ბრძანება N 33944
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 33944
29 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2023 წლის 24 ნოემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 და 27 დეკემბერს გამართულ სხდომებზე (ოქმი №127 და №135) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2023 წლის 24 ნოემბრის №21404/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 30 იანვრის №007-5 და 2020 წლის 6 ოქტომბრის №007-369 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლებას. განმარტავს, რომ კომპანია ახორციელებდა მშენებლობას ---ში, ---ის ქუჩაზე, ობიექტი შეყვანილი იყო 2008 წლის აგვისტოს ომამდე დაწყებული მშენებლობების ნუსხაში და შესაბამისად, ბინების რეალიზაცია გათავისუფლებული იყო დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით.
საგადასახადო შემოწმებამ ქ. ---ის მერიის არქიტექტურის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად კომპანიის მიერ განხორციელებული ოპერაციები განიხილა დღგ-ით დასაბეგრად. ქ. ---ის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაცია კომპანიის მიერ გასაჩივრებულ იქნა სასამართლოს სამივე ინსტანციაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინებით (საქმე №ბს-257(2კ-23), კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის №3ბ/1320-22 გადაწყვეტილება, რომლითაც არქიტექტურის სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალურსამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ---ში, ---ის ქუჩაზე, ----რის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ:---) დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ობიექტების ნუსხაში შეყვანის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლებას და გასაჩივრებული აქტების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 01 ივლისის №21864 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 17 აგვისტოდან 2019 წლის 01 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 21 იანვარს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც აუდიტის დეპარტამენტმა 2020 წლის 29 იანვარს გამოსცა №1927 ბრძანება და 30 იანვრის №007-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 280 288 ლარი, მათ შორის, გადასახადი 171 031 ლარი, ჯარიმა 85 696 ლარი და საურავი 23 561 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2020 წლის 13 ნოემბრის №33804 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 14 თებერვლის №3680 და 04 ივნისის №14662 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 01 ივნისიდან 2020 წლის 01 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 25 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც აუდიტის დეპარტამენტმა 2020 წლის 05 ოქტომბერს გამოსცა №30052 ბრძანება და 06 ოქტომბრის №007-369 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 624 445 ლარი, მათ შორის, გადასახადი 375 390 ლარი, ჯარიმა 188 912 ლარი და საურავი 60 143 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2020 წლის 13 ნოემბრის №33805 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შპს „---“ 2020 წლის 2 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 30 იანვრის №007-5 და ამავე წლის 06 ოქტომბრის №007-369 საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინებით (საქმე №3/7672-20) შპს „---ს“ სარჩელი მოპასუხე შემოსავლების სამსახურის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით დარჩა განუხილველი, ვინაიდან მოსარჩელემ 2023 წლის 20 და 22 დეკემბერს განცხადებებით გაიხმო სარჩელი და მოითხოვა მისი სარჩელის განუხილველად დატოვება.
საგადასახადო შემოწმების აქტების მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
„შპს „----ს“ საქმიანობის ძირითად სახეს წარმოადგენს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. ამჟამად ახორციელებს შერეული ტიპის კორპუსის მშენებლობას ქ. ----ს ქუჩაზე, ---ს მიმდებარედ. გადამხდელის განმარტებით, ობიექტი შესულია 2008 წლის აგვისტომდე დაწყებული მშენებლობების ნუსხაში და ბინების რეალიზაცია გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით. ბინების რეალიზაცია ხდება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით და მყიდველს ურეგისტრირდება მომავალი მფლობელობა. საბოლოო მფლობელობაში ბინის გადაცემა არ ხდება ღირებულების სრულად გადახდის გარეშე. ქ. ---ის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურიდან მიღებული წერილის საფუძველზე, რომლითაც გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში ობიექტის შეტანასთან დაკავშირებით, პასუხად მიღებულ იქნა, რომ 2008 წლის 27 აგვისტოს №01/1169 ბრძანებით შეთანხმდა ქ. ---ში, ---ს რაიონში, ---ს ქუჩაზე, ----ის მიმდებარედ მრავალფუნქციური (საცხოვრებელი, სავაჭრო, საოფისე) შენობის არქიტექტურული პროექტი.
2008 წლის 15 დეკემბრის №--- ბრძანებით გაიცა ქ. ---ში, ---ის რაიონში, ---ის ქუჩაზე, ---ის მიმდებარედ მრავალფუნქციური (საცხოვრებელი, სავაჭრო, საოფისე) შენობის მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. ვინაიდან ობიექტი არ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების 309–ე მუხლის 79–ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, აღნიშნული ობიექტი სამსახურის მიერ არ იქნა შეყვანილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გადმოგზავნილ ნუსხაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადამხდელის მიერ რეალიზებული ბინები დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია, საგადასახადო შემოწმების მიერ გადამხდელს დამატებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები, დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.“
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
2. დავის განახლების მოთხოვნით დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მომჩივანს.
3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.
4. პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. 6. 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
7. ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიხედვით: არქიტექტურის სამსახურმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეადგინა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 801 ნაწილით გათვალისწინებული ნუსხა, რომელშიც შეყვანილ იქნა ქ. ----ზე მდებარე, მიწის ნაკვეთი (ს/კ: ----), აღნიშნული სია გამოქვეყნდა ----ის არქიტექტურის ვებ-გვერდზე და ----ს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2015 წლის 23 აპრილს გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურს.
არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 28 ოქტომბრის N07-13/1827 წერილით შემოსავლების სამსახურს ეცნობა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2015 წლის 20 მარტს განხორციელებული ცვლილებისა და თბილისის მთავრობის დავალების საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად მომზადებული ნუსხის გადამოწმება/განახლების შედეგად დადგინდა, რომ მასში შეტანილი 13 ობიექტის მიმართ არ ვრცელდებოდა ზემოხსენებული საგადასახადო შეღავათები. მითითებულ წერილთან ერთად შემოსავლების სამსახურს გადაეგზავნა ობიექტების ჩამონათვალი, რომელშიც მე-11 ნომრად მიეთითა ----ზე მდებარე, მიწის ნაკვეთი (ს/კ: ---) და მასზე მშენებლობის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ აქტების რეკვიზიტები.
შპს „---მ“ 2019 წლის 25 დეკემბერს №--- განცხადებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ხსენებული ობიექტის განახლებულ სიაში შეყვანა, რაზეც არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 30 დეკემბრის №--- გადაწყვეტილებით აპელანტს ეთქვა უარი. ხსენებულ აქტში მიეთითა, რომ ობიექტი ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე 79-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, ვინაიდან აღნიშნული ობიექტის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება მოხდა 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ, კერძოდ, 2008 წლის 27 აგვისტოს;
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა გარემოებაზე, რომლის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის მოპოვების მეორე სტადიის გადალახვის მიზნით აპელანტმა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართა 2008 წლის 14 ივლისს, ხოლო მშენებლობის ნებართვა გაცემულ იქნა 2008 წლის 27 აგვისტოს. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ 2008 წლის 14 ივლისის განცხადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების დროულად მიღება დაბრკოლდა განმცხადებლის მიერ რაიმე დოკუმენტის წარუდგენლობით ან დამატებითი ინფორმაციის წარდგენის საჭიროებით. ამდენად, პალატის შეფასებით, სახეზეა ზუსტად ის ვითარება, როდესაც პირს იურიდიულად წარმოეშვა მშენებლობის ნებართვის მიღების საფუძველი, თუმცა ფიზიკურად სამშენებლო ნებართვა მიიღო დადგენილი ვადის შემდეგ.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 01 ივლისის №21864 ბრძანების და 2020 წლის 14 თებერვლის №3680 და 04 ივნისის №14662 ბრძანებების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების შედეგად გამოცემული 2020 წლის 30 იანვრის №007-5 და 06 ოქტომბრის №007-369 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი საჩივრები არ დაკმაყოფილდა;
შპს „---მ“ 2020 წლის 2 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა 2020 წლის 30 იანვრის №007-5 და ამავე წლის 06 ოქტომბრის №007-369 საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინებით (საქმე №ბს-257(2კ23), კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის №3ბ/1320-22 გადაწყვეტილება, რომლითაც არქიტექტურის სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ---ს ქუჩაზე, ----ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ: ----) დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ობიექტების ნუსხაში შეყვანის თაობაზე;
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინებით (საქმე №3/7672-20) შპს „---ს“ სარჩელი მოპასუხე შემოსავლების სამსახურის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით დარჩა განუხილველი, ვინაიდან მოსარჩელემ 2023 წლის 20 და 22 დეკემბერს განცხადებებით გაიხმო სარჩელი და მოითხოვა მისი სარჩელის განუხილველად დატოვება.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებაზე, კერძოდ, ქ. ---ს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №---- წერილზე, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურს ეცნობა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის №3ბ/1320-22 გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, დღგ-ის ჩათვლის უფლებით გადასახადისგან გათავისუფლებული ობიექტების ნუსხაში შესაყვანია ობიექტი მდებარე: ქ. -----ში (-----)), რომელზეც 2008 წლის 27 აგვისტოს №01/1169 ბრძანებით შეთანხმებულია მრავალფუნქციური (საცხოვრებელი, სავაჭრო, საოფისე) შენობის არქიტექტურული პროექტი და 2008 წლის 15 დეკემბრის №----ბრძანებით გაცემულია მშენებლობის ნებართვა. ხოლო ქ. ---ის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 18 დეკემბრის №----წერილით შემოსავლების სამსახურს ეცნობა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის №3ბ/1320-22 გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, დღგ-ის ჩათვლის უფლებით გადასახადისგან გათავისუფლებული ობიექტების ნუსხაში შეყვანილ იქნა ობიექტი მდებარე: ქ. -----ში (----), რომელზეც 2008 წლის 27 აგვისტოს №----ბრძანებით შეთანხმებულია მრავალფუნქციური (საცხოვრებელი, სავაჭრო, საოფისე) შენობის არქიტექტურული პროექტი და 2008 წლის 15 დეკემბრის №--- ბრძანებით გაცემულია მშენებლობის ნებართვა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი არის გარემოება ან მტკიცებულება, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, შესაძლებელია ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებით დავის განახლება, ვინაიდან ქ. ---ის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №--- და 18 დეკემბრის №---წერილებით დღგ-ის ჩათვლის უფლებით გადასახადისგან გათავისუფლებული ობიექტების ნუსხაში შეყვანილია ქ. -----ში (----)) მდებარე ობიექტი.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებები წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მიხედვით ახლად გამოვლენილი/აღმოჩენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების საფუძველს, ვინაიდან მათ დროულად წარმოდგენას შესაძლოა გამოეწვია მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
ა) უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა;
ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ ობიექტში ან იმ ობიექტში, რომელზედაც 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;
გ) უძრავი ქონების მიმწოდებელი ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელია (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი);
დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2026 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;
ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი;
ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი.
ამავე მუხლის 81-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ 2021 წლის 14 დეკემბრის №1082-VIმს-Xმპ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია იმ ობიექტში, რომელიც აკმაყოფილებს ერთერთ შემდეგ პირობას:
ბ.ა) ობიექტი 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით არის გათვალისწინებული; ბ.ბ) ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;
ბ.გ) ამ ნაწილის „ბ.ა“ ან „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა.
ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინებით (საქმე №ბს-257(2კ23), კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის №3ბ/1320-22 გადაწყვეტილება, რომლითაც არქიტექტურის სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ---ს ქუჩაზე, ---ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ: ---) დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ობიექტების ნუსხაში შეყვანის თაობაზე;
ქ. ---ს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №--- და 18 დეკემბრის №--- წერილებს, რომლითაც ირკვევა, რომ დღგ-ის ჩათვლის უფლებით გადასახადისგან გათავისუფლებული ობიექტების ნუსხაში შეყვანილია ქ. ----ში (---)) მდებარე ობიექტი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო დავის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, ქალაქ ---ს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №--- და 18 დეკემბრის №--- წერილების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო დავის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, ქალაქ ---ის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №---და 18 დეკემბრის №--- წერილების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნმა 2020 წლის 2 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 30 იანვრის №007-5 და ამავე წლის 06 ოქტომბრის №007-369 საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინებით (საქმე №3/7672-20) საწარმოს სარჩელი მოპასუხე შემოსავლების სამსახურის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით დარჩა განუხილველი, ვინაიდან მოსარჩელემ 2023 წლის 20 და 22 დეკემბერს განცხადებებით გაიხმო სარჩელი და მოითხოვა მისი სარჩელის განუხილველად დატოვება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო დავის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებები დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 308; 299; 309 (79; 801).