თუ საცხოვრებელი ან ადამიანთა სამყოფლად გათვალისწინებული სხვა სადგომი ისეთ მდგომარეობაშია, რომ მისი გამოყენება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას, დამქირავებელს შეუძლია მოშალოს ქირავნობის ხელშეკრულება ვადის დაცვის გარეშე. ეს უფლება დამქირავებელს აქვს მაშინაც, თუ ხელშეკრულების დადებისას მან იცოდა საფრთხის თაობაზე, მაგრამ არ განუცხადებია პრეტენზი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 542. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა დამქირავებლის მიერ
სამოქალაქო კოდექსის 542-ე მუხლი · სკ 542
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-1317-2020
სასამართლომ იხელმძღვანელა მითითებული კოდექსის 539-ე, 540-ე, 542-ე, 544-ე მუხლებით და 556-ე მუხლით, რომლის თანახმად, იმისთვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი.
- საქმე №ას-571-542-2014
საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 539-ე, 540-ე, 542-ე, 547-ე მუხლების შესაბამისად, ო. დ-ა და ე. დ-ა (მიუხედავად იმ ფაქტისა ის დაეუფლა თუ არა მამის სამკვიდროს) არ წარმოადგენდნენ, ნ.
- საქმე №ას-491-465-2015
…შესაბამისი ნორმებით. ამასთან, მხარეები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გამოყენებაზე არ შეთანხმებულან. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 540-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე. ამავე კოდექსის 542-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეებად შეიძლება იყვნენ: კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს – მოქალაქენი, რომლებიც ცოცხალი იყვნენ სამკვიდროს დამტოვებლის სიკვდილის მომენტისათვის და აგრეთვე სამკვიდროს დამტოვებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადნენ.
- საქმე №ას-709-678-2014
ამავე კოდექსის 542-ე და 556-ე მუხლების შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილი იყო, რომ რ.კ–ის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაეუფლნენ გ.კ.
- საქმე №ას-76-70-2015
სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 539-ე მუხლით, ამავე კოდექსის 540-ე მუხლით, 542-ე, 544-ე, 556-ე მუხლებით. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მიერ სამართლებრივი ნორმების ამგვარად განმარტება, რომ რადგან 1964 წელს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ ითვალისწინებდა სამკვიდროს ნაწილობრივ მიღების ინსტიტუტს, ე.ი თუ პირმა მიიღო სამკვიდროს ნაწილი, შესაბამისად მან მიიღო მთელი სამკვიდრო.
- საქმე №ას-13-10-2015
- საქმე №ას-911-869-2013
- საქმე №ბს-835-797(კ-07)
- საქმე №ას-1234-1476-05
- საქმე №ბს-150-325-კ-03
- საქმე №3კ/1280-02
- საქმე №ას-1676-2018
- საქმე №330210016001494709
- საქმე №140210014660245
- საქმე №330210115001029945
- საქმე №330210017002215222
- საქმე №330210117001901501
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 536. ქირის შემცირება ნივთის ნაკლის გამო
- მუხლი 537. ნივთის ნაკლის გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება
- მუხლი 538. ნივთის ნაკლის გამო პრეტენზიის განუცხადებლობის შედეგები
- მუხლი 539. პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების შესახებ შეთანხმების ბათილობა
- მუხლი 540. ზემოქმედებათა თმენის ვალდებულება სადგომის ქირავნობისას
- მუხლი 541. ხელშეკრულებაზე უარის უფლება
- მუხლი 543. დამქირავებლის მოვალეობანი გაქირავებული ნივთის ნაკლის აღმოჩენისას
- მუხლი 545. გამქირავებლის ვალდებულება
- მუხლი 546. დამქირავებლის უფლება ქირავნობის ნივთისათვის მიმატებულ ნივთებზე
- მუხლი 547. პასუხისმგებლობა ნივთის ნორმალური ცვეთისათვის
- მუხლი 548. მიმდინარე რემონტის ხარჯები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 542, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-542/