ბრძანება N 27001-5
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 27001
09/09/2020
შპს ------------------
(მის.: ქ. ------------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით
საჩივრების დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 05 ივნისის და 12 აგვისტოს სხდომებზე (ოქმი №36 და №58) განიხილა შპს ---------------- ს 2020 წლის 29 იანვრისა №18668/21 და 2020 წლის 18 მარტის №60943/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 დეკემბრის №007-688 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
საბავშვო ბაღზე იჯარით გაცემული ფართის უსასყიდლო იჯარად განხილვა, მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანია ბაღის წლის ფინანსური შედეგების მიხედვით იღებს შემოსავალს და ამასთან, დღგ-ს მიზნებისთვის კომპანია თვითონ განიხილავდა აღნიშნულს უსასყიდლო მიწოდებად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 13 აპრილის №8572 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2016 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 მარტამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 30 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2019 წლის 30 დეკემბრის №47566 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №007-688 საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დაექვემდებარა შემცირებას სულ 1 715 672 ლარი, მათ შორის: გადასახადი 1 718 472 ლარი, ჯარიმა დაერიცხა 2 800 ლარი, ხოლო საურავი 0 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ დამატებით გადასახადების დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს საქმიანობის საგანია მის მიერ აშენებულ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კოპლექსში არსებული ფართების, ბეტონის და ბეტონის ნაწარმის წარმოება/რეალიზაცია. საწარმოს ძირითად საქმიანობასთან ერთად უფიქირდება სხვადასხვა არასაოპერაციო შემოსავლები: კურსთაშორის სხვაობით, იჯარით (როგორც ფართების, ისე სამშენებლო ტექნიკის) მიღებული შემოსავალი. რიგ შემთხვევებში ფიქსირდება საქონლის/მომსახურების უსასყიდლო მიწოდება. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ასევე ხდება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის აღიარება და სხვა. გადამხდელი აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა „1C”-ში. სადაც დეტალურად არის ასახული საქმიანობის პროცესში განხორციელებული ყველა ოპერაცია. შემოწმების პროცესში სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის ერთ. ელ. ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე გაანგარიშებულ იქნა საწარმოს ერთობლივი შემოსავალი ყველა ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შედეგად გამოვლინდა სხვაობები 2016 წლის საანგარიშო პერიოდის დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით. ყოველივე ზეამოაღნიშნულის გათვალისწინებით გაიზარდა 2016 წლის ერთობლივი შემოსავალი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მიხედვით, გათვალისწინებით შემოწმების მიერ დაკორექტირდა (ჯამური მონაცემებით გაიზარდა) მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზები. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე, 161-ე და 168-ე მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ის 18%-თ, ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისათვის მომსახურების მიწოდებას არ მიეკუთვნება ისეთი მომსახურების გაწევა, რომელიც გულისხმობს ფულზე საკუთრების უფლების გადაცემას ან დაქირავებით მუშაობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მომჩივანის განმარტებით, საცხოვრებელი კომპლექსი „-----“ -ის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის ფუნქციონირება განპირობებული იყო კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან აღნიშნული წარმოადგენდა პოტენციური მაცხოვრებლებისთვის დამატებითი სერვისის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. შესაბამისად, საბავშვო ბაღისთვის ისეთი პირობების შეთავაზება კომპანიის მხრიდან, რომლის მიხედვითაც, საიჯარო კომპენსაციის გადახდა დაიწყებოდა ბაღის მიერ ფინანსურ მოგებაზე გასვლის შემდეგ, წარმოადგენდა კომპანიის გრძელვადიანის სტრატეგიის ნაწილს და უზრუნველყოფდა საცხოვრებელი კომპლექსის პოპულარიზაციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბავშვო ბაღის შენობის იჯარა არ უნდა იქნას განხილული უსასყიდლო მომსახურების გაწევად მოგების ზრდასთან გრძელვადიან პერიოდში.
შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საბავშვო ბაღის შენობის იჯარის უსასყიდლო მომსახურების გაწევად განხილვის საფუძვლით მოგების გადასახადში დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ------------- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საბავშვო ბაღის შენობის იჯარის უსასყიდლო მომსახურების გაწევად განხილვის საფუძვლით მოგების გადასახადში დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
გადამხდელი არ ეთანხმება საბავშვო ბაღზე იჯარით გაცემული ფართის უსასყიდლო იჯარად განხილვას
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელ კომპლექსში არსებული ფართების რეალიზაცია, საწარმოს აღნიშნულ საქმიანობასთან ერთად უფიქსირდება იჯარით მიღებული შემოსავალი. საქონლის/მომსახურების უსასყიდლო მიწოდება და სხვა. მომჩივანის განმარტებით, საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის ფუნქციონირება განპირობებული იყო კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან წარმოადგენდა კომპანიის გრძელვადიანის სტრატეგიის ნაწილს და უზრუნველყოფდა საცხოვრებელი კომპლექსის პოპულარიზაციას. შემოწმების პროცესში გაანგარიშებულ იქნა საწარმოს ერთობლივი შემოსავალი, შედეგად გამოვლინდა სხვაობები 2016 წლის საანგარიშო პერიოდის დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გაიზარდა 2016 წლის ერთობლივი შემოსავალი. შემოწმების მიერ დაკორექტირდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზები. ასევე, სსკ-ს 160-ე, 161-ე და 168-ე მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით, დაკორექტირდა დღგ-ით ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციები.
გადაწყვეტილება
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საბავშვო ბაღის შენობის იჯარის უსასყიდლო მომსახურების გაწევად განხილვის საფუძვლით მოგების გადასახადში დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 9; 16(2); 97(1,,გ“); 983(1)
01.01.2021 წლამდე მოქმედი: 161(1,,ა“); 168