დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #010142220700103953
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №12აგ-20 7 ივლისი, 2020 წელი
ც–ი ს., 12აგ-20 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ც–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 თებერვლის განაჩენით ს. ც–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 1 ივლისიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის განაჩენით დამტკიცდა სახელმწიფო ბრალმდებელსა და მსჯავრდებულ ს. ც–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ს. ც–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო ნაწილი - 1 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად შეეცვალა პირობითი მსჯავრით იმავე გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 1 ივლისიდან.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განაჩენით ს. ც–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მას მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი და საბოლოოდ, ს. ც–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 1 ივლისიდან. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ ს. ც–ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით დადგინდა საბოლოო სასჯელი - 20 წლით, 6 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც მას რეალურად მოსახდელად განესაზღვრა 19 წლით, 6 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით. ს. ც–ს სასჯელის მოხდა დაეწყო დადგენილების გამოტანის დღიდან - 2010 წლის 17 სექტემბრიდან.
5. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ ს. ც–ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - როგორც რეალურად მოსახდელი, ისე პირობითად ჩათვლილი და საბოლოოდ განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად - 14 წლით, 8 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა; პირობითი მსჯავრი 9 თვით, ამავე გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 17 სექტემბერიდან.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ს. ც–ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განაჩენი, გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის დადგენილება და გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება ს. ც–ის მიმართ დარჩა უცვლელად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივნისის განჩინებით ს. ც–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ ს. ც–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განაჩენი.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით ს. ც–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინება დარჩა უცვლელად.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ ს. ც–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც–ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის განჩინება დარჩა უცვლელად.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინება დარჩა უცვლელად.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინებით, მსჯავრდებულ ს. ც–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ნოემბრის განჩინება დარჩა უცვლელად.
21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
23. 2020 წლის 15 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ს. ც–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.
24. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
25. მსჯავრდებული ს. ც. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განჩინების გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას. კასატორის მოსაზრებით, სისხლის სამართლის საქმეში არ იდო დაზარალებულის პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი, საქმეზე გამოძიება ჩატარდა საპროცესო ნორმების უხეში დარღვევებით, დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. კასატორი ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას. კასატორი განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად მიუთითებს დაზარალებულის პიროვნების დაუდგენლობას (დაზარალებულის დაბადების თარიღთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებში განსხვავებული ინფორმაციების არსებობას) და გამოძიების პროცესში დაშვებულ ხარვეზებს.
3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული სსსკ-ის 310-ე და 3321-ე მუხლებით. შესაბამისად, განაჩენის გადასინჯვისთვის კასატორმა უნდა ამტკიცოს აღნიშნულ მუხლებში მითითებული ერთი ან რამოდენიმე საფუძვლის არსებობა. ასეთი გარემოების არარსებობის შემთხვევაში სასამართლო მოკლებულია საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
4. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასამართლო მოკლებულია საჩივარში მითითებულ იმ საკითხებზე მსჯელობისა და მათი შეფასების შესაძლებლობას, რომლებიც სსსკ-ის თანახმად, ფასდება საქმეზე არსებითი განხილვის ან განაჩენის გასაჩივრების დროს.
5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნა ისეთ საკითხებზე აპელირებით, რაც უკავშირდება გამოძიების ან სასამართლო განხილვის ეტაპზე დაშვებულ ხარვეზებს, გამოძიების მხრიდან ცალკეული გარემოებების არაჯეროვნად გამოძიებას, დაზარალებულის დაბადების თარიღთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებში ურთიერთგანსხვავებული ინფორმაციის არსებობას, იმ მტკიცებულების სანდოობას რომელიც გამოკვლეული იყო არსებითი სასამართლო განხილვის დროს და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ სიგარეტის ნამწვავზე დნმ-ის კვალის დადგენის მიზნით ექსპერტიზის არ ჩატარებას, შემთხვევის ადგილიდან აღებული თითის ანაბეჭდების არ აღებას, არსებით სასამართლო სხდომაზე პირდაპირი მამხილებელი მოწმის - დაზარალებულის დაკითხვის შესაძლებლობის არ არსებობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად მტკიცებულებათა არასაკმარისობის საკითხები არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.
6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის საფუძველია ისეთი ახალი გარემოება, რომელიც განაჩენის დადგენისას ობიექტურად არ იყო ცნობილი კასატორისთვის და რასაც შეუძლია გავლენის მოხდენა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის საკითხზე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში კასატორი უთითებს იმ გარემოებებზე, რომლებიც ცნობილი იყო კასატორის და პროცესის მწარმოებელი ორგანოებისთვის როგორც გამოძიების, ასევე ყველა ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებები არ აკმაყოფილებს სსსკ-ით ახლად გამოვლენილი გარემოებებისთვის დადგენილ მოთხოვნებს.
7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „სსსკ-ით საქმის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლების ამომწურავი ჩამონათვალიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს არ აქვს იმ საკითხებზე მსჯელობის და შეფასების შესაძლებლობა, რომელი საკითხებიც კასატორისთვის ცნობილი იყო გასაჩივრებული განაჩენის დადგენისას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №46აგ-19 ).
8. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში კასატორი არ უთითებს სსსკ 310-ე ან/და 3321 მუხლით გათვალისწინებულ არც ერთ გარემოებაზე და საქმეში წარმოდგენილი მასალებითაც არ დასტურდება სსსკ-ის აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების არსებობა, საკასაციო სასამართლო მოკლებულია კასატორის საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
9. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია (გამონაკლისია სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე)“ და „ე1)“ ქვეპუნქტებით მითითებული შემთხვევები). შესაბამისად, სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების დადგენისა და ამავე მუხლით დადგენილი წესით დადასტურების შემთხვევაში ს. ც–ს შეუძლია კვლავაც მიმართოს სასამართლოს გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით.
სარეზოლუციონაწილი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ემუხლისმე-3 ნაწილის საფუძველზე საკასაციოსასამართლომ
დაადგინა :
1. მსჯავრდებულ ს. ც–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განჩინება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე მსჯავრდებულ ს. ც–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ, დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე