სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.01.2010 ძალადაკარგული 31.12.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 10, 28/01/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (16)

შემდგომი ცვლილებები (14)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

  დადგენილება №22

2010 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით დამტკიცდეს სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) თანდართული წესი და პირობები.

    მუხლი 2.

დადგენილება ძალაშია 2010 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №16 8 – ვებგვერდი, 11. 0 5.201 2 წ.

2. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის დადგენილება №68 – ვებგვერდი, 01.04.2013წ.

სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესი და პირობები

    მუხლი 1. რეგულირების საგანი

ეს წესი განსაზღვრავს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან (შემდგომში – სააღმზრდელო დაწესებულებაში) , ხანდაზმულთა პანსიონატში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა პანსიონატ ში, სათემო ორგანიზაციაში, დღის ცენტრ სა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში (შემდგომში – სპეციალიზებული დაწესებულება) პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესსა და პირობებს (შემდგომში – წესი).

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №1 6 8 – ვებგვერდი, 11. 0 5.201 2 წ.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობებია:

ა) სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ბ) სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო;

გ) რეგიონული საბჭო – სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სათათბირო ორგანო, რომლის უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება კანონმდებლობით;

დ) მატერიალიზებული ვაუჩერი  –    სპეციალიზებული დაწესებულების მომსა ხუ რების ასანაზღაურებლად გამოყენებული მიმოქცევადი ფი ნან სური ინსტრუმენტი , რომელიც არ წარმოადგენს მკაცრი აღ რიცხ ვის დოკუმენტს . ვაუჩერი განკუთვნილია მომსახურების დაფინანსებისათვის ერთი წლის განმავლობაში და შედგება ცალკეული თვისათვის განკუთვნილი 12 ტალონისაგან , რომ ლის ფორმა მტკიცდება საქართველოს შრომის , ჯანმრთე ლო ბისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალურ ად მი ნისტრაციულ - სამართლებრივი აქტით ;

დ ​1 ) არამატერიალიზებული ვაუჩერი – სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურების ასანაზღაურებლად გამოყენებული ფინანსური ინსტრუმენტი , რომელიც განკუთვნილია მომსახურების დაფინანსებისათვის არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში ;

ე) მომსახურების მიმწოდებელი – სპეციალიზებული დაწესებულებები (სააღმზრდელო დაწესებულება, ხანდაზმულთა პანსიონატი, შშმ პირთა პანსიონატი , სათემო ორგანიზაცია, დღის ცენტრი და დედათა და ბავშვთა თავშესაფარი );

ვ) ბენეფიციარი – სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურების მიმღები პირი;

ზ) ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენელი – არასრულწლოვანი ბენეფიციარის შემთხვევაში – მშობელი, მეურვე, მზრუნველი; ქმედუუნარო ბენეფიციარის შემთხვევაში – მეურვე; შეზღუდული ქმედუნარიანი ბენეფიციარის შემთხვევაში – მზრუნველი; ქმედუნარიანი ბენეფიციარის შემთხვევაში – მისი მხრიდან სათანადო უფლებამოსილებით (რწმუნებულება) აღჭურვილი პირი ;

თ ) მომსახურების მიმწოდებელი ფონდი (შემდგომში – ფონდი ) - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის ) მსხვერპლთა , დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი .

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №1 6 8 – ვებგვერდი, 11. 0 5.201 2 წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის დადგენილება № 68 – ვებგვერდი, 01 .0 4 .2013წ.

    მუხლი 3. სპეციალიზებულ დაწესებულებაში ბენეფიციარის დაფინანსების (თანადაფინანსების) წესი

1. პირის სააღმზრდელო დაწესებულებაში , აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო .        

2. ფონდის ფილიალში (სპეციალიზებულ დაწესებულებაში ) ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება ) ხორციელდება რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების (ოქმი ) საფუძველზე .

3. დღის ცენტრების (გარდა ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებულისა ) მომსახურების დაფინანსება ხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით , ამასთან დღის ცენტრში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად , მომსახურების მისაღებად ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერი გადაეცემა ბენეფიციარს ან მის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს , რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას .

4. სათემო ორგანიზაციების , მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და დედათა და ბავშვთა თავშესაფრების მომსახურების   დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით .

5. ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას ბენეფიციარს შე ი ძლება შეეცვალოს მომსახურების მიმწოდებელი , მაგრამ მატერიალიზებული ვაუჩერის შემთხვევაში მომ სახურების მიმწოდებლის შეცვლამდე წარდგენილი ტალონი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება .

6. მატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად მომსახუ რე ბის მიმწოდებელი , სააგენტოს , ყოველი მიმდინარე თვის 15 რიცხვის ჩათვლით წარუდგენს ვაუჩერის იმავე თვის ტალონს , რის სა ფუ ძ ველზეც სააგენტო უზრუნველყოფს გაწეული მომსა ხუ რე ბის დაფინანსებას მომსახურების მიღების თვის ამო წურვამდე . ამასთან , მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვა დის დარღვევით წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფი ნან სებას არ ექვემდებარება . ვაუჩერის ერთ ტალონზე ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა (შაბათ - კვირისა და უქმე დღეების გამოკლებით ) რაოდენობაზე . ამასთან :

ა ) მიმდინარე თვეში ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ანაზღაურებისათვის ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა მცირდება წინა თვეში ბენეფიციარის (ბენეფიციარების ) მიერ ნებისმიერი მიზეზით   გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით ვაუჩერის დღიური ანაზღაურების ოდენობის ნახევარზე , თუ გაცდენილ დღეთა რაოდენობა ხუთი ან ხუთზე ნაკლებია ხოლო , თუ წინა თვეში გაცდენილ დღეთა რაოდენობა ხუთზე მეტია , მიმდინარე თვეში ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ანაზღაურებისათვის ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა მცირდება წინა თვეში გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით   ვაუჩერის დღიური ანაზღაურების ოდენობაზე ;

ბ ) მიმწოდებელი ვალდებულია არა უგვიანეს მომსახურების გაწევის თვის 15 რიცხვის ჩათვლით სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი , დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი , რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების წინა თვეში შესაბამისი დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობის მონაცემები , რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით (ქმედუუნარო ბენეფიციარის შემთხვევაში – მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით ). დოკუმენტის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო ;

გ )  მიმწოდებლის   მიერ გამოცხადებული არდადეგების დღეები არ ანაზღაურდება .

7. არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას   სააგენტო უზრუნველყოფს მცირე საოჯახო ტიპის სახლში , სათემო ორგანიზაციაში ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით და ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის   ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე , ხოლო დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებას არა უგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ბოლომდე მომსახურების მიღების თვეში ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე . ამასთან , მომსახურების თვეში ფუნქციონირებად მცირე საოჯახო ტიპის სახლში   შეუვსებელი , ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 8 ლარით .

8. ამ წესით განსაზღვრული ოდენობის თანადა ფინან სების შემთხვევაში , ბენეფიციარი ან მისი კანონიერი წარ მო მა დ გენელი/მინდობით აღმზრდელი ვალდებულია მომსახურების მიღების თვის 15 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლის შესაბამის ან გარიშზე გადაიხადოს თანადაფინანსების კუთვნილი წილი .

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 11. 0 5.201 2 წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28  მარტის დადგენილება № 68 – ვებგვერდი, 01 .0 4 .2013წ.

    მუხლი 4. მომსახურების დაფინანსების (თანადაფინანსების) პირობები და სამიზნე ჯგუფები

 1. ქვემოთ ჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ხანდაზმულთა პანსიონატში , შშმ პირთა პანსიონატში და სათემო ორგანიზაციაში გაწეული მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება ) მოხდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით :

ა ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებს , რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის:

ა .ა ) არ აღემატება 57 000 ქულას – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (ხანდაზმულთა პანსიონატში , შშმ პირთა პანსიონატში და სათემო ორგანიზაციაში , რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი ) – დღეში 16 ლარის ოდენობით );

ა .ბ ) არის 57 001 ქულიდან 70 001 ქულამდე – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ დღეში 13 ლარის ოდენობით (ხანდაზმულთა პანსიონატში , შშმ პირთა პანსიონატში და სათემო ორგანიზაციაში , რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი ), ხოლო   გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 3 ლარს ;

ა . გ ) არის 70 001 ქულიდან 120 001 ქულამდე – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ დღეში 11 ლარის ოდენობით (ხანდაზმულთა პანსიონატში , შშმ პირთა პანსიონატში და სათემო ორგანიზაციაში , რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი ), ხოლო გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 5 ლარს ;

ბ ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატიდან , სათემო ორგანიზაციიდან და სააღმზრდელო დაწესებულებიდან გადმოყვანილ ბენეფიციარებს , აგრეთვე ამ სპეციალიზებულ დაწესებულებებში მცხოვრებ ბენეფიციარებს გაწეული მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება ) გაუგრძელდეს იგივე პირობებითა და ოდენობით ;

გ ) ბენეფიციართა სრულ შეფასებამდე ხანდაზმულთა პანსიონატში , შშმ პირთა პანსიონატში და სათემო ორგანიზაციებში მცხოვრებ ბენეფიციარებსა და ფონდის ფილიალებში გადაუდებელი წესით მოთავსებულ ბენეფიციარებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (ხანდაზმულთა პანსიონატში , შშმ პირთა პანსიონატში და სათემო ორგანიზაციაში , რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი ) – დღეში 16 ლარის ოდენობით );

დ ) ბენეფიციარები , რომლებიც არ განეკუთვნებიან ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა “–„გ “ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ არც ერთ კატეგორიას , გაწეული მომსახურების საფასურს იხდიან საკუთარი სახსრებით სრულად – დღეში 16 ლარის ოდენობით .

2. სააღმზრდელო დაწესებულებასა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში გაწეული მომსახურება ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ სრულად .

3. ქვემოთ ჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შშმ პირთა (მ .შ . ბავშვთა ) დღის ცენტრში გაწეული მომსახურება დაფინანსდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით :

ა ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებს , რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არ აღემატება 100 000 ქულას – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (შშმ პირთა დღის ცენტრში , რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი ) – დღეში 11 ლარის ოდენობით );

ბ ) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების შშმ ბავშვებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად   (შშმ პირთა დღის ცენტრში , რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი ) – დღეში 11 ლარის ოდენობით );

გ ) შშმ პირებს (მ . შ . ბავშვებს ), გარდა ამ მუხლის მე -3 პუნქტის ,,ა“და ,,ბ“ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა   გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ 75 პროცენტით (შშმ პირთა დღის ცენტრში , რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი ) დღეში 8,25 ლარის ოდენობით , ხოლო გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 2,75 ლარს ).

4. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ბავშვთა დღის ცენტრში , აგრეთვე სააღმზრდელო დაწესებულებაში , რომელიც ახორციელებს დღის ცენტრის მომსახურებას , გაწეული მომსახურება ქვემოთ ჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისათვის დაფინანსდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით :

ა ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრ ბავშვებს , რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის :

ა .ა ) არ აღემატება 70 000 ქულას – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (ბავშვთა დღის ცენტრში , რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი ) – დღეში 6 ლარის ოდენობით );

ა . ბ ) არის 70 001 ქულიდან 100 001 ქულამდე – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ დღეში 5 ლარის ოდენობით (ბავშვთა დღის ცენტრში , რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი ), გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 1 ლარს ;

ბ ) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (ბავშვთა დღის ცენტრში , რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი ) – დღეში 6 ლარის ოდენობით );

გ ) სხვა ბენეფიციარები გაწეული მომსახურების საფასურს იხდიან საკუთარი სახსრებით სრულად , ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი ტერიტორიული ორგანოს (ფილიალი ) შემთხვევაში – დღეში 6 ლარის ოდენობით .

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №168  – ვებგვერდი, 11. 0 5.201 2 წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28  მარტის დადგენილება №68  – ვებგვერდი, 01 .0 4 .2013წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, №22, 27.01.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4780-2/