დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 28.06.2013
საქმის ნომერი
2კ-1769-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.06.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№17691-13 28 ივნისი, 2013 წელი

ბ-ი გ 17691-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - გ. ყ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის განაჩენით გ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 171–ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363–ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების შეზღუდვა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 და მე–4 ნაწილებით საბოლოოდ გ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განაჩენით კვალიფიკაციის ნაწილში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გ. ბ-ი საქართველოს სსკ–ის 177– ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და „გ “ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; მისი ქმედება სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის კანონი) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის კანონი).

იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2006 წლის 28 აპრილის კანონი) და 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის კანონი) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ–ის 171–ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363–ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლით თავისუფლების შეზღუდვა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–4 ნაწილით საბოლოოდ გ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნულ განაჩენში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივნისის განაჩენით კვალიფიკაციის ნაწილში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

მსჯავრდებულებს – გ. ბ-ა და უ. ძ-ს განაჩენიდან ამოერიცხათ საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „გ“ და იმავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 363–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი;

მსჯავრდებულ გ. ბ-ს განაჩენის აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილიდან ამოერიცხა ნ. დ-ს ქურდობის ეპიზოდი;

განაჩენიდან ამოირიცხა მითითება სამოქალაქო სარჩელის ღიად დატოვების თაობაზე;

მსჯავრდებულებს – გ. ბ-ა და უ. ძ-ს ე. ა-ს დაყაჩაღების ეპიზოდში ამოერიცხათ 1570 ლარი;

მსჯავრდებულებს – გ. ბ-ა და უ. ძ-ს ი. ტ-ს დაყაჩაღების ეპიზოდში მ. კ-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ –1570 ლარი;

მსჯავრდებულ გ. ბ-ს მ. გ-ს დაყაჩაღების ეპიზოდში მ. კ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 1570 ლარის გადახდა;

მსჯავრდებულ გ. ბ-ს დანიშნული სასჯელი - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა 1 თვით და მოსახდელად განესაზღვრა 17 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 სექტემბრის განაჩენით გ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 24,339-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მას მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელიდან - 15 წელი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 11 აპრილიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

2013 წლის 21 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ბ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ გ. ბ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 სექტემბრის განაჩენით, ნაწილობრივი შეკრების პრინციპით წინა განაჩენით დანიშნული (მოსახდელად დამატებული) სასჯელიდან – 15 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი – 6 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 5 წლით, 1 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2006 წლის 28 აპრილის კანონი) და საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის კანონი) დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა – 5 წლით, 7 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 171–ე მუხლის 1–ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი – 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 5 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გ. ბ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რადაქცია), შთანთქმის პრინციპით დანიშნული სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. შემცირებული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ გ. ბ-ს განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ბ-ს აღნიშნული ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 11 აპრილიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ბ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მაისის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან გ. ბ-ი ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.

მართალია, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის განაჩენით გ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 171–ე მუხლის პირველი ნაწილით, 363–ე მუხლის პირველი ნაწილით, მაგრამ იგი იყო ადრე ნასამართლევი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 144-ე და 378-ე მუხლებით. ამდენად, მასზე სრულიად კანონიერად გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნა.

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია; ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებულის შვილმა უარი განაცხადა სასამართლოში მისვლასა და პოზიციის დაფიქსირებაზე. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა ამ კანონის მე-16 მუხლით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მაისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ბ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი