სოციალური დახმარების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.07.2006 ბოლო ცვლილება 30.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№145
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.10.003.000.529
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 101, 01/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (51)

შემდგომი ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (46)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №145

2006 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

სოციალური დახმარების შესახებ

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

 

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალური დახმარების მაძიებელი ოჯახებისათვის მიმართული სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემის უზრუნველსაყოფად, ასევე სოციალურად დაუცველ ბავშვთა ოჯახში აღზრდის უპირატესი უფლების უზრუნველყოფისა და დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობის, სრულწლოვან პირთა დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი, 06.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 07.09.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №1 86 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.

1. დამტკიცდეს „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესი“.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი,06.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 07.09.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №1 86 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი):

ა) ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთ თვეში დაამტკიცოს სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი;

ბ) უზრუნველყოს სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობათა მოსაწესრიგებლად საჭირო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება და გამოცემა.

3 . საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისათვის სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემა დადგენილი წესით და ამ პროცესის   ადმინისტრირებისას წარმოშობილი ურთიერთობების რეგულირება .

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №122 - სსმIII, №83, 18.06.2007წ., მუხ.892

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

4. ეთხოვოთ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელებისას ქმედითი დახმარება გაუწიონ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №122 - სსმIII, №83, 18.06.2007წ., მუხ.892

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი, 06.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 07.09.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №1 86 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.

თავი I. ზოგადი დებულებანი

     მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

ეს წესი ადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახების სოციალური დახმარების ოდენობას, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესსა და ძირითად პრინციპებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოსა და პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემის ძირითად პრინციპებს, ასევე რეინტეგრაციის შემწეობისა და მინდობით აღზრდის ანაზღაურების, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა), ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების პროცედურებს.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი, 06.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 07.09.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №186 – ვებგვერდი, 21.02.2014წ .

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.

     მუხლი 2. სოციალური დახმარებები

1. ამ წესის მიზნებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი (შემდგომში – საარსებო შემწეობა), რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია.

2. (ამოღებულია – 20.07.2012, №277).

21. ამ წესის მიზნებისათვის რეინტეგრაციის შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მცხოვრები ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახს, მეურვეს (მზრუნველს), რომელიც ამ ბავშვს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.

2​2. ამ წესის მიზნებისათვის მინდობით აღზრდის ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა მინდობით აღმზრდელს მინდობით აღსაზრდელის მოვლისა და აღზრდისათვის.

23. ამ წესის მიზნებისთვის სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება არის ფულადი სახის სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა იმ პირს (ოჯახს), რომელიც შშმ ან საპენსიო ასაკის მქონე სრულწლოვანს გაიყვანს სპეციალიზებული დაწესებულებიდან ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.

3. საარსებო შემწეობის, რეინტეგრაციის შემწეობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურებისა და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრები.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №186 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.

     მუხლი 3. სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო

1. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა ადმინისტრირებას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით.

2. (ამოღებულია – 20.07.2012, №277).

3. (ამოღებულია – 20.07.2012, №277).

4. რეინტეგრაციის შემწეობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურებისა და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (შემდგომში – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო),  რომელიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს რეინტეგრაციის შემწეობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურებისა და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნას, შეჩერებას, განახლებასა და შეწყვეტას, აგრეთვე მათ გაცემასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.

5. რეინტეგრაციის შემწეობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურებისა და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ადმინისტრირების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია, სააგენტოდან გამოითხოვოს, მიიღოს და დაამუშაოს ბენეფიციართა პერსონალური მონაცემები. სააგენტო ვალდებულია, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია, შეთანხმებული ფორმატით. ამასთან, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ვალდებულია, არ გაამჟღავნოს ფიზიკური პირის შესახებ მათთან დაცული პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებულ კატეგორიას მიკუთვნებული მონაცემები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №122 - სსმIII, №83, 18.06.2007წ., მუხ.892

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №186 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №3 – ვებგვერდი, 22.01.2019წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის დადგენილება №100 – ვებგვერდი, 12.02.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №154 – ვებგვერდი, 29.03.2022წ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 იანვრის დადგენილება №4 – ვებგვერდი, 12.01.2023წ.

     მუხლი 4. ტერმინთა განმარტებები

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესსა“ და „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის 141/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესში“, თუ ამავე წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. მინდობით აღზრდის მიზნებისათვის ნათესავად მიიჩნევა პირი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრიდან.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი,06.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №100 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.

აქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №142 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.

თავი II. საარსებო შემწეობის ოდენობა, მისი დანიშვნისა და გაცემის პრინციპები

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება №10 - სსმIII, №9, 24.10.2007წ., მუხ.85

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 მაისის დადგენილება №104 - სსმIII, №75, 29.05.2007წ., მუხ.799

     მუხლი 5. საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველი და პრინციპები

1. საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).

2. ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის მიღების უფლება ეძლევა სარეიტინგო ქულის მინიჭების თვიდან მეორე თვეს (თვეთა ათვლისას სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვე ითვლება პირველ თვედ).

3. საარსებო შემწეობა ინიშნება უფლების წარმოშობის თვიდან, საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ, ღატაკი ოჯახის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

4. საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახს, განმეორებითი შეფასების  შედეგად მინიჭებული  სარეიტინგო  ქულის  შესაბამისად, უგრძელდება ან უწყდება საარსებო შემწეობა. თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა გაუგრძელდება საარსებო შემწეობის თანხის ბოლო ჩარიცხვის თვის მომდევნო თვიდან, გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულისა და ოჯახში დაფიქსირებული წევრთა რაოდენობის შესაბამისად.

41. 2022 წლის 1 აპრილის შემდეგ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმების პერიოდში ოჯახს უგრძელდება საარსებო შემწეობის გაცემა მინიჭებული სარეიტინგო ქულისა და ოჯახში დაფიქსირებული წევრთა რაოდენობის შესაბამისად, ახალი „ოჯახის დეკლარაციის“, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად  დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-9 მუხლით განსაზღვრული მონაცემების კორექტირების შესახებ შესაბამისი დოკუმენტის ან ოჯახის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე.

42. ოჯახის წევრ(ებ)ის (გარდა ყველა წევრისა) გარდაცვალების, სპეციალიზებულ ან პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების, ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში ან, თუ ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, სპეციალური ფორმის დოკუმენტის – „ოჯახის დეკლარაციის“ ან ოჯახის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე (ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე მოქმედი პირობების შესაბამისად) ოჯახს გადაუანგარიშდება დანიშნული საარსებო შემწეობა ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით, გარდაცვალების ან პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში – ოჯახის წევრის გამოკლების შემდგომი თვიდან, სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), საზღვრის კვეთის შემთხვევაში – საზღვრის კვეთის სამთვიანი ვადის (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ) გასვლის შემდგომი თვიდან, ხოლო, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, ასეთ შემთხვევაში − სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა გადარიცხულია, მომდევნო თვიდან).

43. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის 41 და 42 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად განმეორებითი გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება ამ  წესით  დადგენილ  ზღვრულ  ოდენობას ან ოჯახს შეუწყდა რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში, „ოჯახის დეკლარაციის“, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-9 მუხლით განსაზღვრული მონაცემების კორექტირების შესახებ შესაბამისი დოკუმენტის ან რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე გაცემული/გადაანგარიშებული საარსებო შემწეობის თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის ათვლა შეიძლება შეჩერდეს დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორული გარემოებები) არსებობისას. ვადის ათვლა გაგრძელდება შეჩერების გამომწვევი მიზეზ(ებ)ის აღმოფხვრის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, ღატაკ ოჯახზე საარსებო შემწეობა გაიცემა (გადაერიცხება) უფლების წარმოშობის თვიდან, დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება №10 - სსმIII, №9, 24.10.2007წ., მუხ.85

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 მაისის დადგენილება №104 - სსმIII, №75, 29.05.2007წ., მუხ.799

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილება №123 - სსმIII, №49, 28.04.2010წ., მუხ.724

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30  აპრილის დადგენილება №163 – ვებგვერდი, 03.05.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 ივნისის დადგენილება №348 – ვებგვერდი, 03.07.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №3 – ვებგვერდი, 22.01.2019წ.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №154 – ვებგვერდი, 29.03.2022წ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 იანვრის დადგენილება №4 – ვებგვერდი, 12.01.2023წ.

     მუხლი 6. სარეინტიგო ქულა და საარსებო შემწეობის ოდენობა

1. საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით.

2. (ამოღებულია - 20.01.2022,№25).

3. „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება:

ა) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001–ზე ნაკლებია – განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

ბ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე – განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

გ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60001 ქულაზე – განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

დ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65001 ქულაზე – განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

ე) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 120001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 200 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოჯახები, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობასთან ერთად, იღებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობის თანხას.

5. (ამოღებულია - 20.01.2022,№25).

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 ივნისის დადგენილება №156 - სსმIII, №67, 14.06.2010წ., მუხ.989
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 21.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №3 – ვებგვერდი, 22.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 ივნისის დადგენილება №315 – ვებგვერდი, 01.07.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 იანვრის დადგენილება №25 – ვებგვერდი, 24.01.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 11 მაისის დადგენილება №236 - ვებგვერდი, 13.05.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 19 ივნისის დადგენილება №229 – ვებგვერდი, 20.06.2023წ.

     მუხლი 7. საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა

1. (ამოღებულია - 20.01.2022,№25).

2. საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა, ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არის 120 001 (ას ოცი ათას ერთი).

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 მაისის დადგენილება №104 - სსმIII, №75, 29.05.2007წ., მუხ.799
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 იანვრის დადგენილება №25 – ვებგვერდი, 24.01.2022წ.

     მუხლი 8. საარსებო შემწეობისა და რეინტეგრაციის შემწეობის გაცემა

1. საარსებო შემწეობა გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით. საარსებო შემწობა ითვლება გაცემულად, საბანკო დაწესებულებაში გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხვის მომენტიდან.

2. საარსებო შემწეობის გაცემა წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოსა და მომსახურე კომერციულ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.

3. საარსებო შემწეობის გასაცემად, საბანკო დაწესებულებაში ანგარიში შეიძლება გაიხსნას ღატაკი ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან ქმედუნარიან წევრზე.

4. (ამოღებულია - 20.01.2022,№25).

5. რეინტეგრაციის შემწეობა გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით ბავშვის კანონიერ წარმომადგენელზე/მეურვეზე/მზრუნველზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე. რეინტეგრაციის შემწეობა მიიჩნევა გაცემულად საბანკო დაწესებულებაში გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხვის მომენტიდან.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილება №123 - სსმIII, №49, 28.04.2010წ., მუხ.724

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 21.06.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის დადგენილება №100 – ვებგვერდი, 12.02.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 იანვრის დადგენილება №25 – ვებგვერდი, 24.01.2022წ.

თავი II1. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

    მუხლი 81. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

    მუხლი 82. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №46 - სსმIII, №34, 14.03.2007წ., მუხ.403

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №245-სსმIII, №159, 30.12.2009წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი, 06.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

    მუხლი 83. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

თავი III. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობანი

    მუხლი 9. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი

1. საარსებო შემწეობის ადმინისტრირებისათვის სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაანგარიშებას, შეწყვეტას, განახლებას, საარსებო შემწეობის გაცემის ორგანიზებასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა ადმინისტრირებას;

ბ) საარსებო შემწეობის მიმღებთა აღრიცხვას;

გ) სტატისტიკის წარმოებას.

11. სააგენტოს მიერ საარსებო შემწეობის ოდენობის გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად, კანონმდებლობით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ოდენობების ცვლილებების შემთხვევაში და/ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის შემთხვევაში.

2. სააგენტო უფლებამოსილია:

ა) შეამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა არსებითი ცვლილებების გამოსავლენად) სააგენტოში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად;

ბ) არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ;

გ) ოჯახის მიერ საარსებო შემწეობის მიღებასთან და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, შეწყვიტოს საარსებო შემწეობა;

დ) შესაბამისი დაწესებულებებიდან და/ან ორგანიზაციებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების, საარსებო შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, გაანგარიშების, განახლებისა და შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისათვის;

ე) ავტომატურად გადაუანგარიშოს დანიშნული საარსებო შემწეობა ოჯახს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე, წევრის დაბადების (ბავშვის შვილად აყვანის) შემთხვევაში, თუ ოჯახის ბოლო შეფასებიდან და ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) არ არის გასული 2 წელი;

ვ) ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების – ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების, სპეციალიზებულ ან პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების, ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში ან, თუ ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, ავტომატურად გადაუანგარიშოს დანიშნული საარსებო შემწეობა ოჯახს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებამდე – „ოჯახის დეკლარაციის“ ან რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე (ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე მოქმედი პირობების შესაბამისად), ოჯახის გარდაცვლილი/გამოკლებული წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით, გარდაცვალების ან პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში – ოჯახის წევრის გამოკლების შემდგომი თვიდან, სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა გადარიცხულია მომდევნო თვიდან), საზღვრის კვეთის შემთხვევაში – საზღვრის კვეთის სამთვიანი ვადის (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ) გასვლის შემდგომი თვიდან, ხოლო, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, ასეთ შემთხვევაში − სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა გადარიცხულია, მომდევნო თვიდან).

3. სააგენტო უზრუნველყოფს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების შესრულებას.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილება №123 - სსმIII, №49, 28.04.2010წ., მუხ.724

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 21.06.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის დადგენილება №232 – ვებგვერდი, 19.03.2014წ. 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 ივნისის დადგენილება №348 – ვებგვერდი, 03.07.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №3 – ვებგვერდი, 22.01.2019წ.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №154 – ვებგვერდი, 29.03.2022წ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 იანვრის დადგენილება №4 – ვებგვერდი, 12.01.2023წ.

     მუხლი 91. ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხების უკან დაბრუნების წესი

საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით:

ა) თუ ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღებია (მათ შორის, ახალი საიდენტიფიკაციო კოდით), სააგენტო ვალდებულია, დაქვითოს ოჯახზე ყოველთვიურად გასაცემი საარსებო შემწეობის თანხის 20%-ის ოდენობით;

ბ) თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.  

მუხლი 92. საარსებო შემწეობის მიუღებელი თანხის ანაზღაურება პირის გარდაცვალების შემთხვევაში 

 1.  საარსებო შემწეობის თანხა, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ   მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს სააგენტოს   პირის გარდაცვალების დღიდან არაუგვიანეს ერთი წლისა.

2. საარსებო შემწეობის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება გარდაცვლილი პირის პირად ანგარიშზე არსებული თანხები, რომელიც არ იქნა გატანილი მემკვიდრის მიერ პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლის ვადაში.

​ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №407– ვებგვერდი, 19.08.2016წ.

     მუხლი 9​3. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების განსაკუთრებული წესი

1.  იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სარეიტინგო ქულის ზღვრული ოდენობის მქონე საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის წევრი მონაწილეობას მიიღებს „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამაში“ (შემდგომში − ქვეპროგრამა), ამ ქვეპროგრამის ფარგლებში გაუფორმდება სოციალური ხელშეკრულება და დაენიშნება სოციალური გასაცემელი, დასაქმდება შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიაზე ან მოახდენს დასაქმების ფორმალიზებას, ოჯახს 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და საარსებო შემწეობა ამ მუხლით გათვალისწინებული პირობებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობებით სარგებლობის უფლებას იპოვებს ის ოჯახი, რომლის წევრ(ებ)ზე შესაბამისი ინფორმაცია სააგენტოსთვის მიწოდებული იქნება სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ან სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები ოჯახებზე ვრცელდება:

ა)  ქვეპროგრამის ფარგლებში სოციალური ხელშეკრულების გაფორმების თვიდან;

ბ) შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიაზე დასაქმების ან დასაქმების ფორმალიზების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოდან ინფორმაციის მიწოდების თვიდან.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებზე დანიშნული საარსებო შემწეობის ოდენობისა და მინიჭებული სარეიტინგო ქულის ავტომატური გადაანგარიშება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე განხორციელდება ბავშვის დამატების შემთხვევაში, თუ ბავშვის დაბადებიდან არ არის გასული 2 წელი (ოჯახის მხრიდან მიმართვის შესაბამისად).

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებთან მიმართებით:

ა) სააგენტო  უწყვეტად აგრძელებს ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის გაცემას, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების გარეშე, მიუხედავად სააგენტოს ინიციატივით „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებითა და ამ წესით გათვალისწინებული კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში ან/და სხვადასხვა წყაროდან მიღებული და/ან აღმოჩენილი (გამოვლენილი) დადასტურებული ინფორმაციისა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საარსებო შემწეობის უწყვეტად გაცემა), საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების (ოჯახის წევრთა რაოდენობა და სარეიტინგო ქულა) მიხედვით, გარდა ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების ან სპეციალიზებულ ან პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების, ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ხნის ვადით გასვლის ან, თუ ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, რა დროსაც, კომპეტენტური ორგანოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოხდება საარსებო შემწეობის ავტომატური გადაანგარიშება, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების გარეშე, ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით; გარდაცვალების ან პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში – ოჯახის წევრის გამოკლების შემდგომი თვიდან სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), ხოლო საზღვრის კვეთის შემთხვევაში – საზღვრის კვეთის სამთვიანი ვადის (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ) გასვლის შემდგომი თვიდან, ხოლო, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, ასეთ შემთხვევაში − სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა გადარიცხულია, მომდევნო თვიდან).

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებზე არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი პირობები.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობით სარგებლობის უფლება ოჯახს აქვს ერთჯერადად, მიუხედავად ქვეპროგრამის ფარგლებში სოციალური ხელშეკრულების რამდენჯერმე გაფორმებისა, შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიაზე დასაქმების ან დასაქმების ფორმალიზების შემთხვევების რაოდენობისა.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოპოვებული საშეღავათო პირობის შეწყვეტა ხდება მხოლოდ საშეღავათო პირობების მოქმედების დადგენილი ვადის გასვლის, ქვეპროგრამით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლის, ქვეპროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტის (სოციალური ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა) შემთხვევაში ან ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

81. იმ შემთხვევაში, თუ საშეღავათო პირობების მოქმედების ვადის გასვლამდე ოჯახს შეუწყდა საშეღავათო პირობები, მაგრამ სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით ოჯახი კვლავ დააკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს და ჩაერთვება ქვეპროგრამაში, ოჯახს აღუდგება ამ მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო პირობებით სარგებლობის უფლება დარჩენილი ვადით, მანამ, სანამ არ დადგება ამავე მუხლით დადგენილი საშეღავათო პირობების შეწყვეტის საფუძვლები.

9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახს უფლება აქვს, ოჯახის წევრ(ებ)ის დამატების ან გამოკლებული წევრ(ებ)ის (მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები) უკან დაბრუნების შემთხვევაში ან სხვა საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში, მიმართოს სააგენტოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმების მოთხოვნით. ამ შემთხვევაში ოჯახს უჩერდება  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების მოქმედება და ხდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმება.  იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლები იქნება ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე და ოჯახი კვლავ ისარგებლებს საარსებო შემწეობის მიღების უფლებით, ოჯახს აღუდგება ამ მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები დარჩენილი ვადით, სხვა შემთხვევაში, ოჯახის მიმართ წყდება ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება.

10. იმ შემთხვევაში, თუ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის წევრი უარს განაცხადებს ქვეპროგრამის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს შეთავაზებაზე ან ქვეპროგრამით გათვალისწინებული საფუძვლით, ქვეპროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტის შემთხვევაში, შეთავაზებაზე უარის თქმის თვიდან ან კომპეტენტური ორგანოდან ინფორმაციის მიღების თვიდან ერთი კალენდარული წლის თავზე სააგენტო უზრუნველყოფს ამ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით გადამოწმებას, თუ მანამდე არ წარმოიშვა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადამოწმების სხვა საფუძველი. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობა არ ვრცელდება იმ ოჯახ(ებ)ზე, რომელიც უკვე სარგებლობს საშეღავათო პირობით.

11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო ვადის გასვლის შემდეგ, სააგენტო უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით გადამოწმებას, ზოგადი წესების შესაბამისად.

12. იმ შემთხვევაში, თუ ქვეპროგრამაში ჩართული მოსარგებლეების გარდა ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სარეიტინგო ქულის ზღვრული ოდენობის მქონე, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის წევრ(ებ)ი დამოუკიდებლად ან სსიპ − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხარდაჭერით დასაქმდებიან და ქვეპროგრამის ამოქმედების შემდეგ სსიპ − შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით დაუფიქსირდებათ ხელფასი, რომლის ოდენობა წინა უწყვეტი ოთხი თვის განმავლობაში (ყოველთვიურად) შეადგენს არანაკლებ 175 ლარს ან მოახდენენ დასაქმების ფორმალიზებას, ამ ოჯახებზე გავრცელდება ამ მუხლით დადგენილი საშეღავათო პირობები.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №3 – ვებგვერდი, 22.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის დადგენილება №100 – ვებგვერდი, 12.02.2020წ.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალური დახმარების შესახებ“, №145, 28.07.2006, სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.10.003.000.529 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10276-46/