სოციალური დახმარების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.07.2006 ბოლო ცვლილება 30.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№145
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.10.003.000.529
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 101, 01/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (51)

შემდგომი ცვლილებები (27)

წინა ცვლილებები (24)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №145

2006 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

სოციალური დახმარების შესახებ

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალური დახმარების მაძიებელი ოჯახებისათვის მიმართული სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემის უზრუნველსაყოფად, ასევე სოციალურად დაუცველ ბავშვთა ოჯახში აღზრდის უპირატესი უფლების უზრუნველყოფისა და დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილ ისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი, 06.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 07.09.2012წ.

1. დამტკიცდეს სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესი.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი,06.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 07.09.2012წ.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი):

ა) ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთ თვეში დაამტკიცოს სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი;

ბ) უზრუნველყოს სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობათა მოსაწესრიგებლად საჭირო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება და გამოცემა.

3 . საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისათვის სოციალური დახმარების დანიშვნა - გაცემა დადგენილი წესით და ამ პროცესის ადმინისტრირებისას წარმოშობილი ურთიერთობების რეგულირება .

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №122 - სსმIII, №83, 18.06.2007წ., მუხ.892

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

4. ეთხოვოთ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელებისას ქმედითი დახმარება გაუწიონ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №122 - სსმIII, №83, 18.06.2007წ., მუხ.892

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

2. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება №10 - სსმIII, №9, 24.10.2007წ., მუხ.85

3. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №46 - სსმIII, №34, 14.03.2007წ., მუხ.403

4. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 მაისის დადგენილება №104 - სსმIII, №75, 29.05.2007წ., მუხ.799

5. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №122 - სსმIII, №83, 18.06.2007წ., მუხ.892

6. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №181 - სსმIII, №130, 04.09.20008წ., მუხ.1310

7. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

8. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 მარტის დადგენილება №41 - სსმIII, №28, 12.03.2009წ., მუხ.352

9. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847

10. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №245 - სსმIII, №159, 30.12.2009წ., მუხ.1939

11.საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის დადგენილება №46 - სსმIII, №22, 25.02.2010წ., მუხ.269

12.საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილება №123 - სსმIII, №49, 28.04.2010წ., მუხ.724

13.საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 ივნისის დადგენილება №156 - სსმIII, №67, 14.06.2010წ., მუხ.989

14. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №251 - სსმIII, №103, 24.08.2010წ., მუხ.1542

15. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 - ვებგვერდი, 06.01.2011წ.

16. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №100 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.

17. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №479 – ვებგვერდი, 23.12.2011წ.

18. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.

19. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30  აპრილის დადგენილება № 163 – ვებგვერდი, 03 .0 5 .2012წ.

20 . საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება № 277 – ვებგვერდი, 23 .0 7 .2012წ

21. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 27.07.2012წ.

22. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 27 ივლისის დადგენილება №307 – ვებგვერდი, 27.07.2012წ.

23. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 07.09.2012წ.

24. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 22.01.2013წ.

სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი, 06.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 07.09.2012წ.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

ეს წესი ადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახების სოციალური დახმარების ოდენობას, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესსა და ძირითად პრინციპებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოსა და პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემის ძირითად პრინციპებს, ასევე რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა), ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების პროცედურებს.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი, 06.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 07.09.2012წ.

     მუხლი 2. სოციალური დახმარებები

1. ამ წესის მიზნებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი (შემდგომში – საარსებო შემწეობა), რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია.

2. (ამოღებულია – 20.07.2012, №277).

2​1. ამ წესის მიზნებისათვის რეინტეგრაციის შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მცხოვრები ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახს, მეურვეს (მზრუნველს), რომელიც ამ ბავშვს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.

2​2. ამ წესის მიზნებისათვის შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა დედობილ-მამობილს შვილობილის მოვლისა და აღზრდისათვის.

3. საარსებო შემწეობის, რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრები.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

     მუხლი 3. სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო

1. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას.

2. (ამოღებულია – 20.07.2012, №277).

3. (ამოღებულია – 20.07.2012, №277).

4. რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა სააგენტო, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების დანიშვნას, შეჩერებას, განახლებასა და შეწყვეტას, აგრეთვე მათ გაცემასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №122 - სსმIII, №83, 18.06.2007წ., მუხ.892

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

     მუხლი 4. ტერმინთა განმარტებები

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესსა“ და „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის 141/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესში“, თუ ამავე წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. მინდობით აღზრდის მიზნებისათვის ნათესავად ითვლება პირი ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მინდობით აღზრდის მიზნებისათვის ნათესავად ითვლება პირი ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრიდან.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი,06.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №100 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.

თავი II

საარსებო შემწეობის ოდენობა, მისი დანიშვნისა და გაცემის პრინციპები

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება №10 - სსმIII, №9, 24.10.2007წ., მუხ.85

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 მაისის დადგენილება №104 - სსმIII, №75, 29.05.2007წ., მუხ.799

    მუხლი 5. საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველი და პრინციპები

1. საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).

2. ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება ეძლევა სარეიტინგო ქულის მინიჭების თვიდან მეორე თვეს (თვეთა ათვლისას სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვე ითვლება პირველ თვედ).

3. საარსებო შემწეობა ინიშნება უფლების წარმოშობის თვიდან, რასაც წინ უსწრებს ღატაკი ოჯახის წერილობითი განცხადება საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ.

4. საარსებო შემწეობის გაცემა ჩერდება ოჯახის განმეორებითი შეფასების პერიოდში. გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე ოჯახს უგრძელდება (აღუდგება) ან უწყდება საარსებო შემწეობა. თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა აღუდგება შეჩერების თვიდან.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის ათვლა შეიძლება შეჩერდეს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორი) არსებობისას. ვადის ათვლა გაგრძელდება შეჩერების გამომწვევი მიზეზ(ებ)ის აღმოფხვრის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობა დაერიცხება უფლების წარმოშობის თვიდან დადგენილი პროცედურების  შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება №10 - სსმIII, №9, 24.10.2007წ., მუხ.85

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 მაისის დადგენილება №104 - სსმIII, №75, 29.05.2007წ., მუხ.799

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილება №123 - სსმIII, №49, 28.04.2010წ., მუხ.724

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30  აპრილის დადგენილება №163 – ვებგვერდი, 03.05.2012წ.

    მუხლი 6. საარსებო შემწეობის ოდენობა

1. საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით.

2. საარსებო შემწეობის ოდენობა ერთსულიანი ოჯახისათვის არის 30 (ოცდაათი) ლარი.

3. ორ- და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთსულიანი ოჯახისათვის დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობას მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო თითოეულ წევრზე ემატება 24 ლარი.

4. საარსებო შემწეობის ოდენობის გაანგარიშებისას გაითვალისწინება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრთა რაოდენობა.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 ივნისის დადგენილება №156 - სსმIII, №67, 14.06.2010წ., მუხ.989

    მუხლი 7. საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა

საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 57001 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ერთი).

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 მაისის დადგენილება №104 - სსმIII, №75, 29.05.2007წ., მუხ.799

    მუხლი 8. საარსებო შემწეობის გაცემა

1. საარსებო შემწეობა გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

2. საარსებო შემწეობის გაცემა წარმოებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სააგენტოსა და მომსახურე კომერციულ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.

3. საარსებო შემწეობა მიეცემა ღატაკი ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან ქმედუნარიან წევრს.

4. იმ შემთხვევაში, თუ ღატაკი ოჯახის წევრი არის სხვა ინდივიდუალური სოციალური დახმარების ან/და სხვა სახელმწიფო გასაცემლის მიმღები, სააგენტო უფლებამოსილია, საარსებო შემწეობის ამ წევრისათვის განკუთვნილი წილი გასცეს ინდივიდუალურ სოციალურ დახმარებასთან ან/და სხვა სახელმწიფო გასაცემელთან ერთად.

5. ამ წესის მიზნებისათვის ორი- და მეტსულიანი ღატაკი ოჯახის წევრთათვის საარსებო შემწეობის გამოთვლისას მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობა არის ღატაკი ოჯახის უხუცესი წევრის წილი, ხოლო დანარჩენ წევრთა წილი არის 24 ლარი.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილება №123 - სსმIII, №49, 28.04.2010წ., მუხ.724

თავი II​1

(ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

    მუხლი 8​1. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

    მუხლი 8​2. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №46 - სსმIII, №34, 14.03.2007წ., მუხ.403

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №245-სსმIII, №159, 30.12.2009წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი, 06.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

    მუხლი 8​3. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

თავი III

საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობანი

    მუხლი 9. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი

1. საარსებო შემწეობის ადმინისტრირებისათვის სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაანგარიშებას, შეჩერებას, შეწყვეტას, განახლებას, აგრეთვე გაცემის ორგანიზაციას;

ბ) საარსებო შემწეობის მიმღებთა აღრიცხვას;

გ) სტატისტიკის წარმოებას.

2. სააგენტო უფლებამოსილია:

ა) სისტემატურად შეამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა არსებითი ცვლილებების გამოსავლენად);

ბ) არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის დაქვითვის (უკან დაბრუნების) ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ;

გ) ოჯახის მიერ საარსებო შემწეობის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით წარმოშობილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში შეუწყვიტოს შემწეობა;

დ) შესაბამისი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა საარსებო შემწეობის დანიშვნის/დანიშვნაზე უარის თქმის, გაანგარიშების, შეჩერება-განახლებისა და შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისათვის.

ე) ავტომატურად გადაუანგარიშოს დანიშნული საარსებო შემწეობა ოჯახს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე, წევრის დაბადების (ბავშვის შვილად აყვანის) ან წევრის გამოკლების (გარდაცვალება, ოჯახის შემადგენლობიდან გასვლა) შემთხვევაში;

ვ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოჯახს წევრის დამატებისას საარსებო შემწეობა ავტომატურად გადაუანგარიშოს, თუ ოჯახის ბოლო შეფასებიდან და ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) არ არის გასული 2 წელი.

3. სააგენტო უზრუნველყოფს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების შესრულებას.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილება №123 - სსმIII, №49, 28.04.2010წ., მუხ.724

    მუხლი 10. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის უფლება-მოვალეობანი

1. საარსებო შემწეობის ოჯახს უფლება აქვს:

ა) მიიღოს საარსებო შემწეობა ამ წესით განსაზღვრული პირობებითა და ოდენობით;

ბ) მოითხოვოს საარსებო შემწეობის ადგილზე მიტანა, თუ ოჯახის ყველა სრუწლოვან, ქმედუნარიან წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების უნარი (ადგილზე მიტანის სხვა შემთხვევებსა და გარემოებებს განსაზღვრავს სააგენტო);

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საარსებო შემწეობასთან ერთად მიიღოს სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და სხვა სოციალური დახმარება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია:

ა) დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები (წევრის გარდაცვალება, დაბადება, ქორწინება, საზღვარგარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასვლა და სხვ.);

ბ) აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა;

გ) შეასრულოს სააგენტოს მიერ განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობანი.

თავი III​1

(ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

    მუხლი 10​1. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

    მუხლი 10​2. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

თავი III​2

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა

    მუხლი 10​3. რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა

რეინტეგრაციის შემწეობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) ჯანმრთელი ბავშვისათვის – თვეში 90 ლარით;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის – თვეში 130 ლარით.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

მუხლი 10 ​4 . შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა

შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ჯანმრთელი ბავშვისათვის – თვეში 200 ლარით;

ბ) არანათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ჯანმრთელი ბავშვისათვის – ერთი კალენდარული დღისათვის 15 ლარით;

გ) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის – თვეში 300 ლარით;

დ) არანათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის – ერთი კალენდარული დღისათვის 20 ლარით;

ე) გადაუდებელი მინდობით აღზრდა (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის) – ერთი კალენდარული დღისათვის 20 ლარით.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19თებერვლის დადგენილება №46 - სსმIII, №22, 25.02.2010წ., მუხ.269

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №100 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.

თავი III​3

დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობა

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი,06.01.2011წ.,

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 07.09.2012წ.

    მუხლი 10​5. დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობა

1. დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის ოდენობა შეადგენს:

ა) ორგანიზებულად განსახლებულ ერთ დევნილზე, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე – 22 ლარს;

ბ) კერძო სექტორში განსახლებულ ერთ დევნილზე, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე – 28 ლარს.

2. დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის მიმღებ პირებს განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, რომლის უზრუნველსაყოფად ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. ამასთან, ლტოლვილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის მიმღები პირების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო სააგენტოდან ყოველი თვის 15 რიცხვამდე იღებს მონაცემებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა შესახებ ელექტრონული რეესტრის სახით.

3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ყოველი თვის 20 რიცხვამდე სააგენტოს უგზავნის დაფინანსების მოთხოვნას და დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის მიმღებ პირთა შესახებ საჭირო მონაცემებს (ელექტრონული რეესტრის სახით), სააგენტოსთან შეთანხმებული ფორმატით.

4. სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან მიღებული ელექტრონული რეესტრის საფუძველზე, უზრუნველყოფს დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის თანხების გადარიცხვას.

5. სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემების სისწორის შემოწმება ან რაიმე სახის კორექტირება.

6. დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი,06.01.2011წ.,

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 07.09.2012წ.

თავი III​4

შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების დანიშვნის პრინციპები

მუხლი 10​6.  ანაზღაურების დანიშვნის პრინციპები

ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის, დედობილის და მამობილის რეგისტრაციისა და მათთან მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის ამ პირის/პირების ოჯახი დადგენილი წესით რეგისტრირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა უნდა აღემატებოდეს 100000-ს (ასი ათასს). (აღნიშნული პირობა არ ვრცელდება ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნათესაურ მიმღებ ოჯახებზე).

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 22.01.2013წ.

თავი IV

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

    მუხლი 11. საარსებო შემწეობის დანიშვნისა და გაცემის პრინციპები გარდამავალი პერიოდისათვის

1. ღატაკ ოჯახებს, რომელთაც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ 2006 წლის 1 ივნისამდე (გარდა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიხედვით ქ. თბილისში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა) და მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი), საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ 2006 წლის სექტემბრიდან.

2. ღატაკ ოჯახებს, რომლებიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიხედვით მუდმივად ცხოვრობენ ქ. თბილისში, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ 2006 წლის 1 მაისამდე და მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი), საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ 2006 წლის აგვისტოდან.

3. ღატაკ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი) და მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი, ან განმეორებითი შეფასების განაცხადი შეტანილი აქვთ 2007 წლის 1 მაისამდე, ან სააგენტოს ინიციატივით განხორციელებული განმეორებითი შეფასების შედეგად სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვთ 2007 წლის 1 მაისამდე, საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ 2007 წლის აგვისტოდან.

4. ღატაკ ოჯახებს, რომელთაც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადების შემდეგ, საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

5. ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა განმეორებით შეფასებამდე ნაკლებია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი), ხოლო განმეორებითი შეფასების შემდეგ ნაკლებია 57001-ზე (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ერთი), საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად.

6. ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი) და მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ 2006 წლის 1 აგვისტოდან, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვთ ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, ან ამ მუხლის შესაბამისად, მაგრამ არა უადრეს 2007 წლის იანვრიდან.

6​1. ღატაკ ოჯახებს, რომ ელთაც სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვთ 2012 წლის აპრილ სა და მაის ში, საარსებო შემწეობ ა დაენიშნებათ და მიეცემათ 2012 წლის 1 ივლისიდან.

6​2. 2012 წლის 1 ივლისიდან ღატაკ ოჯახებს, რომ ელთაც სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვთ ამ მუხლის 6​1 პუნქტით გათვალისწინებული ვადის შემდეგ, საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

7. სააგენტომ გააგრძელოს საარსებო შემწეობის გაცემა დევნილთა იმ ოჯახებისათვის, რომლებიც 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისა და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების წარმოების გამო იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილები იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის გამო.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდეს დანიშნული ოდენობით 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2013 წლის 1 ივლისიდან ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ  2013 წლის 1 ივლისამდე.

8​1. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული, ოჯახის წევრის წერილობითი მომართვის საფუძველზე, ოჯახის დემოგრაფიული ცვლილების შემთხვევაში (გარდა დაბადების ან გარდაცვალებისა), საარსებო შემწეობის ადმინისტრირება ხორციელდება ამ წესით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად.

8​2. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახში, წევრის დაბადების ან გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, საარსებო შემწეობა გადაანგარიშდება ავტომატურად (სოციალურ-ეკონომიკური შეფასების გარეშე), ოჯახში არსებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად.

9. ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა 2009 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 ივლისამდე გავრცელდეს დევნილთა იმ ოჯახებზე, რომლებიც არ იღებენ საარსებო შემწეობას, 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, აღრიცხულნი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში და განსახლებული არიან სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ფართობებში, რომელთა დაბრუნება მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე შეუძლებელია (ამ ადგილების ოკუპაციის გამო) და, ამავდროულად, ოჯახის არც ერთი წევრი არ ეწევა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა.

10. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ოჯახის შემადგენლობაში მოხვდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული საარსებო შემწეობის მიმღები პირი, გაერთიანებული ოჯახის საარსებო შემწეობა უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ ყოველი არამიმღები წევრისათვის დაემატოს 24 ლარი და საარსებო შემწეობის სახით გასაცემი თანხის საერთო ოდენობა შეესაბამებოდეს ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრულ პირობებს.

11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებით უზრუნველყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სიის სააგენტოსათვის მიწოდება არა უგვიანეს 2009 წლის 10 იანვრისა, ხოლო შემდეგ თვეებში – არა უგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ წარდგენილი სია და შესაბამისად დანიშნული შემწეობის ოდენობა სააგენტოს მიერ გადახედვას/გადაანგარიშებას/შეწყვეტას არ ექვემდებარება, გარდა:

ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) ოჯახის ყველა წევრის გარდაცვალებისას (ამ შემთხვევაში საარსებო შემწეობის შეწყვეტა ხდება ოჯახის ბოლო წევრის გარდაცვალების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან);

გ) საბიუჯეტო ორგანიზაციაში ოჯახის წევრის ანაზღაურებადი საქმიანობისას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა;

დ) ამ მუხლის 8​1 და 8​2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

12. საარსებო შემწეობა გაიცეს ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი სიის მდგომარეობით დანიშნული ოდენობით, 2009 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე, უზრუნველყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2013 წლის 1 ივლისიდან, ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ 2013 წლის 1 ივლისამდე. 

13. 2009 წლის 10 იანვრიდან ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად დამატებით შერჩეულ ოჯახებს საარსებო შემწეობა დაენიშნოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად ფორმირებული დამატებითი სიის სააგენტოში წარდგენის მომდევნო თვიდან და გაიცეს 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  2013 წლის 1 ივლისიდან ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ  2013 წლის  1 ივლისამდე.

14. ამ მუხლის მე -9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების ( შესაბამისი უფლებამოსილი პირის ) მიერ საარსებო შემწეობის დანიშვნის თაობაზე წერილობითი თანხმობის ( რომელშიც აგრეთვე აღინიშნება , ეწევა თუ არა ოჯახის რომელიმე წევრი საბიუჯეტო ორგანიზაციაში ანაზღაურებად საქმიანობას , გარდა სამეცნიერო - საგანმანათლებლო საქმიანობისა ) მოპოვება და სააგენტოსათვის მიწოდება უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ .

14​1. ქარელის მუნიციპალიტეტის კონფლიქტის ზონის მომიჯნავე სოფელ დვანში მცხოვრები ოჯახების მიმართ გავრცელდეს შემდეგი შეღავათები:

ა) სააგენტომ განაგრძოს საარსებო შემწეობის გაცემა დანიშნული ოდენობით, 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013  წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2013 წლის 1 ივლისიდან, ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად  მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ  2013 წლის  1 ივლისამდე;

ბ) ამ პუნქტით გათვალისწინებული იმ ოჯახების მიმართ, რომლებიც არ არიან საარსებო შემწეობის მიმღებნი, გავრცელდეს ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  2013 წლის 1 ივლისიდან ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად  მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად  ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ 2013 წლის 1 ივლისამდე;

გ) ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახის წევრის წერილობითი მომართვის საფუძველზე, ოჯახის დემოგრაფიული ცვლილების შემთხვევაში (გარდა დაბადების ან გარდაცვალებისა), საარსებო შემწეობის ადმინისტრირება ხორციელდება  ამ წესით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად;

დ) ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოჯახში წევრის დაბადების ან გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, საარსებო შემწეობა გადაანგარიშდება ავტომატურად (სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე), ოჯახში არსებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად;

ე) საქართველოს ადმინისტრაციულ‑ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა უზრუნველყოს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სახელობითი (ოჯახის პირობითი ნომერი, ოჯახის თითოეული წევრის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და თანხის მიღებაზე უფლებამოსილი წევრი) სიის სააგენტოსათვის მიწოდება, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმატით, არა უგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა.

14​2. ამ მუხლის 14​1 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად მიწოდებული სია და შესაბამისად დანიშნული საარსებო შემწეობის ოდენობა სააგენტოს მიერ გადახედვას/გადაანგარიშებას/შეწყვეტას არ ექვემდებარება, გარდა:

ა) ამ მუხლის 14​1 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) ოჯახის ყველა წევრის გარდაცვალებისას (ამ შემთხვევაში საარსებო შემწეობის შეწყვეტა ხდება ოჯახის ბოლო წევრის გარდაცვალების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან).

14​3. ამ მუხლის 14​1 ​  პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოჯახების მიმართ საარსებო შემწეობა გაიცეს 2012 წლის აგვისტოდან 2013 წლის 1 ივლისამდე  და სააგენტომ უზრუნველყოს ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება. 2013 წლის 1 ივლისიდან, ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა განხორციელდეს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

14​4. 2012 წლის 1 სექტემბრიდან ამ მუხლის 14​1 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტის შესაბამისად დამატებით შერჩეულ ოჯახებს საარსებო შემწეობა დაენიშნოთ ამ მუხლის 14​1 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით ფორმირებული დამატებითი სიის სააგენტოში წარდგენის თვიდან.

14​5. ამ მუხლის 14​1 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოჯახის წევრს, თუ იგი წარმოადგენს ისეთი სახელმწიფო გასაცემლის მიმღებს, რომელიც გამორიცხავს საარსებო შემწეობის მიღებას, უფლება აქვს, აირჩიოს ერთ-ერთი გასაცემელი.

14​6. ამ მუხლის 14​1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახების (შესაბამისი უფლებამოსილი პირის) მიერ საარსებო შემწეობის დანიშვნის თაობაზე წერილობითი თანხმობის მოპოვება და სააგენტოსათვის მიწოდება უზრუნველყოს საქართველოს ადმინისტრაციულ‑ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა.

15. ამ მუხლის მე-7, მე-9 პუნქტებითა და 14​1   პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ოჯახებზე 2013 წლის 1 ივლისამდე არ ვრცელდება ამ წესის მე-5, მე-9, მე-10 მუხლებით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებები, გარდა ამ მუხლის 8​1 ​  პუნქტითა და 14​1 ​  პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

15​1. ამ მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ იმ ოჯახებს, რომლებსაც 2013 წლის 1 ივლისიდან შეუწყდებათ საარსებო შემწეობის გაცემა იმ მოტივით, რომ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ვერ მოხერხდა ოჯახის იდენტიფიცირება (მაგ.: სააგენტოსათვის ცნობილი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მისამართი არ არსებობს, ან ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობს ამ მისამართზე, ან ოჯახის ცნობილი ბოლო საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ა.შ.), 2013 წლის 1 აგვისტომდე ოჯახის ერთ-ერთი წევრის სააგენტოში მომართვის საფუძველზე, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, სააგენტო ვალდებულია საარსებო შემწეობის გაცემა განაახლოს უკანდახევით, 2013 წლის 1 ივლისიდან და გასცეს შეწყვეტილი სოციალური დახმარება სრულად, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი შემადგენლობის გათვალისწინებით.

16. ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის დაქვითვა (უკან დაბრუნება) შესაძლებელია სააგენტოს გადაწყვეტილებით ოჯახისათვის დანიშნული საარსებო შემწეობიდან.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 მაისის დადგენილება №104 - სსმIII, №75, 29.05.2007წ., მუხ.799

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №181-სსმIII, №130,04.09.20008წ., მუხ.1310

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №245-სსმIII, №159, 30.12.2009წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №251 - სსმIII, №103, 24.08.2010წ., მუხ.1542

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი,06.01.2011წ.,

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №479 – ვებგვერდი, 23.12.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30  აპრილის დადგენილება №163 – ვებგვერდი, 03.05.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 27.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 27 ივლისის დადგენილება №307 – ვებგვერდი, 27.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის დადგენილება № 7 - ვებგვერდი, 22.01.2013წ.

    მუხლი 11​1. რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების გაცემის პრინციპები გარდამავალი პერიოდისათვის

1. 2009 წლის 1 იანვრიდან სააგენტომ გასცეს რეინტეგრაციის შემწეობის ან შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება იმ ოჯახებისათვის, რომლებიც:

ა) ამ დახმარებას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულების ვადის შესაბამისად;

ბ) ამ დახმარებას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ძალაში იყო 2009 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და მოქმედებდა 2009 წლის 1 მარტამდე, დაფინანსების უწყვეტობის მიზნით დახმარების გაცემა გაგრძელდეს 2009 წლის 1 მარტამდე.

2. „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამა „ბავშვზე ზრუნვის“ დამტკიცებამდე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისათვის დახმარების გაცემის მორიგი გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე. დახმარების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დახმარება გაიცეს 2009 წლის 1 მარტიდან, მაგრამ არა უგვიანეს 2009 წლის 1 მაისისა.

3. სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოხვედრის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახებს, მეურვეებს (მზრუნველებს), რომლებსაც დაენიშნათ რეინტეგრაციის შემწეობა ამ ბავშვის მშობელთა მზრუნველობამოკლებულად ცნობისა და სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოხვედრის თავიდან არიდებისათვის, გაუგრძელდეთ რეინტეგრაციის შემწეობის მიღება ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, მაგრამ, არა უმეტეს 2010 წლის 1 იანვრამდე.

4. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული 10​6  მუხლის ამოქმედებამდე დედობილ/მამობილთან ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები ძალაშია ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 22.01.2013წ.

    მუხლი 12. სოციალური დახმარების მიღების შეზღუდვა

1. (ამოღებულია – 20.07.2012, №277) .

2. (ამოღებულია – 20.07.2012, №277) .

3. (ამოღებულია – 20.07.2012, №277) .

4. ღატაკ ოჯახს, რომელსაც საარსებო შემწეობის მიღების უფლება წარმოეშვა ამ წესის შესაბამისად, მაგრამ შემწეობის დანიშვნა და გაცემა არ განხორციელდა, საარსებო შემწეობა გაიცემა უფლების წარმოშობის პერიოდიდან, მაგრამ არა უმეტეს 1 წლისა.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 მაისის დადგენილება №104 - სსმIII, №75, 29.05.2007წ., მუხ.799

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

მუხლი 12​1. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №46 - სსმIII, №34, 14.03.2007წ., მუხ.403

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

    მუხლი 12​2 . (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

    მუხლი 13. დასკვნითი დებულებანი

ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალური დახმარების შესახებ“, №145, 28.07.2006, სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.10.003.000.529 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.01.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10276-24/