ბრძანება N 25803
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25803
25 ნოემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (პ/ნ ---------)
(მის.:---------)
2025 წლის 13 ოქტომბრის და 11 ნოემბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 და 13 ნოემბერს გამართულ სხდომებზე (ოქმები: №92, №94) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ ------) 2025 წლის 13 ოქტომბრის №98342/1/2025 და 11 ნოემბრის №98744/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 სექტემბრის №024-65 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ საწარმო საქონლის ჩამოწერას ახდენდა ყოველდღიურად, ყველა რეალიზებული საქონლის მიხედვით, დღის ჭრილში იდენტიფიცირდებოდა რეალიზებული საქონელი დასახელებისა და რაოდენობის მიხედვით, შესაბამისად არ არსებობდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. აცხადებს, რომ გადამხდელმა შეძლო პროგრამულად აღრიცხული საცალოდ რეალიზებული საქონლის ფასნამატის გაშიფვრა. მიუთითებს, რომ შემოწმებამ არასწორად განსაზღვრა საწარმოს დოკუმენტური ფასნამატი და საჩივარს თან ერთვის ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, რომლითაც დასტურდება, რომ დოკუმენტური ფასნამატი ბევრად ნაკლებია ვიდრე შემოწმებით დადგენილი. ასევე, მომჩივანი განმარტავს, რომ შემოწმებით არასწორად არის დათვლილი 2022 წლის საქონლის საწყისი ნაშთი, ვინაიდან ხანდაზმულ პერიოდზე შემოწმებამ შეცვალა კომპანიის ნაშთი, რაც არასწორია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 მარტის №4507, 18 ივნისის №12887 და 26 ივნისის №13738 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 21 მაისის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 10 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 15 სექტემბრის №20203 ბრძანება და ამავე თარიღის №024-65 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 959 259 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 116 336 ლარი, ჯარიმა 555 060 ლარი და საურავი 287 862 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა იმპორტირებული და ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი წვრილი და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის საცალო და საბითუმო რეალიზაცია. საქონლის რეალიზაცია ხდებოდა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. გადამხდელის მიერ მოწოდებული პირველადი დოკუმენტაციით (საბანკო ამონაწერები, არარეზიდენტი მომწოდებლებისგან მიღებული საქონლისა და სატრანსპორტო მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტები) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად, შემოწმებამ მიზანშეწონილად ჩათვალა კომპანიაში ჩატარებულიყო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი აღწერის პროცედურა. 2025 წლის 21 მაისის №10315 ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2025 წლის 21 მაისს ჩატარდა ზემოთ აღნიშნული მიმდინარე კონტროლის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა სმფ-ების ფაქტობრივი რაოდენობა (დაახლოებით 455 262 ლარის თვითღირებულების ნაშთი). გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა არაერთი სამართალდარღვევა, კერძოდ, ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე და ასევე, ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა სააღრიცხვო ინფორმაცია, რომელიც გონივრულ ვადებში არ იქნა წარმოდგენილი, ან რიგ შემთხვევაში საერთოდ არ წარმოუდგენია, კერძოდ ურთიერთშედარების აქტები დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ. შესაბამისად, 2025 წლის 25 აპრილს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ასევე, 2024 წლის საანგარიშო პერიოდზე წარმოდგენილი იყო ბუღალტრული პროგრამა ორისი, თუმცა არასრული და არაზუსტი მონაცემებით და შესაბამისად, შემოწმების პროცესში გათვალისწინებული არ ყოფილა. ამდენად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული სმფ-ების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის 50 ჯგუფზე, გავრცელდა თითოეული ჯგუფის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, საშუალოდ 20%. შემოწმებით განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის და ინვენტარიზაციით დადგენილი საქონლის ფაქტობრივი ნაშთის გათვალისწინებით დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების თანახმად კომპანიას დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ასევე, შემოწმების მიერ, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, მ.შ დოკუმენტურად დადასტურებული სმფ-ების შეძენის ხარჯი, გაცემული ხელფასები, ბიუჯეტში გადახდილი და სხვა განაცემის შინაარსით გადახდილი თანხები. ასევე, დებიტორული და კრედიტორული დავალიანების დაზუსტების მიზნით, შემოწმების პროცესში გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მესამე პირებისგან, აღნიშნული ინფორმაცია ასევე გამოყენებულ იქნა ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში, ასევე შემოწმების მიერ გათვალისწინებული იქნა 2021 წლის საანგარიშო პერიოდის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხა, რისი საჭიროებაც შემოწმების დროს ჩატარებული ანალიზით დადასტურდა. შემოწმების მიერ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა იმპორტირებული და ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი წვრილი და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის საცალო და საბითუმო რეალიზაცია. საქონლის რეალიზაცია ხდებოდა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა სმფ-ების ფაქტობრივი რაოდენობა. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა არაერთი სამართალდარღვევა, კერძოდ, ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე და ასევე, ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენლობა. ასევე, 2024 წლის საანგარიშო პერიოდზე წარმოდგენილი იყო ბუღალტრული პროგრამა ორისი, თუმცა არასრული და არაზუსტი მონაცემებით და შესაბამისად, შემოწმების პროცესში გათვალისწინებული არ ყოფილა. ამდენად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული სმფ-ების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია. შედეგად, სასაქონლომატერიალური ფასეულობის 50 ჯგუფზე, გავრცელდა თითოეული ჯგუფის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, საშუალოდ 20%. შემოწმებით განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის და ინვენტარიზაციით დადგენილი საქონლის ფაქტობრივი ნაშთის გათვალისწინებით დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. ასევე, შემოწმების მიერ, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა და შემოწმების მიერ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2025 წლის 6 ნოემბრის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე გადასახადის გადამხდელს მიეცა დოკუმენტაცია/მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა და საკითხის განხილვა გადაიდო 1 კვირის ვადით. 2025 წლის 11 ნოემბერს გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი, რომლის დანართადაც წარმოდგენილია ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი. საჩივრებზე თანდართულ ფასნამატის გაანგარიშების ცხრილებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომ გადამხდელის მიერ საჩივრების დანართად წარმოდგენილია გაანგარიშების ის ცხრილები, რომელიც შემოწმების პროცესში აწყობილია შემმოწმებელთა მიერ. გადამხდელს საჩივარში მითითებული აქვს კონკრეტული საქონლის ფასნამატები, რომელზეც აცხადებს, რომ დოკუმენტური ფასნამატი არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე შემმოწმებით დადგენილი. აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ გადამხდელის მიერ გაანგარიშების ცხრილიდან არასწორადაა აღებული კონკრეტული საქონლის ფასნამატები. კერძოდ, საქონლის ფასნამატი მითითებულია ერთი კონკრეტული რეალიზაციის მიხედვით და არა შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით, საშუალო მონაცემი. შემოწმების ფარგლებში მაქსიმალურად დიდი რაოდენობის შეძენა-რეალიზაციის დოკუმენტებია დაკავშირებული ფასნამატის დასადგენად, შესაბამისად შესაძლოა ფასნამატები მერყეობდეს სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებლით. ასევე, შემოწმების მიერ საშუალო ფასნამატის დასადგენად გათვალისწინებულია მინუსიანი შედეგიც. შემოწმების პროცესში გამოვლენილი საკითხები, ფასნამატის და შემდგომ შემოსავლის გაანგარიშების ცხრილები გაგზავნილი და გავლილ იქნა გადამხდელთან, ასევე, შემოწმების აქტის შედგენამდე გათვალისწინებულ იქნა მათ მიერ წარმოდგენილი პოზიციები.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, რომ შემოწმებით არასწორად არის დათვლილი 2022 წლის საქონლის საწყისი ნაშთი, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, საქონლის საწყის ნაშთად აღებულია გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემი, რომელიც ასევე ემთხვეოდა მათ მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ ინფორმაციას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქციისა და დამატებითი შემოსავლის დადგენა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ --------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა იმპორტირებული და ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი წვრილი და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის საცალო და საბითუმო რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა არაერთი სამართალდარღვევა, კერძოდ, ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე და ასევე, ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენლობა.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის 50 ჯგუფზე, გავრცელდა თითოეული ჯგუფის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, საშუალოდ 20%. შემოწმებით განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის და ინვენტარიზაციით დადგენილი საქონლის ფაქტობრივი ნაშთის გათვალისწინებით დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. კომპანიას დაერიცხა დღგ და ჯარიმა. არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, მ.შ დოკუმენტურად დადასტურებული სმფ-ების შეძენის ხარჯი, გაცემული ხელფასები, ბიუჯეტში გადახდილი და სხვა განაცემის შინაარსით გადახდილი თანხები.
შემოწმების მიერ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5);158(1);159(1);163(1,2);164(1);101(1);154(1)