გადაწყვეტილება №20946/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20946/2/2023
30 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 29.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20946/2/2023).
დავის საგანი:
საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში დადგენილი კორექტირების თანხის მოგების გადასახადით დაბეგვრა.
ასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-635 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23776 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 141 342,14 ლარი.
მათ შორის:
მოგების გადასახადი - 84 687
ჯარიმა - 42 344
საურავი - 14 311,14
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს საკუთარი ან იჯარით აღებული უძრავი ქონების გაქირავება. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 21.02.2011 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 19.05.2011 წელს. კომპანიის კომპანიას ---------- იჯარით აქვს აღებული კომერციული ფართი, რომელიც გაცემული აქვს ქვეიჯარით.
აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდი.
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი არის ---------- რეზიდენტი ფიზიკური პირი ---------- (----------).
შესწავლის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი კონტროლირებული ოპერაცია: შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიიდან აღებული სესხი.
გადასახადის გადამხდელმა კონტროლირებულ ოპერაციასთან დაკავშირებით წარმოადგინა ხელშეკრულებები, რეპორტები ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამიდან და სხვა დოკუმენტაცია, ასევე, სატრანსფერო დასკვნა, რომლის მიხედვითაც კონტროლირებული ოპერაცია საბაზრო პრინციპთან შესაბამისობაშია.
შემოწმების მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სატრანსფერო დასკვნა, თუმცა, ის არ ჩაითვალა საკმარისად სანდო დოკუმენტად შემდეგი მიზეზების გამო:
შემმოწმებლის მიერ „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 18.12.2013 წლის №423 ბრძანების მე-17 მუხლის შესაბამისად მოთხოვნილ იქნა კომპანიის კონტროლირებული ოპერაციის საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის დასადგენად მოძიებული შედარებადი დამოუკიდებელი კომპანიების და სესხების/ობლიგაციების (სესხების დეტალებთან ერთად, როგორიცაა: საპროცენტო განაკვეთი, ვადიანობა, ვალუტა, სესხის ტიპი და სხვა) ნუსხა. ასევე, მოთხოვნილ იქნა სესხების საპროცენტო განაკვეთების სრული ან/და ინტერკვარტილური დიაპაზონი, რომლის მიხედვითაც უნდა დადგინდეს, არის თუ არა კომპანიის მიერ აღებული სესხის პროცენტი საბაზრო პრინციპთან შესაბამისი. გადასახადის გადამხდელმა მოთხოვნილი ინფორმაცია ვერ წარმოადგინა, მისი წარმომადგენლის პოზიციით, წარმოდგენილ დასკვნაში სესხის საპროცენტო განაკვეთის საბაზრო პრინციპის შესაბამისობასთან დასადგენად გამოყენებულ იქნა პროგრამა, რომელიც ავტომატურად ადგენს ე.წ. მრუდს, სადაც ჩანს, შეესაბამება თუ არა მოცემული სესხის პროცენტი გაშლილი ხელის პრინციპს. ზემოაღნიშნული მეთოდით მიღებული შედეგი შემმოწმებლისთვის წარმოადგენს არასაკმარის ინფორმაციას, რადგან ვერ ხერხდება აღნიშნული ინფორმაციის სანდოობის გადამოწმება.
შპს „----------“ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიიდან აღებული აქვს სესხი.
მიღებულ სესხზე ქრონოლოგია შემდეგნაირია: შპს „----------“ 26.04.2011 წელს აიღო სესხი 615 060 აშშ დოლარის ოდენობით ---------- რეგისტრირებული კომპანია „----------“-დან. სესხის მიზნობრიობას წარმოადგენდა უძრავი ქონების კეთილმოწყობა. ამავე წლის 12 დეკემბერს სესხის მოთხოვნა გადავიდა ---------- რეგისტრირებულ კომპანია „----------“-ზე. სესხის ძირი, პროცენტი და სხვა პირობები დარჩა უცვლელი. სესხის ძირის დაფარვა განხორციელდა 2014 წელს, ხოლო 2015 წლის სექტემბერში „----------“-მა სესხის პროცენტზე მოთხოვნა გადასცა ---------- რეზიდენტ ფიზიკურ პირ ---------- (რომელიც შესამოწმებელ პერიოდში არის შპს „----------“ 100%-იანი წილის მფლობელი). 2021 წელს კომპანიამ დაფარა ზემოაღნიშნული სესხის პროცენტი სრულად.
საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ საქართველოს საწარმო ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, რომელიც არ არის საქართველოს საწარმო, თითოეული ასეთი საწარმო განსაზღვრავს თავისი დასაბეგრი მოგების ოდენობას საბაზრო პრინციპის შესაბამისად.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ოპერაციის დადგენილი პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს, ნებისმიერი ოდენობის მოგება, რომელიც ოპერაციის დადგენილი პირობების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შემთხვევაში წარმოეშობოდა რომელიმე საწარმოს, მაგრამ საბაზრო პრინციპებთან შეუსაბამობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს დასაბეგრ მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 ნაწილის დებულებები ვრცელდება ისეთ შემთხვევებზედაც, როდესაც საქართველოს საწარმო შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტთან ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას ახორციელებს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ურთიერთდამოკიდებულები პირები. ამასთანავე, ოპერაცია, რომლის ერთ-ერთი მხარე შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტია, ჩაითვლება კონტროლირებულ ოპერაციად.
„შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 29.12.2016 წლის №615 დადგენილების მიხედვით, ოფშორულ/შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში ფიქსირდება ----------.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიიდან აღებული სესხი წარმოადგენს კონტროლირებულ ოპერაციას.
მიღებული სესხის პირობები შემდეგია:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1706689087883 {margin-left: 17.5pt; margin: 0 auto !important; }პირობები
სესხი
სესხის გაცემისთარიღი
12.12.2011 წელი
სესხის ძირისდაფარვის თარიღი
2014 წელი
სესხის ოდენობა
615 060
სესხის საპროცენტოგანაკვეთი
17,5%
ვალუტა
აშშ დოლარი
უზრუნველყოფა
არა
სესხის დაფარვისბოლო ვადა
12.2021 წელი
მოცემულ შემთხვევაში, სესხის საბაზრო ფასის შეფასებისთვის საგადასახადო შემოწმების მიერ შეირჩა შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი გარე შესადარებელი დამოუკიდებელი კომპანიების გამოყენებით.
შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი - აღნიშნული მეთოდით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციით გადაცემულ საქონელსა და მომსახურებაზე დადებული ფასი უდარდება შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციით გადაცემულ საქონელსა და მომსახურებაზე დადებულ ფასს. ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია მაშინ, როდესაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია ანალოგიური პროდუქციის ფასზე, რომლის რეალიზაცია უკონტროლო ტრანზაქციის ფარგლებში განხორციელდა ანალოგიურ ან თითქმის ანალოგიურ პირობებში.
შესადარებელი უკონტროლო ფასის დადგენა შეიძლება შიდა და გარე მონაცემების მეშვეობით. ყველაზე საიმედო იქნებოდა ამ მეთოდის გამოყენება, როდესაც ინფორმაცია მოიპოვება იმავე კომპანიის მიერ იმავე პროდუქციის არაურთიერთდამოკიდებული პირისგან შესყიდვასთან ან არაურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაციასთან დაკავშირებით (შიდა შესადარებელი).
ამასთან, „OECD“-ის ტრანსფერფრაისინგის სახელმძღვანელოს მიხედვით, შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი შეფასებულია ყველაზე საიმედო მეთოდად ფინანსურ ტრანზაქციებში.
შპს „----------“ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიიდან აღებული აქვს სესხი.
კონტროლირებული სესხის გაშლილი ხელის პრინციპით საბაზრო ფასის დასადგენად შემოწმების მიერ საინფორმაციო-ანალიტიკურ ბაზა ----------ში მოძიებულ იქნა მსესხებლის - შპს „----------“ საკრედიტო რეიტინგი ---------- მოდულის გამოყენებით. საკრედიტო რეიტინგის პერიოდად განსაზღვრულ იქნა 2011 წელი, როცა კრედიტორი გახდა ----------. აღნიშნული ---------- მოდულით მიღებული საკრედიტო რეიტინგია DS2, რომელიც სარეიტინგო სააგენტოების ----------ის, ----------ის და ----------ის რეიტინგში შეესაბამება Caa2, CCC და CCC რეიტინგებს.
აღნიშნული კონტროლირებული სესხის გაშლილი ხელის პრინციპით საბაზრო ფასის დასადგენად კვლევა ჩატარდა საინფორმაციო-ანალიტიკურ ბაზა ----------ში. მიღებულ სესხზე კვლევა ჩატარდა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- შესარჩევი ობლიგაციების არეალიდან გამორიცხულ იქნა სახელმწიფოს და საბანკო სექტორის მიერ გამოშვებული ობლიგაციები;
- გამოშვების თარიღი - 1.01.2012 წლამდე გამოშვებული ობლიგაციები;
- ვადიანობა - 1.01.2021 წელზე მეტი ვადიანობის ობლიგაციები;
- ვალუტა - აშშ დოლარი;
- ობლიგაციის საპროცენტო განაკვეთის ტიპი - ფიქსირებული;
- საკრედიტო რეიტინგების დიაპაზონი:
1. ---------- – „BB“-დან „CC“-ის ჩათვლით, ან
2.---------- – „BB“-დან „CC“-ის ჩათვლით, ან
3. ---------- – „Ba3“-დან „Ca“-ის ჩათვლით.
შედეგად მოძიებულ იქნა ფუნქციონირებადი კომპანიების 7 მონაცემი. მოძიებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი (YTM) შედარდა შპს „----------“ მიერ მიღებული სესხის საპროცენტო განაკვეთთან.
მიღებული დიაპაზონი შემდეგნაირად გამოიყურება:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1706689156564 {margin-left: 17.5pt; margin: 0 auto !important; }
საბაზრო განაკვეთი
შპს „----------“ მიღებული სესხის საპროცენტო განაკვეთი
მინიმალური განაკვეთი
6,51
17,5
პირველი კვარტილი
7,9
მედიანა
8,69
მესამე კვარტილი
14,28
მაქსიმალური განაკვეთი
14,97
აშშ დოლარში მიღებული სესხისთვის მიღებულ იქნა საბაზრო დიაპაზონი 7,9%-დან 14,28%-მდე, ხოლო მედიანა - 8,69%.
შპს „----------“ „----------“-იდან აღებული აქვს სესხი 17,5 პროცენტად, საპროცენტო განაკვეთი ინტერკვარტილურ დიაპაზონში არ ხვდება, შესაბამისად, კომპანიის მიერ მიღებულ სესხზე საპროცენტო განაკვეთი არ შეესაბამება გაშლილი ხელის პრინციპს. აღსანიშნავია, რომ სესხის პროცენტი იფარება 2021 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, რომელიც დაბეგრილია გადახდის წყაროსთან გადასახადის გადამხდელის მიერ.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების განაწილებად ითვლება კონტროლირებული ოპერაციის განხორციელება, თუ ამ ოპერაციის დადგენილი პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა განისაზღვრება ამ კოდექსის XVII თავით დადგენილი წესით გამოანგარიშებული კორექტირების თანხით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სესხის პროცენტის ფაქტობრივ და საბაზრო განაკვეთს შორის სხვაობა დაიბეგრება მოგების გადასახადით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-635 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23776 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა
ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 126-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 127-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 ნაწილებზე, 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილზე, „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 18.12.2013 წლის №423 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლზე, მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ“ 8.05.2015 წლის №15609 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების 45-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილზე, 131-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 134-ე მუხლის პირველ და 11 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტს წარედგინა სესხის შეფასების დოკუმენტაცია, რომელიც ურთიერთდამოკიდებულების არსებობის პირობებშიც კი ადასტურებს სესხის საბაზრო განაკვეთის შესაბამისობას საბაზრო პრინციპთან, თუმცა აუდიტის დეპარტამენტმა აღნიშნული სატრანსფერო დასკვნა არ გაითვალისწინა დაუსაბუთებელი მიზეზით.
მომჩივნის განმარტებით, შემოწმების მხრიდან უგულებელყოფილია ის ფაქტი, რომ თავდაპირველად სესხი აღებულია ---------- რეზიდენტი კომპანიის ---------- მიერ, რომელიც არ წარმოადგენს კომპანიისთვის ურთიერთდამოკიდებულ პირს. საპროცენტო განაკვეთიც განსაზღვრულია ისეთ პირობებში, რომ ურთიერთდამოკიდებულებას ფასზე გავლენა არ მოუხდენია. აღნიშნულ სესხზე მოთხოვნა სამმხრივი შეთანხმების ფარგლებში (შპს „----------“, კომპანია ----------, ----------) გადაეცა ---------- რეგისტრირებულ კომპანიას „----------“-ს. ამ შემთხვევაშიც სესხის საპროცენტო განაკვეთი იყო საბაზრო. გადამხდელის პოზიციით, არ არის მართლზომიერი, ტრანსფერფრაისინგის წესების გავრცელება განხორციელდეს ყველა არარეზიდენტ პირთან განხორციელებულ ოპერაციაზე, როდესაც სახეზე არ გვაქვს ურთიერთდამოკიდებულება.
მომჩივანი დაზუსტებულ საჩივარში ასევე აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შერჩეული შესადარებელი კომპანიებიდან არცერთი საქმიანობს უძრავი ქონების ბაზარზე. საბაზრო საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელოვანი კლების ტენდენციის გათვალისწინებით, 2011 წელს „სტარტაპ“ ფაზაში მყოფი კომპანიის მიერ მოზიდულ სახსრებზე 8,69%-ის საბაზრო განაკვეთად მიჩნევა არ არის სამართლიანი და უნდა იქნას გამოყენებული საქართველოს ბაზარზე არსებული ინფორმაცია.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ასევე ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადახდილი სესხის პროცენტი დაბეგრილია გადახდის წყაროსთან გადასახადის გადამხდელის მიერ.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.07.2018 წლის №ბს-854-846(კ-16) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის, თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
მომჩივნის არგუმენტაცია
შპს „----------“ იწყებდა რა საქმიანობას საქართველოს ბაზარზე მოახდინა ინვესტიციების მობილიზება, კერძოდ, აიღო სესხები სხვადასხვა არარეზიდენტი პირებისგან. ეს პირები არ არიან ურთიერთდამოკიდებული მხარეები, მათ შორის საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების მიზნებისთვის. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლზე, 127-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციების შეფასება მოითხოვება და შესაბამისი კორექტირება უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევაში თუ ოპერაცია განხორციელებულია ურთიერთდამოკიდებულ (ან შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული) პირთან. შემოსავლების სამსახურის მიერ მხედველობაში არ არის მიღებული ის ფაქტი, რომ თავდაპირველად სესხი გაცემულია ---------- რეზიდენტი კომპანია ---------- მიერ, რომელიც არ წარმოადგენს საქართველოს კომპანიისთვის ურთიერთდამოკიდებულ პირს. კომპანია ---------- დამფუძნებლების და ბენეფიციარი მფლობელობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა შესაძლებელია და შემოსავლების სამსახურს არ გააჩნია რაიმე არგუმენტაცია მხარეებს შორის ურთიერთდამოკიდებულების არსებობის შესახებ. არ არის მართლზომიერი, ტრანსფერფრაისინგის წესების გავრცელება განხორციელდეს ყველა არარეზიდენტ პირზე, როდესაც სახეზე არ არის ურთიერთდამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ აღნიშნულ ფაქტს, აღმოჩნდება, რომ თავდაპირველად სესხი გაცემულია არაურთიერთდამოკიდებული პირის მიერ და საპროცენტო განაკვეთიც განსაზღვრულია ისეთ პირობებში, რომ ურთიერთდამოკიდებულებას ფასზე გავლენა არ მოუხდენია.
შესაბამისად, სესხის საპროცენტო განაკვეთი საბაზროა სესხის მოთხოვნის ---------- რეგისტრირებული კომპანიისთვის გადაცემის შემთხვევაშიც.
ასევე, კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს უძრავი ქონების იჯარით გაცემა. თბილისის ცენტრალურ უბანში იჯარით აქვს აღებული კომერციული ფართი, რომელიც გაარემონტა და შემდგომ გასცემს ქვეიჯარით რამდენიმე პირზე. საქმიანობის პერიოდში კომპანიას აღებული აქვს სესხები, რომელიც საჭირო იყო როგორც უძრავი ქონების რემონტისთვის, ასევე გარკვეული საოპერაციო ხარჯებისთვის. კომპანია დაფუძნდა 2011 წელს და ამავე პერიოდში მას სხვადასხვა პირებისგან მიღებული აქვს სესხები.
გადამხდელი შემოწმების პროცესში ასევე გაეცნო აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებულ შესადარებელ კომპანიებს და შეიძლება ითქვას, რომ შერჩეული შესადარებლებიდან არც ერთი არ საქმიანობს უძრავი ქონების ბაზარზე. ამასთან, ბაზების ინფორმაცია აცდენილია რეალობას და ამის ნათელსაყოფად მოძიებული იქნა საქართველოს ბაზარზე უძრავი ქონების სფეროში მოქმედი კომპანიების მიერ მოზიდული სახსრების შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, საქართველოს საფონდო ბირჟის ლისტინგში განთავსებულია რამდენიმე დეველოპერული კომპანიის ობლიგაციები დოლარში. ობლიგაციები გამოშვებულია სხვადასხვა პერიოდებში 2015, 2016, 2018, 2019 და შემდგომ წლებში. ობლიგაციები განთავსებულია ისეთი კომპანიების მიერ როგორიცაა ----------, ---------- და ა.შ. საპროცენტო განაკვეთი არის სხვადასხვა და მერყეობს 6,5%-დან - 9,5%-მდე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შპს „----------“ მიერ აღებული სესხი გაცემულია 2011 წელს. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით 2011 წელს უცხოურ ვალუტაში, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 13-14%-ს, ხოლო 2015-2022 წლებში საშუალო განაკვეთი 8%-ია. მაგ., 2015 წელს 10,5%, 2016 წელს
9,6% და ა.შ. არის კლების ტენდენცია. 2015 წლიდან არსებული საბაზრო პროცენტი ასევე შესაბამისობაშია საფონდო ბირჟის მონაცემებთან. შემოწმების მიერ ჩატარებული კვლევით (ბენჩმარკით) მედიანა განისაზღვრა როგორც 8,69%. ზემოთ წარმოდგენილი ინფორმაციით ნათლად ჩანს რამდენად შეუსაბამოა აღნიშნული კვლევით მიღებული მონაცემი საქართველოში რეალურად არსებულ სიტუაციასთან და საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით. საქართველოს საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიების ავტორიტეტი, ბრენდი, რეიტინგი თუ ზოგადად ის ფაქტი, რომ ობლიგაციების განთავსება მოხდა საფონდო ბირჟაზე, ეს ყველაფერი ინვესტორისთვის უკვე ქმნის მეტად უსაფრთხო გარემოს თანხის განთავსებისთვის. საფონდო ბირჟაზე განთავსებული მონაცემებით, უძრავი ქონების სფეროში მოქმედი კომპანიები ობლიგაციების გამოშვებით 2015-2020 წლის პერიოდში საშუალოდ 8% იან საპროცენტო განაკვეთს იყენებდნენ. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით 2011 წლიდან უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძოდ, საბაზრო საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელოვანი კლების ტენდენციის გათვალისწინებით, 2015 წლის და შემდგომ პერიოდებში ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი შეადგენს საშუალოდ 8%-ს, იმის მტკიცება, რომ 2011 წელს, სტარტაპ ფაზაში მყოფი კომპანია, რომელსაც, არ აქვს ბრენდინგი, ცნობადობა და ა.შ. აქვს ერთი ფართი იჯარით აღებული, არემონტებს მას და აპირებს შემდგომ ქვეიჯარით გაცემას, მის მიერ მოზიდულ სახსრებზე 8,69%-ის საბაზრო განაკვეთად მიჩნევა არ არის სამართლიანი და არ შეესაბამება საბაზრო საპროცენტო განაკვეთს.
აქედან გამომდინარე, ბენჩმარკის მონაცემები არ არის სამართლიანი, გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს ბაზარზე არსებული ინფორმაცია (რომელიც წარმოდგენილი იქნება დამატებით), რის შედეგადაც (მათ შორის ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით) სრულად უნდა გაუქმდეს ამ ნაწილში დარიცხვა.
ამასთან, გაუგებარია შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში რა ნაწილში დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებითი მოკვლევა, რა კვალიფიკაციის ცვლილებაზეა საუბარი. აღსანიშნავია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საკითხის დამატებითი შესწავლის შემდგომ შეიძლება შეიცვალოს დავის საგანი და ოდენობა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება კონტროლირებული ოპერაციის განხორციელება, თუ ამ ოპერაციის დადგენილი პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა განისაზღვრება ამ კოდექსის XVII თავით დადგენილი წესით გამოანგარიშებული კორექტირების თანხით.
საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად:
1. ორი პირი ურთიერთდამოკიდებულია, თუ:
ა) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში;
ბ) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ორი პირის მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში.
4. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის ნებისმიერი ოპერაცია კონტროლირებულია. საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-6 ნაწილების თანახმად:
1. ამ კოდექსის მიზნებისათვის, თუ საქართველოს საწარმო ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, რომელიც არ არის საქართველოს საწარმო, თითოეული ასეთი საწარმო განსაზღვრავს თავისი დასაბეგრი მოგების ოდენობას საბაზრო პრინციპის შესაბამისად.
2. საწარმოს, რომელიც ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, დასაბეგრი მოგების ოდენობა საბაზრო პრინციპის შესაბამისია, თუ ოპერაციის პირობები არ განსხვავდება დამოუკიდებელ საწარმოებს შორის შედარებად ვითარებაში განხორციელებული შედარებადი ოპერაციების დროს შესათანხმებელი პირობებისგან.
4.დამოუკიდებელი ოპერაცია შედარებადია საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციასთან, თუ:
ა) მათ შორის არ არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელიც არსებით გავლენას მოახდენდა ფინანსურ მაჩვენებელზე, რომლის შემოწმებაც ხდება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესაბამისი მეთოდით;
ბ) მათ შორის ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული განსხვავების არსებობის შემთხვევაში, შედარებისას აღნიშნული განსხვავების შედეგების გამორიცხვის მიზნით, განხორციელდა დამოუკიდებელი ოპერაციის ფინანსური მაჩვენებლის გონივრულად ზუსტი შესწორება.
6. კრიტერიუმებს, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში შესამოწმებელი ოპერაციების ფასი ამ თავის მიზნებისათვის საბაზრო ფასად ჩაითვლება, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი მოგების ოდენობის საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასებისათვის მიღებულია შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციით გადაცემულ საქონელსა და მომსახურებაზე დადებული ფასი უდარდება შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციით გადაცემულ საქონელსა და მომსახურებაზე დადებულ ფასს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 18.12.2013 წლის №423 ბრძანებით დამტკიცებული „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაზრო დიაპაზონი არის შესაბამისი ფინანსური მაჩვენებლებისგან (მაგ. ფასები, მარჟები ან მოგების წილები) შემდგარი დიაპაზონი, რომელიც მიღებულია შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციების მიმართ ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ყველაზე მართებული ოპერაციების შეფასების მეთოდის გამოყენებით, რომელიც უნდა განისაზღვროს ყველა შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციისგან მიღებული შედეგის გათვალისწინებით, როცა ინფორმაცია კონტროლირებული ოპერაციის და შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის შესახებ საკმარისად სრულია და მოსალოდნელია, რომ ყველა არსებითი განსხვავება იდენტიფიცირებულია, თითოეულ ასეთ განსხვავებას აქვს განსაზღვრული და გონივრულად დადგენილი ეფექტი შესაბამის ფინანსურ მაჩვენებელზე და საჭიროების შემთხვევაში, განხორციელებულია შედარებადობის შესწორება თითოეული ასეთი განსხვავების ეფექტის აღმოსაფხვრელად.
ამავე ინსტრუქციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმის განსაზღვრისას შედარებადია თუ არა ორი ან რამდენიმე ოპერაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისათვის, გათვალისწინებულ უნდა იქნას მიწოდებული მომსახურების მახასიათებლები, ფინანსური ოპერაციების შემთხვევაში: ძირითადი თანხის მოცულობა, პერიოდი, გარანტიები, ვალუტა, მოვალის გადახდისუნარიანობა, უზრუნველყოფა, საპროცენტო განაკვეთი და ა.შ.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივნის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს საკუთარი ან იჯარით აღებული უძრავი ქონების გაქირავება. კომპანიას ---------- იჯარით აქვს აღებული კომერციული ფართი, რომელიც გაცემული აქვს ქვეიჯარით. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი არის ---------- რეზიდენტი ფიზიკური პირი ---------- (----------). გამოიკვეთა კონტროლირებული ოპერაცია: შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიიდან აღებული სესხი. გადასახადის გადამხდელმა კონტროლირებულ ოპერაციასთან დაკავშირებით წარადგინა ხელშეკრულებები, რეპორტები ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამიდან და სხვა დოკუმენტაცია, ასევე, სატრანსფერო დასკვნა, რომლის მიხედვითაც კონტროლირებული ოპერაცია საბაზრო პრინციპთან შესაბამისობაშია. შემოწმების მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სატრანსფერო დასკვნა, თუმცა, ის არ ჩაითვალა საკმარისად სანდო დოკუმენტად. მომჩივანმა 26.04.2011 წელს აიღო სესხი 615 060 აშშ დოლარის ოდენობით ---------- რეგისტრირებული კომპანია „----------“-დან. სესხის მიზნობრიობას წარმოადგენდა უძრავი ქონების კეთილმოწყობა. ამავე წლის 12 დეკემბერს სესხის მოთხოვნა გადავიდა ---------- რეგისტრირებულ კომპანია „----------“-ზე. სესხის ძირი, პროცენტი და სხვა პირობები დარჩა უცვლელი. სესხის ძირის დაფარვა განხორციელდა 2014 წელს, ხოლო 2015 წლის სექტემბერში „----------“-მა სესხის პროცენტზე მოთხოვნა გადასცა ---------- რეზიდენტ ფიზიკურ პირ ---------- (რომელიც შესამოწმებელ პერიოდში არის შპს „----------“ 100%-იანი წილის მფლობელი). 2021 წელს კომპანიამ დაფარა ზემოაღნიშნული სესხის პროცენტი სრულად. „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 29.12.2016 წლის №615 დადგენილების მიხედვით, ოფშორულ/შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში ფიქსირდება ----------. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიიდან აღებული სესხი წარმოადგენს კონტროლირებულ ოპერაციას. სესხის საბაზრო ფასის შეფასებისთვის საგადასახადო შემოწმების მიერ შეირჩა შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი გარე შესადარებელი დამოუკიდებელი კომპანიების გამოყენებით. შპს „----------“ „----------“-იდან აღებული აქვს სესხი 17,5 პროცენტად, საპროცენტო განაკვეთი ინტერკვარტილურ დიაპაზონში არ ხვდება, შესაბამისად, კომპანიის მიერ მიღებულ სესხზე საპროცენტო განაკვეთი არ შეესაბამება გაშლილი ხელის პრინციპს.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე, შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23776 ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგების მიხედვით, სესხზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საბაზრო დიაპაზონის შესწორების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. ამ მიზნით, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს სადავო საკითხის დამატებით შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23776 ბრძანება;
3. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
4. სადავო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგების მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს სესხზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საბაზრო დიაპაზონის შესწორების საკითხი შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში დადგენილი კორექტირების თანხის მოგების გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს საკუთარი ან იჯარით აღებული უძრავი ქონების გაქირავება. კომპანიას იჯარით აქვს აღებული კომერციული ფართი, რომელიც გაცემული აქვს ქვეიჯარით. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი არის უცხო ქვეყნის რეზიდენტი ფიზიკური პირი. გამოიკვეთა კონტროლირებული ოპერაცია: შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიიდან აღებული სესხი. გადასახადის გადამხდელმა კონტროლირებულ ოპერაციასთან დაკავშირებით წარადგინა ხელშეკრულებები, რეპორტები ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამიდან და სხვა დოკუმენტაცია, ასევე, სატრანსფერო დასკვნა, რომლის მიხედვითაც კონტროლირებული ოპერაცია საბაზრო პრინციპთან შესაბამისობაშია. შემოწმების მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სატრანსფერო დასკვნა, თუმცა, ის არ ჩაითვალა საკმარისად სანდო დოკუმენტად. მომჩივანმა 26.04.2011 წელს აიღო სესხი 615 060 აშშ დოლარის ოდენობით უცხოეთში რეგისტრირებული კომპანია „X“-დან. სესხის მიზნობრიობას წარმოადგენდა უძრავი ქონების კეთილმოწყობა. ამავე წლის 12 დეკემბერს სესხის მოთხოვნა გადავიდა ოფშორში რეგისტრირებულ კომპანია „Y“-ზე. სესხის ძირი, პროცენტი და სხვა პირობები დარჩა უცვლელი. სესხის ძირის დაფარვა განხორციელდა 2014 წელს, ხოლო 2015 წლის სექტემბერში „Y“-მა სესხის პროცენტზე მოთხოვნა გადასცა უცხო ქვეყნის რეზიდენტ ფიზიკურ პირს (რომელიც შესამოწმებელ პერიოდში არის მომჩივანის 100%-იანი წილის მფლობელი). 2021 წელს კომპანიამ დაფარა ზემოაღნიშნული სესხის პროცენტი სრულად. „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 29.12.2016 წლის №615 დადგენილების მიხედვით, ოფშორულ/შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში ფიქსირდება „Y“ კომპანიის რეგისტრაციის ადგილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიიდან აღებული სესხი წარმოადგენს კონტროლირებულ ოპერაციას. სესხის საბაზრო ფასის შეფასებისთვის საგადასახადო შემოწმების მიერ შეირჩა შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი გარე შესადარებელი დამოუკიდებელი კომპანიების გამოყენებით. მომჩივანს „Y“-დან აღებული აქვს სესხი 17,5 პროცენტად, საპროცენტო განაკვეთი ინტერკვარტილურ დიაპაზონში არ ხვდება, შესაბამისად, კომპანიის მიერ მიღებულ სესხზე საპროცენტო განაკვეთი არ შეესაბამება გაშლილი ხელის პრინციპს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე, შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23776 ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგების მიხედვით, სესხზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საბაზრო დიაპაზონის შესწორების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. ამ მიზნით, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს სადავო საკითხის დამატებით შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1„ა“); 981; 127; 128; 131.