ბრძანება N 25815
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25815
25 ნოემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------ის“ (ს/ნ -------------)
(ფაქტ. მის.: --------------------;
იურ. მის.: ----------------------)
2025 წლის 24 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 13 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №94) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 ნოემბრის №---/2/2025 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „------ის“ (ს/ნ -------------) 2025 წლის 24 ივლისის №---/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი ივლისის №006-212 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი საწვავის ხარჯის სხვაობის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვას და ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას. განმარტავს, რომ 2025 წლის 15 მაისის დასკვნა №--- შედგა ქრონომეტრაჟის საფუძველზე, რომელიც ჩატარდა ერთ რეისზე. განმარტავს, რომ კონკრეტულ დღეს ჩატარებული კვლევისას ბეტონის მიწოდება განხორციელდა მოკლე მანძილზე, არ იყო გზებზე საცობები, არ იყო ისეთი დატვირთული მუშაობა/მიწოდება, როგორც სხვა უმეტეს შემთხვევებში, შესაბამისად, ქრონომეტრაჟმა არ აჩვენა საწვავის მოხმარების სრული სურათი. აცხადებს, რომ როდესაც დიდი რაოდენობის ბეტონის მიწოდება ხორციელდება მშენებლობებზე და მანძილი შორია, ტრანსპორტს უწევს საცობებში დიდი ხნით დაყოვნება, ასევე, საცობია ობიექტზე ბეტონის ჩასხმის მომენტში (სანამ დაიცლება წინა მანქანები და ბევრ შემთხვევაში მოცდის რეჟიმი 40-50 წუთია), მანქანა დაქოქილ მდგომარეობაშია და საწვავი შესაბამისად იხარჯება, ხშირად სატრანსპორტო საშუალებაში კონდიციონერია ჩართული, რაც საგრძნობლად ზრდის საწვავის ხარჯს. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების კომპიუტერულ სისტემაში მონიტორის მიერ ნაჩვენები ჩვენებაც ასეთ შემთხვევებში 90-92 ლიტრ საწვავს უჩვენებს. შესაბამისად, ქრონომეტრაჟმა არ აჩვენა საწვავის მოხმარების სრული სურათი. აღნიშნავს, რომ სატრანსპორტო საშუალებები არის ჩინური წარმოების, ბეტონმზიდს გადააქვს 12 მ 3 ბეტონი, რაც 2-3 მ 3 -ით აღემატება მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი სხვა კომპანიების სატრანსპორტო საშუალებებს. ამდენად, საწვავის ხარჯი გადამხდელის ტრანსპორტს ბევრად მეტი აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი მიიჩნევს, რომ რეალურად საწვავის მოხმარება შეესაბამება იმ ციფრებს, რაც საგადასახადო აუდიტისთვის იქნა მიწოდებული.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 მარტის №4751 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „------ის“ (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 26 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი ივლისის №14380 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-212 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 19 326 ლარი, მათ შორის, გადასახადი 13 631 ლარი, ჯარიმა 4 344 ლარი და საურავი 1 351 ლარი.
ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2025 წლის 24 ივლისს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 9 სექტემბრის №19772 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2025 წლის 3 ნოემბრის №25873/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 9 სექტემბრის №19772 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 ნოემბრის №25873/2/2025 გადაწყვეტილებაში მითითებულია:
„საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, ამასთან, წარმოდგენილია დოკუმენტური მტკიცებულებები (ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა), რომელიც საჭიროებს დამატებით შესწავლას, მიიჩნევს, რომ საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს“.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბეტონის წარმოება და რეალიზაცია. კომპანიამ ბეტონის წარმოება და რეალიზაცია დაიწყო 2024 წლის იანვარში, რისთვისაც იყენებს 2023 წელს შეძენილ (იმპორტირებულ) ---ი წარმოების ბეტონის ქარხანას. საწარმო თავდაპირველად ბეტონის გადაზიდვას ახორციელებდა მხოლოდ დაქირავებული ბეტონმზიდებით, ხოლო 2024 წლის მაისსა და აგვისტოში შეძენილი იქნა 8 ერთეული ბეტონმზიდი --- ლიზინგის მეშვეობით. კომპანიას ასევე აქვს ---- ლიზინგით შეძენილი ფრონტალური დამტვირთველი 2024 წლის მარტის თვეში. აღნიშნული ბეტონმზიდების გავლილ კილომეტრებთან მიმართებაში შეძენილი საწვავის (დიზელის) ხარჯთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი გაანგარიშებით ირკვევა, რომ 100 კმ მანძილზე მოძრაობისას საწვავის ხარჯი შეადგენს საშუალოდ 90 ლიტრს. ვინაიდან მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ხარჯი შეადგენს აღნიშნულისგან განსხვავებულ მონაცემს, შემოწმების მიერ მოცემული საკითხი განხილული იქნა გადამხდელთან. გადამხდელის მიერ 2025 წლის 1 მაისს განხორციელდა მიმართვა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საწვავის ხარჯის დადგენის მიზნით, რომლის მიერ 2025 წლის 15 მაისს შედგენილი იქნა დასკვნა №----. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, გამოსაკვლევად წარდგენილი სპეციალიზებული ავტომობილის სახ. ნომრით ---ის საწვავის ხარჯი 100 კმ. მანძილზე მოძრაობისას ქრონომეტრაჟით შეადგენს დაახლოებით 75 ლიტრ დიზელის საწვავს. ამასთან, დასკვნაში შენიშვნის სახით აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო საშუალების წვის ხარჯი შეიძლება შეიცვალოს +/- 5%-10%-მდე. შემოწმების მიერ განხორციელდა გაანგარიშება საწვავის ხარჯთან მიმართებაში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2025 წლის 15 მაისს შედგენილი №-- დასკვნით დადგენილი საწვავის ხარჯის ნორმის შესაბამისად. დადგენილი სხვაობა განხილული იქნა როგორც საწარმოს არაეკონომიკური ხარჯი და განისაზღვრა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 , 174-ე და 175-ე მუხლების გათვალისწინებით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არაეკონომიკურ ხარჯად განსაზღვრული იქნა სულ 41 422 ლარი, რომელზე ჩათვლილი კუთვნილი დღგ - თანხით 6 319 ლარი - დაექვემდებარა გაუქმებას პროპორციულად - შეძენილ საწვავსა და დადგენილ ნორმას ზევით განსაზღვრულ საწვავის ხარჯთან მიმართებაში, ასევე, დაიბეგრა მოგების გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შემოწმების პროცესში საწვავის ხარჯთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 15 მაისის დასკვნა №---, რომლის თანახმად, ავტომობილის სახ. ნომრით ----ის საწვავის ხარჯი 100 კმ მანძილზე მოძრაობისას ქრონომეტრაჟით შეადგენს დაახლოებით 75 ლიტრ დიზელის საწვავს. ამასთან, დასკვნაში აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო საშუალების წვის ხარჯი შეიძლება შეიცვალოს +/-5-10%-მდე. შემოწმების მიერ საწვავის ხარჯი გაანგარიშდა ზემოაღნიშნული დასკვნით დადგენილი საწვავის ხარჯის ნორმის შესაბამისად, დადგენილი სხვაობა განხილულ იქნა როგორც საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებული ხარჯი, დაიბეგრა მოგების გადასახადით და ჩათვლილი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა გაუქმებას პროპორციულად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში დამატებით წარდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 13 აგვისტოს №-- დასკვნაზე, სადაც აღნიშნულია, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ იქნა „--”-ის მარკის სახ. ნომრით -- ბეტონმზიდი. ექსპერტი დასკვნაში უთითებს, რომ ექსპერიმენტის დასაწყისში მის მიერ განხორციელდა სრულად შევსებული საწვავის ავზის დალუქვა, რის შემდეგაც ავტომობილმა დაიწყო მუშაობის პროცესი. მუშა პროცესის დასრულების შემდგომ, ----- არსებულ შპს „---ის“ ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა გამოსაკვლევი ავტომობილის საწვავის ავზის განლუქვა და მისი სრული შევსება, რა დროსაც დადგინდა, რომ გამოსაკლევად წარდგენილი „--”-ის მარკის სახ.ნომრით --- ბეტონმზიდის საწვავის ხარჯი 100 კმ-ზე მოძრაობისას შეადგენს დაახლოებით 95 ლიტრ დიზელს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 13 აგვისტოს №--- ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო „--”-ის მარკის სახ. ნომრით -- ბეტონმზიდმა, ხოლო საგადასახადო შემოწმების ეტაპზე ჩატარებული ქრონომეტრაჟის დროს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 15 მაისის №--- ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებდა სხვა ავტომობილი სახ. ნომრით ---.
აგრეთვე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 13 აგვისტოს №--- დასკვნა შეიცავს გარკვეული სახის უზუსტობებს, კერძოდ, ექსპერტი დასკვნაში აღნიშნავს, რომ მის მიერ განხორციელდა სრულად შევსებული საწვავის ავზის დალუქვა, თუმცა ექსპერტიზის დასკვნაში მოცემული ფოტომასალიდან ჩანს, რომ მანქანის ავზი არ არის სრულად შევსებული. ამდენად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 13 აგვისტოს №---- დასკვნა შეიცავს ხარვეზს/ცდომილებას და მისი გამოყენება საწვავის ხარჯის დადგენის მიზნით არ არის მიზანშეწონილი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საწვავის ხარჯის დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) საწვავის ხარჯის დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი საწვავის ხარჯის სხვაობის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვას და ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №4751 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №14380 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №006-212 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 19 326 ლარი, მათ შორის, გადასახადი 13 631 ლარი, ჯარიმა 4 344 ლარი და საურავი 1 351 ლარი.
ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის №19772 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის №25873/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №19772 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საწვავის ხარჯის დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1 „ბ“); 982(1 „ბ“); 174(1.2); 175(1 „ა“); 176(1 „ა“);