სოციალური დახმარების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (51)
შემდგომი ცვლილებები (18)
წინა ცვლილებები (33)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №145
2006 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
სოციალური დახმარების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალური დახმარების მაძიებელი ოჯახებისათვის მიმართული სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემის უზრუნველსაყოფად, ასევე სოციალურად დაუცველ ბავშვთა ოჯახში აღზრდის უპირატესი უფლების უზრუნველყოფისა და დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობის, სრულწლოვან პირთა დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი, 06.01.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 07.09.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №1 86 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.
1. დამტკიცდეს „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესი“.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი,06.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი):
ა) ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთ თვეში დაამტკიცოს სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი;
ბ) უზრუნველყოს სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობათა მოსაწესრიგებლად საჭირო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება და გამოცემა.
3 . საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისათვის სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემა დადგენილი წესით და ამ პროცესის ადმინისტრირებისას წარმოშობილი ურთიერთობების რეგულირება .

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №122 - სსმIII, №83, 18.06.2007წ., მუხ.892

4. ეთხოვოთ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელებისას ქმედითი დახმარება გაუწიონ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი

თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
ეს წესი ადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახების სოციალური დახმარების ოდენობას, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესსა და ძირითად პრინციპებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოსა და პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემის ძირითად პრინციპებს, ასევე რეინტეგრაციის შემწეობისა და მინდობით აღზრდის ანაზღაურების, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა), ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების პროცედურებს.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №186 – ვებგვერდი, 21.02.2014წ .
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 2. სოციალური დახმარებები
1. ამ წესის მიზნებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი (შემდგომში – საარსებო შემწეობა), რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია.
2. (ამოღებულია – 20.07.2012, №277).
21. ამ წესის მიზნებისათვის რეინტეგრაციის შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მცხოვრები ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახს, მეურვეს (მზრუნველს), რომელიც ამ ბავშვს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.
22. ამ წესის მიზნებისათვის მინდობით აღზრდის ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა მინდობით აღმზრდელს მინდობით აღსაზრდელის მოვლისა და აღზრდისათვის.
23. ამ წესის მიზნებისთვის სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება არის ფულადი სახის სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა იმ პირს (ოჯახს), რომელიც შშმ ან საპენსიო ასაკის მქონე სრულწლოვანს გაიყვანს სპეციალიზებული დაწესებულებიდან ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.
3. საარსებო შემწეობის, რეინტეგრაციის შემწეობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურებისა და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრები.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №186 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 3. სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო
1. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას.
2. (ამოღებულია – 20.07.2012, №277).
3. (ამოღებულია – 20.07.2012, №277).
4. რეინტეგრაციის შემწეობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურებისა და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა სააგენტო, რომელიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს რეინტეგრაციის შემწეობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურებისა და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნას, შეჩერებას, განახლებასა და შეწყვეტას, აგრეთვე მათ გაცემასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №122 - სსმIII, №83, 18.06.2007წ., მუხ.892
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №186 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 4. ტერმინთა განმარტებები
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესსა“ და „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის 141/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესში“, თუ ამავე წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. მინდობით აღზრდის მიზნებისათვის ნათესავად მიიჩნევა პირი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრიდან.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი,06.01.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №100 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №142 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
თავი II
საარსებო შემწეობის ოდენობა, მისი დანიშვნისა და გაცემის პრინციპები
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება №10 - სსმIII, №9, 24.10.2007წ., მუხ.85
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 მაისის დადგენილება №104 - სსმIII, №75, 29.05.2007წ., მუხ.799
მუხლი 5. საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველი და პრინციპები
1. საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).
2. ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის მიღების უფლება ეძლევა სარეიტინგო ქულის მინიჭების თვიდან მეორე თვეს (თვეთა ათვლისას სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვე ითვლება პირველ თვედ).
3. საარსებო შემწეობა ინიშნება უფლების წარმოშობის თვიდან, საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ, ღატაკი ოჯახის წერილობითი განცხადების საფუძველზე.
4. საარსებო შემწეობის გაცემა ჩერდება ოჯახის განმეორებითი შეფასების პერიოდში, გარდა ამ წესის მე-11 მუხლის მე-18 პუნქტისა. გადამოწმების შედეგად, მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე, ოჯახს უგრძელდება (აღუდგება) ან უწყდება საარსებო შემწეობა. თუ გადამოწმების შედეგად, მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა აღუდგება შეჩერების თვიდან.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის ათვლა შეიძლება შეჩერდეს დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორული გარემოებები) არსებობისას. ვადის ათვლა გაგრძელდება შეჩერების გამომწვევი მიზეზ(ებ)ის აღმოფხვრის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, ღატაკ ოჯახზე საარსებო შემწეობა გაიცემა (გადაერიცხება) უფლების წარმოშობის თვიდან, დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება №10 - სსმIII, №9, 24.10.2007წ., მუხ.85
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 მაისის დადგენილება №104 - სსმIII, №75, 29.05.2007წ., მუხ.799
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილება №123 - სსმIII, №49, 28.04.2010წ., მუხ.724
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის დადგენილება №163 – ვებგვერდი, 03.05.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.
მუხლი 6. სარეინტიგო ქულა და საარსებო შემწეობის ოდენობა
1. საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით.
2. „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე:
ა) საარსებო შემწეობის ოდენობა ერთსულიანი ოჯახისათვის არის 60 (სამოცი) ლარი;
ბ) ორ და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთსულიანი ოჯახისათვის დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობას მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო თითოეულ წევრზე ემატება 48 ლარი.
3. „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება:
ა) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001–ზე ნაკლებია – განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ბ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე – განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
გ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60001 ქულაზე – განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
დ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65001 ქულაზე – განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ე) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001–ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოჯახები, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობასთან ერთად, იღებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობის თანხას.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 ივნისის დადგენილება №156 - სსმIII, №67, 14.06.2010წ., მუხ.989
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 21.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.
მუხლი 7. საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა
1. საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა, ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არის 57001 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ერთი).
2. საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა, ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არის 100001 (ასი ათას ერთი).
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 მაისის დადგენილება №104 - სსმIII, №75, 29.05.2007წ., მუხ.799
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.
მუხლი 8. საარსებო შემწეობის გაცემა
1. საარსებო შემწეობა გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით. საარსებო შემწობა ითვლება გაცემულად, საბანკო დაწესებულებაში გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხვის მომენტიდან.
2. საარსებო შემწეობის გაცემა წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოსა და მომსახურე კომერციულ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.
3. საარსებო შემწეობის გასაცემად, საბანკო დაწესებულებაში ანგარიში შეიძლება გაიხსნას ღატაკი ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან ქმედუნარიან წევრზე.
4. ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ორი ან მეტსულიანი ღატაკი ოჯახის წევრთათვის საარსებო შემწეობის გამოთვლისას, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობა არის ღატაკი ოჯახის უხუცესი წევრის წილი, ხოლო, დანარჩენ წევრთა წილი არის 48 ლარი.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილება №123 - სსმIII, №49, 28.04.2010წ., მუხ.724
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 21.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.
თავი II1
(ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
მუხლი 81. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
მუხლი 82. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №46 - სსმIII, №34, 14.03.2007წ., მუხ.403
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №245-სსმIII, №159, 30.12.2009წ., მუხ.1939
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი, 06.01.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
მუხლი 83. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
თავი III
საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობანი
მუხლი 9. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი
1. საარსებო შემწეობის ადმინისტრირებისათვის სააგენტო უზრუნველყოფს:
ა) საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაანგარიშებას, შეჩერებას, შეწყვეტას, განახლებას, აგრეთვე გაცემის ორგანიზაციას;
ბ) საარსებო შემწეობის მიმღებთა აღრიცხვას;
გ) სტატისტიკის წარმოებას.
11. სააგენტოს მიერ საარსებო შემწეობის ოდენობის გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად კანონმდებლობით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ოდენობების ცვლილებების შემთხვევაში.
2. სააგენტო უფლებამოსილია:
ა) შეამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა არსებითი ცვლილებების გამოსავლენად) სააგენტოში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად;
ბ) არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ;
გ) ოჯახის მიერ საარსებო შემწეობის მიღებასთან და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს საარსებო შემწეობა;
დ) შესაბამისი დაწესებულებების და/ან ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების, საარსებო შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, გაანგარიშების, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისათვის;
ე) ავტომატურად გადაუანგარიშოს დანიშნული საარსებო შემწეობა ოჯახს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე, წევრის დაბადების (ბავშვის შვილად აყვანის) შემთხვევაში, თუ ოჯახის ბოლო შეფასებიდან და ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) არ არის გასული 2 წელი.
3. სააგენტო უზრუნველყოფს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების შესრულებას.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილება №123 - სსმIII, №49, 28.04.2010წ., მუხ.724
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 21.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის დადგენილება №232 – ვებგვერდი, 19.03.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.
მუხლი 91. ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხების უკან დაბრუნების წესი
საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით:
ა) თუ ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღებია (მათ შორის, ახალი საიდენტიფიკაციო კოდით), სააგენტო ვალდებულია, დაქვითოს ოჯახზე ყოველთვიურად გასაცემი საარსებო შემწეობის თანხის 20%-ის ოდენობით;
ბ) თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.
მუხლი 92. საარსებო შემწეობის მიუღებელი თანხის ანაზღაურება პირის გარდაცვალების შემთხვევაში
1. საარსებო შემწეობის თანხა, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს სააგენტოს პირის გარდაცვალების დღიდან არაუგვიანეს ერთი წლისა.
2. საარსებო შემწეობის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება გარდაცვლილი პირის პირად ანგარიშზე არსებული თანხები, რომელიც არ იქნა გატანილი მემკვიდრის მიერ პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლის ვადაში.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №407– ვებგვერდი, 19.08.2016წ.
მუხლი 10. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის უფლება-მოვალეობანი
1. საარსებო შემწეობის ოჯახს უფლება აქვს:
ა) მიიღოს საარსებო შემწეობა ამ წესით განსაზღვრული პირობებითა და ოდენობით;
ბ) მოითხოვოს საარსებო შემწეობის ადგილზე მიტანა, თუ ოჯახის ყველა სრუწლოვან, ქმედუნარიან წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების უნარი (ადგილზე მიტანის სხვა შემთხვევებსა და გარემოებებს განსაზღვრავს სააგენტო);
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საარსებო შემწეობასთან ერთად მიიღოს სახელმწიფო პენსია/საპენსიო პაკეტი, სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური პაკეტი და სხვა სოციალური დახმარება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.2. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია:
ა) აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი დემოგრაფიული ცვლილებები (წევრ(ებ)ის გარდაცვალება, გამოკლება, დამატება, საზღვარგარეთ 3 თვეზე მეტი ვადით წასვლა), ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;
ბ) აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;
გ) შეასრულოს სააგენტოს მიერ განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობანი.
3. ამ მუხლის მიზნებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, უძრავი ქონების ან/და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“ გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტოს უფლება აქვს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს საარსებო შემწეობის გაცემა და/ან გადაამოწმოს ოჯახი, შეუწყვიტოს ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და/ან აუკრძალოს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მონაცემთა ბაზაში განმეორებითი რეგისტრაცია.
ს აქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 21.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №407– ვებგვერდი, 19.08.2016წ.
თავი III1
(ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ .
მუხლი 101. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
მუხლი 102. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
თავი III2
რეინტეგრაციის შემწეობისა და მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა
შენიშვნა: ამ თავის მიზნებისთვის განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვი არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი, რაც დასტურდება სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერით (ფორმა №50/4) ან ჯანმრთელობის პრობლემების ან/და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვი, რომელსაც სპეციფიკური ზრუნვა ესაჭიროება, რაც დასტურდება ცნობით (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა №IV-100/ა) და დიაგნოზი შეესაბამება „მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანების №2 დანართით დადგენილ სპეციალიზებული მინდობით აღზრდის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისათვის საჭირო კრიტერიუმებს.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 103. რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა და დანიშვნის პრინციპები
1. რეინტეგრაციის შემწეობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) ბავშვისათვის – თვეში 90 ლარით;
ბ) განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – თვეში 130 ლარით.
2. ბავშვისათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის/დაკარგვის შემთხვევაში ან ჯანმრთელობის პრობლემების ან/და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, როდესაც ის აღარ აკმაყოფილებს „მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანების №2 დანართით დადგენილ სპეციალიზებული მინდობით აღზრდის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისათვის საჭირო კრიტერიუმებს, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სათათბირო ორგანოს − რეგიონული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და გაიცემა გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939
მუხლი 10 4 . მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა
1. მინდობით აღზრდის ანაზღაურება განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის – თვეში 200 ლარით;
ბ) რეგულარულ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის – ერთი კალენდარული დღისათვის 15 ლარით;
გ) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – თვეში 300 ლარით;
დ) სპეციალიზებულ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – ერთი კალენდარული დღისათვის 20 ლარით;
ე) გადაუდებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისთვის – ერთი კალენდარული დღისათვის 20 ლარით;
ვ) ჩამნაცვლებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის – ერთი კალენდარული დღისათვის 20 ლარით.
2. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მინდობით აღზრდაში განთავსებული პირისათვის მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა შეადგენს ერთი კალენდარული დღისთვის 15 ლარს, ხოლო განსხვავებული საჭიროების შემთხვევაში – 20 ლარს.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19თებერვლის დადგენილება №46 - სსმIII, №22, 25.02.2010წ., მუხ.269
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №100 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
თავი III3
დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობა
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი,06.01.2011წ.,
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 07.09.201 2წ.
მუხლი 105. დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობა
1. ერთ დევნილზე, ლტოლვილსა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გასაცემი ყოველთვიური შემწეობის ოდენობა შეადგენს 45 ლარს. (ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან)
2. დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის მიმღებ პირებს განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, რომლის უზრუნველსაყოფად ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. ამასთან, ლტოლვილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის მიმღები პირების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო სააგენტოდან ყოველი თვის 15 რიცხვამდე იღებს მონაცემებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა შესახებ ელექტრონული რეესტრის სახით.
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ყოველი თვის 20 რიცხვამდე სააგენტოს უგზავნის დაფინანსების მოთხოვნას და დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის მიმღებ პირთა შესახებ საჭირო მონაცემებს (ელექტრონული რეესტრის სახით), სააგენტოსთან შეთანხმებული ფორმატით.
4. სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან მიღებული ელექტრონული რეესტრის საფუძველზე, უზრუნველყოფს დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის თანხების გადარიცხვას.
5. სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემების სისწორის შემოწმება ან რაიმე სახის კორექტირება.
6. დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი, 06.01.2011წ.,
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 07.09.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის დადგენილება №232 – ვებგვერდი, 19.03.2014წ.
თავი III4
მინდობით აღზრდის ანაზღაურების დანიშვნის პრინციპები
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 106. ანაზღაურების დანიშვნის პრინციპები
1. ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის ოჯახი მინდობით აღმზრდელად რეგისტრაციის მომენტისათვის, დადგენილი წესით, რეგისტრირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა უნდა აღემატებოდეს 100 000-ს (ასი ათასი). აღნიშნული პირობა არ ვრცელდება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნათესაური მინდობით აღმზრდელის ოჯახზე.
2. მინდობით აღზრდის ანაზღაურების მიღება გამორიცხავს ამ წესით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის მიღებას. საარსებო შემწეობის დანიშვნის შემთხვევაში, მინდობით აღზრდის ანაზღაურების გაცემა, ასევე მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 22.01.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №407– ვებგვერდი, 19.08.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1
42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
თავი III5
სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების პრინციპები
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №186 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.
მუხლი 107. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება
1. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება განისაზღვრება 45 ლარის ოდენობით და იგი მიეცემა პირს (ოჯახს), რომელიც შშმ ან საპენსიო ასაკის მქონე სრულწლოვანს გაიყვანს სპეციალიზებული დაწესებულებიდან ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურება გაიცემა ყოველთვიურად. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე ხანგრძლივობა და მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №186 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.
თავი IV
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 11. საარსებო შემწეობის დანიშვნისა და გაცემის პრინციპები გარდამავალი პერიოდისათვის
1. ღატაკ ოჯახებს, რომელთაც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ 2006 წლის 1 ივნისამდე (გარდა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიხედვით ქ. თბილისში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა) და მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი), საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ 2006 წლის სექტემბრიდან.
2. ღატაკ ოჯახებს, რომლებიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიხედვით მუდმივად ცხოვრობენ ქ. თბილისში, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ 2006 წლის 1 მაისამდე და მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი), საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ 2006 წლის აგვისტოდან.
3. ღატაკ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი) და მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი, ან განმეორებითი შეფასების განაცხადი შეტანილი აქვთ 2007 წლის 1 მაისამდე, ან სააგენტოს ინიციატივით განხორციელებული განმეორებითი შეფასების შედეგად სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვთ 2007 წლის 1 მაისამდე, საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ 2007 წლის აგვისტოდან.
4. ღატაკ ოჯახებს, რომელთაც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადების შემდეგ, საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
5. ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა განმეორებით შეფასებამდე ნაკლებია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი), ხოლო განმეორებითი შეფასების შემდეგ ნაკლებია 57001-ზე (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ერთი), საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად.
6. ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი) და მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ 2006 წლის 1 აგვისტოდან, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვთ ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, ან ამ მუხლის შესაბამისად, მაგრამ არა უადრეს 2007 წლის იანვრიდან.
61. ღატაკ ოჯახებს, რომ ელთაც სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვთ 2012 წლის აპრილ სა და მაის ში, საარსებო შემწეობ ა დაენიშნებათ და მიეცემათ 2012 წლის 1 ივლისიდან.
62. 2012 წლის 1 ივლისიდან ღატაკ ოჯახებს, რომ ელთაც სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვთ ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული ვადის შემდეგ, საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
7. სააგენტომ გააგრძელოს საარსებო შემწეობის გაცემა დევნილთა იმ ოჯახებისათვის, რომლებიც 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისა და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების წარმოების გამო იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილები იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის გამო.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდეს დანიშნული ოდენობით 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2013 წლის 1 ივლისიდან ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ 2013 წლის 1 ივლისამდე.
81. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული, ოჯახის წევრის წერილობითი მომართვის საფუძველზე, ოჯახის დემოგრაფიული ცვლილების შემთხვევაში (გარდა დაბადების ან გარდაცვალებისა), საარსებო შემწეობის ადმინისტრირება ხორციელდება ამ წესით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად.
82. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახში, წევრის დაბადების ან გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, საარსებო შემწეობა გადაანგარიშდება ავტომატურად (სოციალურ-ეკონომიკური შეფასების გარეშე), ოჯახში არსებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად.
9. ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა 2009 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 ივლისამდე გავრცელდეს დევნილთა იმ ოჯახებზე, რომლებიც არ იღებენ საარსებო შემწეობას, 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, აღრიცხულნი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში და განსახლებული არიან სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ფართობებში, რომელთა დაბრუნება მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე შეუძლებელია (ამ ადგილების ოკუპაციის გამო) და, ამავდროულად, ოჯახის არც ერთი წევრი არ ეწევა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა.
10. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ოჯახის შემადგენლობაში მოხვდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული საარსებო შემწეობის მიმღები პირი, გაერთიანებული ოჯახის საარსებო შემწეობა უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ ყოველი არამიმღები წევრისათვის დაემატოს 24 ლარი და საარსებო შემწეობის სახით გასაცემი თანხის საერთო ოდენობა შეესაბამებოდეს ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრულ პირობებს.
11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებით უზრუნველყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სიის სააგენტოსათვის მიწოდება არა უგვიანეს 2009 წლის 10 იანვრისა, ხოლო შემდეგ თვეებში – არა უგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ წარდგენილი სია და შესაბამისად დანიშნული შემწეობის ოდენობა სააგენტოს მიერ გადახედვას/გადაანგარიშებას/შეწყვეტას არ ექვემდებარება, გარდა:
ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) ოჯახის ყველა წევრის გარდაცვალებისას (ამ შემთხვევაში საარსებო შემწეობის შეწყვეტა ხდება ოჯახის ბოლო წევრის გარდაცვალების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან);
გ) საბიუჯეტო ორგანიზაციაში ოჯახის წევრის ანაზღაურებადი საქმიანობისას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა;
დ) ამ მუხლის 81 და 82 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
12. საარსებო შემწეობა გაიცეს ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი სიის მდგომარეობით დანიშნული ოდენობით, 2009 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე, უზრუნველყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2013 წლის 1 ივლისიდან, ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ 2013 წლის 1 ივლისამდე.
13. 2009 წლის 10 იანვრიდან ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად დამატებით შერჩეულ ოჯახებს საარსებო შემწეობა დაენიშნოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად ფორმირებული დამატებითი სიის სააგენტოში წარდგენის მომდევნო თვიდან და გაიცეს 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2013 წლის 1 ივლისიდან ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ 2013 წლის 1 ივლისამდე.
14. ამ მუხლის მე -9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების (შესაბამისი უფლებამოსილი პირის ) მიერ საარსებო შემწეობის დანიშვნის თაობაზე წერილობითი თანხმობის (რომელშიც აგრეთვე აღინიშნება , ეწევა თუ არა ოჯახის რომელიმე წევრი საბიუჯეტო ორგანიზაციაში ანაზღაურებად საქმიანობას , გარდა სამეცნიერო - საგანმანათლებლო საქმიანობისა ) მოპოვება და სააგენტოსათვის მიწოდება უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ .
141. ქარელის მუნიციპალიტეტის კონფლიქტის ზონის მომიჯნავე სოფელ დვანში მცხოვრები ოჯახების მიმართ გავრცელდეს შემდეგი შეღავათები:
ა) სააგენტომ განაგრძოს საარსებო შემწეობის გაცემა დანიშნული ოდენობით, 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2013 წლის 1 ივლისიდან, ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ 2013 წლის 1 ივლისამდე;
ბ) ამ პუნქტით გათვალისწინებული იმ ოჯახების მიმართ, რომლებიც არ არიან საარსებო შემწეობის მიმღებნი, გავრცელდეს ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2013 წლის 1 ივლისიდან ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ 2013 წლის 1 ივლისამდე;
გ) ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახის წევრის წერილობითი მომართვის საფუძველზე, ოჯახის დემოგრაფიული ცვლილების შემთხვევაში (გარდა დაბადების ან გარდაცვალებისა), საარსებო შემწეობის ადმინისტრირება ხორციელდება ამ წესით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად;
დ) ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოჯახში წევრის დაბადების ან გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, საარსებო შემწეობა გადაანგარიშდება ავტომატურად (სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე), ოჯახში არსებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად;
ე) საქართველოს ადმინისტრაციულ‑ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა უზრუნველყოს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სახელობითი (ოჯახის პირობითი ნომერი, ოჯახის თითოეული წევრის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და თანხის მიღებაზე უფლებამოსილი წევრი) სიის სააგენტოსათვის მიწოდება, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმატით, არა უგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა.
142. ამ მუხლის 141 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად მიწოდებული სია და შესაბამისად დანიშნული საარსებო შემწეობის ოდენობა სააგენტოს მიერ გადახედვას/გადაანგარიშებას/შეწყვეტას არ ექვემდებარება, გარდა:
ა) ამ მუხლის 141 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) ოჯახის ყველა წევრის გარდაცვალებისას (ამ შემთხვევაში საარსებო შემწეობის შეწყვეტა ხდება ოჯახის ბოლო წევრის გარდაცვალების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან).
143. ამ მუხლის 141 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოჯახების მიმართ საარსებო შემწეობა გაიცეს 2012 წლის აგვისტოდან 2013 წლის 1 ივლისამდე და სააგენტომ უზრუნველყოს ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება. 2013 წლის 1 ივლისიდან, ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა განხორციელდეს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
144. 2012 წლის 1 სექტემბრიდან ამ მუხლის 141 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტის შესაბამისად დამატებით შერჩეულ ოჯახებს საარსებო შემწეობა დაენიშნოთ ამ მუხლის 141 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით ფორმირებული დამატებითი სიის სააგენტოში წარდგენის თვიდან.
145. ამ მუხლის 141 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოჯახის წევრს, თუ იგი წარმოადგენს ისეთი სახელმწიფო გასაცემლის მიმღებს, რომელიც გამორიცხავს საარსებო შემწეობის მიღებას, უფლება აქვს, აირჩიოს ერთ-ერთი გასაცემელი.
146. ამ მუხლის 141 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახების (შესაბამისი უფლებამოსილი პირის) მიერ საარსებო შემწეობის დანიშვნის თაობაზე წერილობითი თანხმობის მოპოვება და სააგენტოსათვის მიწოდება უზრუნველყოს საქართველოს ადმინისტრაციულ‑ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა.
15. ამ მუხლის მე-7, მე-9 პუნქტებითა და 141 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ოჯახებზე 2013 წლის 1 ივლისამდე არ ვრცელდება ამ წესის მე-5, მე-9, მე-10 მუხლებით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებები, გარდა ამ მუხლის 81 პუნქტითა და 141 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
151. ამ მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ იმ ოჯახებს, რომლებსაც 2013 წლის 1 ივლისიდან შეუწყდებათ საარსებო შემწეობის გაცემა იმ მოტივით, რომ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ვერ მოხერხდა ოჯახის იდენტიფიცირება (მაგ.: სააგენტოსათვის ცნობილი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მისამართი არ არსებობს, ან ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობს ამ მისამართზე, ან ოჯახის ცნობილი ბოლო საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ა.შ.), 2013 წლის 1 აგვისტომდე ოჯახის ერთ-ერთი წევრის სააგენტოში მომართვის საფუძველზე, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, სააგენტო ვალდებულია საარსებო შემწეობის გაცემა განაახლოს უკანდახევით, 2013 წლის 1 ივლისიდან და გასცეს შეწყვეტილი სოციალური დახმარება სრულად, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი შემადგენლობის გათვალისწინებით.
16. (ამოღებულია - 18.05.2015, №215).
17. ღატაკ ოჯახს, რომელიც საარსებო შემწეობას იღებს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამავე პუნქტით განსაზღვრული საარსებო შემწეობის მიღება გაუგრძელდება ახალი სარეიტინგო ქულის მინიჭების თვის მომდევნო მეორე თვიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საარსებო შემწეობის ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ოდენობით გაცემამდე, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა გაუგრძელდება შეჩერების თვიდან ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობის მიხედვით, გადამოწმების შედეგად დაფიქსირებულ ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად.
18. „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, გადამოწმების პერიოდში, გაუგრძელდებათ საარსებო შემწეობის გაცემა, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიით შეფასებამდე და სპეციალური ფორმის დოკუმენტის - ოჯახის დეკლარაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე.
19. 2015 წლის 13-14 ივნისს ქ. თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ იმ ოჯახებს, რომლებსაც დანიშნული აქვთ საარსებო შემწეობა ან სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე, მოიპოვეს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება, ავტომატურად გაუგრძელდეთ/დაენიშნოთ საარსებო შემწეობა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების გარეშე, 2016 წლის 1 იანვრამდე.
20. ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახში წევრის დაბადების ან გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის მიღების ან/და ოჯახის სააგენტოში წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საარსებო შემწეობა გადაანგარიშდება ავტომატურად (სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე), ოჯახში არსებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად დადასტურებული ინფორმაციის მიღების ან/და ოჯახის სააგენტოში წერილობითი მიმართვის მომდევნო თვიდან.
21. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების წევრების სახელობითი სიის (ოჯახის თითოეული წევრის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი) სააგენტოსათვის მიწოდება, არაუგვიანეს 2015 წლის 15 ივლისისა და სიაში ცვლილების შემთხვევაში, არაუგვიანეს ცვლილებიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვისა.
22. სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად მიწოდებული მონაცემების სისწორის შემოწმება ან რაიმე სახის კორექტირება.
23. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახი განთავსდება მუდმივ საცხოვრებელ მისამართზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია აღნიშნული ოჯახისა და მუდმივი საცხოვრებელი მისამართის შესახებ.
24. ამ მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო განახორციელებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა/შეფასებას არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
25. ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებზე 2016 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება ამ წესის მე-5, მე-9, მე-10 მუხლებით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებები.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 მაისის დადგენილება №104 - სსმIII, №75, 29.05.2007წ., მუხ.799
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №181-სსმIII, №130,04.09.20008წ., მუხ.1310
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №245-სსმIII, №159, 30.12.2009წ., მუხ.1939
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №251 - სსმIII, №103, 24.08.2010წ., მუხ.1542
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი,06.01.2011წ.,
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №479 – ვებგვერდი, 23.12.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის დადგენილება №163 – ვებგვერდი, 03.05.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 27.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 27 ივლისის დადგენილება №307 – ვებგვერდი, 27.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის დადგენილება № 7 - ვებგვერდი, 22.01.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ .
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის დადგენილება №337 - ვებგვერდი, 13.07.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №423 - ვებგვერდი, 14.08.2015წ.
მუხლი 111. რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების გაცემის პრინციპები გარდამავალი პერიოდისათვის
1. 2009 წლის 1 იანვრიდან სააგენტომ გასცეს რეინტეგრაციის შემწეობის ან შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება იმ ოჯახებისათვის, რომლებიც:
ა) ამ დახმარებას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულების ვადის შესაბამისად;
ბ) ამ დახმარებას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ძალაში იყო 2009 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და მოქმედებდა 2009 წლის 1 მარტამდე, დაფინანსების უწყვეტობის მიზნით დახმარების გაცემა გაგრძელდეს 2009 წლის 1 მარტამდე.
2. „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამა „ბავშვზე ზრუნვის“ დამტკიცებამდე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისათვის დახმარების გაცემის მორიგი გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე. დახმარების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დახმარება გაიცეს 2009 წლის 1 მარტიდან, მაგრამ არა უგვიანეს 2009 წლის 1 მაისისა.
3. სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოხვედრის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახებს, მეურვეებს (მზრუნველებს), რომლებსაც დაენიშნათ რეინტეგრაციის შემწეობა ამ ბავშვის მშობელთა მზრუნველობამოკლებულად ცნობისა და სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოხვედრის თავიდან არიდებისათვის, გაუგრძელდეთ რეინტეგრაციის შემწეობის მიღება ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, მაგრამ, არა უმეტეს 2010 წლის 1 იანვრამდე.
4. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული 106 მუხლის ამოქმედებამდე დედობილ/მამობილთან ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები ძალაშია ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 22.01.2013წ.
მუხლი 12. სოციალური დახმარების მიღების შეზღუდვა
1. (ამოღებულია – 20.07.2012, №277) .
2. (ამოღებულია – 20.07.2012, №277) .
3. (ამოღებულია – 20.07.2012, №277) .
4. ღატაკ ოჯახს, რომელსაც საარსებო შემწეობის მიღების უფლება წარმოეშვა ამ წესის შესაბამისად, მაგრამ შემწეობის დანიშვნა და გაცემა არ განხორციელდა, საარსებო შემწეობა გაიცემა უფლების წარმოშობის პერიოდიდან, მაგრამ არა უმეტეს 1 წლისა.
5. ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალებამდე მიუღებელი კუთვნილი საარსებო შემწეობის თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:
ა) პირის გარდაცვალებამდე მიუღებელი კუთვნილი საარსებო შემწეობის თანხა, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე;
ბ) პირს გარდაცვალებამდე მოპოვებული ჰქონდა საარსებო შემწეობის მიღების უფლება, მაგრამ გარდაცვალების დროისთვის, თანხა ჯერ არ ჩარიცხულა საბანკო ანგარიშზე.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე საარსებო შემწეობის თანხები გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის, განცხადებით მიმართეს სააგენტოს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.
7. საარსებო შემწეობის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება ანგარიშზე არსებული თანხები, თუ საარსებო შემწეობა შეწყდა ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის გარდაცვალების გამო და მემკვიდრის მიერ არ იქნა გატანილი საარსებო შემწეობის შეწყვეტის თვის მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.
8. ღატაკ ოჯახზე საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერების პერიოდში, ოჯახის მიერ ისეთი სახის ფულადი გასაცემლის მიღება, რაც გამორიცხავს ერთდროულად საარსებო შემწეობის მიღებას, შეჩერებული საარსებო შემწეობის აღდგენის შემთხვევაში, საარსებო შემწეობის თანხა გაიცემა იმ ფულადი გასაცემლის თანხის გამოკლებით, რომელიც ოჯახმა (ოჯახის წევრმა) მიიღო შეჩერების მთელი პერიოდის განმავლობაში.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 მაისის დადგენილება №104 - სსმIII, №75, 29.05.2007წ., მუხ.799
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.
მუხლი 121. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №46 - სსმIII, №34, 14.03.2007წ., მუხ.403
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
მუხლი 122 . (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
მუხლი 13. დასკვნითი დებულებანი
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
1
+
საქართველოს მთავრობის დადგენილება №145 2006 წლის 28 ივლისი ქ. თბილისიმიზნობრივი სოციალური დახმარების შესახებ
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალური დახმარების მაძიებელი ოჯახებისათვის მისამართული სოციალური დახმარების დანიშვნის უზრუნველსაყოფად „ საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-7 პუნქტის ბოლო აბზაცისა და „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. დამტკიცდეს სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების თანდართული წესი.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №1 86 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.
1. დამტკიცდეს „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესი“. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი,06.01.2011წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 07.09.2012წ.საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №1 86 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ უზრუნველყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისათვის სოციალური დახმარების დანიშვნა და გაცემა დადგენილი წესით და ამ პროცესის ადმინისტრირებისას წარმოშობილ ურთიერთობათა რეგულირება.
3 . საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისათვის სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემა დადგენილი წესით და ამ პროცესის ადმინისტრირებისას წარმოშობილი ურთიერთობების რეგულირება .
4. ეთხოვოთ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელებისას ქმედითი დახმარება გაუწიონ სსიპ – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს.
სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესი
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №1 86 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
1. ეს წესი ადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესსა და ძირითად პრინციპებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოსა და პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემის ძირითად პრინციპებს.
2. ამ წესის მიზანია უკიდურეს სიღატაკეში მყოფი ოჯახების საარსებო პირობების გაუმჯობესება.
მუხლი 2. სოციალური დახმარება🔗
1. ამ წესის მიზნებისათვის სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი (შემდგომში – საარსებო შემწეობა), რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება და/ან მისი პრევენცია.
2. საარსებო შემწეობა არის საოჯახო დახმარება.
3. საარსებო შემწეობის დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები.
მუხლი 3. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო🔗
საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №186 – ვებგვერდი, 21.02.2014წ .
მუხლი 4. ტერმინთა განმარტებები🔗
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესსა“ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის №1-1/1024 ბრძანებით დამტკიცებულ „ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესში“, თუ ამავე წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
21. ამ წესის მიზნებისათვის რეინტეგრაციის შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მცხოვრები ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახს, მეურვეს (მზრუნველს), რომელიც ამ ბავშვს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.
22. ამ წესის მიზნებისათვის მინდობით აღზრდის ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა მინდობით აღმზრდელს მინდობით აღსაზრდელის მოვლისა და აღზრდისათვის.
23. ამ წესის მიზნებისთვის სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება არის ფულადი სახის სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა იმ პირს (ოჯახს), რომელიც შშმ ან საპენსიო ასაკის მქონე სრულწლოვანს გაიყვანს სპეციალიზებული დაწესებულებიდან ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.
3. საარსებო შემწეობის, რეინტეგრაციის შემწეობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურებისა და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრები. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389 საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939 საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847 საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №186 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 3. სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო 1. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. 2. (ამოღებულია – 20.07.2012, №277). 3. (ამოღებულია – 20.07.2012, №277). 4. რეინტეგრაციის შემწეობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურებისა და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა სააგენტო, რომელიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს რეინტეგრაციის შემწეობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურებისა და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნას, შეჩერებას, განახლებასა და შეწყვეტას, აგრეთვე მათ გაცემასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389 საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №122 - სსმIII, №83, 18.06.2007წ., მუხ.892 საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939 საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847 საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №186 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 4. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესსა“ და „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის 141/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესში“, თუ ამავე წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. მინდობით აღზრდის მიზნებისათვის ნათესავად მიიჩნევა პირი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრიდან. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი,06.01.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №100 - ვებგვერდი, 28.02.2011წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №142 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.1. საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილ საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).
2. ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება ეძლევა ოჯახის მიერ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადის შეტანიდან მეოთხე თვეს.
3. საარსებო შემწეობა ინიშნება უფლების წარმოშობის თვიდან, რასაც წინ უსწრებს ღატაკი ოჯახის წერილობითი განცხადება საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის ათვლა შეიძლება შეჩერდეს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორი) არსებობისას. ვადის ათვლა გაგრძელდება შეჩერების გამომწვვი მიზეზ(ებ)ის აღმოფხვრის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობა დაერიცხება უფლების წარმოშობის თვიდან (განაცხადის შეტანიდან მეოთხე თვე) დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
მუხლი 6. საარსებო შემწეობის ოდენობა🔗
2. საარსებო შემწეობის ოდენობა ერთსულიანი ოჯახისათვის არის 30 (ოცდაათი) ლარი.
3. ორ-და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთსულიანი ოჯახისათვის დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობას მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო თითოეულ წევრზე ემატება 12 (თორმეტი) ლარი.
4. საარსებო შემწეობის ოდენობის გაანგარიშებისას ოჯახის წევრთა რაოდენობაში არ გაითვალისწინება ოჯახის წევრ(ებ)ი, რომელიც მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიუხედავად საარსებო შემწეობის დანიშვნის მომენტისათვის არის:
ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;
ბ) იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი;
გ) ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი;
დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი;
ე) ინსტიტუციონალურ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი.
საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 52 001 (ორმოცდათორმეტი ათას ერთი).
1. საარსებო შემწეობა გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
2. საარსებო შემწეობის გაცემა წარმოებს „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სააგენტოსა და მომსახურე კომერციულ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.
3. საარსებო შემწეობა მიეცემა ღატაკი ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან ქმედუნარიან წევრს.
მუხლი 81. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389 საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.მუხლი 82. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389 საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №46 - სსმIII, №34, 14.03.2007წ., მუხ.403 საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847 საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №245-სსმIII, №159, 30.12.2009წ., მუხ.1939 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი, 06.01.2011წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.მუხლი 83. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389 საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.11. სააგენტოს მიერ საარსებო შემწეობის ოდენობის გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად კანონმდებლობით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ოდენობების ცვლილებების შემთხვევაში.
ა) სისტემატურად შეამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა არსებითი ცვლილებების გამოსავლენად);
ბ) არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ;
გ) ოჯახის მიერ საარსებო შემწეობის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით წარმოშობილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში შეუწყვიტოს შემწეობა;
დ) შესაბამისი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა საარსებო შემწეობის დანიშვნის/დანიშვნაზე უარის თქმის, გაანგარიშების, შეჩერება-განახლებისა და შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისათვის.
მუხლი 91. ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხების უკან დაბრუნების წესი🔗
საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით: ა) თუ ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღებია (მათ შორის, ახალი საიდენტიფიკაციო კოდით), სააგენტო ვალდებულია, დაქვითოს ოჯახზე ყოველთვიურად გასაცემი საარსებო შემწეობის თანხის 20%-ის ოდენობით; ბ) თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.მუხლი 92. საარსებო შემწეობის მიუღებელი თანხის ანაზღაურება პირის გარდაცვალების შემთხვევაში🔗
1. საარსებო შემწეობის თანხა, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს სააგენტოს პირის გარდაცვალების დღიდან არაუგვიანეს ერთი წლისა.2. საარსებო შემწეობის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება გარდაცვლილი პირის პირად ანგარიშზე არსებული თანხები, რომელიც არ იქნა გატანილი მემკვიდრის მიერ პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლის ვადაში. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №407– ვებგვერდი, 19.08.2016წ.
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საარსებო შემწეობასთან ერთად მიიღოს სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და სხვა სოციალური დახმარება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საარსებო შემწეობასთან ერთად მიიღოს სახელმწიფო პენსია/საპენსიო პაკეტი, სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური პაკეტი და სხვა სოციალური დახმარება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია:ა) აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი დემოგრაფიული ცვლილებები (წევრ(ებ)ის გარდაცვალება, გამოკლება, დამატება, საზღვარგარეთ 3 თვეზე მეტი ვადით წასვლა), ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;
ბ) აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;
გ) შეასრულოს სააგენტოს მიერ განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობანი.
3. ამ მუხლის მიზნებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, უძრავი ქონების ან/და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“ გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტოს უფლება აქვს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს საარსებო შემწეობის გაცემა და/ან გადაამოწმოს ოჯახი, შეუწყვიტოს ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და/ან აუკრძალოს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მონაცემთა ბაზაში განმეორებითი რეგისტრაცია. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 21.06.2013წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №407– ვებგვერდი, 19.08.2016წ.
2. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები (წევრის გარდაცვალება, დაბადება, ქორწინება, საზღვარგარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასვლა და სხვ.);
ბ) აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა;
გ) შეასრულოს სააგენტოს მიერ განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობანი.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ .
მუხლი 101. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389 საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847 საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.მუხლი 102. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389 საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 103. რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა და დანიშვნის პრინციპები🔗
1. რეინტეგრაციის შემწეობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) ბავშვისათვის – თვეში 90 ლარით; ბ) განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – თვეში 130 ლარით. 2. ბავშვისათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის/დაკარგვის შემთხვევაში ან ჯანმრთელობის პრობლემების ან/და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, როდესაც ის აღარ აკმაყოფილებს „მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანების №2 დანართით დადგენილ სპეციალიზებული მინდობით აღზრდის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისათვის საჭირო კრიტერიუმებს, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სათათბირო ორგანოს − რეგიონული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და გაიცემა გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939 საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის დადგენილება №93 - ვებგვერდი, 01.03.2016წ.საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 104 . მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა🔗
1. მინდობით აღზრდის ანაზღაურება განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის – თვეში 200 ლარით; ბ) რეგულარულ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის – ერთი კალენდარული დღისათვის 15 ლარით; გ) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – თვეში 300 ლარით; დ) სპეციალიზებულ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – ერთი კალენდარული დღისათვის 20 ლარით; ე) გადაუდებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისთვის – ერთი კალენდარული დღისათვის 20 ლარით; ვ) ჩამნაცვლებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის – ერთი კალენდარული დღისათვის 20 ლარით. 2. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მინდობით აღზრდაში განთავსებული პირისათვის მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა შეადგენს ერთი კალენდარული დღისთვის 15 ლარს, ხოლო განსხვავებული საჭიროების შემთხვევაში – 20 ლარს. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19თებერვლის დადგენილება №46 - სსმIII, №22, 25.02.2010წ., მუხ.269 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №100 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 07.09.201 2წ.
მუხლი 105. დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობა🔗
1. ერთ დევნილზე, ლტოლვილსა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გასაცემი ყოველთვიური შემწეობის ოდენობა შეადგენს 45 ლარს. (ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან) 2. დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის მიმღებ პირებს განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, რომლის უზრუნველსაყოფად ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. ამასთან, ლტოლვილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის მიმღები პირების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო სააგენტოდან ყოველი თვის 15 რიცხვამდე იღებს მონაცემებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა შესახებ ელექტრონული რეესტრის სახით. 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ყოველი თვის 20 რიცხვამდე სააგენტოს უგზავნის დაფინანსების მოთხოვნას და დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის მიმღებ პირთა შესახებ საჭირო მონაცემებს (ელექტრონული რეესტრის სახით), სააგენტოსთან შეთანხმებული ფორმატით. 4. სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან მიღებული ელექტრონული რეესტრის საფუძველზე, უზრუნველყოფს დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის თანხების გადარიცხვას. 5. სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემების სისწორის შემოწმება ან რაიმე სახის კორექტირება. 6. დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი, 06.01.2011წ., საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 07.09.2012წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის დადგენილება №232 – ვებგვერდი, 19.03.2014წ.საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 106. ანაზღაურების დანიშვნის პრინციპები🔗
1. ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის ოჯახი მინდობით აღმზრდელად რეგისტრაციის მომენტისათვის, დადგენილი წესით, რეგისტრირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა უნდა აღემატებოდეს 100 000-ს (ასი ათასი). აღნიშნული პირობა არ ვრცელდება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნათესაური მინდობით აღმზრდელის ოჯახზე. 2. მინდობით აღზრდის ანაზღაურების მიღება გამორიცხავს ამ წესით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის მიღებას. საარსებო შემწეობის დანიშვნის შემთხვევაში, მინდობით აღზრდის ანაზღაურების გაცემა, ასევე მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 22.01.2013წ.საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №407– ვებგვერდი, 19.08.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 107. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება🔗
1. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება განისაზღვრება 45 ლარის ოდენობით და იგი მიეცემა პირს (ოჯახს), რომელიც შშმ ან საპენსიო ასაკის მქონე სრულწლოვანს გაიყვანს სპეციალიზებული დაწესებულებიდან ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურება გაიცემა ყოველთვიურად. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე ხანგრძლივობა და მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №186 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.1. ოჯახებს, რომელთაც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ 2006 წლის 1 ივნისამდე (გარდა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიხედვით ქ. თბილისში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა) საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ 2006 წლის სექტემბრიდან.
2. ოჯახებს, რომლებიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიხედვით მუდმივად ცხოვრობენ ქ. თბილისში და მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ 2006 წლის 1 მაისამდე, საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ 2006 წლის აგვისტოდან.
3. ოჯახებს, რომელთაც მონაცემთა ბაზაში განაცხადი შეტანილი აქვთ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ვადების შემდეგ, საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
4. 2006 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის თანხა მიეცემათ მხოლოდ იმ ღატაკ ოჯახებს, რომლებმაც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით განაცხადით მიმართეს სააგენტოს 2006 წლის 1 აგვისტომდე.
5. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით 2006 წლის 1 აგვისტოდან შეტანილი განაცხადის მქონე ღატაკ ოჯახებს საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვთ ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, მაგრამ არა უადრეს 2007 წლის იანვრიდან.
მუხლი 12. საარსებო შემწეობის მიღების შეზღუდვა🔗
საარსებო შემწეობის მიღება გამორიცხავს „ უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამით“ გათვალისწინებული ფულადი სოციალური დახმარების მიღებას. ოჯახს უფლება აქვს აირჩიოს რომელიმე ზემოაღნიშნულ პროგრამათაგან ერთ-ერთით გათვალისწინებული ფულადი დახმარების მიღება.
61. ღატაკ ოჯახებს, რომ ელთაც სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვთ 2012 წლის აპრილსა და მაისში, საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ 2012 წლის 1 ივლისიდან.
მუხლი 13. დასკვნითი დებულებანი🔗
62. 2012 წლის 1 ივლისიდან ღატაკ ოჯახებს, რომ ელთაც სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვთ ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული ვადის შემდეგ, საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
81. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული, ოჯახის წევრის წერილობითი მომართვის საფუძველზე, ოჯახის დემოგრაფიული ცვლილების შემთხვევაში (გარდა დაბადების ან გარდაცვალებისა), საარსებო შემწეობის ადმინისტრირება ხორციელდება ამ წესით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად.
82. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახში, წევრის დაბადების ან გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, საარსებო შემწეობა გადაანგარიშდება ავტომატურად (სოციალურ-ეკონომიკური შეფასების გარეშე), ოჯახში არსებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად.
9. ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა 2009 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 ივლისამდე გავრცელდეს დევნილთა იმ ოჯახებზე, რომლებიც არ იღებენ საარსებო შემწეობას, 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, აღრიცხულნი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში და განსახლებული არიან სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ფართობებში, რომელთა დაბრუნება მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე შეუძლებელია (ამ ადგილების ოკუპაციის გამო) და, ამავდროულად, ოჯახის არც ერთი წევრი არ ეწევა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა. 10. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ოჯახის შემადგენლობაში მოხვდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული საარსებო შემწეობის მიმღები პირი, გაერთიანებული ოჯახის საარსებო შემწეობა უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ ყოველი არამიმღები წევრისათვის დაემატოს 24 ლარი და საარსებო შემწეობის სახით გასაცემი თანხის საერთო ოდენობა შეესაბამებოდეს ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრულ პირობებს. 11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებით უზრუნველყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სიის სააგენტოსათვის მიწოდება არა უგვიანეს 2009 წლის 10 იანვრისა, ხოლო შემდეგ თვეებში – არა უგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ წარდგენილი სია და შესაბამისად დანიშნული შემწეობის ოდენობა სააგენტოს მიერ გადახედვას/გადაანგარიშებას/შეწყვეტას არ ექვემდებარება, გარდა: ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) ოჯახის ყველა წევრის გარდაცვალებისას (ამ შემთხვევაში საარსებო შემწეობის შეწყვეტა ხდება ოჯახის ბოლო წევრის გარდაცვალების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან); გ) საბიუჯეტო ორგანიზაციაში ოჯახის წევრის ანაზღაურებადი საქმიანობისას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა;დ) ამ მუხლის 81 და 82 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
12. საარსებო შემწეობა გაიცეს ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი სიის მდგომარეობით დანიშნული ოდენობით, 2009 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე, უზრუნველყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2013 წლის 1 ივლისიდან, ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ 2013 წლის 1 ივლისამდე. 13. 2009 წლის 10 იანვრიდან ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად დამატებით შერჩეულ ოჯახებს საარსებო შემწეობა დაენიშნოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად ფორმირებული დამატებითი სიის სააგენტოში წარდგენის მომდევნო თვიდან და გაიცეს 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2013 წლის 1 ივლისიდან ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ 2013 წლის 1 ივლისამდე.14. ამ მუხლის მე -9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების (შესაბამისი უფლებამოსილი პირის ) მიერ საარსებო შემწეობის დანიშვნის თაობაზე წერილობითი თანხმობის (რომელშიც აგრეთვე აღინიშნება , ეწევა თუ არა ოჯახის რომელიმე წევრი საბიუჯეტო ორგანიზაციაში ანაზღაურებად საქმიანობას , გარდა სამეცნიერო - საგანმანათლებლო საქმიანობისა ) მოპოვება და სააგენტოსათვის მიწოდება უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ .
141. ქარელის მუნიციპალიტეტის კონფლიქტის ზონის მომიჯნავე სოფელ დვანში მცხოვრები ოჯახების მიმართ გავრცელდეს შემდეგი შეღავათები:
ა) სააგენტომ განაგრძოს საარსებო შემწეობის გაცემა დანიშნული ოდენობით, 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2013 წლის 1 ივლისიდან, ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ 2013 წლის 1 ივლისამდე; ბ) ამ პუნქტით გათვალისწინებული იმ ოჯახების მიმართ, რომლებიც არ არიან საარსებო შემწეობის მიმღებნი, გავრცელდეს ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2013 წლის 1 ივლისიდან ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ 2013 წლის 1 ივლისამდე; გ) ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახის წევრის წერილობითი მომართვის საფუძველზე, ოჯახის დემოგრაფიული ცვლილების შემთხვევაში (გარდა დაბადების ან გარდაცვალებისა), საარსებო შემწეობის ადმინისტრირება ხორციელდება ამ წესით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად; დ) ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოჯახში წევრის დაბადების ან გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, საარსებო შემწეობა გადაანგარიშდება ავტომატურად (სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე), ოჯახში არსებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად; ე) საქართველოს ადმინისტრაციულ‑ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა უზრუნველყოს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სახელობითი (ოჯახის პირობითი ნომერი, ოჯახის თითოეული წევრის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და თანხის მიღებაზე უფლებამოსილი წევრი) სიის სააგენტოსათვის მიწოდება, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმატით, არა უგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა.142. ამ მუხლის 141 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად მიწოდებული სია და შესაბამისად დანიშნული საარსებო შემწეობის ოდენობა სააგენტოს მიერ გადახედვას/გადაანგარიშებას/შეწყვეტას არ ექვემდებარება, გარდა:
ა) ამ მუხლის 141 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) ოჯახის ყველა წევრის გარდაცვალებისას (ამ შემთხვევაში საარსებო შემწეობის შეწყვეტა ხდება ოჯახის ბოლო წევრის გარდაცვალების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან).143. ამ მუხლის 141 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოჯახების მიმართ საარსებო შემწეობა გაიცეს 2012 წლის აგვისტოდან 2013 წლის 1 ივლისამდე და სააგენტომ უზრუნველყოს ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება. 2013 წლის 1 ივლისიდან, ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა განხორციელდეს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
144. 2012 წლის 1 სექტემბრიდან ამ მუხლის 141 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამატებით შერჩეულ ოჯახებს საარსებო შემწეობა დაენიშნოთ ამ მუხლის 141 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით ფორმირებული დამატებითი სიის სააგენტოში წარდგენის თვიდან.
145. ამ მუხლის 141 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოჯახის წევრს, თუ იგი წარმოადგენს ისეთი სახელმწიფო გასაცემლის მიმღებს, რომელიც გამორიცხავს საარსებო შემწეობის მიღებას, უფლება აქვს, აირჩიოს ერთ-ერთი გასაცემელი.
146. ამ მუხლის 141 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახების (შესაბამისი უფლებამოსილი პირის) მიერ საარსებო შემწეობის დანიშვნის თაობაზე წერილობითი თანხმობის მოპოვება და სააგენტოსათვის მიწოდება უზრუნველყოს საქართველოს ადმინისტრაციულ‑ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა.
15. ამ მუხლის მე-7, მე-9 პუნქტებითა და 141 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ოჯახებზე 2013 წლის 1 ივლისამდე არ ვრცელდება ამ წესის მე-5, მე-9, მე-10 მუხლებით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებები, გარდა ამ მუხლის 81 პუნქტითა და 141 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
151. ამ მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ იმ ოჯახებს, რომლებსაც 2013 წლის 1 ივლისიდან შეუწყდებათ საარსებო შემწეობის გაცემა იმ მოტივით, რომ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ვერ მოხერხდა ოჯახის იდენტიფიცირება (მაგ.: სააგენტოსათვის ცნობილი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მისამართი არ არსებობს, ან ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობს ამ მისამართზე, ან ოჯახის ცნობილი ბოლო საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ა.შ.), 2013 წლის 1 აგვისტომდე ოჯახის ერთ-ერთი წევრის სააგენტოში მომართვის საფუძველზე, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, სააგენტო ვალდებულია საარსებო შემწეობის გაცემა განაახლოს უკანდახევით, 2013 წლის 1 ივლისიდან და გასცეს შეწყვეტილი სოციალური დახმარება სრულად, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი შემადგენლობის გათვალისწინებით.
16. (ამოღებულია - 18.05.2015, №215).17. ღატაკ ოჯახს, რომელიც საარსებო შემწეობას იღებს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამავე პუნქტით განსაზღვრული საარსებო შემწეობის მიღება გაუგრძელდება ახალი სარეიტინგო ქულის მინიჭების თვის მომდევნო მეორე თვიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საარსებო შემწეობის ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ოდენობით გაცემამდე, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა გაუგრძელდება შეჩერების თვიდან ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობის მიხედვით, გადამოწმების შედეგად დაფიქსირებულ ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად.
18. „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, გადამოწმების პერიოდში, გაუგრძელდებათ საარსებო შემწეობის გაცემა, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიით შეფასებამდე და სპეციალური ფორმის დოკუმენტის - ოჯახის დეკლარაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე. 19. 2015 წლის 13-14 ივნისს ქ. თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ იმ ოჯახებს, რომლებსაც დანიშნული აქვთ საარსებო შემწეობა ან სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე, მოიპოვეს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება, ავტომატურად გაუგრძელდეთ/დაენიშნოთ საარსებო შემწეობა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების გარეშე, 2016 წლის 1 იანვრამდე. 20. ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახში წევრის დაბადების ან გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის მიღების ან/და ოჯახის სააგენტოში წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საარსებო შემწეობა გადაანგარიშდება ავტომატურად (სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე), ოჯახში არსებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად დადასტურებული ინფორმაციის მიღების ან/და ოჯახის სააგენტოში წერილობითი მიმართვის მომდევნო თვიდან. 21. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების წევრების სახელობითი სიის (ოჯახის თითოეული წევრის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი) სააგენტოსათვის მიწოდება, არაუგვიანეს 2015 წლის 15 ივლისისა და სიაში ცვლილების შემთხვევაში, არაუგვიანეს ცვლილებიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვისა. 22. სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად მიწოდებული მონაცემების სისწორის შემოწმება ან რაიმე სახის კორექტირება. 23. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახი განთავსდება მუდმივ საცხოვრებელ მისამართზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია აღნიშნული ოჯახისა და მუდმივი საცხოვრებელი მისამართის შესახებ. 24. ამ მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო განახორციელებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა/შეფასებას არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. 25. ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებზე 2016 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება ამ წესის მე-5, მე-9, მე-10 მუხლებით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებები. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 მაისის დადგენილება №104 - სსმIII, №75, 29.05.2007წ., მუხ.799 საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №181-სსმIII, №130,04.09.20008წ., მუხ.1310 საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939 საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847 საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №245-სსმIII, №159, 30.12.2009წ., მუხ.1939 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №251 - სსმIII, №103, 24.08.2010წ., მუხ.1542 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი,06.01.2011წ., საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №479 – ვებგვერდი, 23.12.2011წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის დადგენილება №163 – ვებგვერდი, 03.05.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 27.07.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 27 ივლისის დადგენილება №307 – ვებგვერდი, 27.07.2012წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის დადგენილება № 7 - ვებგვერდი, 22.01.2013წ.საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ .
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის დადგენილება №337 - ვებგვერდი, 13.07.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №423 - ვებგვერდი, 14.08.2015წ.მუხლი 111. რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების გაცემის პრინციპები გარდამავალი პერიოდისათვის🔗
1. 2009 წლის 1 იანვრიდან სააგენტომ გასცეს რეინტეგრაციის შემწეობის ან შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება იმ ოჯახებისათვის, რომლებიც: ა) ამ დახმარებას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულების ვადის შესაბამისად; ბ) ამ დახმარებას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ძალაში იყო 2009 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და მოქმედებდა 2009 წლის 1 მარტამდე, დაფინანსების უწყვეტობის მიზნით დახმარების გაცემა გაგრძელდეს 2009 წლის 1 მარტამდე. 2. „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამა „ბავშვზე ზრუნვის“ დამტკიცებამდე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისათვის დახმარების გაცემის მორიგი გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე. დახმარების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დახმარება გაიცეს 2009 წლის 1 მარტიდან, მაგრამ არა უგვიანეს 2009 წლის 1 მაისისა. 3. სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოხვედრის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახებს, მეურვეებს (მზრუნველებს), რომლებსაც დაენიშნათ რეინტეგრაციის შემწეობა ამ ბავშვის მშობელთა მზრუნველობამოკლებულად ცნობისა და სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოხვედრის თავიდან არიდებისათვის, გაუგრძელდეთ რეინტეგრაციის შემწეობის მიღება ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, მაგრამ, არა უმეტეს 2010 წლის 1 იანვრამდე.4. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული 106 მუხლის ამოქმედებამდე დედობილ/მამობილთან ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები ძალაშია ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939 საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847 საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 22.01.2013წ.მუხლი 12. სოციალური დახმარების მიღების შეზღუდვა
1. (ამოღებულია – 20.07.2012, №277) .
2. (ამოღებულია – 20.07.2012, №277) .
3. (ამოღებულია – 20.07.2012, №277) .
4. ღატაკ ოჯახს, რომელსაც საარსებო შემწეობის მიღების უფლება წარმოეშვა ამ წესის შესაბამისად, მაგრამ შემწეობის დანიშვნა და გაცემა არ განხორციელდა, საარსებო შემწეობა გაიცემა უფლების წარმოშობის პერიოდიდან, მაგრამ არა უმეტეს 1 წლისა. 5. ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალებამდე მიუღებელი კუთვნილი საარსებო შემწეობის თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ: ა) პირის გარდაცვალებამდე მიუღებელი კუთვნილი საარსებო შემწეობის თანხა, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე; ბ) პირს გარდაცვალებამდე მოპოვებული ჰქონდა საარსებო შემწეობის მიღების უფლება, მაგრამ გარდაცვალების დროისთვის, თანხა ჯერ არ ჩარიცხულა საბანკო ანგარიშზე. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე საარსებო შემწეობის თანხები გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის, განცხადებით მიმართეს სააგენტოს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს. 7. საარსებო შემწეობის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება ანგარიშზე არსებული თანხები, თუ საარსებო შემწეობა შეწყდა ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის გარდაცვალების გამო და მემკვიდრის მიერ არ იქნა გატანილი საარსებო შემწეობის შეწყვეტის თვის მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. 8. ღატაკ ოჯახზე საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერების პერიოდში, ოჯახის მიერ ისეთი სახის ფულადი გასაცემლის მიღება, რაც გამორიცხავს ერთდროულად საარსებო შემწეობის მიღებას, შეჩერებული საარსებო შემწეობის აღდგენის შემთხვევაში, საარსებო შემწეობის თანხა გაიცემა იმ ფულადი გასაცემლის თანხის გამოკლებით, რომელიც ოჯახმა (ოჯახის წევრმა) მიიღო შეჩერების მთელი პერიოდის განმავლობაში. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389 საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 მაისის დადგენილება №104 - სსმIII, №75, 29.05.2007წ., მუხ.799 საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.მუხლი 121. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №46 - სსმIII, №34, 14.03.2007წ., მუხ.403 საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847 საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.მუხლი 122 . (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847 საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ. მუხლი 13. დასკვნითი დებულებანი ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.1
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №145
2006 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
სოციალური დახმარების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალური დახმარების მაძიებელი ოჯახებისათვის მიმართული სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემის უზრუნველსაყოფად, ასევე სოციალურად დაუცველ ბავშვთა ოჯახში აღზრდის უპირატესი უფლების უზრუნველყოფისა და დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობის, სრულწლოვან პირთა დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი, 06.01.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 07.09.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №1 86 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.
1. დამტკიცდეს „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესი“.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი,06.01.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 07.09.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №1 86 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი):
ა) ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთ თვეში დაამტკიცოს სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი;
ბ) უზრუნველყოს სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობათა მოსაწესრიგებლად საჭირო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება და გამოცემა.
3 . საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისათვის სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემა დადგენილი წესით და ამ პროცესის ადმინისტრირებისას წარმოშობილი ურთიერთობების რეგულირება .
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №122 - სსმIII, №83, 18.06.2007წ., მუხ.892
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
4. ეთხოვოთ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელებისას ქმედითი დახმარება გაუწიონ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №122 - სსმIII, №83, 18.06.2007წ., მუხ.892
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი, 06.01.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 07.09.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №1 86 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი🔗
ეს წესი ადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახების სოციალური დახმარების ოდენობას, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესსა და ძირითად პრინციპებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოსა და პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემის ძირითად პრინციპებს, ასევე რეინტეგრაციის შემწეობისა და მინდობით აღზრდის ანაზღაურების, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა), ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების პროცედურებს.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი, 06.01.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 07.09.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №186 – ვებგვერდი, 21.02.2014წ .
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 2. სოციალური დახმარებები🔗
1. ამ წესის მიზნებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი (შემდგომში – საარსებო შემწეობა), რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია.
2. (ამოღებულია – 20.07.2012, №277).
21. ამ წესის მიზნებისათვის რეინტეგრაციის შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მცხოვრები ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახს, მეურვეს (მზრუნველს), რომელიც ამ ბავშვს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.
22. ამ წესის მიზნებისათვის მინდობით აღზრდის ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა მინდობით აღმზრდელს მინდობით აღსაზრდელის მოვლისა და აღზრდისათვის.
23. ამ წესის მიზნებისთვის სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება არის ფულადი სახის სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა იმ პირს (ოჯახს), რომელიც შშმ ან საპენსიო ასაკის მქონე სრულწლოვანს გაიყვანს სპეციალიზებული დაწესებულებიდან ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.
3. საარსებო შემწეობის, რეინტეგრაციის შემწეობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურებისა და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრები.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №186 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 3. სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო🔗
1. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას.
2. (ამოღებულია – 20.07.2012, №277).
3. (ამოღებულია – 20.07.2012, №277).
4. რეინტეგრაციის შემწეობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურებისა და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა სააგენტო, რომელიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს რეინტეგრაციის შემწეობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურებისა და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნას, შეჩერებას, განახლებასა და შეწყვეტას, აგრეთვე მათ გაცემასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №122 - სსმIII, №83, 18.06.2007წ., მუხ.892
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №186 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 4. ტერმინთა განმარტებები🔗
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესსა“ და „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის 141/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესში“, თუ ამავე წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. მინდობით აღზრდის მიზნებისათვის ნათესავად მიიჩნევა პირი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრიდან.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი,06.01.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №100 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.
აქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №142 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
საარსებო შემწეობის ოდენობა, მისი დანიშვნისა და გაცემის პრინციპები
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება №10 - სსმIII, №9, 24.10.2007წ., მუხ.85
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 მაისის დადგენილება №104 - სსმIII, №75, 29.05.2007წ., მუხ.799
მუხლი 5. საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველი და პრინციპები🔗
1. საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).
2. ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის მიღების უფლება ეძლევა სარეიტინგო ქულის მინიჭების თვიდან მეორე თვეს (თვეთა ათვლისას სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვე ითვლება პირველ თვედ).
3. საარსებო შემწეობა ინიშნება უფლების წარმოშობის თვიდან, საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ, ღატაკი ოჯახის წერილობითი განცხადების საფუძველზე.
4. საარსებო შემწეობის გაცემა ჩერდება ოჯახის განმეორებითი შეფასების პერიოდში, გარდა ამ მუხლის 41 პუნქტისა და ამ წესის მე-11 მუხლის მე-18 პუნქტისა. გადამოწმების შედეგად, მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე, ოჯახს უგრძელდება (აღუდგება) ან უწყდება საარსებო შემწეობა. თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა აღუდგება შეჩერების თვიდან.
41. 2018 წლის 1 ივნისის შემდეგ ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების – ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების შემთხვევაში, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შემდეგ სპეციალური ფორმის დოკუმენტის – ოჯახის დეკლარაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე ოჯახს გადაუანგარიშდება დანიშნული საარსებო შემწეობა, ოჯახის გარდაცვლილი წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით. თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა გაუგრძელდება გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა რაოდენობიდან და მინიჭებული სარეიტინგო ქულის ოდენობიდან გამომდინარე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება ამ წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობას, ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების შემთხვევაში, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შემდეგ სპეციალური ფორმის დოკუმენტის – ოჯახის დეკლარაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე გაცემული საარსებო შემწეობა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის ათვლა შეიძლება შეჩერდეს დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორული გარემოებები) არსებობისას. ვადის ათვლა გაგრძელდება შეჩერების გამომწვევი მიზეზ(ებ)ის აღმოფხვრის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, ღატაკ ოჯახზე საარსებო შემწეობა გაიცემა (გადაერიცხება) უფლების წარმოშობის თვიდან, დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება №10 - სსმIII, №9, 24.10.2007წ., მუხ.85
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 მაისის დადგენილება №104 - სსმIII, №75, 29.05.2007წ., მუხ.799
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილება №123 - სსმIII, №49, 28.04.2010წ., მუხ.724
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის დადგენილება №163 – ვებგვერდი, 03.05.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 ივნისის დადგენილება №348 – ვებგვერდი, 03.07.2018წ.
მუხლი 6. სარეინტიგო ქულა და საარსებო შემწეობის ოდენობა🔗
1. საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით.
2. „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე:
ა) საარსებო შემწეობის ოდენობა ერთსულიანი ოჯახისათვის არის 60 (სამოცი) ლარი;
ბ) ორ და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთსულიანი ოჯახისათვის დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობას მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო თითოეულ წევრზე ემატება 48 ლარი.
3. „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება:
ა) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001–ზე ნაკლებია – განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ბ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე – განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
გ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60001 ქულაზე – განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
დ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65001 ქულაზე – განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ე) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001–ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოჯახები, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობასთან ერთად, იღებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობის თანხას.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 ივნისის დადგენილება №156 - სსმIII, №67, 14.06.2010წ., მუხ.989
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 21.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.
მუხლი 7. საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა🔗
1. საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა, ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არის 57001 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ერთი).
2. საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა, ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არის 100001 (ასი ათას ერთი).
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 მაისის დადგენილება №104 - სსმIII, №75, 29.05.2007წ., მუხ.799
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.
მუხლი 8. საარსებო შემწეობის გაცემა🔗
1. საარსებო შემწეობა გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით. საარსებო შემწობა ითვლება გაცემულად, საბანკო დაწესებულებაში გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხვის მომენტიდან.
2. საარსებო შემწეობის გაცემა წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოსა და მომსახურე კომერციულ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.
3. საარსებო შემწეობის გასაცემად, საბანკო დაწესებულებაში ანგარიში შეიძლება გაიხსნას ღატაკი ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან ქმედუნარიან წევრზე.
4. ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ორი ან მეტსულიანი ღატაკი ოჯახის წევრთათვის საარსებო შემწეობის გამოთვლისას, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობა არის ღატაკი ოჯახის უხუცესი წევრის წილი, ხოლო, დანარჩენ წევრთა წილი არის 48 ლარი.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილება №123 - სსმIII, №49, 28.04.2010წ., მუხ.724
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 21.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.
(ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
მუხლი 81. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
მუხლი 82. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №46 - სსმIII, №34, 14.03.2007წ., მუხ.403
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №245-სსმIII, №159, 30.12.2009წ., მუხ.1939
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი, 06.01.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
მუხლი 83. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობანი
მუხლი 9. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი🔗
1. საარსებო შემწეობის ადმინისტრირებისათვის სააგენტო უზრუნველყოფს:
ა) საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაანგარიშებას, შეჩერებას, შეწყვეტას, განახლებას, აგრეთვე გაცემის ორგანიზაციას;
ბ) საარსებო შემწეობის მიმღებთა აღრიცხვას;
გ) სტატისტიკის წარმოებას.
11. სააგენტოს მიერ საარსებო შემწეობის ოდენობის გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად კანონმდებლობით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ოდენობების ცვლილებების შემთხვევაში.
2. სააგენტო უფლებამოსილია:
ა) შეამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა არსებითი ცვლილებების გამოსავლენად) სააგენტოში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად;
ბ) არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ;
გ) ოჯახის მიერ საარსებო შემწეობის მიღებასთან და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს საარსებო შემწეობა;
დ) შესაბამისი დაწესებულებების და/ან ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების, საარსებო შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, გაანგარიშების, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისათვის;
ე) ავტომატურად გადაუანგარიშოს დანიშნული საარსებო შემწეობა ოჯახს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე, წევრის დაბადების (ბავშვის შვილად აყვანის) შემთხვევაში, თუ ოჯახის ბოლო შეფასებიდან და ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) არ არის გასული 2 წელი;
ვ) ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების – ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების შემთხვევაში, ავტომატურად გადაუანგარიშოს დანიშნული საარსებო შემწეობა ოჯახს, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებამდე და სპეციალური ფორმის დოკუმენტის – ოჯახის დეკლარაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე ოჯახის გარდაცვლილი წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით.
3. სააგენტო უზრუნველყოფს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების შესრულებას.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილება №123 - სსმIII, №49, 28.04.2010წ., მუხ.724
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 21.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის დადგენილება №232 – ვებგვერდი, 19.03.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 ივნისის დადგენილება №348 – ვებგვერდი, 03.07.2018წ.
მუხლი 91. ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხების უკან დაბრუნების წესი🔗
საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით:
ა) თუ ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღებია (მათ შორის, ახალი საიდენტიფიკაციო კოდით), სააგენტო ვალდებულია, დაქვითოს ოჯახზე ყოველთვიურად გასაცემი საარსებო შემწეობის თანხის 20%-ის ოდენობით;
ბ) თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.
მუხლი 92. საარსებო შემწეობის მიუღებელი თანხის ანაზღაურება პირის გარდაცვალების შემთხვევაში🔗
1. საარსებო შემწეობის თანხა, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს სააგენტოს პირის გარდაცვალების დღიდან არაუგვიანეს ერთი წლისა.2. საარსებო შემწეობის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება გარდაცვლილი პირის პირად ანგარიშზე არსებული თანხები, რომელიც არ იქნა გატანილი მემკვიდრის მიერ პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლის ვადაში. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №407– ვებგვერდი, 19.08.2016წ.
მუხლი 92. საარსებო შემწეობის მიუღებელი თანხის ანაზღაურება პირის გარდაცვალების შემთხვევაში🔗
1. საარსებო შემწეობის თანხა, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს სააგენტოს პირის გარდაცვალების დღიდან არაუგვიანეს ერთი წლისა.
2. საარსებო შემწეობის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება გარდაცვლილი პირის პირად ანგარიშზე არსებული თანხები, რომელიც არ იქნა გატანილი მემკვიდრის მიერ პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლის ვადაში.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №407– ვებგვერდი, 19.08.2016წ.
მუხლი 10. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის უფლება-მოვალეობანი🔗
1. საარსებო შემწეობის ოჯახს უფლება აქვს:
ა) მიიღოს საარსებო შემწეობა ამ წესით განსაზღვრული პირობებითა და ოდენობით;
ბ) მოითხოვოს საარსებო შემწეობის ადგილზე მიტანა, თუ ოჯახის ყველა სრუწლოვან, ქმედუნარიან წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების უნარი (ადგილზე მიტანის სხვა შემთხვევებსა და გარემოებებს განსაზღვრავს სააგენტო);
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საარსებო შემწეობასთან ერთად მიიღოს სახელმწიფო პენსია/საპენსიო პაკეტი, სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური პაკეტი და სხვა სოციალური დახმარება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია:
ა) აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი დემოგრაფიული ცვლილებები (წევრ(ებ)ის გარდაცვალება, გამოკლება, დამატება, საზღვარგარეთ 3 თვეზე მეტი ვადით წასვლა), ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;
ბ) აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;
გ) შეასრულოს სააგენტოს მიერ განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობანი.
3. ამ მუხლის მიზნებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, უძრავი ქონების ან/და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“ გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტოს უფლება აქვს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს საარსებო შემწეობის გაცემა და/ან გადაამოწმოს ოჯახი, შეუწყვიტოს ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და/ან აუკრძალოს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მონაცემთა ბაზაში განმეორებითი რეგისტრაცია.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 21.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №407– ვებგვერდი, 19.08.2016წ.
(ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ .
მუხლი 101. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
მუხლი 102. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
რეინტეგრაციის შემწეობისა და მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა
შენიშვნა: ამ თავის მიზნებისთვის განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვი არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი, რაც დასტურდება სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერით (ფორმა №50/4) ან ჯანმრთელობის პრობლემების ან/და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვი, რომელსაც სპეციფიკური ზრუნვა ესაჭიროება, რაც დასტურდება ცნობით (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა №IV-100/ა) და დიაგნოზი შეესაბამება „მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანების №2 დანართით დადგენილ სპეციალიზებული მინდობით აღზრდის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისათვის საჭირო კრიტერიუმებს.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 103. რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა და დანიშვნის პრინციპები🔗
1. რეინტეგრაციის შემწეობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) ბავშვისათვის – თვეში 90 ლარით;
ბ) განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – თვეში 130 ლარით.
2. ბავშვისათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის/დაკარგვის შემთხვევაში ან ჯანმრთელობის პრობლემების ან/და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, როდესაც ის აღარ აკმაყოფილებს „მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანების №2 დანართით დადგენილ სპეციალიზებული მინდობით აღზრდის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისათვის საჭირო კრიტერიუმებს, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სათათბირო ორგანოს − რეგიონული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და გაიცემა გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის დადგენილება №93 - ვებგვერდი, 01.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 104 . მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა🔗
1. მინდობით აღზრდის ანაზღაურება განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის – თვეში 200 ლარით;
ბ) რეგულარულ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის – ერთი კალენდარული დღისათვის 15 ლარით;
გ) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – თვეში 300 ლარით;
დ) სპეციალიზებულ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – ერთი კალენდარული დღისათვის 20 ლარით;
ე) გადაუდებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისთვის – ერთი კალენდარული დღისათვის 20 ლარით;
ვ) ჩამნაცვლებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის – ერთი კალენდარული დღისათვის 20 ლარით.
2. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მინდობით აღზრდაში განთავსებული პირისათვის მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა შეადგენს ერთი კალენდარული დღისთვის 15 ლარს, ხოლო განსხვავებული საჭიროების შემთხვევაში – 20 ლარს.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19თებერვლის დადგენილება №46 - სსმIII, №22, 25.02.2010წ., მუხ.269
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №100 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობა
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი,06.01.2011წ.,საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 07.09.201 2წ.
მუხლი 105. დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობა🔗
1. ერთ დევნილზე, ლტოლვილსა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გასაცემი ყოველთვიური შემწეობის ოდენობა შეადგენს 45 ლარს.
2. დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის მიმღებ პირებს განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, რომლის უზრუნველსაყოფად ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. ამასთან, ლტოლვილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის მიმღები პირების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო სააგენტოდან ყოველი თვის 15 რიცხვამდე იღებს მონაცემებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა შესახებ ელექტრონული რეესტრის სახით.
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ყოველი თვის 20 რიცხვამდე სააგენტოს უგზავნის დაფინანსების მოთხოვნას და დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის მიმღებ პირთა შესახებ საჭირო მონაცემებს (ელექტრონული რეესტრის სახით), სააგენტოსთან შეთანხმებული ფორმატით.
4. სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან მიღებული ელექტრონული რეესტრის საფუძველზე, უზრუნველყოფს დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის თანხების გადარიცხვას.
5. სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემების სისწორის შემოწმება ან რაიმე სახის კორექტირება.
6. დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი, 06.01.2011წ.,საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 07.09.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის დადგენილება №232 – ვებგვერდი, 19.03.2014წ.
მინდობით აღზრდის ანაზღაურების დანიშვნის პრინციპები
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 106. ანაზღაურების დანიშვნის პრინციპები
1. ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის ოჯახი მინდობით აღმზრდელად რეგისტრაციის მომენტისათვის, დადგენილი წესით, რეგისტრირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა უნდა აღემატებოდეს 100 000-ს (ასი ათასი). აღნიშნული პირობა არ ვრცელდება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნათესაური მინდობით აღმზრდელის ოჯახზე.
2. მინდობით აღზრდის ანაზღაურების მიღება გამორიცხავს ამ წესით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის მიღებას. საარსებო შემწეობის დანიშვნის შემთხვევაში, მინდობით აღზრდის ანაზღაურების გაცემა, ასევე მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 22.01.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №407– ვებგვერდი, 19.08.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.
სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების პრინციპები
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №186 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.
მუხლი 107. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება🔗
1. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება განისაზღვრება 45 ლარის ოდენობით და იგი მიეცემა პირს (ოჯახს), რომელიც შშმ ან საპენსიო ასაკის მქონე სრულწლოვანს გაიყვანს სპეციალიზებული დაწესებულებიდან ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურება გაიცემა ყოველთვიურად. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე ხანგრძლივობა და მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №186 – ვებგვერდი, 21.02.2014წ.
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 11. საარსებო შემწეობის დანიშვნისა და გაცემის პრინციპები გარდამავალი პერიოდისათვის🔗
1. ღატაკ ოჯახებს, რომელთაც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ 2006 წლის 1 ივნისამდე (გარდა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიხედვით ქ. თბილისში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა) და მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი), საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ 2006 წლის სექტემბრიდან.
2. ღატაკ ოჯახებს, რომლებიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიხედვით მუდმივად ცხოვრობენ ქ. თბილისში, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ 2006 წლის 1 მაისამდე და მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი), საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ 2006 წლის აგვისტოდან.
3. ღატაკ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი) და მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი, ან განმეორებითი შეფასების განაცხადი შეტანილი აქვთ 2007 წლის 1 მაისამდე, ან სააგენტოს ინიციატივით განხორციელებული განმეორებითი შეფასების შედეგად სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვთ 2007 წლის 1 მაისამდე, საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ 2007 წლის აგვისტოდან.
4. ღატაკ ოჯახებს, რომელთაც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადების შემდეგ, საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
5. ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა განმეორებით შეფასებამდე ნაკლებია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი), ხოლო განმეორებითი შეფასების შემდეგ ნაკლებია 57001-ზე (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ერთი), საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად.
6. ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი) და მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ 2006 წლის 1 აგვისტოდან, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვთ ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, ან ამ მუხლის შესაბამისად, მაგრამ არა უადრეს 2007 წლის იანვრიდან.
61. ღატაკ ოჯახებს, რომ ელთაც სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვთ 2012 წლის აპრილსა და მაისში, საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ 2012 წლის 1 ივლისიდან.
62. 2012 წლის 1 ივლისიდან ღატაკ ოჯახებს, რომ ელთაც სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვთ ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული ვადის შემდეგ, საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
7. სააგენტომ გააგრძელოს საარსებო შემწეობის გაცემა დევნილთა იმ ოჯახებისათვის, რომლებიც 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისა და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების წარმოების გამო იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილები იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის გამო.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდეს დანიშნული ოდენობით 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2013 წლის 1 ივლისიდან ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ 2013 წლის 1 ივლისამდე.
81. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული, ოჯახის წევრის წერილობითი მომართვის საფუძველზე, ოჯახის დემოგრაფიული ცვლილების შემთხვევაში (გარდა დაბადების ან გარდაცვალებისა), საარსებო შემწეობის ადმინისტრირება ხორციელდება ამ წესით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად.
82. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახში, წევრის დაბადების ან გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, საარსებო შემწეობა გადაანგარიშდება ავტომატურად (სოციალურ-ეკონომიკური შეფასების გარეშე), ოჯახში არსებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად.
9. ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა 2009 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 ივლისამდე გავრცელდეს დევნილთა იმ ოჯახებზე, რომლებიც არ იღებენ საარსებო შემწეობას, 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, აღრიცხულნი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში და განსახლებული არიან სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ფართობებში, რომელთა დაბრუნება მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე შეუძლებელია (ამ ადგილების ოკუპაციის გამო) და, ამავდროულად, ოჯახის არც ერთი წევრი არ ეწევა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა.
10. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ოჯახის შემადგენლობაში მოხვდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული საარსებო შემწეობის მიმღები პირი, გაერთიანებული ოჯახის საარსებო შემწეობა უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ ყოველი არამიმღები წევრისათვის დაემატოს 24 ლარი და საარსებო შემწეობის სახით გასაცემი თანხის საერთო ოდენობა შეესაბამებოდეს ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრულ პირობებს.
11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებით უზრუნველყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სიის სააგენტოსათვის მიწოდება არა უგვიანეს 2009 წლის 10 იანვრისა, ხოლო შემდეგ თვეებში – არა უგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ წარდგენილი სია და შესაბამისად დანიშნული შემწეობის ოდენობა სააგენტოს მიერ გადახედვას/გადაანგარიშებას/შეწყვეტას არ ექვემდებარება, გარდა:
ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) ოჯახის ყველა წევრის გარდაცვალებისას (ამ შემთხვევაში საარსებო შემწეობის შეწყვეტა ხდება ოჯახის ბოლო წევრის გარდაცვალების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან);
გ) საბიუჯეტო ორგანიზაციაში ოჯახის წევრის ანაზღაურებადი საქმიანობისას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა;
დ) ამ მუხლის 81 და 82 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
12. საარსებო შემწეობა გაიცეს ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი სიის მდგომარეობით დანიშნული ოდენობით, 2009 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე, უზრუნველყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2013 წლის 1 ივლისიდან, ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ 2013 წლის 1 ივლისამდე.
13. 2009 წლის 10 იანვრიდან ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად დამატებით შერჩეულ ოჯახებს საარსებო შემწეობა დაენიშნოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად ფორმირებული დამატებითი სიის სააგენტოში წარდგენის მომდევნო თვიდან და გაიცეს 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2013 წლის 1 ივლისიდან ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ 2013 წლის 1 ივლისამდე.
14. ამ მუხლის მე -9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების (შესაბამისი უფლებამოსილი პირის ) მიერ საარსებო შემწეობის დანიშვნის თაობაზე წერილობითი თანხმობის (რომელშიც აგრეთვე აღინიშნება , ეწევა თუ არა ოჯახის რომელიმე წევრი საბიუჯეტო ორგანიზაციაში ანაზღაურებად საქმიანობას , გარდა სამეცნიერო - საგანმანათლებლო საქმიანობისა ) მოპოვება და სააგენტოსათვის მიწოდება უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ .
141. ქარელის მუნიციპალიტეტის კონფლიქტის ზონის მომიჯნავე სოფელ დვანში მცხოვრები ოჯახების მიმართ გავრცელდეს შემდეგი შეღავათები:
ა) სააგენტომ განაგრძოს საარსებო შემწეობის გაცემა დანიშნული ოდენობით, 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2013 წლის 1 ივლისიდან, ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ 2013 წლის 1 ივლისამდე;
ბ) ამ პუნქტით გათვალისწინებული იმ ოჯახების მიმართ, რომლებიც არ არიან საარსებო შემწეობის მიმღებნი, გავრცელდეს ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2013 წლის 1 ივლისიდან ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ 2013 წლის 1 ივლისამდე;
გ) ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახის წევრის წერილობითი მომართვის საფუძველზე, ოჯახის დემოგრაფიული ცვლილების შემთხვევაში (გარდა დაბადების ან გარდაცვალებისა), საარსებო შემწეობის ადმინისტრირება ხორციელდება ამ წესით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად;
დ) ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოჯახში წევრის დაბადების ან გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, საარსებო შემწეობა გადაანგარიშდება ავტომატურად (სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე), ოჯახში არსებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად;
ე) საქართველოს ადმინისტრაციულ‑ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა უზრუნველყოს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სახელობითი (ოჯახის პირობითი ნომერი, ოჯახის თითოეული წევრის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და თანხის მიღებაზე უფლებამოსილი წევრი) სიის სააგენტოსათვის მიწოდება, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმატით, არა უგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა.
142. ამ მუხლის 141 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად მიწოდებული სია და შესაბამისად დანიშნული საარსებო შემწეობის ოდენობა სააგენტოს მიერ გადახედვას/გადაანგარიშებას/შეწყვეტას არ ექვემდებარება, გარდა:
ა) ამ მუხლის 141 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) ოჯახის ყველა წევრის გარდაცვალებისას (ამ შემთხვევაში საარსებო შემწეობის შეწყვეტა ხდება ოჯახის ბოლო წევრის გარდაცვალების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან).
143. ამ მუხლის 141 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოჯახების მიმართ საარსებო შემწეობა გაიცეს 2012 წლის აგვისტოდან 2013 წლის 1 ივლისამდე და სააგენტომ უზრუნველყოს ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება. 2013 წლის 1 ივლისიდან, ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა განხორციელდეს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
144. 2012 წლის 1 სექტემბრიდან ამ მუხლის 141 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამატებით შერჩეულ ოჯახებს საარსებო შემწეობა დაენიშნოთ ამ მუხლის 141 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით ფორმირებული დამატებითი სიის სააგენტოში წარდგენის თვიდან.
145. ამ მუხლის 141 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოჯახის წევრს, თუ იგი წარმოადგენს ისეთი სახელმწიფო გასაცემლის მიმღებს, რომელიც გამორიცხავს საარსებო შემწეობის მიღებას, უფლება აქვს, აირჩიოს ერთ-ერთი გასაცემელი.
146. ამ მუხლის 141 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახების (შესაბამისი უფლებამოსილი პირის) მიერ საარსებო შემწეობის დანიშვნის თაობაზე წერილობითი თანხმობის მოპოვება და სააგენტოსათვის მიწოდება უზრუნველყოს საქართველოს ადმინისტრაციულ‑ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა.
15. ამ მუხლის მე-7, მე-9 პუნქტებითა და 141 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ოჯახებზე 2013 წლის 1 ივლისამდე არ ვრცელდება ამ წესის მე-5, მე-9, მე-10 მუხლებით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებები, გარდა ამ მუხლის 81 პუნქტითა და 141 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
151. ამ მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ იმ ოჯახებს, რომლებსაც 2013 წლის 1 ივლისიდან შეუწყდებათ საარსებო შემწეობის გაცემა იმ მოტივით, რომ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ვერ მოხერხდა ოჯახის იდენტიფიცირება (მაგ.: სააგენტოსათვის ცნობილი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მისამართი არ არსებობს, ან ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობს ამ მისამართზე, ან ოჯახის ცნობილი ბოლო საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ა.შ.), 2013 წლის 1 აგვისტომდე ოჯახის ერთ-ერთი წევრის სააგენტოში მომართვის საფუძველზე, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, სააგენტო ვალდებულია საარსებო შემწეობის გაცემა განაახლოს უკანდახევით, 2013 წლის 1 ივლისიდან და გასცეს შეწყვეტილი სოციალური დახმარება სრულად, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი შემადგენლობის გათვალისწინებით.
16. (ამოღებულია - 18.05.2015, №215).
17. ღატაკ ოჯახს, რომელიც საარსებო შემწეობას იღებს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამავე პუნქტით განსაზღვრული საარსებო შემწეობის მიღება გაუგრძელდება ახალი სარეიტინგო ქულის მინიჭების თვის მომდევნო მეორე თვიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საარსებო შემწეობის ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ოდენობით გაცემამდე, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა გაუგრძელდება შეჩერების თვიდან ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობის მიხედვით, გადამოწმების შედეგად დაფიქსირებულ ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად.
18. „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, გადამოწმების პერიოდში, გაუგრძელდებათ საარსებო შემწეობის გაცემა, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიით შეფასებამდე და სპეციალური ფორმის დოკუმენტის - ოჯახის დეკლარაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე.
19. 2015 წლის 13-14 ივნისს ქ. თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ იმ ოჯახებს, რომლებსაც დანიშნული აქვთ საარსებო შემწეობა ან სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე, მოიპოვეს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება, ავტომატურად გაუგრძელდეთ/დაენიშნოთ საარსებო შემწეობა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების გარეშე, 2016 წლის 1 იანვრამდე.
20. ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახში წევრის დაბადების ან გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის მიღების ან/და ოჯახის სააგენტოში წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საარსებო შემწეობა გადაანგარიშდება ავტომატურად (სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე), ოჯახში არსებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად დადასტურებული ინფორმაციის მიღების ან/და ოჯახის სააგენტოში წერილობითი მიმართვის მომდევნო თვიდან.
21. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების წევრების სახელობითი სიის (ოჯახის თითოეული წევრის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი) სააგენტოსათვის მიწოდება, არაუგვიანეს 2015 წლის 15 ივლისისა და სიაში ცვლილების შემთხვევაში, არაუგვიანეს ცვლილებიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვისა.
22. სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად მიწოდებული მონაცემების სისწორის შემოწმება ან რაიმე სახის კორექტირება.
23. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახი განთავსდება მუდმივ საცხოვრებელ მისამართზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია აღნიშნული ოჯახისა და მუდმივი საცხოვრებელი მისამართის შესახებ.
24. ამ მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო განახორციელებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა/შეფასებას არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
25. ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებზე 2016 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება ამ წესის მე-5, მე-9, მე-10 მუხლებით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებები.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 მაისის დადგენილება №104 - სსმIII, №75, 29.05.2007წ., მუხ.799
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №181-სსმIII, №130,04.09.20008წ., მუხ.1310
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №245-სსმIII, №159, 30.12.2009წ., მუხ.1939
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №251 - სსმIII, №103, 24.08.2010წ., მუხ.1542
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი,06.01.2011წ.,საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №479 – ვებგვერდი, 23.12.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის დადგენილება №163 – ვებგვერდი, 03.05.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 27.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 27 ივლისის დადგენილება №307 – ვებგვერდი, 27.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის დადგენილება № 7 - ვებგვერდი, 22.01.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ .
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის დადგენილება №337 - ვებგვერდი, 13.07.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №423 - ვებგვერდი, 14.08.2015წ.
მუხლი 111. რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების გაცემის პრინციპები გარდამავალი პერიოდისათვის🔗
1. 2009 წლის 1 იანვრიდან სააგენტომ გასცეს რეინტეგრაციის შემწეობის ან შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება იმ ოჯახებისათვის, რომლებიც:
ა) ამ დახმარებას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულების ვადის შესაბამისად;
ბ) ამ დახმარებას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ძალაში იყო 2009 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და მოქმედებდა 2009 წლის 1 მარტამდე, დაფინანსების უწყვეტობის მიზნით დახმარების გაცემა გაგრძელდეს 2009 წლის 1 მარტამდე.
2. „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამა „ბავშვზე ზრუნვის“ დამტკიცებამდე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისათვის დახმარების გაცემის მორიგი გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე. დახმარების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დახმარება გაიცეს 2009 წლის 1 მარტიდან, მაგრამ არა უგვიანეს 2009 წლის 1 მაისისა.
3. სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოხვედრის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახებს, მეურვეებს (მზრუნველებს), რომლებსაც დაენიშნათ რეინტეგრაციის შემწეობა ამ ბავშვის მშობელთა მზრუნველობამოკლებულად ცნობისა და სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოხვედრის თავიდან არიდებისათვის, გაუგრძელდეთ რეინტეგრაციის შემწეობის მიღება ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, მაგრამ, არა უმეტეს 2010 წლის 1 იანვრამდე.
4. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული 106 მუხლის ამოქმედებამდე დედობილ/მამობილთან ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები ძალაშია ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 22.01.2013წ.
მუხლი 12. სოციალური დახმარების მიღების შეზღუდვა🔗
1. (ამოღებულია – 20.07.2012, №277) .
2. (ამოღებულია – 20.07.2012, №277) .
3. (ამოღებულია – 20.07.2012, №277) .
4. ღატაკ ოჯახს, რომელსაც საარსებო შემწეობის მიღების უფლება წარმოეშვა ამ წესის შესაბამისად, მაგრამ შემწეობის დანიშვნა და გაცემა არ განხორციელდა, საარსებო შემწეობა გაიცემა უფლების წარმოშობის პერიოდიდან, მაგრამ არა უმეტეს 1 წლისა.
5. ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალებამდე მიუღებელი კუთვნილი საარსებო შემწეობის თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:
ა) პირის გარდაცვალებამდე მიუღებელი კუთვნილი საარსებო შემწეობის თანხა, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე;
ბ) პირს გარდაცვალებამდე მოპოვებული ჰქონდა საარსებო შემწეობის მიღების უფლება, მაგრამ გარდაცვალების დროისთვის, თანხა ჯერ არ ჩარიცხულა საბანკო ანგარიშზე.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე საარსებო შემწეობის თანხები გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის, განცხადებით მიმართეს სააგენტოს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.
7. საარსებო შემწეობის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება ანგარიშზე არსებული თანხები, თუ საარსებო შემწეობა შეწყდა ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის გარდაცვალების გამო და მემკვიდრის მიერ არ იქნა გატანილი საარსებო შემწეობის შეწყვეტის თვის მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.
8. ღატაკ ოჯახზე საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერების პერიოდში, ოჯახის მიერ ისეთი სახის ფულადი გასაცემლის მიღება, რაც გამორიცხავს ერთდროულად საარსებო შემწეობის მიღებას, შეჩერებული საარსებო შემწეობის აღდგენის შემთხვევაში, საარსებო შემწეობის თანხა გაიცემა იმ ფულადი გასაცემლის თანხის გამოკლებით, რომელიც ოჯახმა (ოჯახის წევრმა) მიიღო შეჩერების მთელი პერიოდის განმავლობაში.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №254-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2389
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 მაისის დადგენილება №104 - სსმIII, №75, 29.05.2007წ., მუხ.799
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.
მუხლი 121. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის დადგენილება №46 - სსმIII, №34, 14.03.2007წ., მუხ.403
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
მუხლი 122 . (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
მუხლი 13. დასკვნითი დებულებანი🔗
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალური დახმარების შესახებ“, №145, 28.07.2006, სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.10.003.000.529 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10276-33/