გადაწყვეტილება №23136/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 23136/2/2024
03 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 27.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23136/2/2024).
დავის საგანი:
საბჭოს გადაწყვეტილების 7.12.2023 წლის №20354/2/2023 აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.04.2024 წლის დასკვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 25.04.2024 წლის №9702 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 25.04.2024 წლის №007-80 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 30 903.1 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 16 957
დღგ - 6 091
საშემოსავლო გადასახადი - 10 866
ჯარიმა - 6 978
საურავი - 6 968.1
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ადვოკატთა კოლეგიებისა და იურიდიული კონსულტაციების საქმიანობა (კერძო ადვოკატების ჩათვლით).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილისა და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 30.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივანს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, ელექტრონული სასაქონლო ზედნადებითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილი ჰქონდა სხვადასხვა სახის პროდუქცია (ძირითადად საკვები პროდუქტები), რომელიც, შემოწმების მონაცემებით, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროდან (იურიდიული/საბროკერო მომსახურება) გამომდინარე, არ იყო დაკავშირებული შემოსავლების მიღებასთან.
აღნიშნული და ასევე, სხვა ხარჯები (სესხის პროცენტი, ამორტიზაცია, ძირითადი საშუალებების ხარჯი და სხვა) გადასახადის გადამხდელის მიერ ასახული იყო საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების გამოსაქვით ხარჯებში. შემოწმების მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში არ უფიქსირდებოდა ძირითადი საშუალებები (ასევე, შემოწმების პროცესში წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით სესხი აღებული იყო პირადი მოხმარებისთვის). შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დეკლარირებული ხარჯები.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე (ძირითადად საკვებ პროდუქტებზე) ჩათვლილი ჰქონდა დამატებული ღირებულების გადასახადი. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების შედეგად დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 5.12.2022 წლის №30652 ბრძანება და 6.12.2022 წლის №007-339 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 7.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.06.2023 წლის №15182 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 7.12.2023 წლის №---------- (რეგ. ----------) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15182 ბრძანება, საბჭოს აპარატს დაევალა მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულებების გაგზავნა აუდიტის დეპარტამენტისათვის, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტები/მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების განხორციელება და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 7.12.2023 წლის №---------- (რეგ. 17.01.2024წ. №--------) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.04.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები, სულ შემცირდა 5 478 ლარით, მათ შორის გადასახადი 3 673 ლარით და ჯარიმა 1 805 ლარით.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა 25.04.2024 წლის №9702 ბრძანება და ამავე თარიღის №007-80 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
საბჭოს მხრიდან განხილვის დროს, რაშიც კითხვა-პასუხის რეჟიმში უშუალოდ მონაწილეობდნენ ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების საბჭოს თავმჯდომარე და გადამხდელის წარმომადგენელი, საბჭოს თავჯდომარისგან მიიღო დავალება, რომ არგუმენტებზე და მოსაზრებებზე წარედგინა მტკიცებულებების რაიმე ნაწილი (ნაწილი იმ თვალსაზრისით, რომ მანამდე საჩივარში გადამხდელმა განმარტა განსახილველი დაახლოებით 4 000 დოკუმენტის შესახებ), რაც დაადასტურებდა გადამხდელის მოთხოვნას და შესაბამისად საბჭოსაც შეექმნებოდა საფუძვლიანი ვარაუდი საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების საბჭოში, გადამხდელის მხრიდან 22.11.2023 წელს წარდგენილია საპაექრო სიტყვა შესაბამისი თანდართული დოკუმენტებით, რაზედაც გადამხდელმა დაასაბუთა მისი არგუმენტები და მოთხოვნა, შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭოს 17.01.2024 წლის N----------- გადაწყვეტილებით, გადამხდელის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15182 ბრძანება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტმა ისე გადაიანგარიშეს შესამცირებელი თანხები, რომ ისინი საერთოდ არ გამოსულან კონტაქტზე გადამხდელთან, არ მოხდა გადამხდელთან შეხვედრა, არ მოითხოვეს დამატებით რა დოკუმენტები ჰქონდა წარსადგენი და საერთოდ არაფერი არ მომხდარა. -------------, როგორც მანამდე შემოწმების აქტის მიკერძოებული ავტორი, ამ შემთხვევაშიც მან უგულველყო გადამხდელის უფლებები. ყოველთვის ნებისმიერი საჩივრით ძირითადი მოთხოვნა ყველა ეტაპზე იყო ის, რომ მომხდარიყო იმ 4 000-მდე დოკუმენტის შესწავლა, რითაც დაახლოებით 40%-ე შემცირდებოდა დარიცხული გადასახადები, თუმცა მსგავსი რამ არ მოხდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭოს 17.01.2024 წლის №--------- გადაწყვეტილების გამოცემის შემდგომ არა ერთხელ დარეკა ნომერზე: 2 299 299 ოპერატორი ყველა ეტაპზე ერთიდაიგივეს უხსნიდნენ, რომ პირდაპირ ვერ დააკავშირებდნენ აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან, შესაბამისად გადასცემდა საკითხს და საჭიროების შემთხვევაში თვითონ დაუკავშირდებოდა აუდიტორი. როგორც ჩანს მსგავსი საჭიროება ამ დრომდე არ დამდგარა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის უფლებები უხეშადაა დარღვეული, არ მოხდა გადამხდელთან კომუნიკაცია და მისი ჩართულობა შესამცირებელი თანხების გადაანგარიშებაში, ხოლო ამ მხრივ არ მიეცა გადამხდელს მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, არაა სრულყოფილად შესრულებული (გადასახადების შემცირების ასპექტში) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბჭოს 7.12.2023 წლის №---------- (რეგ. 17.01.2024წ. №--------) გადაწყვეტილებით საბჭოს აპარატს დაევალა მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულებების გაგზავნა აუდიტის დეპარტამენტისათვის, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტები/მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების განხორციელება და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა.
მომჩივანი არგუმენტს აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 7.12.2023 წლის №--------- (რეგ. 17.01.2024წ. №----------) გადაწყვეტილების არასწორად ან არასრულად აღსრულებაზე არ წარმოადგენს. მიუთითებს, რომ ის არ ყოფილა ჩართული გადაანგარიშების ეტაპზე და ამ მხრივ არ მიეცა მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, შესაბამისად არაა სრულყოფილად შესრულებული (გადასახადების შემცირების ასპექტში) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილება.
საბჭოს 7.12.2023 წლის №-------- (რეგ. 17.01.2024წ. №---------) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 19.04.2024 წლის დასკვნით:
დავის ეტაპზე წარდგენილი არგუმენტაციისა და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად ხარჯად აღიარდა შეძენილ ძირითად საშუალებებზე გაწეული ხარჯი (გადახდილი დღგ დაექვემდებარა ჩათვლას), ასევე ოფისის ხარჯი, რომელთა შეძენის დოკუმენტებიც აკმაყოფილებდა საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების და 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. აღნიშნულის მიხედვით დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 7.12.2023 წლის №-------- (რეგ. 17.01.2024წ. №----------) გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საბჭოს გადაწყვეტილების 7.12.2023 წლის №20354/2/2023 აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ადვოკატთა კოლეგიებისა და იურიდიული კონსულტაციების საქმიანობა. მომჩივანს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, ელექტრონული სასაქონლო ზედნადებითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილი ჰქონდა სხვადასხვა სახის პროდუქცია (ძირითადად საკვები პროდუქტები), რომელიც, შემოწმების მონაცემებით, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროდან (იურიდიული/საბროკერო მომსახურება) გამომდინარე, არ იყო დაკავშირებული შემოსავლების მიღებასთან. აღნიშნული და ასევე, სხვა ხარჯები (სესხის პროცენტი, ამორტიზაცია, ძირითადი საშუალებების ხარჯი და სხვა) გადასახადის გადამხდელის მიერ ასახული იყო საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების გამოსაქვით ხარჯებში. შემოწმების მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში არ უფიქსირდებოდა ძირითადი საშუალებები. ასევე, შემოწმების პროცესში წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით სესხი აღებული იყო პირადი მოხმარებისთვის. შემოწმების შედეგად დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 102(2);72(1)