გადაწყვეტილება №88489/1/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№88489/1/2024
16 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --- ის 18.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №88489/1/2024).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 10.11.2023 წლის №21017/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 5.03.2024 წლის №039-7 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 98 686,12 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 51 033
დღგ - 44 292
მიწაზე (სასოფლო)
ქონების გადასახადი - 91
საშემოსავლო გადასახადი - 6 650
ჯარიმა - 24 877
საურავი - 22 776,12
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მეწარმის პირველად დოკუმენტებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დგინდება, რომ მეწარმის მიერ 2020 წლის ნოემბრის და 2021 წლის დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდში რეგისტრაციიდან მოხსნილია (რეალიზებულია) კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები ფორდ ტრანზიტი (2006 წ) და მერსედეს ბენც სპრინტერი. მეწარმის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, ვერ ირკვევა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების ყიდვისა და გაყიდვის ფასები. ინტერნეტ წყაროებში მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალებების სარეალიზაციო ფასი. შესაბამისად, შემოწმების მიერ რეალიზებული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება, საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციის და საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლების გათვალისწინებით, დაექვემდებარა დღგით დაბეგვრას (სარეალიზაციო ფასი შესაბამისობაშია ინტერნეტ-სივრცეში მოპოვებული მსგავსი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის ფასთან). მეწარმეს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის №039-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22921 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 10.11.2023 წლის №21017/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22921 ბრძანება. მომჩივანს მიეცა წინადადება მე-2 დავის საგანთან (ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა) დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს მე-2 დავის საგანთან (ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა) დაკავშირებით, დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 10.11.2023 წლის №21017/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2024 წლის დასკვნის მიხედვით, მეწარმეს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენია არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საჩივარზე დართული ფორდ ტრანზიტის რეგისტრაციის მოწმობით არ დასტურდება ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპი, როგორც მსუბუქი. მოწმობაში მითითებულია ტიპი ფურგონი. თავის მხრივ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტისას განხორციელებულია დღგ-ის თანხის დარიცხვა. შესაბამისად, შემოწმების მიერ აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 5.03.2024 წლის №039-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
რამდენადაც ცნობილია აღნიშნული ავტომობილი განბაჟდა როგორც მსუბუქი და არ მომხდარა მასზე დღგ-ის დარიცხვა. თუ დღგ-ის დარიცხვა მოხდებოდა, ასევე მოხდებოდა ავტომანქანის განბაჟება და შემდგომ დღგ-ის ჩათვლა. მომჩივნის წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა მოხდეს აუდიტორთან აღნიშნული საკითხის ხელახლა გავლა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) მიწოდება ან/და იმპორტი.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ 2020 წლის ნოემბრის და 2021 წლის დეკემბრის თვეებში რეალიზებულია სატრანსპორტო საშუალებები ფორდ ტრანზიტი და მერსედეს ბენც სპრინტერი. მეწარმის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, ვერ ირკვევა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების ყიდვისა და გაყიდვის ფასები. ოპერაცია დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. სარეალიზაციო ფასი შესაბამისობაშია ინტერნეტ-სივრცეში მოპოვებული მსგავსი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის ფასთან. მომჩივანმა 9.10.2023 წელს საბჭოში წარმოდგენილ (რეგისტრაციის №21017/2/2023) საჩივარში მიუთითა, რომ მერსედეს სპრინტერთან დაკავშირებით წარმოადგენს მყიდველის ახსნა-განმარტებას, რომელზე ხელმოწერაც დადასტურებულია ნოტარიულად. ფორდ ტრანზიტი შესაბამისი სარეგისტრაციო ორგანოს მიერ გაფორმებული არის როგორც მსუბუქი ავტომანქანა.
საბჭოს 10.11.2023 წლის №21017/2/2023 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2024 წლის დასკვნის მიხედვით, მომჩივანს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში არ წარუდგენია არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საჩივარზე დართული ფორდ ტრანზიტის რეგისტრაციის მოწმობით არ დასტურდება ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპი, როგორც მსუბუქი. მოწმობაში მითითებულია ტიპი ფურგონი. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტისას განხორციელებულია დღგ-ის თანხის დარიცხვა. შესაბამისად, შემოწმების მიერ აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ დამატებითი მტკიცებულებები წარდგენილი არ არის, ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე დართული დოკუმენტაცია. შედეგად, შემცირებას არ დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2024 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 10.11.2023 წლის №21017/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 10.11.2023 წლის №21017/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საბჭოს 10.11.2023 წლის №21017/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2024 წლის დასკვნის მიხედვით, მეწარმეს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენია არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საჩივარზე დართული ფორდ ტრანზიტის რეგისტრაციის მოწმობით არ დასტურდება ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპი, როგორც მსუბუქი. მოწმობაში მითითებულია ტიპი ფურგონი. თავის მხრივ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტისას განხორციელებულია დღგ-ის თანხის დარიცხვა. შესაბამისად, შემოწმების მიერ აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 5.03.2024 წლის №039-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ დამატებითი მტკიცებულებები წარდგენილი არ არის, ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე დართული დოკუმენტაცია. შედეგად, შემცირებას არ დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2024 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 10.11.2023 წლის №21017/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 102; 159; 168.
2021 წლამდე მოქედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161.