სოციალური დახმარების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.07.2006 ბოლო ცვლილება 30.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№145
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.10.003.000.529
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 101, 01/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (51)

შემდგომი ცვლილებები (9)

წინა ცვლილებები (42)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №145

2006 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

სოციალური დახმარების შესახებ

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

 

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალური დახმარების მაძიებელი ოჯახებისათვის მიმართული სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემის უზრუნველსაყოფად, ასევე სოციალურად დაუცველ ბავშვთა ოჯახში აღზრდის უპირატესი უფლების უზრუნველყოფისა და დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობის, სრულწლოვან პირთა დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი, 06.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 07.09.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №1 86 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.

1. დამტკიცდეს „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესი“.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი,06.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 07.09.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №1 86 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი):

ა) ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთ თვეში დაამტკიცოს სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი;

ბ) უზრუნველყოს სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობათა მოსაწესრიგებლად საჭირო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება და გამოცემა.

3 . საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისათვის სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემა დადგენილი წესით და ამ პროცესის   ადმინისტრირებისას წარმოშობილი ურთიერთობების რეგულირება .

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №122 - სსმIII, №83, 18.06.2007წ., მუხ.892

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

4. ეთხოვოთ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელებისას ქმედითი დახმარება გაუწიონ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №122 - სსმIII, №83, 18.06.2007წ., მუხ.892

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი

+

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი, 06.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 07.09.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №1 86 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.

თავი I. ზოგადი დებულებანი

+

     მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

+

ეს წესი ადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახების სოციალური დახმარების ოდენობას, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესსა და ძირითად პრინციპებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოსა და პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემის ძირითად პრინციპებს, ასევე რეინტეგრაციის შემწეობისა და მინდობით აღზრდის ანაზღაურების, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა), ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების პროცედურებს.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი, 06.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 07.09.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №186 – ვებგვერდი, 21.02.2014წ .

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.

     მუხლი 2. სოციალური დახმარებები

+

1. ამ წესის მიზნებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი (შემდგომში – საარსებო შემწეობა), რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია.

2. (ამოღებულია – 20.07.2012, №277).

2​1. ამ წესის მიზნებისათვის რეინტეგრაციის შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მცხოვრები ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახს, მეურვეს (მზრუნველს), რომელიც ამ ბავშვს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.

2​​2. ამ წესის მიზნებისათვის მინდობით აღზრდის ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა მინდობით აღმზრდელს მინდობით აღსაზრდელის მოვლისა და აღზრდისათვის.

2​3. ამ წესის მიზნებისთვის სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება არის ფულადი სახის სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა იმ პირს (ოჯახს), რომელიც შშმ ან საპენსიო ასაკის მქონე სრულწლოვანს გაიყვანს სპეციალიზებული დაწესებულებიდან ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.

3. საარსებო შემწეობის, რეინტეგრაციის შემწეობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურებისა და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრები.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №186 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.

     მუხლი 3. სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო

+

1. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას.

2. (ამოღებულია – 20.07.2012, №277).

3. (ამოღებულია – 20.07.2012, №277).

4. რეინტეგრაციის შემწეობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურებისა და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (შემდგომში – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო),  რომელიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს რეინტეგრაციის შემწეობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურებისა და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნას, შეჩერებას, განახლებასა და შეწყვეტას, აგრეთვე მათ გაცემასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.

5. რეინტეგრაციის შემწეობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურებისა და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ადმინისტრირების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია, სააგენტოდან გამოითხოვოს, მიიღოს და დაამუშაოს ბენეფიციართა პერსონალური მონაცემები. სააგენტო ვალდებულია, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია, შეთანხმებული ფორმატით. ამასთან, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ვალდებულია, არ გაამჟღავნოს ფიზიკური პირის შესახებ მათთან დაცული პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებულ კატეგორიას მიკუთვნებული მონაცემები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №122 - სსმIII, №83, 18.06.2007წ., მუხ.892

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №186 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №3 – ვებგვერდი, 22.01.2019წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის დადგენილება №100 – ვებგვერდი, 12.02.2020წ.

     მუხლი 4. ტერმინთა განმარტებები

+

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესსა“ და „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის 141/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესში“, თუ ამავე წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. მინდობით აღზრდის მიზნებისათვის ნათესავად მიიჩნევა პირი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრიდან.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი,06.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №100 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.

აქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №142 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.

თავი II. საარსებო შემწეობის ოდენობა, მისი დანიშვნისა და გაცემის პრინციპები

+

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება №10 - სსმIII, №9, 24.10.2007წ., მუხ.85

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 მაისის დადგენილება №104 - სსმIII, №75, 29.05.2007წ., მუხ.799

     მუხლი 5. საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველი და პრინციპები

+

1. საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).

2. ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის მიღების უფლება ეძლევა სარეიტინგო ქულის მინიჭების თვიდან მეორე თვეს (თვეთა ათვლისას სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვე ითვლება პირველ თვედ).

3. საარსებო შემწეობა ინიშნება უფლების წარმოშობის თვიდან, საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ, ღატაკი ოჯახის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

4. საარსებო შემწეობის  გაცემა ჩერდება  ოჯახის განმეორებითი  შეფასების პერიოდში, გარდა ამ მუხლის 4​1 პუნქტისა და ამ წესის მე-11 მუხლის მე-18 პუნქტისა. გადამოწმების შედეგად, მინიჭებული  სარეიტინგო  ქულის  საფუძველზე,  ოჯახს უგრძელდება (აღუდგება) ან   უწყდება საარსებო შემწეობა. თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე,  ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა აღუდგება შეჩერების თვიდან.

4​1. 2018 წლის 1 ივნისის შემდეგ ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების – ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების შემთხვევაში, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შემდეგ, სპეციალური ფორმის დოკუმენტის – „ოჯახის  დეკლარაციის“ ან  ოჯახის  რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე ოჯახს გადაუანგარიშდება დანიშნული საარსებო შემწეობა, ოჯახის გარდაცვლილი წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდგომი თვიდან. თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ  წესით  დადგენილ  ზღვრულ  ოდენობაზე,  ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა გაუგრძელდება გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა რაოდენობიდან და მინიჭებული სარეიტინგო ქულის ოდენობიდან გამომდინარე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება ამ  წესით  დადგენილ  ზღვრულ  ოდენობას ან ოჯახს შეუწყდა რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში „ოჯახის დეკლარაციის“ ან რეგისტრაციის  შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე, ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების მიზეზით გადაანგარიშებული/გაცემული საარსებო შემწეობა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის ათვლა შეიძლება შეჩერდეს დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორული გარემოებები) არსებობისას. ვადის ათვლა გაგრძელდება შეჩერების გამომწვევი მიზეზ(ებ)ის აღმოფხვრის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, ღატაკ ოჯახზე საარსებო შემწეობა გაიცემა (გადაერიცხება) უფლების წარმოშობის თვიდან, დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება №10 - სსმIII, №9, 24.10.2007წ., მუხ.85

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 მაისის დადგენილება №104 - სსმIII, №75, 29.05.2007წ., მუხ.799

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილება №123 - სსმIII, №49, 28.04.2010წ., მუხ.724

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30  აპრილის დადგენილება №163 – ვებგვერდი, 03.05.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 ივნისის დადგენილება №348 – ვებგვერდი, 03.07.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №3 – ვებგვერდი, 22.01.2019წ.

     მუხლი 6. სარეინტიგო ქულა და საარსებო შემწეობის ოდენობა

+

1. საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით.

2. (ამოღებულია - 20.01.2022,№25).

3. „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება:

ა) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001–ზე ნაკლებია – განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

ბ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე – განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

გ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60001 ქულაზე – განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

დ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65001 ქულაზე – განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

ე) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 120001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 100 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოჯახები, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობასთან ერთად, იღებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობის თანხას.

5. (ამოღებულია - 20.01.2022,№25).

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 ივნისის დადგენილება №156 - სსმIII, №67, 14.06.2010წ., მუხ.989

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 21.06.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №3 – ვებგვერდი, 22.01.2019წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 ივნისის დადგენილება №315 – ვებგვერდი, 01.07.2021წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 იანვრის დადგენილება №25 – ვებგვერდი, 24.01.2022წ.

     მუხლი 7. საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა

+

1. (ამოღებულია - 20.01.2022,№25).

2. საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა, ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არის 120 001 (ას ოცი ათას ერთი).

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 მაისის დადგენილება №104 - სსმIII, №75, 29.05.2007წ., მუხ.799
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 იანვრის დადგენილება №25 – ვებგვერდი, 24.01.2022წ.

     მუხლი 8. საარსებო შემწეობისა და რეინტეგრაციის შემწეობის გაცემა

+

1. საარსებო შემწეობა გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით. საარსებო შემწობა ითვლება გაცემულად, საბანკო დაწესებულებაში გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხვის მომენტიდან.

2. საარსებო შემწეობის გაცემა წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოსა და მომსახურე კომერციულ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.

3. საარსებო შემწეობის გასაცემად, საბანკო დაწესებულებაში ანგარიში შეიძლება გაიხსნას ღატაკი ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან ქმედუნარიან წევრზე.

4. (ამოღებულია - 20.01.2022,№25).

5. რეინტეგრაციის შემწეობა გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით ბავშვის კანონიერ წარმომადგენელზე/მეურვეზე/მზრუნველზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე. რეინტეგრაციის შემწეობა მიიჩნევა გაცემულად საბანკო დაწესებულებაში გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხვის მომენტიდან.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილება №123 - სსმIII, №49, 28.04.2010წ., მუხ.724

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 21.06.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის დადგენილება №100 – ვებგვერდი, 12.02.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 იანვრის დადგენილება №25 – ვებგვერდი, 24.01.2022წ.

თავი II​1. (ამოღებულია)

+

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

    მუხლი 8​1. (ამოღებულია)

+

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

    მუხლი 8​2. (ამოღებულია)

+

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №46 - სსმIII, №34, 14.03.2007წ., მუხ.403

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №245-სსმIII, №159, 30.12.2009წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი, 06.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

    მუხლი 8​3. (ამოღებულია)

+

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

თავი III. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობანი

+

    მუხლი 9. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი

+

1. საარსებო შემწეობის ადმინისტრირებისათვის სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაანგარიშებას, შეჩერებას, შეწყვეტას, განახლებას, აგრეთვე გაცემის ორგანიზაციას;

ბ) საარსებო შემწეობის მიმღებთა აღრიცხვას;

გ) სტატისტიკის წარმოებას.

1​1. სააგენტოს მიერ საარსებო შემწეობის ოდენობის გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად კანონმდებლობით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ოდენობების ცვლილებების შემთხვევაში.

2. სააგენტო უფლებამოსილია:

ა) შეამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა არსებითი ცვლილებების გამოსავლენად) სააგენტოში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად;

ბ) არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ;

გ) ოჯახის მიერ საარსებო შემწეობის მიღებასთან და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს საარსებო შემწეობა;

დ) შესაბამისი დაწესებულებების და/ან ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების, საარსებო შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, გაანგარიშების, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისათვის;

ე) ავტომატურად გადაუანგარიშოს დანიშნული საარსებო შემწეობა ოჯახს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე, წევრის დაბადების (ბავშვის შვილად აყვანის) შემთხვევაში, თუ ოჯახის ბოლო შეფასებიდან და ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) არ არის გასული 2 წელი;

ვ) ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების – ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების შემთხვევაში, ავტომატურად გადაუანგარიშოს დანიშნული საარსებო შემწეობა ოჯახს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებამდე – „ოჯახის  დეკლარაციის“ ან რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის  მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე ოჯახის გარდაცვლილი წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდგომი თვიდან.

3. სააგენტო უზრუნველყოფს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების შესრულებას.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილება №123 - სსმIII, №49, 28.04.2010წ., მუხ.724

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 21.06.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის დადგენილება №232 – ვებგვერდი, 19.03.2014წ. 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 ივნისის დადგენილება №348 – ვებგვერდი, 03.07.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №3 – ვებგვერდი, 22.01.2019წ.

     მუხლი 9​1. ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხების უკან დაბრუნების წესი

+

საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით:

ა) თუ ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღებია (მათ შორის, ახალი საიდენტიფიკაციო კოდით), სააგენტო ვალდებულია, დაქვითოს ოჯახზე ყოველთვიურად გასაცემი საარსებო შემწეობის თანხის 20%-ის ოდენობით;

ბ) თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.  

მუხლი 9​2. საარსებო შემწეობის მიუღებელი თანხის ანაზღაურება პირის გარდაცვალების შემთხვევაში 

+

 1.  საარსებო შემწეობის თანხა, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ   მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს სააგენტოს   პირის გარდაცვალების დღიდან არაუგვიანეს ერთი წლისა.

2. საარსებო შემწეობის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება გარდაცვლილი პირის პირად ანგარიშზე არსებული თანხები, რომელიც არ იქნა გატანილი მემკვიდრის მიერ პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლის ვადაში.

​ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №407– ვებგვერდი, 19.08.2016წ.

     მუხლი 9​​3. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების განსაკუთრებული წესი

+

1.  იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სარეიტინგო ქულის ზღვრული ოდენობის მქონე, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის წევრი მონაწილეობას მიიღებს „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამაში“ (შემდგომში − ქვეპროგრამა), ამ ქვეპროგრამის ფარგლებში გაუფორმდება სოციალური ხელშეკრულება და დაენიშნება სოციალური გასაცემელი, დასაქმდება შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიაზე ან მოახდენს დასაქმების ფორმალიზებას, ოჯახს 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდება საარსებო შემწეობა ამ მუხლით გათვალისწინებული პირობებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობებით სარგებლობის უფლებას იპოვებს ის ოჯახი, რომლის წევრ(ებ)ზე შესაბამისი ინფორმაცია სააგენტოსთვის მიწოდებული იქნება ქვეპროგრამის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოდან.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები ოჯახებზე ვრცელდება:

ა)  ქვეპროგრამის ფარგლებში სოციალური ხელშეკრულების გაფორმების თვიდან;

ბ) შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიაზე დასაქმების ან დასაქმების ფორმალიზების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოდან ინფორმაციის მიწოდების თვიდან.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებზე დანიშნული საარსებო შემწეობის ოდენობის ავტომატური გადაანგარიშება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე განხორციელდება ბავშვის დამატების შემთხვევაში, თუ ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) არ არის გასული 2 წელი (ოჯახის მხრიდან მიმართვის შესაბამისად).

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებთან მიმართებით:

ა) სააგენტო  უწყვეტად აგრძელებს ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის გაცემას, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების გარეშე, მიუხედავად სააგენტოს ინიციატივით „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებითა და ამ წესით გათვალისწინებული კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში ან/და სხვადასხვა წყაროდან მიღებული და/ან აღმოჩენილი (გამოვლენილი) დადასტურებული ინფორმაციისა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საარსებო შემწეობის უწყვეტად გაცემა), საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების (ოჯახის წევრთა რაოდენობა და სარეიტინგო ქულა) მიხედვით, გარდა ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების ან სპეციალიზებულ/პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ხნის ვადით გასვლისა, რა დროსაც, კომპეტენტური ორგანოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოხდება საარსებო შემწეობის ავტომატური გადაანგარიშება, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების გარეშე, ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით; გარდაცვალებისა და პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში – ოჯახის წევრის გამოკლების შემდგომი თვიდან სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა გადარიცხულია მომდევნო თვიდან), ხოლო საზღვრის კვეთის შემთხვევაში – საზღვრის კვეთის სამთვიანი ვადის (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ) გასვლის შემდგომი თვიდან.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებზე არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი პირობები.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობით სარგებლობის უფლება ოჯახს აქვს ერთჯერადად, მიუხედავად ქვეპროგრამის ფარგლებში სოციალური ხელშეკრულების რამდენჯერმე გაფორმებისა, შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიაზე დასაქმების ან დასაქმების ფორმალიზების შემთხვევების რაოდენობისა.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოპოვებული საშეღავათო პირობის შეწყვეტა ხდება მხოლოდ დადგენილი ვადის გასვლის, ქვეპროგრამით გათვალისწინებული საფუძვლით, ქვეპროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტის შემთხვევაში ან ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახს უფლება აქვს, ოჯახის წევრ(ებ)ის დამატების ან გამოკლებული წევრ(ებ)ის (მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები) უკან დაბრუნების შემთხვევაში ან სხვა საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში, მიმართოს სააგენტოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმების მოთხოვნით. ამ შემთხვევაში ოჯახს უჩერდება  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების მოქმედება და ხდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმება.  იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლები იქნება ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე და ოჯახი კვლავ ისარგებლებს საარსებო შემწეობის მიღების უფლებით, ოჯახს აღუდგება ამ მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები დარჩენილი ვადით, სხვა შემთხვევაში, ოჯახის მიმართ წყდება ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება.

10. იმ შემთხვევაში, თუ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის წევრი უარს განაცხადებს ქვეპროგრამის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს შეთავაზებაზე ან ქვეპროგრამით გათვალისწინებული საფუძვლით, ქვეპროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტის შემთხვევაში, შეთავაზებაზე უარის თქმის თვიდან ან კომპეტენტური ორგანოდან ინფორმაციის მიღების თვიდან ერთი კალენდარული წლის თავზე სააგენტო უზრუნველყოფს ამ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით გადამოწმებას, თუ მანამდე არ წარმოიშვა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადამოწმების სხვა საფუძველი. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობა არ ვრცელდება იმ ოჯახ(ებ)ზე, რომელიც უკვე სარგებლობს საშეღავათო პირობით.

11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო ვადის გასვლის შემდეგ, სააგენტო უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით გადამოწმებას, ზოგადი წესების შესაბამისად.

12. იმ შემთხვევაში, თუ ქვეპროგრამაში ჩართული მოსარგებლეების გარდა ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სარეიტინგო ქულის ზღვრული ოდენობის მქონე, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის წევრ(ებ)ი დამოუკიდებლად ან სსიპ − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხარდაჭერით დასაქმდებიან და ქვეპროგრამის ამოქმედების შემდეგ სსიპ − შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით დაუფიქსირდებათ ხელფასი, რომლის ოდენობა წინა უწყვეტი ოთხი თვის განმავლობაში (ყოველთვიურად) შეადგენს არანაკლებ 175 ლარს ან მოახდენენ დასაქმების ფორმალიზებას, ამ ოჯახებზე გავრცელდება ამ მუხლით დადგენილი საშეღავათო პირობები.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №3 – ვებგვერდი, 22.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის დადგენილება №100 – ვებგვერდი, 12.02.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 ივნისის დადგენილება №315 – ვებგვერდი, 01.07.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის დადგენილება №80 – ვებგვერდი, 21.02.2022წ.

     მუხლი 10. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის უფლება-მოვალეობანი

+

1. საარსებო შემწეობის ოჯახს უფლება აქვს:

ა) მიიღოს საარსებო შემწეობა ამ წესით განსაზღვრული პირობებითა და ოდენობით;

ბ) მოითხოვოს საარსებო შემწეობის ადგილზე მიტანა, თუ ოჯახის ყველა სრუწლოვან, ქმედუნარიან წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების უნარი (ადგილზე მიტანის სხვა შემთხვევებსა და გარემოებებს განსაზღვრავს სააგენტო);

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საარსებო შემწეობასთან ერთად მიიღოს სახელმწიფო პენსია/საპენსიო პაკეტი, სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური პაკეტი  და სხვა სოციალური დახმარება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია:

ა) აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი დემოგრაფიული ცვლილებები (წევრ(ებ)ის გარდაცვალება, გამოკლება, დამატება, საზღვარგარეთ 3 თვეზე მეტი ვადით წასვლა), ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;

ბ) აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება  ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;

გ) შეასრულოს სააგენტოს მიერ განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობით  გათვალისწინებული სხვა მოვალეობანი.

3. ამ მუხლის მიზნებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ:

ა) ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებულ ხელზე აღებული ხელფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) ოდენობას (საშუალოდ, ბოლო 4 თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და  „ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში − „ხელფასი (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას  შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 175 ლარზე;

ბ) უძრავი ქონების ან/და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების  მეთოდოლოგიით“ გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტოს უფლება აქვს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს საარსებო შემწეობის გაცემა და/ან გადაამოწმოს  ოჯახი, შეუწყვიტოს ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და/ან აუკრძალოს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მონაცემთა ბაზაში განმეორებითი რეგისტრაცია.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 21.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №407– ვებგვერდი, 19.08.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №3 – ვებგვერდი, 22.01.2019წ.

თავი III​1. (ამოღებულია)

+

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ .

    მუხლი 10​1. (ამოღებულია)

+

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

    მუხლი 10​2. (ამოღებულია)

+

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

თავი III​2.  რეინტეგრაციის შემწეობისა და მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა

+

შენიშვნა: ამ თავის მიზნებისთვის განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვი არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი, რაც დასტურდება სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერით (ფორმა №50/4)  ან ჯანმრთელობის პრობლემების ან/და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვი, რომელსაც სპეციფიკური ზრუნვა ესაჭიროება, რაც დასტურდება ცნობით (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა №IV-100/ა) და დიაგნოზი შეესაბამება „მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანების №2 დანართით დადგენილ სპეციალიზებული მინდობით აღზრდის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისათვის საჭირო კრიტერიუმებს.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №142 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.

     მუხლი 10​3. რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, დანიშვნისა და გაცემის პრინციპები

+

1. რეინტეგრაციის შემწეობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) ბავშვისათვის – თვეში 100 ლარით;

ბ) განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – თვეში 160 ლარით.

2. ბავშვისათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის/დაკარგვის შემთხვევაში ან ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, როდესაც ის აღარ აკმაყოფილებს ან დაექვემდებარება „მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანების №2 დანართით დადგენილ სპეციალიზებული მინდობით აღზრდის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისათვის საჭირო კრიტერიუმებს, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სათათბირო ორგანოს − რეგიონული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და გაიცემა გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის დადგენილება №93 - ვებგვერდი, 01.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №3 – ვებგვერდი, 22.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის დადგენილება №100 – ვებგვერდი, 12.02.2020წ.

მუხლი 10 ​4 . მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა

+

1. მინდობით აღზრდის ანაზღაურება განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის – თვეში 230 ლარით;

ბ) რეგულარულ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის – ერთი კალენდარული დღისათვის 20 ლარით;

გ) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – თვეში 400 ლარით;

დ) სპეციალიზებულ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – ერთი კალენდარული დღისათვის 35 ლარით;

ე) გადაუდებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისთვის  – ერთი კალენდარული დღისათვის 35 ლარით;

ვ) ჩამნაცვლებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის – ერთი კალენდარული დღისათვის 35 ლარით;

ზ) 2 წლამდე ასაკის ბავშვისთვის (2 წლის შესრულების თვის ჩათვლით) − ერთი კალენდარული დღისათვის 35 ლარით.

2. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მინდობით აღზრდაში განთავსებული პირისათვის მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა შეადგენს ერთი კალენდარული დღისთვის 20 ლარს, ხოლო განსხვავებული საჭიროების მქონე პირისთვის ერთ კალენდარულ დღეზე – 35 ლარს.

3. 18 წელს ზემოთ შშმ პირისთვის, რომელიც მინიმუმ ორი წელია,  იმყოფება მინდობით აღზრდაში, ვერ ბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახში, საჭიროებს სახელმწიფო მზრუნველობაში დარჩენას და არ იღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ანაზღაურებას, სახელმწიფო მზრუნველობაში ყოფნის ანაზღაურება, რომელიც მიეცემა ფაქტობრივ მზრუნველს, სპეციალიზებული მინდობით აღზრდიდან განთავსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, შეადგენს სრულ თვეზე 600 ლარს, ნათესაური მინდობით აღზრდიდან განთავსებული ბენეფიციარის შემთხვევაში – 200 ლარს. სპეციალიზებული მინდობით აღზრდიდან განთავსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება ფორმდება თვის ნებისმიერი რიცხვიდან ან/და წყდება თვის დასრულებამდე, ასანაზღაურებელი თანხა  ერთი კალენდარული დღისთვის შეადგენს – 20 ლარს, ხოლო ნათესაური მინდობით აღზრდიდან განთავსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, თვის ანაზღაურება გაიცემა სრულად.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19თებერვლის დადგენილება №46 - სსმIII, №22, 25.02.2010წ., მუხ.269
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №100 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №142 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №3 – ვებგვერდი, 22.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №669 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №824 – ვებგვერდი, 31.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 იანვრის დადგენილება №25 – ვებგვერდი, 24.01.2022წ.

თავი III​3. დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობა

+

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი,06.01.2011წ.,

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 07.09.201 2წ.

     მუხლი 10​​​5. დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობა

+

1. ერთ დევნილზე, ლტოლვილსა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გასაცემი ყოველთვიური შემწეობის ოდენობა შეადგენს 45 ლარს.

2. დევნილთა ყოველთვიური შემწეობის მიმღებ პირებს განსაზღვრავს სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, ხოლო ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის მიმღებ პირებს − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

3. სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო,  დევნილის, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის მიმღები პირების განსაზღვრის მიზნით, არა უგვიანეს ყოველი თვის 20 რიცხვისა (არასამუშაო დღის შემთხვევაში − მომდევნო სამუშაო დღეს), ელექტრონული რეესტრის სახით აწვდიან სააგენტოს დევნილის, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სრულ სიას.

4. სააგენტო, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სიების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უბრუნებს ინფორმაციას ამ წესით განსაზღვრული საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა შესახებ.

5. სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, არაუგვიანეს ყოველი თვის 26 რიცხვისა, სააგენტოს უგზავნიან დაფინანსების მოთხოვნას დევნილის, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ყოველთვიური შემწეობის მიმღებ პირთა შესახებ (ელექტრონული რეესტრის სახით, შესაბამისი ინფორმაციით), სააგენტოსთან შეთანხმებული ფორმატით.

6. სააგენტო, დევნილის სტატუსის მქონე პირთა შემთხვევაში, სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან მიღებული ელექტრონული რეესტრის, ხოლო ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა შემთხვევაში − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ელექტრონული რეესტრის საფუძველზე, უზრუნველყოფს დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის თანხების გადარიცხვას.

7. თუ სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს წარმოეშობა ან უკვე მოპოვებული აქვს დევნილის ყოველთვიური შემწეობის მიღების უფლება, სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შემწეობის გამცემ საბანკო დაწესებულებაში ამ პირის სახელზე ხსნის საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშს, რომელზეც ყოველთვიურად ირიცხება დევნილთა ყოველთვიური შემწეობის თანხა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს წარმოეშობა ან უკვე მოპოვებული აქვს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ყოველთვიური შემწეობის მიღების უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შემწეობის გამცემ საბანკო დაწესებულებაში ამ პირის სახელზე ხსნის საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშს, რომელზეც ყოველთვიურად ირიცხება ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის თანხა. საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშზე ჩარიცხული თანხის (ძირითადი თანხა და პროცენტი) განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ პირის სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ან სრულწლოვანების მიღწევამდე ან არასრულწლოვნის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების შემთხვევაში – მეურვეობისა და მზრუნველობის რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებით.

7​1. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიების განხორციელების მიზნით, სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციას სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო აწვდის შეთანხმებული ფორმატით.

8. თუ მხარდაჭერის მიმღებ პირს წარმოეშობა ან უკვე მოპოვებული აქვს დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის თანხების მიღების უფლება, შემწეობის თანხას იღებს უშუალოდ მხარდაჭერის მიმღები პირი ან მისი მხარდამჭერი, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

9. სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემების სისწორის შემოწმება ან რაიმე სახის კორექტირება.

10. დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი, 06.01.2011წ.,
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 07.09.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის დადგენილება №232 – ვებგვერდი, 19.03.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №3 – ვებგვერდი, 22.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №549 – ვებგვერდი, 19.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის დადგენილება №100 – ვებგვერდი, 12.02.2020წ.

თავი III​4.  მინდობით აღზრდის ანაზღაურების დანიშვნის პრინციპები

+

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №142 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.

     მუხლი 10​6.  ანაზღაურების დანიშვნისა და გაცემის პრინციპები

+

1. ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის ოჯახი მინდობით აღმზრდელად რეგისტრაციის მომენტისათვის, დადგენილი წესით, რეგისტრირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა უნდა აღემატებოდეს          100 000-ს (ასი ათასი). აღნიშნული პირობა არ ვრცელდება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნათესაური მინდობით აღმზრდელის ოჯახზე.

2. მინდობით აღზრდის (გარდა ნათესაური მინდობით აღზრდისა) ანაზღაურების მიღება გამორიცხავ ს ამ წესით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის მიღებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვლისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მონაცემთა ბაზების შედარება და ინფორმაციის მიმოცვლა ხორციელდება სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და სააგენტოს შორის ურთიერთშეთანხმებული ფორმატით.

4. ამ წესის 10​4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, ასევე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 22.01.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №407– ვებგვერდი, 19.08.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №142 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის დადგენილება №100 – ვებგვერდი, 12.02.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №824 – ვებგვერდი, 31.12.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №186 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.

     მუხლი 10​7. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება

+

1. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება განისაზღვრება 45 ლარის ოდენობით და იგი მიეცემა პირს (ოჯახს), რომელიც შშმ ან საპენსიო ასაკის მქონე სრულწლოვანს გაიყვანს სპეციალიზებული დაწესებულებიდან ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურება გაიცემა ყოველთვიურად. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე ხანგრძლივობა და მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №186 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.

თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

+

      მუხლი 11. საარსებო შემწეობის დანიშვნისა და გაცემის პრინციპები გარდამავალი პერიოდისათვის

+

1. ღატაკ ოჯახებს, რომელთაც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ 2006 წლის 1 ივნისამდე (გარდა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიხედვით ქ. თბილისში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა) და მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი), საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ 2006 წლის სექტემბრიდან.

2. ღატაკ ოჯახებს, რომლებიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიხედვით მუდმივად ცხოვრობენ ქ. თბილისში, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ 2006 წლის 1 მაისამდე და მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი), საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ 2006 წლის აგვისტოდან.

3. ღატაკ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი) და მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი, ან განმეორებითი შეფასების განაცხადი შეტანილი აქვთ 2007 წლის 1 მაისამდე, ან სააგენტოს ინიციატივით განხორციელებული განმეორებითი შეფასების შედეგად სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვთ 2007 წლის 1 მაისამდე, საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ 2007 წლის აგვისტოდან.

4. ღატაკ ოჯახებს, რომელთაც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადების შემდეგ, საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

5. ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა განმეორებით შეფასებამდე ნაკლებია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი), ხოლო განმეორებითი შეფასების შემდეგ ნაკლებია 57001-ზე (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ერთი), საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად.

6. ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი) და მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ 2006 წლის 1 აგვისტოდან, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვთ ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, ან ამ მუხლის შესაბამისად, მაგრამ არა უადრეს 2007 წლის იანვრიდან.

6​1. ღატაკ ოჯახებს, რომ ელთაც სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვთ 2012 წლის აპრილ სა და მაის ში, საარსებო შემწეობ ა დაენიშნებათ და მიეცემათ 2012 წლის 1 ივლისიდან.

6​2. 2012 წლის 1 ივლისიდან ღატაკ ოჯახებს, რომ ელთაც სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვთ ამ მუხლის 6​1 პუნქტით გათვალისწინებული ვადის შემდეგ, საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

7. სააგენტომ გააგრძელოს საარსებო შემწეობის გაცემა დევნილთა იმ ოჯახებისათვის, რომლებიც 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისა და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების წარმოების გამო იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილები იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის გამო.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდეს დანიშნული ოდენობით 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2013 წლის 1 ივლისიდან ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ  2013 წლის 1 ივლისამდე.

8​1. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული, ოჯახის წევრის წერილობითი მომართვის საფუძველზე, ოჯახის დემოგრაფიული ცვლილების შემთხვევაში (გარდა დაბადების ან გარდაცვალებისა), საარსებო შემწეობის ადმინისტრირება ხორციელდება ამ წესით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად.

8​2. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახში, წევრის დაბადების ან გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, საარსებო შემწეობა გადაანგარიშდება ავტომატურად (სოციალურ-ეკონომიკური შეფასების გარეშე), ოჯახში არსებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად.

9. ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა 2009 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 ივლისამდე გავრცელდეს დევნილთა იმ ოჯახებზე, რომლებიც არ იღებენ საარსებო შემწეობას, 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, აღრიცხულნი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში და განსახლებული არიან სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ფართობებში, რომელთა დაბრუნება მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე შეუძლებელია (ამ ადგილების ოკუპაციის გამო) და, ამავდროულად, ოჯახის არც ერთი წევრი არ ეწევა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა.

10. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ოჯახის შემადგენლობაში მოხვდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული საარსებო შემწეობის მიმღები პირი, გაერთიანებული ოჯახის საარსებო შემწეობა უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ ყოველი არამიმღები წევრისათვის დაემატოს 24 ლარი და საარსებო შემწეობის სახით გასაცემი თანხის საერთო ოდენობა შეესაბამებოდეს ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრულ პირობებს.

11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებით უზრუნველყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სიის სააგენტოსათვის მიწოდება არა უგვიანეს 2009 წლის 10 იანვრისა, ხოლო შემდეგ თვეებში – არა უგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ წარდგენილი სია და შესაბამისად დანიშნული შემწეობის ოდენობა სააგენტოს მიერ გადახედვას/გადაანგარიშებას/შეწყვეტას არ ექვემდებარება, გარდა:

ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) ოჯახის ყველა წევრის გარდაცვალებისას (ამ შემთხვევაში საარსებო შემწეობის შეწყვეტა ხდება ოჯახის ბოლო წევრის გარდაცვალების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან);

გ) საბიუჯეტო ორგანიზაციაში ოჯახის წევრის ანაზღაურებადი საქმიანობისას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა;

დ) ამ მუხლის 8​1 და 8​2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

12. საარსებო შემწეობა გაიცეს ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი სიის მდგომარეობით დანიშნული ოდენობით, 2009 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე, უზრუნველყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2013 წლის 1 ივლისიდან, ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ 2013 წლის 1 ივლისამდე. 

13. 2009 წლის 10 იანვრიდან ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად დამატებით შერჩეულ ოჯახებს საარსებო შემწეობა დაენიშნოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად ფორმირებული დამატებითი სიის სააგენტოში წარდგენის მომდევნო თვიდან და გაიცეს 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  2013 წლის 1 ივლისიდან ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ  2013 წლის  1 ივლისამდე.

14. ამ მუხლის მე -9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების (შესაბამისი უფლებამოსილი პირის ) მიერ საარსებო შემწეობის დანიშვნის თაობაზე წერილობითი თანხმობის (რომელშიც აგრეთვე აღინიშნება , ეწევა თუ არა ოჯახის რომელიმე წევრი საბიუჯეტო ორგანიზაციაში ანაზღაურებად საქმიანობას , გარდა სამეცნიერო - საგანმანათლებლო საქმიანობისა ) მოპოვება და სააგენტოსათვის მიწოდება უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ .

14​1. ქარელის მუნიციპალიტეტის კონფლიქტის ზონის მომიჯნავე სოფელ დვანში მცხოვრები ოჯახების მიმართ გავრცელდეს შემდეგი შეღავათები:

ა) სააგენტომ განაგრძოს საარსებო შემწეობის გაცემა დანიშნული ოდენობით, 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013  წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2013 წლის 1 ივლისიდან, ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად  მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ  2013 წლის  1 ივლისამდე;

ბ) ამ პუნქტით გათვალისწინებული იმ ოჯახების მიმართ, რომლებიც არ არიან საარსებო შემწეობის მიმღებნი, გავრცელდეს ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  2013 წლის 1 ივლისიდან ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად  მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად  ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ 2013 წლის 1 ივლისამდე;

გ) ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახის წევრის წერილობითი მომართვის საფუძველზე, ოჯახის დემოგრაფიული ცვლილების შემთხვევაში (გარდა დაბადების ან გარდაცვალებისა), საარსებო შემწეობის ადმინისტრირება ხორციელდება  ამ წესით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად;

დ) ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოჯახში წევრის დაბადების ან გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, საარსებო შემწეობა გადაანგარიშდება ავტომატურად (სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე), ოჯახში არსებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად;

ე) საქართველოს ადმინისტრაციულ‑ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა უზრუნველყოს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სახელობითი (ოჯახის პირობითი ნომერი, ოჯახის თითოეული წევრის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და თანხის მიღებაზე უფლებამოსილი წევრი) სიის სააგენტოსათვის მიწოდება, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმატით, არა უგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა.

14​2. ამ მუხლის 14​1 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად მიწოდებული სია და შესაბამისად დანიშნული საარსებო შემწეობის ოდენობა სააგენტოს მიერ გადახედვას/გადაანგარიშებას/შეწყვეტას არ ექვემდებარება, გარდა:

ა) ამ მუხლის 14​1 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) ოჯახის ყველა წევრის გარდაცვალებისას (ამ შემთხვევაში საარსებო შემწეობის შეწყვეტა ხდება ოჯახის ბოლო წევრის გარდაცვალების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან).

14​3. ამ მუხლის 14​1 ​  პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოჯახების მიმართ საარსებო შემწეობა გაიცეს 2012 წლის აგვისტოდან 2013 წლის 1 ივლისამდე  და სააგენტომ უზრუნველყოს ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება. 2013 წლის 1 ივლისიდან, ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა განხორციელდეს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

14​4. 2012 წლის 1 სექტემბრიდან ამ მუხლის 14​1 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტის შესაბამისად დამატებით შერჩეულ ოჯახებს საარსებო შემწეობა დაენიშნოთ ამ მუხლის 14​1 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით ფორმირებული დამატებითი სიის სააგენტოში წარდგენის თვიდან.

14​5. ამ მუხლის 14​1 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოჯახის წევრს, თუ იგი წარმოადგენს ისეთი სახელმწიფო გასაცემლის მიმღებს, რომელიც გამორიცხავს საარსებო შემწეობის მიღებას, უფლება აქვს, აირჩიოს ერთ-ერთი გასაცემელი.

14​6. ამ მუხლის 14​1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახების (შესაბამისი უფლებამოსილი პირის) მიერ საარსებო შემწეობის დანიშვნის თაობაზე წერილობითი თანხმობის მოპოვება და სააგენტოსათვის მიწოდება უზრუნველყოს საქართველოს ადმინისტრაციულ‑ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა.

15. ამ მუხლის მე-7, მე-9 პუნქტებითა და 14​1   პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ოჯახებზე 2013 წლის 1 ივლისამდე არ ვრცელდება ამ წესის მე-5, მე-9, მე-10 მუხლებით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებები, გარდა ამ მუხლის 8​1 ​  პუნქტითა და 14​1 ​  პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

15​1. ამ მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ იმ ოჯახებს, რომლებსაც 2013 წლის 1 ივლისიდან შეუწყდებათ საარსებო შემწეობის გაცემა იმ მოტივით, რომ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ვერ მოხერხდა ოჯახის იდენტიფიცირება (მაგ.: სააგენტოსათვის ცნობილი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მისამართი არ არსებობს, ან ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობს ამ მისამართზე, ან ოჯახის ცნობილი ბოლო საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ა.შ.), 2013 წლის 1 აგვისტომდე ოჯახის ერთ-ერთი წევრის სააგენტოში მომართვის საფუძველზე, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, სააგენტო ვალდებულია საარსებო შემწეობის გაცემა განაახლოს უკანდახევით, 2013 წლის 1 ივლისიდან და გასცეს შეწყვეტილი სოციალური დახმარება სრულად, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი შემადგენლობის გათვალისწინებით.

16. (ამოღებულია - 18.05.2015, №215).

17. ღატაკ ოჯახს, რომელიც საარსებო შემწეობას იღებს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამავე პუნქტით განსაზღვრული საარსებო შემწეობის მიღება გაუგრძელდება ახალი სარეიტინგო ქულის მინიჭების თვის მომდევნო მეორე თვიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საარსებო შემწეობის ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ოდენობით გაცემამდე, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა გაუგრძელდება შეჩერების თვიდან ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობის მიხედვით, გადამოწმების შედეგად დაფიქსირებულ ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად.

18. „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, გადამოწმების პერიოდში, გაუგრძელდებათ საარსებო შემწეობის გაცემა, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიით შეფასებამდე და სპეციალური ფორმის დოკუმენტის - ოჯახის დეკლარაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე.

19.  2015 წლის  13-14 ივნისს ქ. თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ იმ ოჯახებს, რომლებსაც დანიშნული აქვთ საარსებო შემწეობა ან სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე, მოიპოვეს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება, ავტომატურად გაუგრძელდეთ/დაენიშნოთ საარსებო შემწეობა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების გარეშე,  2016 წლის 1 იანვრამდე.

20. ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახში წევრის დაბადების ან გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის მიღების ან/და ოჯახის სააგენტოში წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საარსებო შემწეობა გადაანგარიშდება ავტომატურად (სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე), ოჯახში არსებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად დადასტურებული ინფორმაციის მიღების ან/და ოჯახის სააგენტოში წერილობითი მიმართვის მომდევნო თვიდან.

21. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების წევრების სახელობითი სიის (ოჯახის თითოეული წევრის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი)  სააგენტოსათვის მიწოდება, არაუგვიანეს 2015 წლის 15 ივლისისა და სიაში ცვლილების შემთხვევაში, არაუგვიანეს ცვლილებიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვისა.

22. სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად მიწოდებული მონაცემების სისწორის შემოწმება ან რაიმე სახის კორექტირება.

23. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახი განთავსდება მუდმივ საცხოვრებელ მისამართზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია აღნიშნული ოჯახისა და მუდმივი საცხოვრებელი მისამართის შესახებ.

24. ამ მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო განახორციელებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა/შეფასებას არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

25. ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებზე 2016 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება ამ წესის მე-5, მე-9, მე-10 მუხლებით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებები.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 მაისის დადგენილება №104 - სსმIII, №75, 29.05.2007წ., მუხ.799

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №181-სსმIII, №130,04.09.20008წ., მუხ.1310

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №245-სსმIII, №159, 30.12.2009წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №251 - სსმIII, №103, 24.08.2010წ., მუხ.1542

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი,06.01.2011წ.,

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №479 – ვებგვერდი, 23.12.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30  აპრილის დადგენილება №163 – ვებგვერდი, 03.05.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 27.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 27 ივლისის დადგენილება №307 – ვებგვერდი, 27.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის დადგენილება № 7 - ვებგვერდი, 22.01.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ .

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9  ივლისის  დადგენილება №337 - ვებგვერდი, 13.07.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №423 - ვებგვერდი, 14.08.2015წ.

     მუხლი 11​1. რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების გაცემის პრინციპები გარდამავალი პერიოდისათვის

+

1. 2009 წლის 1 იანვრიდან სააგენტომ გასცეს რეინტეგრაციის შემწეობის ან შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება იმ ოჯახებისათვის, რომლებიც:

ა) ამ დახმარებას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულების ვადის შესაბამისად;

ბ) ამ დახმარებას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ძალაში იყო 2009 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და მოქმედებდა 2009 წლის 1 მარტამდე, დაფინანსების უწყვეტობის მიზნით დახმარების გაცემა გაგრძელდეს 2009 წლის 1 მარტამდე.

2. „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამა „ბავშვზე ზრუნვის“ დამტკიცებამდე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისათვის დახმარების გაცემის მორიგი გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე. დახმარების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დახმარება გაიცეს 2009 წლის 1 მარტიდან, მაგრამ არა უგვიანეს 2009 წლის 1 მაისისა.

3. სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოხვედრის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახებს, მეურვეებს (მზრუნველებს), რომლებსაც დაენიშნათ რეინტეგრაციის შემწეობა ამ ბავშვის მშობელთა მზრუნველობამოკლებულად ცნობისა და სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოხვედრის თავიდან არიდებისათვის, გაუგრძელდეთ რეინტეგრაციის შემწეობის მიღება ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, მაგრამ, არა უმეტეს 2010 წლის 1 იანვრამდე.

4. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული 10​6 მუხლის ამოქმედებამდე დედობილ/მამობილთან ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები ძალაშია ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 22.01.2013წ.

     მუხლი 12. სოციალური დახმარების მიღების შეზღუდვა

+

1. (ამოღებულია – 20.07.2012, №277) .

2. (ამოღებულია – 20.07.2012, №277) .

3. (ამოღებულია – 20.07.2012, №277) .

4. ღატაკ ოჯახს, რომელსაც საარსებო შემწეობის მიღების უფლება წარმოეშვა ამ წესის შესაბამისად, მაგრამ შემწეობის დანიშვნა და გაცემა არ განხორციელდა, საარსებო შემწეობა გაიცემა უფლების წარმოშობის პერიოდიდან, მაგრამ არა უმეტეს 1 წლისა.

5. ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალებამდე მიუღებელი კუთვნილი საარსებო შემწეობის თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:

ა) პირის გარდაცვალებამდე მიუღებელი კუთვნილი საარსებო შემწეობის თანხა, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე;

ბ) პირს გარდაცვალებამდე მოპოვებული ჰქონდა საარსებო შემწეობის მიღების უფლება, მაგრამ გარდაცვალების დროისთვის, თანხა ჯერ არ ჩარიცხულა საბანკო ანგარიშზე.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე საარსებო შემწეობის თანხები გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის, განცხადებით მიმართეს სააგენტოს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.

7. საარსებო შემწეობის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება ანგარიშზე არსებული თანხები, თუ საარსებო შემწეობა შეწყდა ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის გარდაცვალების გამო და მემკვიდრის მიერ არ იქნა გატანილი საარსებო შემწეობის შეწყვეტის თვის მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.

8. ღატაკ ოჯახზე საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერების პერიოდში, ოჯახის მიერ ისეთი სახის ფულადი გასაცემლის მიღება, რაც გამორიცხავს ერთდროულად საარსებო შემწეობის მიღებას, შეჩერებული საარსებო შემწეობის აღდგენის შემთხვევაში, საარსებო შემწეობის თანხა გაიცემა იმ ფულადი გასაცემლის თანხის გამოკლებით, რომელიც ოჯახმა (ოჯახის წევრმა) მიიღო შეჩერების მთელი პერიოდის განმავლობაში.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 მაისის დადგენილება №104 - სსმIII, №75, 29.05.2007წ., მუხ.799

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.

მუხლი 12​1. (ამოღებულია)

+

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №46 - სსმIII, №34, 14.03.2007წ., მუხ.403

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

     მუხლი 12​2 . (ამოღებულია)

+

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

     მუხლი 13. დასკვნითი დებულებანი

+

ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალური დახმარების შესახებ“, №145, 28.07.2006, სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.10.003.000.529 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.02.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10276-42/