ბრძანება N 26112

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.10.2023
№ დოკუმენტი 26112
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26112

24 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ -----)

(მის.: --------)

2023 წლის 16 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №103) განიხილა შპს „------“ (ს/ნ -----) №80388/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მარტის №007-51 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტი ფიზიკური პირებისაგან მისაღები შემოსავლების, არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირების შედეგად განსაზღვრულ მოგების გადასახადს. პირი განმარტავს, რომ თანხების მიღება რეალურად არ მომხდარა, ასევე რეალიზებული საქონლის ღირებულების მიღებულად აღიარება მოხდა იმ შემთხვევაშიც, რა დროსაც პარტნიორი კომპანიის მიერ მოხდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა, არ მომხადარა თანხის ანაზღაურება კომპანიაზე და აღნიშნულზე მიმდინარეობს სამართლებრივი დავა. პირი აცხადებს, რომ არ მიეცათ შესაძლებლობა შემოწმების აქტის გადაგზავნამდე გასცნობოდნენ გადასახადის გამოანგარიშების სამუშაო ფაილებს და წარედგინათ შესაბამისი არგუმენტები, აქტით დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით.

2. პირი არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხების მართებულობას. მიუთითებს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება მიწოდებული საქონლის დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით. ამასთან, ვინაიდან არ მიეცათ აქტის გავლის და არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა, ნაწილობრივ არასწორად მოხდა დღგ-ის თანხის დარიცხვა.

3. არ ეთანხმება არარეზიდენტი კომპანიების მიერ გაწეული მომსახურებების დღგ-ის უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრას. პირი აცხადებს, რომ შემოწმებას საერთოდ არ უნახავს არარეზიდენტ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებები და არ მოუხდენიათ არსებითი გარემოებების გათვალისწინება, რაც ამ ნაწილში არასწორი დარიცხვის საფუძველი გახდა.

მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოწმების აქტში არის სხვადასხვა ხარვეზები, რომლის აღმოჩენაც მოხდა საგადასახდო აქტის შემმოწმებელთან დეტალურად გავლის გარეშე, ასევე სადავო საკითხებთან დაკავშირებით დამატებით წარმოადგენს მტკიცებულებებს საჩივრის განხილვისას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის №31573 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2022 წლის 16 დეკემბრიდან 2023 წლის 15 მარტის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 17 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 17 მარტის №5235 ბრძანება და ამავე თარიღის №007-51 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 078 999 ლარი, მათ შორის, გადასახადი 643 852 ლარი, ჯარიმა 322 529 ლარი, საურავი 112 617 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:

1. შემოწმების მსვლელობისას, პირველად საგადასახადო დოკუმენტაციაზე დაყდრნობით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობს არარეზიდენტ კომპანიასთან, რომელიც უწევს მარკეტინგულ მომსახურებას -------ში, კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებს სთავაზობს კომპანიის გასაყიდ პროდუქტს: საქართველოში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს და სხვა უძრავ ქონებებს (ბინებს). აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, არარეზიდენტი კომპანიის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირებისგან მიღებული თანხების მოცულობა 3 432 442 ლარი, შესამოწმებელი პერიოდის დასრულებამდე შპს „------ს“ (ს/ნ: -----) არც ნაღდი ანგარიშსწორებით და არც საბანკო ანგარიშზე არ აქვს მიღებული. საგამოძიებო სამსახურის მიერ, გადამხდელისგან ამოღებული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა არ შეიცავს სრულ ინფორმაციას საწარმოს განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციების შესახებ, შესაბამისად აღნიშნულით და გადასახადის გადამხდელისგან შემოწმებისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმებით ზემოთ აღნიშნული თანხა განიხილულ იქნა არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საწარმოს მიერ დეკლარირებული მონაცემები (356 800 ლარი) განსხვავდება შემოწმებით დადგენილ მონაცემებისგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე და 982 -ე მუხლების შესაბამისად, 3 432 442 ლარი შემოწმების მიერ დაიბეგრა მოგების გადასახადით, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოწმებისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზით აღმოჩნდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებს, უძრავი ქონების შეძენის მიზნით (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები), ავანსის სახით, როგორც შპს „------ს“ (ს/ნ: -----) საბანკო ანგარიშებზე ასევე, მის კონტარქტორ არარეზიდენტ კომპანიებთან საზღვარგარეთ გადახდილი აქვთ ფულადი სახსრები ჯამურად 1 389 018 ლარი, რომელთან დაკავშირებითაც შპს „------სა“ და მყიდველებს შორის გაფორმებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, საწარმოს საგადასახადო ვალდებულება სრულყოფილად არ შეუსრულებია. ასევე, აღსანიშნავია რომ შემოწმების პროცესში გადამხდლეის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ის ყოველთვიურ დასაბეგრ ბრუნვებში გამოვლინდა გარკვეული უზუსტობები. ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებამ მხედველობაში მიიღო საწარმოს მიერ დეკლარირებული მონაცემები და გამოვლენილი სხვაობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

3. საგამოძიებო ორგანოების მიერ, გადასახადის გადამხდელისგან ამოღებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები) ანალიზისას აღმოჩნდა, რომ საწარმოს უძრავი ქონების რეალიზაციის პროცესში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ანაზღაურების სანაცვლოდ (მაგ. -----ში) მარკეტინგულ მომსახურებას უწევს მისი კონტრაქტორი არარეზიდენტი კომპანიები. ამ საკითხთან მიმართებით, არარეზიდენტი იურიდიული პირებისთვის გადასახდელი მომსახურების ღირებულებებთან და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, გადამხდელს შემოწმებისთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში საწარმოს სხვა არარეზიდენტი იურიდიული პირებისგან იღებს სარეკლამო და სხვადასხვა სახის მომსახურებებს, რომელთან დაკავშირებითაც დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სრულყოფილად არ განუხორციელებია. ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს საგადასახდო კოდექსის 161-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად გაანგარიშებულ იქნა არარეზიდენტი პირებისგან მიღებული მომსახურების ღირებულების მოცულობა, ასევე გაითვალისწინა გადამხდელის დეკლარირებული მონაცემები და შედეგად პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსი 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2023 წლის 5 ოქტომბერს, 12:30 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით. საწარმოს წარმომადგენელთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია (საჩივარში მითითებულ ტელეფონის ნომერზე), ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობს არარეზიდენტ კომპანიასთან, რომელიც უწევს მარკეტინგულ მომსახურებას. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, არარეზიდენტ კომპანიას უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირებისგან მიღებული აქვს თანხები (3 432 442 ლარი), რომელიც შესამოწმებელი პერიოდის დასრულებამდე შპს „-----თვის“ არ აქვს გადაცემული. შემოწმებით, აღნიშნული თანხა განიხილულ იქნა არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებს, უძრავი ქონების შეძენის მიზნით ავანსის სახით, როგორც საწარმოს საბანკო ანგარიშებზე ასევე, მის კონტრაქტორ არარეზიდენტ კომპანიებთან საზღვარგარეთ გადახდილი აქვთ ფულადი სახსრები, რომელთან დაკავშირებითაც გადასახადის გადამხდელსა და მყიდველებს შორის გაფორმებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, საწარმოს საგადასახადო ვალდებულება სრულყოფილად არ შეუსრულებია. შესაბამისად, შემოწმებამ მხედველობაში მიიღო საწარმოს მიერ დეკლარირებული მონაცემები და გამოვლენილი სხვაობის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ამასთან, დავის წარმოების პროცესში პირის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით იბეგრება, საგადასახადო აგენტისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურების გაწევა დასაბეგრი პირის მიერ, რომელიც არ არის დაფუძნებული ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს საქართველოში, ან საქართველოში არ გააჩნია ფიქსირებული დაწესებულება, რომელიც მონაწილეობს ამ მომსახურების გაწევაში.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნისთვის საგადასახადო აგენტად განიხილება, ნებისმიერი პირი, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა და თიზ-ის საწარმოსი) ან საქართველოში აქვს ფიქსირებული დაწესებულება, რომლის მეშვეობით განხორციელდა ამ მომსახურების შეძენა. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედით საგადასახადო აგენტი აწარმოებს დღგ-ის დარიცხვას მომსახურებისთვის გასაცემ თანხაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების მიმღები არის დაფუძნებული, თუ მომსახურების მიმღები არის დასაბეგრი პირი. ამასთანავე, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება მომსახურების მიმღების ფიქსირებული დაწესებულებისთვის, რომელიც არ მდებარეობს იქ, სადაც მომსახურების მიმღებია დაფუძნებული, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ფიქსირებული დაწესებულების მდებარეობის ადგილი. დაფუძნების ადგილის ან ფიქსირებული დაწესებულების არარსებობის შემთხვევაში, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების მიმღებს აქვს მუდმივი მისამართი, ან, სადაც ის ჩვეულებრივ ცხოვრობს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ანაზღაურების სანაცვლოდ მარკეტინგულ მომსახურებას უწევს კონტრაქტორი არარეზიდენტი კომპანიები. ამასთან, არარეზიდენტი იურიდიული პირებისათვის გადასახდელი მომსახურების ღირებულებებთან და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. ასევე, საწარმოს სხვა არარეზიდენტი იურიდიული პირებისგან მიღებულ სარეკლამო და სხვადასხვა სახის მომსახურებებთან დაკავშირებით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის ნაწილში სრულყოფილად არ აქვს შესრულებული. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით მოხდა არარეზიდენტი პირებისაგან მიღებული მომსახურების მოცულობის დადგენა და გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული მონაცემების გათვალისწინებით განისაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ უკუდაბეგვრის წესით დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ამდენად წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტი ფიზიკური პირებისაგან მისაღები შემოსავლების, არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირების შედეგად განსაზღვრულ მოგების გადასახადს.

2. პირი არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხების მართებულობას. მიუთითებს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება მიწოდებული საქონლის დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით.

3. არ ეთანხმება არარეზიდენტი კომპანიების მიერ გაწეული მომსახურებების დღგ-ის უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოწმების მსვლელობისას დადგინდა უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირებისგან მიღებული თანხების მოცულობა 3 432 442 ლარი, შესამოწმებელი პერიოდის დასრულებამდე მომჩივანს არც ნაღდი ანგარიშსწორებით და არც საბანკო ანგარიშზე არ აქვს მიღებული. საგამოძიებო სამსახურის მიერ, გადამხდელისგან ამოღებული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა არ შეიცავს სრულ ინფორმაციას საწარმოს განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციების შესახებ, შესაბამისად აღნიშნულით და გადასახადის გადამხდელისგან შემოწმებისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმებით ზემოთ აღნიშნული თანხა განიხილულ იქნა არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საწარმოს მიერ დეკლარირებული მონაცემები (356 800 ლარი) განსხვავდება შემოწმებით დადგენილ მონაცემებისგან. 3 432 442 ლარი შემოწმების მიერ დაიბეგრა მოგების გადასახადით, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

2. მომჩივანს ავანსის სახით მიღებულ თანხებთან მიმართებით საგადასახადო ვალდებულება სრულყოფილად არ შეუსრულებია. ასევე, აღსანიშნავია რომ შემოწმების პროცესში გადამხდლეის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ის ყოველთვიურ დასაბეგრ ბრუნვებში გამოვლინდა გარკვეული უზუსტობები. შემოწმებამ მხედველობაში მიიღო საწარმოს მიერ დეკლარირებული მონაცემები და გამოვლენილი სხვაობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

3. არარეზიდენტი იურიდიული პირებისთვის გადასახდელი მომსახურების ღირებულებებთან და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, გადამხდელს შემოწმებისთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში საწარმოს სხვა არარეზიდენტი იურიდიული პირებისგან იღებს სარეკლამო და სხვადასხვა სახის მომსახურებებს, რომელთან დაკავშირებითაც დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სრულყოფილად არ განუხორციელებია. გაანგარიშებულ იქნა არარეზიდენტი პირებისგან მიღებული მომსახურების ღირებულების მოცულობა, ასევე შემოწმებამ გაითვალისწინა გადამხდელის დეკლარირებული მონაცემები და შედეგად პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ამდენად წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5"ა")(9"ბ"), 97(1"ბ"), 982(3"ზ")(8), 43(4), 136(3), 159(1), 163(1)(2), 164(1), 161(1"ა")(2"ა")(3"ა"), 1621(3).