გადაწყვეტილება №22393/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 03.07.2024
№ დოკუმენტი 22393/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22393/2/2024

03 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 27.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22393/2/2024).

 

დავის საგანი:

არბიტრის რეფერალური საფასურიდან მიღებული საკომისიოს ერთობლივ შემოსავალში ჩართვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.09.2023 წლის №005-141 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.02.2024 წლის №2305 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 3 039 854,65 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 1 779 100

ჯარიმა - 784 700

საურავი - 476 054,65

 

გადასახდელად დარიცხული გადასახად(ებ)ი, რომელთა გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისთვის არ დამდგარა: 209 700 ლარი.

საშემოსავლო გადასახადი - 104 850 (15.09.2023)

საშემოსავლო გადასახადი - 104 850 (15.12.2023)

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 8.09.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 2021-2022 წლებში ------- (პ/ნ -------) მიღებული 7 847 000 ლარის დასაბეგრ შემოსავალზე სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორე.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად იკვეთება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2021 წლის 1 მაისს ერთის მხრივ, „-------“ (რეგისტრირებული ოფისებით -------) საქართველოში რეგისტრირებული „საბჭო“-ს, წარმოდგენილი მისი თავმჯდომარის ------- (------- მოქალაქე) და მეორე მხრივ, ------- (------- მოქალაქე) („არბიტრი“) შორის გაფორმდა რეფერალური მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, საბჭომ არბიტრს მიანიჭა უფლებამოსილება შეისყიდოს, მოიძიოს და უშუალო კონტაქტი დაამყაროს პოტენციურ კლიენტებთან, რომლებსაც აქვთ სამედიცინო საქონლის გაყიდვის სურვილი, ხოლო არბიტრმა უნდა წარუდგინოს კლიენტ(ებ)ი საბჭოს, რომელიც აკმაყოფილებენ საბჭოს მოთხოვნებს თანამშრომლობის თვალსაზრისით.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად იკვეთება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2021 წლის 5 მაისს გაფორმდა 2021 წლის 1 მაისის რეფერალური სერვისების ხელშეკრულების დანართი „დამატება №1“, რომლის მიხედვით, არბიტრმა შეარჩია ------- კანონმდებლობით დაფუძნებული კომპანია შპს „-------.“ და წარუდგინა საბჭოს. აღნიშნულით მხარეები თანხმდებიან, რომ არბიტრის რეფერალური საფასური შეადგენს 4 000 000 ------- და რეფერალური საფასურის გადახდა მოხდება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების მიხედვით.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით, არბიტრის რეფერალური საფასურიდან 2 000 000 ------- წარმოადგენს ------- საკომისიოს. აღნიშნულთან დაკავშირებით ------- სს „თიბისი ბანკის“ და სს „საქართველო ბანკის“ საბანკო ანგარიშების ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ 2021-2022 წლებში საბანკო გადარიცხვის გზით ------- ------- (არბიტრი) მიღებული აქვს შემოსავალი 7 847 000 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80, მე-100, 102-ე და 105-ე მუხლებისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით, 2021-2022 წლებში ფ/პ ------- ერთობლივი შემოსავალია 7 847 000 ლარი, ხოლო ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი შეადგენს ნულს. შესაბამისად ------- დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 13.09.2023 წლის №005-141 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.02.2024 წლის №2305 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 79-ე, მე-80, მე-100, 102-ე, 105-ე, 104-ე და 43-ე მუხლებზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით ------- ------- (არბიტრი) მიღებული აქვს შემოსავალი 7 847 000 ლარი, რაც დგინდება ------- სს „თიბისი ბანკის“ და სს „საქართველო ბანკის“ საბანკო ანგარიშების ამონაწერის მიხედვით. თავის მხრივ ------- (არბიტრი, (------- მოქალაქე) და „-------“ (რეგისტრირებული ოფისებით -------) საქართველოში რეგისტრირებული „საბჭო“-ს), შორის გაფორმებულია რეფერალური მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, საბჭომ არბიტრს მიანიჭა უფლებამოსილება შეისყიდოს, მოიძიოს და უშუალო კონტაქტი დაამყაროს პოტენციურ კლიენტებთან, რომლებსაც აქვთ სამედიცინო საქონლის გაყიდვის სურვილი, ხოლო არბიტრმა უნდა წარუდგინოს კლიენტ(ებ)ი საბჭოს, რომელიც აკმაყოფილებენ საბჭოს მოთხოვნებს თანამშრომლობის თვალსაზრისით. არბიტრმა შეარჩია ------- კანონმდებლობით დაფუძნებული კომპანია შპს „-------.“ და წარუდგინა საბჭოს. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით, არბიტრის რეფერალური საფასურიდან 2 000 000 ------- წარმოადგენს ------- საკომისიოს. 2021-2022 წლებში ფ/პ ------- ერთობლივი შემოსავალია 7 847 000 ლარი, ხოლო ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი შეადგენს ნულს.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით ირკვევა, რომ ------- შპს „-------.“-თვის გაწეული აქვს სხვადასხვა სახის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურება და არბიტრის რეფერალური საფასურიდან 2 000 000 ------- წარმოადგენს ------- საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ანაზღაურებას. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელის მიერ საჩივართან ერთად წარმოდგენილი (ელექტრონული) მასალები ძირითადად მოიცავს: სხვადასხვა პერიოდში დაფიქსირებულ ელექტრონული ფოსტით განხორცილებულ მიმოწერებს ------- (-------), -------, ------- და ასევე ------- შორის; სასტუმროს ჯავშნებისა და თანხების გადახდების, ასევე ავიაბილეთების შესახებ ინფორმაციას; ------- (-------) და ------- შორის ინვოისებს; ------- და ------- კომპანიას (-------) შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს და მიღება-ჩაბარების აქტებს. აღნიშნულიდან, შემოწმებისთვის საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებულ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არის წარმოდგენილი: ------- ელექტრონული ფოსტით განხორციელებულ მიმოწერები; ------- - ------- და ------- შორის გაფორმებული ხელშეკრულებები და ინვოისები; ------- და ------- - ------- შორის გაფორმებულ ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და საქმის სხვა მასალები. აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით ------- მიერ მიმდინარე დავის ფარგლებში 2023 წლის 30 ნოემბრის თარიღით წარმოდგენილი დოკუმენტაცია (მატერიალური სახით) შესწავლილია აუდიტის დეპარტამენტის მიერ და შინაარსობრივად წარმოადგენს აქამდე წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალოგს.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ ფ/პ ------- მიღებული შემოსავლებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 8.02.2024 წლის №2305 ბრძანებაში აღნიშნულია, რომ: - 2021 წლის 1 მაისს ,,-------“ (რეგისტრირებული ოფისებით -------), რეგისტრირებული საქართველოში, წარმოდგენილი მისი თავმჯდომარის ------- მიერ (------- მოქალაქე) და მეორეს მხრივ ------- (-------, არბიტრი), შორის გაფორმდა რეფერალური მომსახურების ხელშეკრულება რომლის მიხედვითაც საბჭომ არბიტრს მიანიჭა უფლებამოსილება შეისყიდოს, მოიძიოს და უშუალო კონტაქტი დაამყაროს პოტენციურ კლიენტებთან, რომლებსაც აქვთ სამედიცინო საქონლის გაყიდვის სურვილი, ხოლო არბიტრმა უნდა წარუდგინოს კლიენტები საბჭოს, რომელიც აკმაყოფილებს საბჭოს მოთხოვნებს თანამშრომლობის თვალსაზრისით. 2021 წლის 5 მაისს გაფორმდა 2021 წლის 1 მაისის რეფერალური სერვისების ხელშეკრულების ,,დამატება №1“, რომლის მიხედვითაც არბიტრმა შეარჩია ------- კანონმდებლობით დარეგისტრირებული კომპანია „-------“ და წარუდგინა საბჭოს. აღნიშნულით მხარეები შეთანხმდნენ, რომ არბიტრის რეფერალური მომსახურების საფასური შეადგენს 4 000 000 -------. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით, არბიტრის რეფერალური საფასურიდან 2 000 000 ------- წარმოადგენს ------- საკომისიოს. საბანკო ამონაწერების მიხედვით დგინდება, რომ 2021- 2022 წლებში ------- ------- მიღებული აქვს 7 847 000 ლარი. აღნიშნული თანხა დაბეგრილი იქნა საშემოსავლო გადასახადით.

------- მიერ -------, როგორც „არბიტრისთვის“ მომსახურება არ არის გაწეული. ------- მიერ 2021-2022 წლებში მომსახურება გაწეული იქნა -------, რომელსაც საქართველოში ასევე გააჩნია წარმომადგენლობა (რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობით). ------- მიერ მომსახურება გაწეული იქნა ------- ------- ტერიტორიაზე. აღნიშნული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ -------.

ცნობილი არ იყო 2021 წლის 1 მაისის რეფერალური სერვისების ხელშეკრულების შესახებ, რომელიც დედა-შვილს შორის როდის და რა ვითარებაში გაფორმდა უცნობია და ასევე ცნობილი არ იყო არც ერთი მტკიცებულება იმის, რომ ------- ------- ურთიერთობდა როგორც არბიტრი. ასევე, მომსახურების გაწევის პერიოდში მომსახურების გამწევ და მიმღებ პირებს შორის მიმდინარეობდა სისტემატიური მიწერ-მოწერა მეილების საშუალებით, სადაც ------- ფიქსირდება, როგორც მომსახურების მიმღები ------- იურიდიული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და არა როგორც არბიტრი.

აღნიშნულ მიმოწერაში სრულად მონაწილეობდა -------, როგორც ------- მომსახურების გამწევი პირი. არსებულ ფაქტთან დაკავშრებით წარმოგიდგენთ შესაბამის დოკუმენტაციას, რომლის მიხედვითაც ცალსახად დგინდება, რომ ------- მიერ გაწეული იქნა მომსახურება ------- (რომელსაც ასევე გააჩნია თავისი წარმომადგენლობა (ააიპ) საქართველოში) - ------- და მომსახურება გაწეული იქნა საქართველოს ფარგლებს გარეთ

გადაწყვეტილებაში შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ:

- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. ხოლო, სსკ-ის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს.

შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ შემოსავლების სამსახურის არგუმენტაციას, რომ ------- არის სსკ-ის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, იგი ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან.

აღნიშნული კი მიუთითებს, რომ თუ პირველად წყაროსთან რეზიდენტი ფიზიკური პირის დაბეგვრა არ ხდება, აღნიშნული ასევე ვრცელდება -------.

შემოსავლების სამსახურის მიერ გადაწყვეტილებაში აპელირება ასევე ხდება, რომ მომსახურების გაწევა რეზიდენტი პირის მიერ მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე:

- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი. ამ მიზნით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება, თუ მომსახურება ფაქტობრივად გაიწევა საქართველოს ტერიტორიაზე.

საქმეში წარმოდგენილია დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ------- მომსახურება გაწეული იქნა ------- - (რომელსაც ასევე გააჩნია თავისი წარმომადგენლობა (ააიპ) საქართველოში) ------- და მომსახურება გაწეული იქნა საქართველოს ფარგლებს გარეთ - -------. კერძოდ:

1. ------- მიერ მომსახურების გაწევის პერიოდში საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტები, მომსახურების ფაქტობრივად გაწევის ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები, ამონაწერები მიღებული/გაცემული მეილებიდან;

2. ------- ჯანდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო საწარმო, ------- სახელმწიფო შესყიდვები) წერილი;

3. „-------“-ის წერილი (მმართველი დირექტორი/მესაკუთრე ------- ხელმოწერით).

შემოსავლების სამსახურის მითითება სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტზე, რომ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება მომსახურება, რომელიც ფაქტობრივად გაიწევა საქართველოს ტერიტორიაზე, არ არის რელევანტური. კერძოდ, ------- მიერ კომპანიისთვის მომსახურების გაწევა მოხდა უშუალოდ ------- ტერიტორიაზე, რასაც ------- ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს საკუთარ წერილში და ამბობს, რომ კომპანია პრესტიჟ დიაგნოსტიკმა პირნათლად შეასრულა თავისი ვალდებულება შესყიდვის კონტაქტის ფარგლებში, ხოლო ------- სრულად შეასრულა წერილში აღნიშნული ყველა დანარჩენი მომსახურება და ფიზიკურად იმყოფებოდა ------- (დანართი 1).

ასევე, „-------“-ის წერილი (მმართველი დირექტორი/მესაკუთრე ------- ხელმოწერით), რომლის მიხედვითაც: „-------“ ადასტურებს, ------- სანდო პიროვნება იყო როგორც შპს „-------“-ისთვის, ასევე, -------. გარდა ამისა, ------- მსგავსი პროცედურები აქვს საქართველოში, კერძოდ: ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრსა და გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ასევე, ------- ზემოაღნიშნული ვერიფიკაციის ჩატარებისას მოიპოვა დიდი პრაქტიკული გამოცდილება, რაც ასევე, ძალიან სასარგებლო იყო -------. ------- იგივე პროცესები/პროცედურები განახორციელა ------- სახელმწიფო საწარმო - „-------“-სთან 23.07.2021 წ. დადებული №09/77/2-07/2021 შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში. ასევე, „-------“ (მმართველი დირექტორი/მესაკუთრე -------) ადასტურებს, რომ ------- ფიზიკურად ესწრებოდა 3 (სამი) მიწოდებისა და გადამოწმების პროცესს. მისი დასწრება იყო აუცილებელი, ვინაიდან ------- ყველა მონაწილე მხარისთვის სანდო პიროვნებაა (დანართი 2);

8.02.2024 წლის №2305 ბრძანებაში, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ

- აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით ------- მიერ მიმდინარე დავის ფარგლებში 2023 წლის 30 ნოემბრის თარიღით წარმოდგენილი დოკუმენტაცია (მატერიალური სახით) შესწავლილია აუდიტის დეპარტამენტის მიერ და შინაარსობრივად წარმოადგენს აქამდე წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალოგს.

აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან წარმოდგენილი დოკუმენტები (------- ჯანდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო საწარმო, ------- სახელმწიფო შესყიდვები) წერილი და „-------“-ის წერილი (მმართველი დირექტორი/მესაკუთრე ------- ხელმოწერით)) უშუალოდ აღწერს და ადასტურებს ------- მომსახურების გაწევის ფაქტს -------.

ამრიგად, ცალსახად დგინდება: ------- მიერ მომსახურება გაწეული იქნა ------- საქართველოს ფარგლებს გარეთ -------. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, აღნიშნული მომსახურებიდან მიღებული თანხა არ წარმოადგენს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს და ამავე კოდექსის მიხედვით არ ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოაღნიშნული მიღებული შემოსავალი წარმოადგენს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, მომსახურების გამწევი პირი წარმოადგენს ფიზიკურ პირს, ხოლო მომსახურების მიმღები იურიდიულ პირს, შესაბამისად, მომსახურების მიმღები იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოში გააჩნია წარმომადგენლობა, ვალდებული იყო გადახდის წყაროსთან დაეკავებინა საშემოსავლო გადასახადი და მომსახურების გამწევ ------- მიეღო უკვე საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი მომსახურების თანხა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ------- მიერ ------- ჩარიცხული თანხების დანიშნულებაში მითითებულია პირადი გადარიცხვა და არა მომსახურების ანაზღაურება. ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულად იქნა აღნიშნული ოპერაციები შესწავლილი და საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციიდან მიღებული თანხები არ იქნა დაბეგრილი დღგ-ით, ვინაიდან აღნიშნული მომსახურების ფაქტობრივად გაწეული ადგილი არ წარმოადგენს საქართველოს და იგი გაწეულია საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს მის მიერ გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის კორექტირება და ------- მიმართ ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხული თანხები სრულად განულება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ 1.05.2021 წელს „-------“ (რეგისტრირებული ოფისებით -------) საქართველოში რეგისტრირებული „საბჭო“-ს, წარმოდგენილი მისი თავმჯდომარის ------- (------- მოქალაქე) და ------- (------- მოქალაქე, „არბიტრი“) შორის გაფორმდა რეფერალური მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, საბჭომ არბიტრს მიანიჭა უფლებამოსილება შეისყიდოს, მოიძიოს და უშუალო კონტაქტი დაამყაროს პოტენციურ კლიენტებთან, რომლებსაც აქვთ სამედიცინო საქონლის გაყიდვის სურვილი, ხოლო არბიტრმა უნდა წარუდგინოს კლიენტ(ებ)ი საბჭოს, რომელიც აკმაყოფილებენ საბჭოს მოთხოვნებს თანამშრომლობის თვალსაზრისით. 5.05.2021 წელს გაფორმდა 1.05.2021 წლის რეფერალური სერვისების ხელშეკრულების დანართი „დამატება №1“, რომლის მიხედვით, არბიტრმა შეარჩია ------- კანონმდებლობით დაფუძნებული კომპანია შპს „-------.“ და წარუდგინა საბჭოს. აღნიშნულით მხარეები თანხმდებიან, რომ არბიტრის რეფერალური საფასური შეადგენს 4 000 000 ------- და რეფერალური საფასურის გადახდა მოხდება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების მიხედვით. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით, არბიტრის რეფერალური საფასურიდან 2 000 000 ------- წარმოადგენს ------- საკომისიოს. აღნიშნულთან დაკავშირებით ------- სს თიბისი ბანკის და სს საქართველო ბანკის საბანკო ანგარიშების ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ 2021-2022 წლებში საბანკო გადარიცხვის გზით ------- ------- (არბიტრი) მიღებული აქვს შემოსავალი 7 847 000 ლარი. 2021-2022 წლებში ფ/პ ------- ერთობლივი შემოსავალია 7 847 000 ლარი, ხოლო ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი შეადგენს ნულს.

აუდიტის დეპარტამენტის 5.03.2024 წლის №20542-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, სისხლის სამართლის N074240322802 საქმეზე დანიშნული თემატური რევიზიის ფარგლებში შესასწავლ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის (საბანკო ანგარიშების ამონაწერები, გაფორმებული ხელშეკრულება, გამოკითხვის ოქმები და სხვა) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის“ მონაცემების ანალიზის შედეგად იკვეთება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2021 წლის 1 მაისს ერთის მხრივ, -------, საიდენტიფიკაციო კოდი 06146508, რეგისტრირებული ოფისებით -------, -------, 19 Grove Hill Road და თბილისში, საქართველოში, რეგისტრირებული: ი. ჭავჭავაძის გამზ. №80, ბლოკი 2, თბილისი, საქართველო („საბჭო“), წარმოდგენილი მისი თავმჯდომარის ------- (------- მოქალაქე. პასპორტის №-------) და მეორე მხრივ, ------- (------- მოქალაქე. პასპორტის №-------) („არბიტრი“) შორის გაფორმდა რეფერალური მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, „საბჭომ“ არბიტრს მიანიჭა უფლებამოსილება შეისყიდოს, მოიძიოს და უშუალო კონტაქტი დაამყაროს პოტენციურ კლიენტებთან, რომლებსაც აქვთ სამედიცინო საქონლის გაყიდვის სურვილი (მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება COV1D 19-ის PCR ტესტით საქართველოსა და -------), ხოლო არბიტრმა უნდა წარუდგინოს კლიენტ(ები) საბჭოს, რომელიც აკმაყოფილებენ საბჭოს მოთხოვნებს თანამშრომლობის თვალსაზრისით. 2021 წლის 5 მაისს გაფორმდა 2021 წლის 1 მაისის რეფერალური სერვისების ხელშეკრულების დამატება №1, რომლის მიხედვით, არბიტრმა შეარჩია ------- კანონმდებლობით დაფუძნებული კომპანია შპს ------- და წარუდგინა საბჭოს. აღნიშნულით მხარეები თანხმდებიან, რომ არბიტრის რეფერალური საფასური შეადგენს 4 000 000 ------- და რეფერალური საფასურის გადახდა მოხდება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების მიხედვით. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით, არბიტრის რეფერალური საფასურიდან 2 000 000 ------- წარმოადგენს ------- საკომისიოს. აღნიშნულთან დაკავშირებით ------- სს თიბისი ბანკის ------- და სს საქართველო ბანკის ------- საბანკო ანგარიშების ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ 2021-2022 წლებში საბანკო გადარიცხვის გზით ------- ------- (არბიტრი) მიღებული აქვს შემოსავალი 7 847 000 ლარი. საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-80 მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ფ/პ ------- (რეზიდენტი) მიერ ------- (არარეზიდენტი) გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი ეკუთვნის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს. შესაბამისად ------- დაერიცხა წლიური საშემოსავლო გადასახადი. დღგ-ის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 1601 მუხლის პირველი ნაწილის და 1621 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ------- მიერ მიღებულ საკომისიოსთან დაკავშირებული მომსახურება განიხილება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გაწეულად და არ განიხილება საქართველოში გაწეულ მომსახურებად და დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. გადამხდელის მიერ საჩივართან ერთად წარმოდგენილი (ელექტრონული) მასალები ძირითადად მოიცავს: სხვადასხვა პერიოდში დაფიქსირებულ ელექტრონული ფოსტით განხორცილებულ მიმოწერებს ------- (-------), -------, ------- და ასევე ------- შორის; სასტუმროს ჯავშნებისა და თანხების გადახდების, ასევე ავიაბილეთების შესახებ ინფორმაციას; ------- (-------) და ------- შორის ინვოისებს; ------- და ------- (-------) შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს და მიღება-ჩაბარების აქტებს. აღნიშნულიდან, შემოწმებისთვის საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებულ სისხლისსამართლის საქმის მასალებში არის წარმოდგენილი: ------- ელექტრონული ფოსტით განხორციელებულ მიმოწერები; ------- ------- და ------- შორის გაფორმებული ხელშეკრულებები და ინვოისები; ------- და ------- ------- შორის გაფორმებულ ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და საქმის სხვა მასალები. აღნიშნული დოკუმენტაცია შესწავლილია შემოწმების მიერ და შინაარსობრივად წარმოადგენს შემოწმების პროცესში ხელთ არსებულ დოკუმენტაციის ანალოგს.

მომჩივანი საბჭოში წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ ------- მიერ -------, როგორც „არბიტრისთვის“ მომსახურება არ არის გაწეული. ------- მიერ 2021- 2022 წლებში მომსახურება გაწეული იქნა -------, რომელსაც საქართველოში ასევე გააჩნია წარმომადგენლობა (რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობით). ------- მიერ მომსახურება გაწეული იქნა ------- ------- ტერიტორიაზე. აღნიშნული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ -------. მომსახურების გაწევის პერიოდში მომსახურების გამწევ და მიმღებ პირებს შორის მიმდინარეობდა სისტემატიური მიწერ-მოწერა მეილების საშუალებით, სადაც ------- ფიქსირდება, როგორც მომსახურების მიმღები ------- იურიდიული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და არა როგორც არბიტრი. აღნიშნულ მიმოწერაში სრულად მონაწილეობდა -------, როგორც ------- მომსახურების გამწევი პირი. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, აღნიშნული ასევე ვრცელდება -------. საქმეში წარმოდგენილია დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ - მომსახურება გაწეულ------ იქნა ------- - (რომელსაც ასევე გააჩნია თავისი წარმომადგენლობა (ააიპ) საქართველოში) ------- და მომსახურება გაწეული იქნა საქართველოს ფარგლებს გარეთ - -------. აუდიტის დეპარტამენტის განმარტება, რომ დავის ფარგლებში წარდგენილი დოკუმენტაცია შესწავლილია და შინაარსობრივად წარმოადგენს მანამდე წარდგენილი დოკუმენტაციის ანალოგს, არ შეესაბამება სიმართლეს. ------- მიერ მომსახურება გაწეული იქნა ------- საქართველოს ფარგლებს გარეთ -------. აღნიშნული მომსახურებიდან მიღებული თანხა არ წარმოადგენს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოაღნიშნული მიღებული შემოსავალი წარმოადგენს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, მომსახურების გამწევი პირი წარმოადგენს ფიზიკურ პირს, ხოლო მომსახურების მიმღები იურიდიულ პირს, შესაბამისად, მომსახურების მიმღები იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოში გააჩნია წარმომადგენლობა, ვალდებული იყო გადახდის წყაროსთან დაეკავებინა საშემოსავლო გადასახადი.

მომჩივნის მიერ საჩივარზე (27.02.2024 წლის №22393/2/2024) დართულია დოკუმენტაცია, რომელიც არ არის შედგენილი საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარმოდგენილ 4.03.2024 წლის განცხადებას (№36975/01) ერთვის დოკუმენტების თარგმანი ქართულ ენაზე (დანართი სულ 201 ფურცელი). მომჩივნის მიერ აღნიშნული განცხადებით (№36975/01) წარმოდგენილია: ინფორმაცია სასტუმრო ინტერკონტინენტალთან დაკავშირებით (გვ. 1-5), ინფორმაცია სასტუმრო ინტერკონტინენტალთან დაკავშირებით (გვ. 6-12), ინფორმაცია სასტუმრო ინტერკონტინენტალთან დაკავშირებით (გვ. 13-23), ექსპორტიორი გადახდის მოთხოვნა (გვ. 24-31), ექსპორტიორის მოთხოვნა გადახდის შესახებ (გვ. 32-39), მიმოწერა ------- ელექტრონული ფოსტიდან (გვ. 40-45), მიმოწერა ------- ელექტრონული ფოსტიდან (გვ. 46-52), მიმოწერა ------- ელექტრონული ფოსტიდან (გვ. 53-61), მიმოწერა ------- ელექტრონული ფოსტიდან (გვ. 62-72), მიმოწერა ------- ელექტრონული ფოსტიდან (გვ. 73- 83), მიმოწერა ------- ელექტრონული ფოსტიდან (გვ. 84-87), მიმოწერა ------- ელექტრონული ფოსტიდან (გვ. 88-94), ------- ფინანსთა სამინისტროს 16.12.2021 წლის №12010-11/110- 10/39062 წერილი, დანართით 13 ფურცელი (გვ. 95-123), „-------“-ის 14.12.2022 წლის ცნობა (გვ. 124-126), მიმოწერა ------- ელექტრონული ფოსტიდან (გვ. 127-146), პროდუქციის მიღების აქტი №2, შესყიდვის ხელშეკრულებაზე №09/77/2-07/2021 გაცემული 23.07.2021 წ. (გვ. 146-150), მიმოწერა ------- ელექტრონული ფოსტიდან (გვ. 151-154), მიმოწერა ------- ელექტრონული ფოსტიდან (გვ. 155-158), მიმოწერა ------- ელექტრონული ფოსტიდან (გვ. 159-169), მიმოწერა ------- ელექტრონული ფოსტიდან (გვ. 170-174), ინფორმაცია სასტუმრო ინტერკონტინენტალთან დაკავშირებით (გვ. 175-177), ინფორმაცია სასტუმრო ინტერკონტინენტალთან დაკავშირებით (გვ. 178-180), 22.12.2021 წლის №13052021/PRD - 2 ინვოისი (გვ. 181-184), ინფორმაცია სასტუმრო ინტერკონტინენტალთან დაკავშირებით (გვ. 185-187), კომერციული ინვოისი №2 17.11.2021 წ. - მიმწოდებელი ------- (გვ. 188-190), კომერციული ინვოისი №5 06.01.2022 წ. - მიმწოდებელი ------- (გვ. 191-193), ინფორმაცია სასტუმრო ინტერკონტინენტალთან დაკავშირებით (გვ. 194-196), ინვოისი №3003/BGCC.PD 07 აპრილი 2022 (გვ. 197-199) და ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №231328213, რეგისტრაციის თარიღი 21.09.2023 (გვ. 200-201).

ასევე, მომჩივნის მიერ 28.05.2024 წლის განცხადებით (№88418/01) წარმოდგენილია (დანართი სულ 9 ფურცელი): „-------“-ის სახელით ლოურენს უეირის (გენერალური მენეჯერი) 16.05.2024 წლის წერილი (გვ. 1-7) და ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №231328213, რეგისტრაციის თარიღი 21.09.2023 (გვ. 8-9).

------- (ს/ნ -------) 27.02.2024 წლის №22393/2/2024 საჩივარი თანდართულ მასალებთან ერთად, 4.03.2024 წლის განცხადება (№36975/01) თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და 28.05.2024 წლის განცხადება (№88418/01) თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, გაეგზავნა აუდიტის დეპარტამენტს შესაბამისად, 28.02.2024 წლის №18906-03, 4.03.2024 წლის №20510-03 და 29.05.2024 წლის №49744-03 წერილებით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, მომჩივნის მიერ მიღებული შემოსავლების დაბეგვრის საკითხის შესწავლისას, მომჩივნის მიერ მითითებული მომსახურების ------- გაწევის და საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად ჩათვლის საკითხები, საგადასახადო ორგანოს მიერ დამატებით უნდა იქნას შეფასებული საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებების განხილვის და გამოკვლევის საფუძველზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სადავო საკითხის ყოველმხრივ, სრულყოფილად შესწავლა, მათ შორის მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 8.02.2024 წლის №2305 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს სადავო საკითხის შესწავლა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს არბიტრის რეფერალური საფასურიდან მიღებული საკომისიოს ერთობლივ შემოსავალში ჩართვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივანის მიერ მიღებულ დასაბეგრ შემოსავალზე სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორე.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად იკვეთება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საქართველოში რეგისტრირებული „საბჭო“-ს, წარმოდგენილი მისი თავმჯდომარის და მეორე მხრივ, გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეს („არბიტრი“) შორის გაფორმდა რეფერალური მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, საბჭომ არბიტრს მიანიჭა უფლებამოსილება შეისყიდოს, მოიძიოს და უშუალო კონტაქტი დაამყაროს პოტენციურ კლიენტებთან, რომლებსაც აქვთ სამედიცინო საქონლის გაყიდვის სურვილი, ხოლო არბიტრმა უნდა წარუდგინოს კლიენტ(ებ)ი საბჭოს, რომელიც აკმაყოფილებენ საბჭოს მოთხოვნებს თანამშრომლობის თვალსაზრისით.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის, საბანკო ანგარიშების ამონაწერის მიხედვით არბიტრს მიღებული აქვს შემოსავალი, ხოლო ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი შეადგენს ნულს. შესაბამისად მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.02.2024 წლის №2305 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სადავო საკითხის ყოველმხრივ, სრულყოფილად შესწავლა, მათ შორის მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 80; 102; 105