ბრძანება N 12551

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.06.2023
№ დოკუმენტი 12551
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12551

06 ივნისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)

(მის.: ----------, ----------)

2023 წლის 13 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 მაისის სხდომაზე (ოქმი №58) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) №78037/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ნოემბრის №081-230 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გამრიცხველიანების მომსახურების უსასყიდლო მიწოდებად განხილვას. აღნიშნავს, რომ 2018 წლიდან ფორმდებოდა მხარეებს შორის შიდა უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, აღნიშნული ხელშეკრულებებით გაწერილი იყო გამყიდველის ვალდებულებები, რომელთაგანაც ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენდა ბუნებრივი აირის ძირითადი დგარების სადარბაზომდე მიყვანა (მრიცხველების გარეშე). აცხადებს, რომ თავდაპირველ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანამდე მოახდინეს გამრიცხველიანება, რომელსაც ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა. მიზეზი იყო ის, რომ 2020 წელს პანდემიის პერიოდში ბინის მყიდველები ერიდებოდნენ საჯარო სივრცეში შეკრებას. მიუთითებს, რომ 2020 წლის შემდგომ მხარეთა ზეპირსიტყვიერი შეთანხმების შემდგომ საწარმოს მიერ დამატებით შედგენილია შეთანხმება ბუნებრივი აირის ძირითადი დგარების ბინამდე მიყვანისა და მრიცხველების მონტაჟის ვალდებულების შესახებ.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ არაგონივრული ნაშთის ოდენობას. აცხადებს, რომ თანხა 200 000 ლარი რეალურად შენახული ჰქონდათ ერთ-ერთ ფართში და გამიზნული იყო საიჯარო მომსახურებისთვის, რომლის საფასურის გადახდა ხელშეკრულების მიხედვით უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან 5 სამუშაო დღეში.

3. გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხის უპროცენტო სესხად განხილვას. აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა გადახდილი იყო ფიზიკური პირისთვის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ფართის შესაძენად, რომლის ადგილას უნდა აშენებულიყო მრავალსართულიანი სახლი, მაგრამ ვინაიდან მეზობლებს შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავა და მხარეები ვერ მორიგდნენ, აღნიშნული ხელშეკრულება გაუქმდა და თანხაც უკან დაუბრუნდა საწარმოს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 ივლისის №18479 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 24 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 29 ნოემბრის №29813 ბრძანება და ამავე თარიღის №081-230 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 157 180 ლარი, მათ შორის, გადასახადი 65 076 ლარი, ჯარიმა 65 076 ლარი, საურავი 27 028 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. 2020 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში გადამხდელს შპს „----------“ (ს/ნ ----------) შეძენილი აქვს გაზიფიკაციის (გამრიცხველიანების) მომსახურება (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა ----------, თანხა - 48 000 ლარი). უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების შესწავლით დგინდება, რომ შეძენილი ფართი მყიდველ მხარეს გადაეცემოდა შემდეგ მდგომარეობაში: სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დასრულებული, შენობის ფასადი დასრულებული, სადარბაზო მოპირკეთებული და დასრულებული, ექსტერიერზე მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასმული, წყლის და კანალიზაციის ძირითადი ვერტიკალური დგარები ბინაში მიყვანილი, ცენტრალური შესასვლელი კარი დამონტაჟებული, ელ.გაყვანილობის ცენტრალური კომუნიკაციები ბინამდე მიყვანილი, ბუნებრივი აირის ძირითადი დგარები სადარბაზომდე მიყვანილი (მრიცხველების გარეშე). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული ოპერაცია (გაზის მრიცხველის ნაწილში) კვალიფიცირდება როგორც უძრავი ქონების მყიდველებისთვის უსასყიდლოდ მომსახურების გაწევა. მიღებული მომსახურების საკომპენსაციო თანხა 48 000 ლარის ოდენობით, 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე და ამავე კოდექსის 983 მუხლების შესაბამისად, დაექვემდებარა დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. საწარმოს სააღრიცხვო მონაცემების შესწავლით დგინდება, რომ სალაროში ზოგიერთ თვეში ფიქსირდება არაგონივრული ნაშთები, რომლებიც პერიოდულად იზრდება და მცირდება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 10 ივნისის N14549 ბრძანების საფუძველზე, საწარმოში 2022 წლის 14 ივნისს განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმში აღნიშნულია, რომ საწარმოს არ გააჩნია სალარო, შესაბამისად, ნაღდი ფულის რაოდენობა შეადგენს 0 ლარს. საგადასახადო ორგანოსთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში დირექტორი აღნიშნავს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია ნაღდი ფულის რაოდენობის შესახებ, შესაბამის ინფორმაციას ფლობდნენ ბუღალტერი და საწარმოს პარტნიორები, რომლებიც არ იმყოფებოდნენ ----------. დირექტორი განმარტავს, რომ დღის განმავლობაში დაუკავშირდა ბუღალტერს და პარტნიორებს, დაადგინა ნაღდი ფულის რაოდენობა და განთავსების ადგილი, კერძოდ, ნაღდი ფულის ოდენობა შეადგენს 200 000 ლარს, რომელიც განთავსებულია მისამართზე ----------, ----------. ამასთან, დირექტორი აღნიშნავს, რომ ერთი თვის წინ მოჰყვა ავტოკატასტროფაში, რის გამოც არ ჰქონდა მონაცემები ნაღდი ფულის ოდენობის შესახებ. შემოწმებით ვერ დგინდება საოფისე ფართის არსებობა, სადაც შესაძლებელი გახდებოდა ნაღდი ფულის შენახვა. დირექტორისგან მოთხოვნილ იქნა წერილობითი განმარტების სახით წარმოედგინა შესამოწმებელ პერიოდში რომელ მისამართზე და ვის საკუთრებაში არსებულ ფართში ინახებოდა საწარმოს კუთვნილი ნაღდი ფული, ვისი საკუთრებაა ----------ში არსებული ფართი და მიეთითებინა საკადასტრო კოდი. დირექტორის განმარტებით, საწარმოს ნაღდი ფული შესამოწმებელ პერიოდში ინახებოდა კომპანიას საკუთრებაში არსებულ ერთ-ერთ ფართში მდებარე ----------, ----------, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდგომ, როცა კვლავ დაბრუნდა თანხა სალაროში შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საკუთრებაში არსებულ ფართში მდებარე ----------, ----------, ს/კ ----------.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არაგონივრული ნაშთები შესაბამის პერიოდებში ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. არაგონივრული ნაშთის შემცირების შემთხვევაში დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ" ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-8 ნაწილის, 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის და 154-ე მუხლის საფუძველზე, საწარმოს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. საწარმოს მიერ 2021 წლის 25 იანვარს ---------- (პ/ნ ----------) და ----------(პ/ნ ----------) გაფორმებული უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2021 წლის 28 იანვარს ---------- სალაროდან განხორციელდა 58 000 აშშ დოლარის ექვივალენტი 191 220 ლარის გაცემა. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, გამყიდველების თანასაკუთრებაში არსებულ --------- საკადასტრო კოდზე აღრიცხულ პირველ სართულზე განთავსებული 85,47 კვ.მ ფართის გადამხდელისთვის საკუთრებაში გადაცემა. ხელშეკრულებით გამყიდველს განესაზღვრა ერთ წლიანი ვადა სასამართლო დავის დროულად გადასაწყვეტად. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 4 ოქტომბერს ---------- მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ----------, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ----------ის მიმართ კრების ოქმის ბათილად ცნობისა და რეესტრში შესაბამისი ცვლილებების თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ ყოფილი წარდგენილი.

საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების საგანი მდებარეობს 1 053 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ორსართულიან შენობა-ნაგებობაში, რომელსაც ასევე გააჩნია სხვენი. აღნიშნულ შენობანაგებობაში განთავსებული სხვა ფართების მესაკუთრეებად დამატებით ფიქსირდება რვა ფიზიკური პირი და თანამესაკუთრედ ასევე აღრიცხულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ----------. ხელშეკრულების დადების მოტივს წარმოადგენდა გამყიდველების საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. იმ შემთხვევაში თუ ვერ განხორციელდებოდა დადგენილ ვადებში სასამართლო გადაწყვეტილების მიღება, მყიდველს უნდა დაბრუნებოდა გადახდილი თანხა, ხოლო ხელშეკრულება უქმდებოდა.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გამყიდველმა მხარემ ვერ შეასრულა, შესაბამისად, ხელშეკრულება შეწყდა და 2022 წლის 28 მარტს 58 000 აშშ დოლარის ექვივალენტი 186 957.20 ლარი საწარმოს უკან დაუბრუნდა. აღნიშნული თანხა მიღებულია ნაღდი ანგარიშსწორებით.

შემოწმების მიერ საწარმოს დირექტორისგან მოთხოვნილ იქნა წარმოედგინა დეტალური ინფორმაცია ---------- და ---------- გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ. ამასთან, ეთხოვა წარმოედგინა სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ----------, ----------ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დაწყების განზრახვაზე. დირექტორმა წარმოადგინა მხოლოდ წერილობითი განმარტება: ----------. ----------ში დაგეგმილი იყო მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა, ამხანაგობის კრების ოქმი ვერ შედგა იმ მიზეზის გამო, რომ გარდაცვლილი იყო თავჯდომარე, ხოლო თავჯდომარის არჩევა დღემდე ვერ განხორციელდა, ვინაიდან მოსახლეობამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება თუ ვინ შეძლებდა მოცემული საქმის წარმოებას. ამავდროულად სასამართლოში მიმდინარე საქმის გამო ყველა გაურბოდა პასუხისმგებლობის აღებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ---------- გადახდილი თანხა ჩაითვალა ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 და 983 მუხლების საფუძველზე გაცემული სესხი და უსასყიდლო მომსახურების საბაზრო ფასი დაიბეგრა მოგების გადასახადით. თანხის დაბრუნების საანგარიშო პერიოდში დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახამდ, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს 2020 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში შპს „----------“ შეძენილი აქვს გამრიცხველიანების მომსახურება, რომლის მიწოდებაც საწარმოს მიერ ფართის შემძენ პირებთან გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით არ არის გათვალისწინებული. შეძენილი ფართი, მყიდველეს გადაეცემოდა ბუნებრივი აირის ძირითადი დგარების სადარბაზომდე მიყვანილ (მრიცხველების გარეშე) მდგომარეობაში. შემოწმების მიერ აღნიშნული მიწოდება დაკვალიფიცირდა უძრავი ქონების მყიდველებისთვის უსასყიდლო მომსახურების გაწევად და დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ რაც გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლისთვის ცნობილი გახდა სავარაუდო დარღვევის შესახებ, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა ელექტრონული სახით 2022 წლის 26 სექტემბერს წარმოადგინა 58 ერთეული უძრავი ქონების მესაკუთრეებთან გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შესახებ შეთანხმებები, რომელთა მიხედვით ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამის პუნქტში შევიდა ცვლილება და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით - ,,ბუნებრივი აირის ძირითადი დგარები ბინამდე მიყვანილი, ასევე მრიცხველები დამონტაჟებული“. გადასახადის გადამხდელთან ვიზიტის დროს გადასახადის გადამხდელს აღნიშნული შეთანხმებები შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია და არც ინფორმაცია მიუწოდებია აუდიტორებისთვის.

2020 წლის 11 დეკემბრამდე გაფორმებულია 25 ერთეულ უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება და 1 ერთეულზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო 11.12.2020 წლიდან 34 ერთეულ უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება. ბოლო ხელშეკრულება გაფორმებულია 16.08.2022 წელს. ხელშეკრულებაში ცვლილების პირველი შეთანხმება დათარიღებულია 10.01.2020 წლით. შეთანხმებებში დაფიქსირებული თარიღების მიხედვით 2020 წლის 11 დეკემბრამდე (შპს „----------“ გაზიფიკაციის სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის შედგენამდე) გაფორმებულია 16 ერთეულ უძრავ ქონებაზე შეთანხმება. შემმოწმებელი მიუთითებს, რომ თუ მრიცხველების მონტაჟის მომსახურება არ ატარებდა უსასყიდლო ხასიათს და აღნიშნულის შესახებ 2020 წლის 10 იანვრისთვის ცნობილი იყო გადასახადის გადამხდელისთვის, ლოგიკურად 2020 წლის 11 დეკემბრის შემდგომ გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში შესაბამისი ჩანაწერი უნდა ასახულიყო და არ უნდა გაფორმებულიყო შეთანხმება. საგულისხმოა, რომ შეთანხმებებში ასახულ თარიღებში, ხელშეკრულების მხარე ექვსი პირი ფიზიკურად არ იმყოფებოდა საქართველოში.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც განსხავდებოდა შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციისგან და შესაბამისად, შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;

გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ" ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვარის N34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს, გარკვეულ თვეებში, სალაროში უფიქსირდება არაგონივრული ნაშთი, რომელიც პერიოდულად იზრდება და მცირდება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 10 ივნისის N14549 ბრძანების საფუძველზე, საწარმოში 2022 წლის 14 ივნისს განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგად ნაღდი ფულის რაოდენობამ შეადგინა 0 ლარი. შემოწმებით გაანგარიშებული არაგონივრული ნაშთები, შესაბამის პერიოდებში ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. არაგონივრული ნაშთის შემცირების შემთხვევაში დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების და ნაღდი ფულის შენახვის ადგილების შესახებ მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა წარმოადგინა შპს „----------“- სთან გაფორმებული 2022 წლის 28 მარტით დათარიღებული უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, საწარმოს საიჯარო თანხის (200 ლარი) გადახდა ევალებოდა იჯარის დასრულებიდან 5 სამუშაო დღეში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შემდგომ. ამასთან, გადასახადის გადამხდელთან ვიზიტის დროს გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს აღნიშნული ხელშეკრულება არ წარმოუდგენია და არც მისი არსებობა იყო აუდიტორებისთვის ცნობილი. ასევე, აღნიშნული ხელშეკრულება არ იქნა წარმოდგენილი 2022 წლის 27 ივლისს სხვა იჯარის ხელშეკრულებებთან ერთად. საგულისხმოა, რომ საწარმოსთვის მეიჯარეს (შპს „----------“) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ გამოუწერია, რომლის გამოწერის ვალდებულებაც ხელშეკრულებით ჰქონდა განსაზღვრული. ამასთან, საწარმოს ბუღალტრულ აღრიცხვაში აღნიშნული საიჯარო ვალდებულება არ აქვს აღრიცხული და გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი ვერ ასახელებს მის საკუთრებაში არსებულ კონკრეტულად რომელ ფართში ინახებოდა ნაღდი ფული. სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის განხორციელების მომდევნო დღეს, 2022 წლის 15 ივნისს, 200 000 ლარი დივიდენდის სახით სალაროდან გაცემულად არის ნაჩვენები საწარმოს ერთ-ერთ დამფუძნებელ საწარმოზე (შპს ,,----------“), რომელმაც თავის მხრივ დივიდენდი გაანაწილა დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს მიერ 2021 წლის 25 იანვარს ორ ფიზიკურ პირთან გაფორმებული უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ერთ-ერთ ფიზიკურ პირზე სალაროდან განხორციელდა 58 000 აშშ დოლარის ექვივალენტი 191 220 ლარის გაცემა. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, გამყიდველების თანასაკუთრებაში არსებული ფართის გადამხდელისთვის საკუთრებაში გადაცემა. ხელშეკრულებით გამყიდველს განესაზღვრა ერთ წლიანი ვადა სასამართლო დავის დროულად გადასაწყვეტად. იმ შემთხვევაში თუ ვერ განხორციელდებოდა დადგენილ ვადებში სასამართლო გადაწყვეტილების მიღება, მყიდველს უნდა დაბრუნებოდა გადახდილი თანხა, ხოლო ხელშეკრულება უქმდებოდა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გამყიდველმა მხარემ ვერ შეასრულა, შესაბამისად, ხელშეკრულება შეწყდა, ხოლო 2022 წლის 28 მარტს 58 000 აშშ დოლარის ექვივალენტი 186 957.20 ლარი საწარმოს უკან დაუბრუნდა. შემოწმებით გადახდილი თანხა ჩაითვალა ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ----------, ჰ----------ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დაწყების განზრახვის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი მეორე და მესამე სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გამრიცხველიანების მომსახურების უსასყიდლო

მიწოდებად განხილვას;

2. არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ არაგონივრული ნაშთის ოდენობას;

3. არ ეთანხმება ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხის უპროცენტო სესხად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს გაზიფიკაციის გამრიცხველიანების მომსახურება, რომლის მიწოდებაც საწარმოს მიერ ფართის შემძენ პირებთან გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით არ არის გათვალისწინებული. შემოწმების მიერ აღნიშნული მიწოდება დაკვალიფიცირდა უძრავი ქონების მყიდველებისთვის უსასყიდლო მომსახურების გაწევად და დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით. საწარმოს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. საწარმოს სააღრიცხვო მონაცემების შესწავლით დგინდება, რომ სალაროში ზოგიერთ თვეში ფიქსირდება არაგონივრული ნაშთები, რომლებიც პერიოდულად იზრდება და მცირდება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლითაც დადგინდა რომ საწარმოს არ გააჩნია სალარო, შესაბამისად, ნაღდი ფულის რაოდენობა შეადგენს 0 ლარს. შემოწმების მიერ არაგონივრული ნაშთები შესაბამის პერიოდებში ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით, არაგონივრული ნაშთის შემცირების შემდეგ დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას.

3. საწარმოს მიერ ფიზიკურ პირებთან გაფორმებული უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სალაროდან განხორციელდა თანხის გაცემა. ხელშეკრულებით გამყიდველს განესაზღვრა ერთ წლიანი ვადა სასამართლო დავის დროულად გადასაწყვეტად. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გამყიდველმა მხარემ ვერ შეასრულა, შესაბამისად, ხელშეკრულება შეწყდა და გადახდილი თანხა საწარმოს უკან დაუბრუნდა. შემოწმების მიერ გადახდილი თანხა ჩაითვალა ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. გაცემული სესხი და უსასყიდლო მომსახურების საბაზრო ფასი დაიბეგრა მოგების გადასახადით. თანხის დაბრუნების საანგარიშო პერიოდში დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4); 73(4;9); 97; 982(3“ზ“,8); 983(1); 101(1;2“ბ“); 154; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 161;