1. თუ დაქირავებული ნივთი მთლიანად ან ნაწილობრივ გადაეცემა დამქირავებელს დაგვიანებით, ან, თუ შემდგომში მას წაერთვა სარგებლობის უფლება, მაშინ დამქირავებელს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე იმ ვადის დაცვის გარეშე, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულების მოშლისათვის. უარი ხელშეკრულებაზე დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ გამქირავებელი დამქირავებლის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღკვეთს სარგებლობისათვის ხელშემშლელ გარემოებებს.
2. ვადის განსაზღვრა არ არის საჭირო, თუ იმ გარემოებათა შედეგად, რომლებიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველს იძლევიან, დამქირავებელმა დაკარგა ინტერესი ამ ხელშეკრულებისადმი.
3. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობისას შეთანხმება, რომელიც კრძალავს ან ზღუდავს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ხელშეკრულების მოშლის უფლებას, ბათილი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(30)
- საქმე №ას-1515-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2025
საგულისხმოა, მაგალითად, სხვა ნორმებიც: ხელშეკრულების მოშლა დამქირავებლის ინიციატივით ( სსკ-ის 541-ე მუხლი), დაზღვევის შეწყვეტა ქონების გასხვისებისას ( სსკ-ის 835-ე მუხლი), რომელთა მიხედვითაც, ურთიერთობის შეწყვეტამდე გარკვეული წინაპირობები უნდა არსებობდეს და იქნეს დაცული.
- საქმე №ას-814-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.09.2023
ასევე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 541-ე მუხლზე, რომლის მიხედვით მოიჯარეს ანიჭებს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას თუ შემდგომში მას წაერთვა ქონებით სარგებლობის უფლება.
- საქმე №ას-564-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2022
პირველ რიგში, ამგვარი დასკვნის საფუძველს იძლევა საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება ქონების გასხვისების შემდგომ იმავე იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში აბრის განთავსებისა და გარე ვიტრაჟის მოწყობის გარეშე მოიჯარის მიერ იმ კომერციული საქმიანობის განხორციელების შესახებ, რა მიზნითაც მან იჯარის ხელშეკრულება დადო (მით უფრო, რომ ნაკლის შემთხვევაში მას კანონიც ( სსკ-ის 541.1 მუხლი) და ხელშეკრულებაც (4.2 მუხლის „ბ“, 7.3.2 და 7.3.3 პუნქტები) გასვლის უფლებას წარმოუშობდა). ეს კი ერთმნიშვნელოვნად აბათილების იჯარის საგნის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოყენების შეუძლებლობის შესახებ მოპასუხის მიერ მითითებული პრეტენზიას.
- საქმე №ას-740-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2022
საგულისხმოა, მაგალითად, სხვა ნორმებიც: ხელშეკრულების მოშლა დამქირავებლის ინიციატივით ( სსკ-ის 541-ე მუხლი), დაზღვევის შეწყვეტა ქონების გასხვისებისას ( სსკ-ის 835-ე მუხლი), რომელთა მიხედვითაც, ურთიერთობის შეწყვეტამდე გარკვეული წინაპირობები უნდა არსებობდეს და იქნეს დაცული.
- საქმე №ას-514-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2022
საგულისხმოა, მაგალითად, სხვა ნორმებიც: ხელშეკრულების მოშლა დამქირავებლის ინიციატივით ( სსკ-ის 541-ე მუხლი), დაზღვევის შეწყვეტა ქონების გასხვისებისას ( სსკ-ის 835-ე მუხლი), რომელთა მიხედვითაც, ურთიერთობის შეწყვეტამდე გარკვეული წინაპირობები უნდა არსებობდეს და იქნეს დაცული.
- საქმე №ას-1971-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2019
- საქმე №ას-885-852-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2017
- საქმე №ას-319-304-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.06.2017
- საქმე №ას-810-777-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.04.2017
- საქმე №ას-65-62-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2016
- საქმე №ას-901-851-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2016
- საქმე №ას-1328-1266-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2015
- საქმე №ას-302-284-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.12.2014
- საქმე №ას-1073-1006-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2013
- საქმე №ბს-299-296(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.10.2011
- საქმე №ას-344-663-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.09.2009
- საქმე №ბს-153-149(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.05.2008
- საქმე №ბს-193-182(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.10.2007
- საქმე №ბს-580-548(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.04.2007
- საქმე №ას-772-1045-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.12.2005
- საქმე №ბს-214-167-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2005
- საქმე №ას-668-1319-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2004
- საქმე №3კ/1315-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.03.2003
- საქმე №3გ-ად-351-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2003
- საქმე №330210119002804611 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.03.2020
- საქმე №060210018002147349 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 12.11.2018
- საქმე №190310019002831859 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 15.07.2019
- საქმე №330210018002640126 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.05.2019
- საქმე №330210118002650386 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.05.2019
- საქმე №330210016001436928 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება