმახორციელებელმა პირებმა გადამხდელთან დაკავშირება ვერ შეძლეს (დირექტორი არ იმყოფება საქართველოში). აღნიშნულიდან გამომდინარე, მიჩნეულ იქნა რომ ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (12.06.2024 წლისათვის) საწარმოს სმფების ნაშთი არ გააჩნდა. საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი მიჩნეულია ნულის ტოლად. პირი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაჯარიმდა 400 ლარით და 2024 წლის 12 ივნისს შედგა სამართალდარღვევის ოქმი №-----, სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის მითითებულ ვადაში წარუდგენლობისათვის. ხოლო, 2024 წლის 30 ივლისს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილით, პირს ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობისთვის, სამართალდარღვევის ოქმით №------, დაერიცხა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

შემოწმება ჩატარებულია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე და საარქივო სამმართველოდან მიღებული საბაჟო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 534 396 ლარს და აქვს 2 200 ლარის დოკუმენტური რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში (22.02.2023-დან 01.07.2024-მდე) სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონელი იმპორტირებული აქვს -----დან 524 665 ლარის ოდენობით. ასევე უფიქსირდება 12 365 ლარის ადგილობრივი შეძენა (დღგ-ის გარეშე). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, გადამდელს 2023 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებული აქვს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ნაშთი 31.12.2023 წლის მდგომარეობით 64 754 ლარი. 2023 წლის საანგარიშო პერიოდში შეძენილი აქვს 135 282 ლარის (დღგ-ის გარეშე) სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონელი. შემოწმების მიერ გავრცელებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი სახეობების მიხედვით. შემოწმებით განსაზღვრული საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 62.84%-ს. შემოწმებით, საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი განისაზღვრა ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით და შეადგინა ნული ლარი. სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 160-ე, 163- ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა დღგ-ით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

. შპს „----“-ის შემოწმებით დადგენილი შემოსავალი რეალიზაციიდან შეადგენს 874 497 ლარს (1 031 906 ლარს დღგ-ის ჩათვლით). განხორციელებული აქვს რეალიზაცია ფ/პირებზე დოკუმენტის გარეშე. დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს მხოლოდ 2 200 ლარს. შემოსავალი სრულად ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად. იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულება ჩაითვალა არარეზიდენტი მომწოდებლისათვის ანაზღაურებულად.

შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა, სსა-ს ინვენტარიზაციის თარიღისათვის საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში არ ერიცხება, ნულის ტოლია. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს სალაროში განკარგვადი თანხა 306 462 ლარი (383 078 ლარი აგროსილი) მიჩნეულ იქნა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 154-ე და 101-ე მუხლების თანახმად, აღნიშნული განაცემი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საწარმოში დაინიშნა სმფ-ების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა, ასევე, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. ინვენტარიზაციის განმახორციელებელმა პირებმა გადამხდელთან დაკავშირება ვერ შეძლეს (დირექტორი არ იმყოფება საქართველოში). აღნიშნულიდან გამომდინარე, მიჩნეულ იქნა რომ ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (12.06.2024 წლისათვის) საწარმოს სმფ-ების ნაშთი არ გააჩნდა. ასევე საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი მიჩნეულია ნულის ტოლად. გადამხდელი დაჯარიმდა ორჯერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. საწარმოს, შესამოწმებელ პერიოდში სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონელი იმპორტირებული აქვს -------დან 524 665 ლარის ოდენობით. ასევე, უფიქსირდება 12 365 ლარის ადგილობრივი შეძენა (დღგ-ის გარეშე). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, გადამხდელს 2023 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებული აქვს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთი 31.12.2023 წლის მდგომარეობით 64 754 ლარი. 2023 წლის საანგარიშო პერიოდში შეძენილი აქვს 135 282 ლარის (დღგ-ის გარეშე) სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონელი. შემოწმების მიერ გავრცელებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი სახეობების მიხედვით. შემოწმებით განსაზღვრული საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 62.84%-ს. ხოლო, საბოლოო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი განისაზღვრა ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით და შეადგინა ნული ლარი. შედეგად, სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, შემოსავალი სრულად ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად, ასევე, იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულება ჩაითვალა არარეზიდენტი მომწოდებლისათვის ანაზღაურებულად. შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა, სსა-ს ინვენტარიზაციის თარიღისათვის საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში არ ერიცხება, ნულის ტოლია. შემოწმებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს სალაროში განკარგვადი თანხა მიჩნეულ იქნა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. აგრეთვე, მომჩივნის მიერ მე-2 სადავო საკითხში დაფიქსირებულ პოზიციასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ გარემოებაზე, რომ ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშებისას შემოწმების მიერ სრულად იქნა ანაზღაურებულად ჩათვლილი არარეზიდენტი მომწოდებლისათვის იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულება.

ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და შემოწმებით განსაზღვრულ სალაროს ნაშთს.ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №15608 და №18314 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №18991 ბრძანება და №083-28 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 210 194 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საწარმოში დაინიშნა სმფ-ების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა, ასევე, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. ინვენტარიზაციის განმახორციელებელმა პირებმა გადამხდელთან დაკავშირება ვერ შეძლეს (დირექტორი არ იმყოფება საქართველოში). აღნიშნულიდან გამომდინარე, მიჩნეულ იქნა რომ ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (12.06.2024 წლისათვის) საწარმოს სმფების ნაშთი არ გააჩნდა. საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი მიჩნეულია ნულის ტოლად. პირი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაჯარიმდა 400 ლარით და შედგა სამართალდარღვევის ოქმი სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის მითითებულ ვადაში წარუდგენლობისათვის. ხოლო,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილით, პირს ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობისთვის, სამართალდარღვევის ოქმით ასევე, დაერიცხა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

შემოწმება ჩატარებულია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე და საარქივო სამმართველოდან მიღებული საბაჟო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 534 396 ლარს და აქვს 2 200 ლარის დოკუმენტური რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონელი იმპორტირებული აქვს 524 665 ლარის ოდენობით. ასევე უფიქსირდება 12 365 ლარის ადგილობრივი შეძენა (დღგ-ის გარეშე). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, გადამდელს 2023 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებული აქვს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ნაშთი 31.12.2023 წლის მდგომარეობით 64 754 ლარი. 2023 წლის საანგარიშო პერიოდში შეძენილი აქვს 135 282 ლარის (დღგ-ის გარეშე) სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონელი. შემოწმების მიერ გავრცელებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი სახეობების მიხედვით. შემოწმებით განსაზღვრული საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 62.84%-ს. შემოწმებით, საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი განისაზღვრა ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით და შეადგინა ნული ლარი. სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 160-ე, 163- ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა დღგ-ით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან, შემოწმებით დადგენილი შემოსავალი რეალიზაციიდან შეადგენს 874 497 ლარს (1 031 906 ლარს დღგ-ის ჩათვლით). განხორციელებული აქვს რეალიზაცია ფ/პირებზე დოკუმენტის გარეშე. დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს მხოლოდ 2 200 ლარს. შემოსავალი სრულად ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად. იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულება ჩაითვალა არარეზიდენტი მომწოდებლისათვის ანაზღაურებულად.

შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა, სსა-ს ინვენტარიზაციის თარიღისათვის საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში არ ერიცხება, ნულის ტოლია. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს სალაროში განკარგვადი თანხა 306 462 ლარი (383 078 ლარი აგროსილი) მიჩნეულ იქნა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 154-ე და 101-ე მუხლების თანახმად, აღნიშნული განაცემი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5.9„ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1 და მე-2); 164(1); 269(1);