საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100122005590373
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №281აპ-23 ქ. თბილისი
გ. ო. 281აპ-23 6 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ო. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით;
1.2. ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 17 იანვრის ეპიზოდი);
1.3. ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 27 იანვრის ეპიზოდი);
1.4. ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა, ე.ი. ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ძალადობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი;
1.5. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ო. გ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2022 წლის 9 იანვარს, ღამის საათებში, გ–ს რაიონის სოფელ ს–ში, ე.წ. .........ის კორპუსში მდებარე ლ. გ–ს საცხოვრებელ ბინაში, ოჯახური კონფლიქტის დროს, ეჭვიანობის მოტივით, ო. გ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი. მ–ს, კერძოდ, დანის დემონსტრირებით უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა. ო. გ–ს მიერ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა ი. მ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.2. 2022 წლის 17 იანვარს, საღამოს საათებში, გ–ს რაიონის სოფელ ს–ში, ე.წ. .......ების კორპუსში მდებარე ლ. გ–ს საცხოვრებელ ბინაში, ოჯახური კონფლიქტის დროს, ეჭვიანობის მოტივით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა ო. გ–მ იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ი. მ–ს მიმართ, კერძოდ, მუშტი ორჯერ დაარტყა ფეხისა და თავის არეში, ხოლო შემდგომ ფეხებს ურტყამდა წვივების მიდამოში, მოგვიანებით ო. გ–მ განაგრძო ძალადობა, რა დროსაც ი. მ–ს კვლავ დაარტყა მუშტი თავისა და მარცხენა მხრის არეში. ო. გ–ს ქმედებების შედეგად ი. მ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.3. 2022 წლის 27 იანვარს, დილის საათებში, გ–ს რაიონის სოფელ ს–ში, ე.წ. .......ების კორპუსში მდებარე ლ. გ–ს საცხოვრებელ ბინაში, ოჯახური კონფლიქტის დროს, ეჭვიანობის მოტივით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა ო. გ–მ იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ი. მ–ს მიმართ, კერძოდ, ძლიერად მოუჭირა ხელი ფეხის თითზე და გადაატრიალა. ო. გ–ს ქმედების შედეგად ი. მ–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.4. 2022 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე, ო. გ–ე მივიდა ქ. თ–ში, ღ–ს ქუჩა N..-ში მდებარე მ. მ–ს დროებით საცხოვრებელ ბინაში და მ. მ–ს ნებართვის გარეშე, ფანჯრიდან, ძალადობის გამოყენებით უკანონოდ შევიდა, კერძოდ, მ. მ–ს გაწეული წინააღმდეგობის დროს, ფეხი დაარტყა გულმკერდის არეში, რა დროსაც მ. მ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო ამ დროს ო. გ–ე შევიდა ბინაში. ზემოაღნიშნული ქმედებით ო. გ–მ მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შეაღწია ბინაში და დაარღვია ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა.
2.5. 2022 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. თ–ში, ღ–ს ქუჩა N..-ში, ო. გ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ი. მ–ს დას - მ. მ–ს, კერძოდ, იმ მოტივით, რომ მ. მ–ს არ მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, დანის დემონსტრირებით უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა. ო. გ–სის მიერ განხორციელებულ სიცოცხლის მოსპობის მუქარა მ. მ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ო. გ–ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 17 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა;
3.1. ო. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ო. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ო. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება 2 წლით;
3.2. ო. გ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 2 თებერვლიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიანა ონიანმა, რომელმაც მოითხოვა ო. გ–ს დამნაშავედ ცნობა ბრალად შერაცხული ყველა დანაშაულის ჩადენაში და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დავით ხვედელიძემ, რომელიც ითხოვს ო. გ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ყველა ეპიზოდში, მათ შორის - საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 17 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის დანიშნულზე მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ითხოვს ო. გ–ს ბრალად წარდგენილ ყველა ეპიზოდში დამნაშავედ ცნობას და მისთვის დანიშნულზე მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. ამდენად, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, მხარეებს შორის დავის საგანი არ არის ო. გ–ს საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ მ. მ–ს ეპიზოდებში) მსჯავრდება. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით არ იკვეთება ისეთი გარემოება, რომელმაც შესაძლოა საეჭვო გახადოს ო. გ–ს მსჯავრდება, შესაბამისად, სასამართლო არ იმსჯელებს განაჩენის ამ ნაწილზე.
9. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ო. გ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 17 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში (დაზარალებულ ი. მ–ს ეპიზოდებში), გამართლება განაპირობა, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს.
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას ო. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 17 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის შესახებ, ვინაიდან არც მოწმეთა ჩვენებებით და არც წერილობითი მტკიცებულებით არ დასტურდება აღნიშნული, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი წარდგენილი ბრალდებების - 2022 წლის 9 იანვარს, სიცოცხლის მოსპობის მუქარის, კერძოდ, დანის დემონსტრირებით ყელის გამოჭრის შესახებ მუქარის და, აღნიშნული მუქარის ი. მ–ს მიერ რეალურად აღქმისა და მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდის; 2022 წლის 17 იანვარს, ფეხისა და თავის არეში მუშტის ორჯერ დარტყმის, წვივების მიდამოში ფეხების დარტყმის, მოგვიანებით კვლავ თავისა და მარცხენა მხრის არეში მუშტის დარტყმისა და, იმავდროულად, აღნიშნული ქმედებების შედეგად ი. მ–ს მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის; ასევე - 2022 წლის 27 იანვარს, ფეხის თითზე ხელის ძლიერად მოჭერისა და გადაატრიალების და, იმავდროულად, აღნიშნული ქმედების შედეგად ი. მ–ს მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის - დასადასტურებლად.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულმა ო. გ–მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - ო. გ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად, დაუდგენელი დარჩა, ჰქონდა თუ არა ადგილი, 2022 წლის 9 იანვარს ო. ო-ს მხრიდან დაზარალებულის მიმართ მუქარას, აღიქვა თუ არა ეს მუქარა დაზარალებულმა რეალურად და გაუჩნდა თუ არა მისი განხორციელების რეალური შიში.
12. ასევე, იმ პირობებში, როდესაც შესაძლო დანაშაულს არ ჰყავს თვითმხილველი მოწმე, დაზარალებულმა ი. მ–მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად ი. მ–ს რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა, სოფელ ს-ში მდებარე ლ. გ–აის საცხოვრებელ ბინაში მცხოვრები პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციის (ი. გ–მა, ლ. გ–მ, ლ. გ–მ და ვ. გ–მ კატეგორიულად გამორიცხეს და უარყვეს ო. გ–ს მიერ ი. მ–სზე რაიმე ძალადობის ანდა მუქარის განხორციელების ფაქტები, უფრო მეტიც დაადასტურეს, რომ თანაცხოვრების პერიოდში ო. გ–სა და ი. მ–ს შორის კონფლიქტს ან რაიმე სახის უთანხმოებას ადგილი არ ჰქონია) მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ან/და შემაკავებელი ორდერი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის განსაზღვრულ მტკიცებით სტანდარტს.
12.1. საკასაციო სასამართლო ასევე, ერთი მხრივ, ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო ბრალდება ო. გ–ს დაზარალებულ - ი. მ–თან მიმართებით ედავება: 1. 2022 წლის 9 იანვარს, ღამის საათებში, სიცოცხლის მოსპობის მუქარას; .2. 2022 წლის 17 იანვარს, საღამოს საათებში ოჯახში ძალადობას; 3. 2022 წლის 27 იანვარს, დილის საათებში ოჯახში ძალადობას, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს - სსიპ „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ში“ 2022 წლის 27 იანვარს შესულ შეტყობინებებს და აუდიო ჩანაწერების დათვალიერების ოქმს, კერძოდ, 2022 წლის 27 იანვარს 19:07 საათზე რეგისტრირებული, ინიციატორ - მ. მ–ს შეტყობინების თანახმად, მისმა სიძემ - ო. გ–მ მას და მის დას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით; ასევე 17:19 საათზე ი. მ–ს შეტყობინების თანახმად, იგი სტუმრად იმყოფებოდა დასთან, სადაც მივიდა მისი მეუღლე, თუმცა გაექცა მას და ემალება. მისი და, რომელიც ასევე იმალება პატარა ბავშვთან ერთად, არ იცის სად არის; 17:15 საათზე ინიციატორ - ე. ლ–ს შეტყობინების თანახმად, მეზობლის დას მისდევს მამაკაცი და ემუქრება მოკვლით.
12.1.1. ამდენად, აღნიშნული შეტყობინებებისა და მ. მ–ს ჩვენების გათვალისწინებით, რომ მას ი. მ–ი დაუკავშირდა - 2022 წლის 27 იანვარს დღის საათებში, რის შემდეგაც მასთან სახლში მივიდა ჯერ ი. მ–ი, ხოლო რამდენიმე წუთში ო. გ–ე, დგინდება, რომ ინიციატორები საუბრობენ 2022 წლის 27 იანვარს საღამოს განვითარებულ მოვლენებზე და არა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ - 2022 წლის 9 იანვარს, 2022 წლის 17 იანვარს, 2022 წლის 27 იანვარს, დილის საათებში ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული შეტყობინებები არ მიემართება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 17 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებისაკენ (დაზარალებულ ი. მ–სის ეპიზოდები).
12.1.2. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს მ. მ–ს ჩვენების იმ ნაწილს, რომლის თანახმად, მასთან მისულმა აღელვებულმა ი. მ–მა განუცხადა, რომ ო. გ–სთან სულ კამათობდა და ჩხუბობდა, ერთხელ კი მას კეფაში ხელი ჩაარტყა ბავშვის თანდასწრებით.
13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია მოითხოვს ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში ტკივილის განცდის, ხოლო 151-ე მუხლით კვალიფიკაციის შემთხვევაში - საფუძვლიანი შიშის გამოწვევის შეგრძნებას. დაზარალებულის შეტყობინებით, შემაკავებელი ორდერით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითა და წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით კი არ დასტურდება დანაშაულის აუცილებელი კომპონენტი - დაზარალებულ ი. მ–ს მიერ ფიზიკური ტკივილის ან/და შიშის განცდა.
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ სადავო საკითხთან, მათ შორის, დამამძიმებელ გარემოებასთან მიმართებით, რომელიც დანაშაულის თითოეულ ნიშანს დაადასტურებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ამასთან, „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44).
14.1. შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ო. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 17 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
15. ბრალდების მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ,,გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა“, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
16. ამასთან, პირის ბრალდების შესახებ დადგენილება ი. მ–ს მიმართ დანაშაულის ჩადენის მოტივად უთითებს - ეჭვიანობას, სასამართლო კი კვლავაც აღნიშნავს, რომ გენდერის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა შესაძლებელია, უკავშირდებოდეს ეჭვიანობას, თუმცა, ცალკე აღებული, ეჭვიანობა per se დიფერენცირებული მოპყრობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში არ წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების - გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელ თვითკმარ საფუძველს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 20 ივლისის №337აპ-22 განაჩენი).
17. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ და ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
18. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
21. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
22. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის განაჩენზე გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე