სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.01.2010 ძალადაკარგული 31.12.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 10, 28/01/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (16)

შემდგომი ცვლილებები (15)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

  დადგენილება №22

2010 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით დამტკიცდეს სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) თანდართული წესი და პირობები.

    მუხლი 2.

დადგენილება ძალაშია 2010 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 11.05.2012წ.

სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესი და პირობები

    მუხლი 1. რეგულირების საგანი

ეს წესი განსაზღვრავს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან (შემდგომში – სააღმზრდელო დაწესებულებაში), ხანდაზმულთა პანსიონატში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა პანსიონატ ში, სათემო ორგანიზაციაში, დღის ცენტრ სა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში (შემდგომში – სპეციალიზებული დაწესებულება) პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესსა და პირობებს (შემდგომში – წესი).

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №1 6 8 – ვებგვერდი, 11. 0 5.201 2 წ.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობებია:

ა) სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ბ) სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო;

გ) რეგიონული საბჭო – სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სათათბირო ორგანო, რომლის უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება კანონმდებლობით;

დ) ვაუჩერი – სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურების ასანაზღაურებლად გამოყენებული მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს. ვაუჩერი განკუთვნილია მომსახურების დაფინანსებისათვის ერთი წლის განმავლობაში და შედგება ცალკეული თვისათვის განკუთვნილი 12 ტალონისაგან, რომლის ფორმა მტკიცდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ე) მომსახურების მიმწოდებელი – სპეციალიზებული დაწესებულებები (სააღმზრდელო დაწესებულება, ხანდაზმულთა პანსიონატი, შშმ პირთა პანსიონატი, სათემო ორგანიზაცია, დღის ცენტრი და დედათა და ბავშვთა თავშესაფარი);

ვ) ბენეფიციარი – სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურების მიმღები პირი;

ზ) ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენელი – არასრულწლოვანი ბენეფიციარის შემთხვევაში – მშობელი, მეურვე, მზრუნველი; ქმედუუნარო ბენეფიციარის შემთხვევაში – მეურვე; შეზღუდული ქმედუნარიანი ბენეფიციარის შემთხვევაში – მზრუნველი; ქმედუნარიანი ბენეფიციარის შემთხვევაში – მისი მხრიდან სათანადო უფლებამოსილებით (რწმუნებულება) აღჭურვილი პირი ;

თ) მომსახურების მიმწოდებელი სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №1 6 8 – ვებგვერდი, 11. 0 5.201 2 წ.

    მუხლი 3. სპეციალიზებულ დაწესებულებაში ბენეფიციარის დაფინანსების (თანადაფინანსების) წესი

1. პირის სააღმზრდელო დაწესებულებაში, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო.

2. მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალში (სპეციალიზებულ დაწესებულებაში) ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება) ხორციელდება რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების (ოქმი) საფუძველზე.

3. დღის ცენტრების, სათემო ორგანიზაციებისა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების (გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულისა) მომსახურების დაფინანსება ხორციელდება ვაუჩერის მეშვეობით, ამასთან:

ა) დღის ცენტრში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომსახურების მისაღებად ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერი გადაეცემა ბენეფიციარს ან მის კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვამდე მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას;

ბ) სათემო ორგანიზაციასა და მცირე საოჯახო ტიპის სახლში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების თანახმად მომსახურების მიმწოდებლისათვის ბენეფიციარისთვის განკუთვნილი ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გაცემას სააგენტო უზრუნველყოფს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვამდე.

4. ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას ბენეფიციარს შეიძლება შეეცვალოს მომსახურების მიმწოდებელი, მაგრამ მომსახურების მიმწოდებლის შეცვლამდე წარდგენილი ტალონი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

5. ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ყოველი მიმდინარე თვის 15 რიცხვამდე წარუდგენს ვაუჩერის იმავე თვის ტალონს, რის საფუძველზეც სააგენტო უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების დაფინანსებას მომსახურების მიღების მიმდინარე თვის ამოწურვამდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

6. ამ წესით განსაზღვრული ოდენობის თანადაფინანსების შემთხვევაში, ბენეფიციარი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 15 რიცხვამდე მომსახურების მიმწოდებლის შესაბამის ანგარიშზე გადაიხადოს თანადაფინანსების კუთვნილი წილი.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №1 6 8 – ვებგვერდი, 11. 0 5.201 2 წ.

    მუხლი 4. მომსახურების დაფინანსების (თანადაფინანსების) პირობები და სამიზნე ჯგუფები

 1. ქვემოთ ჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატში და სათემო ორგანიზაციაში გაწეული მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება) მოხდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ იმ რეგისტრირებული ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის:

ა.ა) არ აღემატება 57 000 ქულას – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (გარდა მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალისა – დღეში 15 ლარის ოდენობით);

ა.ბ) არის 57 001 ქულიდან 70 001 ქულამდე – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ დღეში 12 ლარის ოდენობით, ხოლო მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალის შემთხვევაში, გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 3 ლარს;

ა.გ) არის 70 001 ქულიდან 120 001 ქულამდე – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ დღეში 10 ლარის ოდენობით, ხოლო მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალის შემთხვევაში, გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 5 ლარს;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატიდან, სათემო ორგანიზაციიდან და სააღმზრდელო დაწესებულებიდან გადმოყვანილ ბენეფიციარებს, აგრეთვე ამ სპეციალიზებულ დაწესებულებებში მცხოვრებ ბენეფიციარებს გაწეული მომსახურებ ის დაფინანსება (თანადაფინანსება) გაუგრძელდეს იგივე პირობებითა და ოდენობით;

გ) ბენეფიციარ თა სრულ შეფასებამდე ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატში და სათემო ორგანიზაციებში მცხოვრებ ბენეფიციარებსა და მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალებში გადაუდებელი წესით მოთავსებულ ბენეფიციარებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (დღეში 15 ლარის ოდენობით, გარდა მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალებისა);

დ) ბენეფიციარები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ არც ერთ კატეგორიას, გაწეული მომსახურების საფასურს იხდიან საკუთარი სახსრებით სრულად, ხოლო მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალის შემთხვევაში – დღეში 15 ლარის ოდენობით.

2. სააღმზრდელო დაწესებულება სა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში გაწეული მომსახურება ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ სრულად.

3. ქვემოთ ჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შშმ პირთა (მ.შ. ბავშვთა) დღის ცენტრში გაწეული მომსახურება დაფინანსდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ იმ რეგისტრირებული ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის:

ა.ა) არ აღემატება 100 000 ქულას – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (შშმ პირთა დღის ცენტრში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიულ ი პირ ი ან მის ი ტერიტორიულ ი ორგანო (ფილიალი) – დღეში 10 ლარის ოდენობით);

ა.ბ) არის 100 001 ქულიდან 120 001 ქულამდე – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ 70 პროცენტით (დღეში 7 ლარის ოდენობით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი ტერიტორიული ორგანოს (ფილიალი) შემთხვევაში, გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 3 ლარს);

ბ) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების შშმ ბავშვებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (შშმ პირთა დღის ცენტრში, რომელიც არ არის სა ჯარო სამართლის იურიდიულ ი პირ ი ან მის ი ტერიტორიულ ი ორგანო (ფილიალი) – დღეში 10 ლარის ოდენობით);

გ) ბენეფიციარებს, რომლებიც შშმ პირთა დღის ცენტრის ტიპის მომსახურებით სარგებლობდნენ 2009 წლის ნოემბერში (გარდა იმ ოჯახების წევრებისა, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არ აღემატება 120 000 ქულას), გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ 60 პროცენტით (დღეში 6 ლარის ოდენობით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი ტერიტორიული ორგანოს (ფილიალი) შემთხვევაში, გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან მომსახურების საფასურს დღეში 4 ლარის ოდენობით);

დ) სხვა ბენეფიციარები გაწეული მომსახურების საფასურს იხდიან საკუთარი სახსრებით სრულად, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი ტერიტორიული ორგანოს (ფილიალი) შემთხვევაში – დღეში 10 ლარის ოდენობით.

4. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ბავშვთა დღის ცენტრში, აგრეთვე სააღმზრდელო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს დღის ცენტრის მომსახურებას, გაწეული მომსახურება ქვემოთ ჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისათვის დაფინანსდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ იმ რეგისტრირებული ოჯახების წევრ ბავშვებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის:

ა.ა) არ აღემატება 70 000 ქულას – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (ბავშვთა დღის ცენტრში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირ ი ან მის ი ტერიტორიულ ი ორგანო (ფილიალი) – დღეში 5 ლარის ოდენობით);

ა.ბ) არის 70 001 ქულიდან 100 001 ქულამდე – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ 80 პროცენტით (დღეში 4 ლარის ოდენობით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი ტერიტორიული ორგანოს (ფილიალი) შემთხვევაში, გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 1 ლარს);

ბ) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (ბავშვთა დღის ცენტრში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიულ ი პირ ი ან მის ი ტერიტორიულ ი ორგანო (ფილიალი) – დღეში 5 ლარის ოდენობით);

გ) სხვა ბენეფიციარები გაწეული მომსახურების საფასურს იხდიან საკუთარი სახსრებით სრულად, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი ტერიტორიული ორგანოს (ფილიალი) შემთხვევაში – დღეში 5 ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №1 6 8 – ვებგვერდი, 11. 0 5.201 2 წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, №22, 27.01.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4780-1/