განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 26.03.2013
საქმის ნომერი
2კ-875-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
26.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№8751-13 26 მარტი, 2013 წელი

ო-ი ლ, 8751-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - ე. ფ-ს

ადვოკატების - გ. გ-ს, გ. ო-ს

მსჯავრდებულ - ლ. ო-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. ო-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 მაისის განაჩენით ლ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 200 დღიური ანაზღაურება, ჯარიმის ერთი დღიური ანაზღაურება განისაზღვრა 10 ლარით, სულ 2000 ლარი, იმავე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 2 წლით თაისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ნაწილი – 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მთლიანად შეიკრიბა ზემოაღნიშნული მუხლებით დანიშნული სასჯელები და ლ. ო-ს საბოლოოდ, ერთობლივად განესაზღვრა ჯარიმა 200 დღიური ანაზღაურება, ჯარიმის ერთი დღიური ანაზღაურება განისაზღვრა 10 ლარით, სულ 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 9 თებერვლიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 1 ივლისის განაჩენით ლ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მას მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი და ლ. ო-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 12 დეკემბრიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის დადგენილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ლ. ო-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 13 წლით, 6 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა აეთვალა დადგენილების მიღების დღიდან - 2009 წლის 1 დეკემბრიდან. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

2013 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ლ. ო-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ო-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

ლ. ო-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 დეკემბრის დადგენილებით განახევრებული სასჯელის მოხდისაგან.

ლ. ო-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი სასჯელი და მოსახდელი დარჩა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ლ. ო-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელი დარჩა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ამდენად, ლ. ო-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრისა და 2006 წლის 19 მაისის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელიდან - 15 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - მოსახდელი დარჩა 10 წელი და 6 თვე, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2008 წლის 12 დეკემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. ო-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს.

ამდენად, მსჯავრდებულ ლ. ო-ს უნდა გაუნახევრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 2 წელსა და 6 თვეს. ვინაიდან მას დანიშნული სასჯელიდან რეალურად მოხდილი აქვს 2 წელი, ამ განაჩენით მოსახდელად უნდა დარჩეს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.

მსჯავრდებულ ლ. ო-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 1 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საბოლოოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 8 წლისა და 3 თვის ვადით - უნდა დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვე და მსჯავრდებულ ლ. ო-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს 2008 წლის 12 დეკემბრიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. ო-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ლ. ო-ს გაუნახევრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 2 წელსა და 6 თვეს. ვინაიდან მას დანიშნული სასჯელიდან რეალურად მოხდილი აქვს 2 წელი, ამ განაჩენით მოსახდელად დარჩეს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ლ. ო-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 1 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საბოლოოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 8 წლისა და 3 თვის ვადით - დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვე და მსჯავრდებულ ლ. ო-ს მოსახდელად განესაზღვროს 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2008 წლის 12 დეკემბრიდან.

განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. ქათამაძე