ბრძანება N 6980
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6980
29 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------;
იურ. მის.: ----------)
2023 წლის 23 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 მარტის სხდომაზე (ოქმი №27) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 23 თებერვლის №79328/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №001-272 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირებას. განმარტავს, რომ შეძენილი საქონლის ნაწილი წარმოადგენს დაშლილ მდგომარეობაში მყოფ ვაგონის ნაწილებს, რომელსაც გამყიდველიც და მყიდველიც განიხილავს ჯართად, ხოლო დარჩენილი ნაწილი წარმოადგენს ხმარებაში ნამყოფ მეორად ნაწილებს, რომელსაც გამყიდველიც და მყიდველიც განიხილავს როგორც ნაწილს და შესაბამისად გამყიდველი ბეგრავს, ხოლო მყიდველი ახორციელებს მასზე დარიცხული დღგ-ის ჩათვლას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება არამართებულია.
2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ფულის ნაშთში გამოვლენილ სხვაობას და აღნიშნული ნაშთის დივიდენდად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს გაანგარიშებაში არსებულ ტექნიკურ ხარვეზებზე, რაც იწვევს ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების არასწორ განსაზღვრას. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ დაახლოებით 200 ცალი წყვილთვალა შეძენილია ადგილობრივ ბაზარზე, რომელზეც საწარმოს არ აქვს მიღებული ზედნადები და ითხოვს ზემოაღნიშნული საქონლის შეძენის ღირებულება გათვალისწინებულ იქნეს სალაროს ვირტუალური ნაშთის განსაზღვრისას „0256“ სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად. ასევე აცხადებს, რომ საწარმოს მიერ შეძენილ გარკვეულ მომსახურებებზე (ვაგონის დაჭრა, საქონლის დაკომპლექტება, მეორადი წყვილთვალების გარემონტება/დაკომპლექტება და შემდგომი ექსპორტირება) გადახდილი თანხები არ არის გამოქვითული ხარჯებიდან და არ არის გათვალისწინებული განკარგვადი ფულადი სახსრების განსაზღვრისას.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 24 თებერვლის №4756 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 3 დეკემბრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 16 იანვრის №671 ბრძანებით შესწავლილი საკითხებისა. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 22 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 დეკემბრის №33598 ბრძანება და ამავე თარიღის №001-272 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 735 164 ლარი, მათ შორის, გადასახადი 370 508 ლარი, ჯარიმა 185 194 ლარი და საურავი 179 462 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 8 ნოემბრის №27532 ბრძანებით შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 28 თებერვლის №21693/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 ნოემბრის №27532 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 თებერვლის №21693/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგნებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივანი ითხოვს საკითხის ხელახალ შესწავლას გადასახადის გადამხდელის უშუალო მონაწილეობით. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.”
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. შპს „----------“ საქმიანობას წარმოადგენს მეორადი მატარებლის ვაგონების და ვაგონის დეტალების შესყიდვა რეალიზაცია, როგორც ადგილობრივი ბაზარზე ასევე იმპორტის გზით. ადგილობრივად გადამხდელი შეძენას ახორციელებს ----------, რასთან დაკავშირებითაც მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის საფუძველზეც გადამხდელს ჩათვლილი აქვს დღგ-ის თანხა. საქონლის დასახელებაში მითითებულია ჯართი. გადამხდელი აღნიშნულ ვაგონებს შლის და ყიდის დეტალებად. ძირითადად უფიქსირდება ექსპორტი, შესაბამისად არ განიხილავს დღგ-თი დასაბეგრ ოპერაციად. ამასთან, გადამხდელი ადგილობრივ ბაზარზე მიწოდებულ საქონელსაც განიხილავს ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად. შემოწმებით გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ჩათვლილი დღგ-ის თანხები დაანგარიშდა პროპორციის გამოყენებით, კერძოდ, მთლიანი რეალიზაციის და ექსპორტის გზით რეალიზებულ თანხებს შორის თანაფარდობით. შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს შეუმცირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. გადამხდელმა შემოწმებას წარმოუდგინა ბუღალტრული პროგრამა, თუმცა იგი არ არის წარმოებული კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და საგადასახადაო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას და საბანკო ამონაწერებს, რომელთა ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავალი და ხარჯები. შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების ანალიზის საფუძველზე, სალაროს საბოლოო ნაშთმა შეადგინა 1 545 931 ლარი. გადამხდელის ახსნა-განმარტების მიხედვით, საწარმოს არ გააჩნია დებიტორ-კრედიტორები, ამავე ახსნა-განმარტებით გადამხდელმა მოითხოვა აღნიშნული სალაროს ნაშთის დივიდენდად განხილვა. საგადასახდო შემოწმებით სალაროს ნაშთი განხილულ იქნა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 -ე და 130-ე მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ- ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზოდებს, ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულს და ნახევარფაბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირებულია საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 7201, 7202, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებში და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ გადამხდელი საქონლის შეძენას ახორციელებს ადგილობრივად ----------, რასთან დაკავშირებითაც მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ჩათვლილი აქვს დღგ-ის თანხა. გადამხდელის მიერ შეძენილია შერეული საქონელი, რომლის ნაწილი წარმოადგენს ჯართს და ნაწილი მეორად საქონელს, კერძოდ, მიღებულ საგადასახადო ანგარიშფაქტურებში საქონლის დასახელებაში მითითებულია „ვაგონის ჯართი“, „რკინიგზის ჯართი“, „მინერალმზიდი“, „ვაგონის წყვილთვალა“ და სხვა, რომელზეც მომწოდებელს დარიცხული აქვს დღგ-ის თანხა, ხოლო მყიდველს სრულად აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა. შპს „----------“ მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვით, ასევე საწარმოს დირექტორის მიერ ვერ მოხდა აღნიშნული საქონლის გამიჯვნა/გაშიფრვა თუ ზუსტად რა ღირებულების და რაოდენობის საქონელი წარმოადგენდა ჯართს და რა ვარგის (მეორადი მატარებლის ნაწილი) საქონელს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა რეალიზებული და შეძენილი საქონლის ანალიზი. შემოწმებით გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები დაანგარიშდა პროპორციის გამოყენებით, კერძოდ, მიღებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული ჯართის და შერეული საქონლის (ვაგონი, მინერალმზიდი, რკინიგზის ჯართი და სხვა/ვაგონის წყვილთვალა, დუმკარა და სხვა.) ღირებულება შეუპირისპირდა სრულად შესყიდულ საქონელს და აღნიშნული თანაფარდობით დადგინდა ჩასათვლელი თანხის პროპორცია, რომლის მიხედვითაც შემცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა. შემოწმებით განხორციელდა მთლიანი რეალიზაციის და ექსპორტის გზით რეალიზებულ საქონელს შორის თანაფარდობის ანალიზი, რომელიც თანხვედრაში მოვიდა სრული ადგილობრივი შესყიდული სმფ-ის და შესყიდული ჯართის თანაფარდობასთან. შედეგად, პირს დამატებული ღირებულების გადასახადში განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 12-ე ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 -ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა ბუღალტრული პროგრამა, რომელიც არ იყო ნაწარმოები კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას და საბანკო ამონაწერებს, რომლის მიხედვით გაანგარიშდა გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავალი/ხარჯები. შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა ყველა დოუმენტური ხარჯი, მათ შორის დოკუმენტურად დადასტურებული მიღებული მომსახურებები, რომლის საფუძველზეც სალაროს საბოლოო ნაშთმა შეადგინა 1 545 931 ლარი. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ახსნა/განმარტების საფუძველზე, სალაროს ნაშთი განხილულ იქნა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს განხორციელებული აქვს რეალიზაცია ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე, ნაწილი კი ექსპორტის გზით. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული დასაბეგრი ბრუნვების ჯამი და შესაბამისად მიღებული თანხა შეადგენს 2 591 099 ლარს, ვინაიდან გადამხდელის ახსნა-განმარტებითვე დებიტორული მოთხოვნა პერიოდის ბოლოს არ გააჩნია, შემოწმების აქტით დადგენილი შემოსავალი შეადგენს 2 746 961 ლარს. აღნიშნული სხვაობით შესამცირებელია დასაბეგრი ბრუნვა და შესაბამისად მიღებული ფულადი სახსრების მოცულობა.
გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ ამავე პერიოდში დოკუმენტურად შეძენილი საქონლისა და მომსახურების ღირებულება შეადგენს 1 278 372 ლარს. ამავე შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ ანაზღაურებული ხელფასის და მომსახურების თანხა შეადგენს 68 393 ლარს, ხოლო გაცემული დივიდენდი 32 130 ლარს. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის ანაზღაურებულმა ხარჯებმა შეადგინა 1 378 895 ლარი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სალაროს დადგენილი ნაშთი შეადგენს 1 360 845 ლარს, რომლის შემდგომი განკარგვაც უნდა მომხდარიყო, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილია ნაცვლად 1 360 845 ლარისა 1 517 275, 432 071 ლარით მეტი მხოლოდ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც იწვევს ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების არასწორ განსაზღვრას, რაც საჭიროებს ხელახალ შესწავლას გადამხდელის უშუალო მონაწილეობით.
გადამხდელი ასევე მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში ექსპორტის გზით რეალიზებული აქვს სულ 1 098 ტონა საქონელი (წყვილთვალები), რომლის ნაწილი (991 ტონა) ადგილობრივ ბაზარზე აქვს შეძენილი, ნაწილი იმპორტის გზით (107 ტონა). რაოდენობრივად საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ექსპორტირებული აქვს დაახლოებით 850 ცალი წყვილთვალა, ამავე პერიოდში მეწარმეს დოკუმენტურად შეძენილი აქვს დაახლოებით 830 ცალი წყვილთვალა, რომელთაგანაც ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებულია 180 ცალი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ დაახლოებით 200 ცალი წყვილთვალა შეძენილია ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ საწარმოს არ აქვს მიღებული ზედნადები. გადამხდელი ითხოვს ზემოაღნიშნული საქონლის შეძენის ღირებულება გათვალისწინებულ იქნეს სალაროს ვირტუალური ნაშთის განსაზღვრისას „0256“ სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად და მხოლოდ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოხდეს სალაროში დადგენილი ვირტუალური ნაშთის შემდგომი განკარგვა.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ მე2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, −იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომ შპს „----------“ ადგილობრივად შეძენას ახორციელებს ----------, რასთან დაკავშირებითაც მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ჩათვლილი აქვს დღგ-ის თანხა, ხოლო მომწოდებელს დარიცხული აქვს დღგ-ის თანხა. ამასთან, მომჩივნის განმარტებით, შეძენილი საქონლის ნაწილი წარმოადგენს დაშლილ მდგომარეობაში მყოფ ვაგონის ნაწილებს, რომელსაც გამყიდველიც და მყიდველიც განიხილავს ჯართად, ხოლო დარჩენილი ნაწილი წარმოადგენს ხმარებაში ნამყოფ მეორად ნაწილებს, რომელსაც გამყიდველიც და მყიდველიც განიხილავს როგორც ნაწილს და შესაბამისად გამყიდველი ბეგრავს, ხოლო მყიდველი ახორციელებს მასზე დარიცხული დღგ-ის ჩათვლას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა შეაფასა და გაანალიზა გადამხდელის მიერ განხორციელებული ქმედებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგი და მიიჩნია, რომ პირი განსახილველ შემთხვევაში, მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს შემოწმებით სს „----------“ შეძენილ ჯართზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის შემცირების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №001-272 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს შემოწმებით სს „----------“ შეძენილ ჯართზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის შემცირების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №001-272 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან.
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირებას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ფულის ნაშთში გამოვლენილ სხვაობას და აღნიშნული ნაშთის დივიდენდად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადამხდელი საქონლის შეძენას ახორციელებს ადგილობრივად, რასთან დაკავშირებითაც მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ჩათვლილი აქვს დღგ-ის თანხა. გადამხდელის მიერ შეძენილია შერეული საქონელი, რომლის ნაწილი წარმოადგენს ჯართს და ნაწილი მეორად საქონელს, კერძოდ, მიღებულ საგადასახადო ანგარიშფაქტურებში საქონლის დასახელებაში მითითებულია „ვაგონის ჯართი“, „რკინიგზის ჯართი“, „მინერალმზიდი“, „ვაგონის წყვილთვალა“ და სხვა, რომელზეც მომწოდებელს დარიცხული აქვს დღგ-ის თანხა, ხოლო მყიდველს სრულად აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა. მომჩივანის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვით, ასევე საწარმოს დირექტორის მიერ ვერ მოხდა აღნიშნული საქონლის გამიჯვნა/გაშიფრვა თუ ზუსტად რა ღირებულების და რაოდენობის საქონელი წარმოადგენდა ჯართს და რა ვარგის (მეორადი მატარებლის ნაწილი) საქონელს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა რეალიზებული და შეძენილი საქონლის ანალიზი. შემოწმებით გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები დაანგარიშდა პროპორციის გამოყენებით, კერძოდ, მიღებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული ჯართის და შერეული საქონლის (ვაგონი, მინერალმზიდი, რკინიგზის ჯართი და სხვა/ვაგონის წყვილთვალა, დუმკარა და სხვა.) ღირებულება შეუპირისპირდა სრულად შესყიდულ საქონელს და აღნიშნული თანაფარდობით დადგინდა ჩასათვლელი თანხის პროპორცია, რომლის მიხედვითაც შემცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა. შემოწმებით განხორციელდა მთლიანი რეალიზაციის და ექსპორტის გზით რეალიზებულ საქონელს შორის თანაფარდობის ანალიზი, რომელიც თანხვედრაში მოვიდა სრული ადგილობრივი შესყიდული სმფ-ის და შესყიდული ჯართის თანაფარდობასთან. შედეგად, პირს დამატებული ღირებულების გადასახადში განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულება.
2. გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა ბუღალტრული პროგრამა, რომელიც არ იყო ნაწარმოები კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას და საბანკო ამონაწერებს, რომლის მიხედვით გაანგარიშდა გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავალი/ხარჯები. შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა ყველა დოუმენტური ხარჯი, მათ შორის დოკუმენტურად დადასტურებული მიღებული მომსახურებები, რომლის საფუძველზეც სალაროს საბოლოო ნაშთმა შეადგინა 1 545 931 ლარი. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ახსნა/განმარტების საფუძველზე, სალაროს ნაშთი განხილულ იქნა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს განხორციელებული აქვს რეალიზაცია ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე, ნაწილი კი ექსპორტის გზით. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული დასაბეგრი ბრუნვების ჯამი და შესაბამისად მიღებული თანხა შეადგენს 2 591 099 ლარს, ვინაიდან გადამხდელის ახსნა-განმარტებითვე დებიტორული მოთხოვნა პერიოდის ბოლოს არ გააჩნია, შემოწმების აქტით დადგენილი შემოსავალი შეადგენს 2 746 961 ლარს. აღნიშნული სხვაობით შესამცირებელია დასაბეგრი ბრუნვა და შესაბამისად მიღებული ფულადი სახსრების მოცულობა. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ ამავე პერიოდში დოკუმენტურად შეძენილი საქონლისა და მომსახურების ღირებულება შეადგენს 1 278 372 ლარს. ამავე შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ ანაზღაურებული ხელფასის და მომსახურების თანხა შეადგენს 68 393 ლარს, ხოლო გაცემული დივიდენდი 32 130 ლარს. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის ანაზღაურებულმა ხარჯებმა შეადგინა 1 378 895 ლარი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სალაროს დადგენილი ნაშთი შეადგენს 1 360 845 ლარს, რომლის შემდგომი განკარგვაც უნდა მომხდარიყო, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილია ნაცვლად 1 360 845 ლარისა 1 517 275, 432 071 ლარით მეტი მხოლოდ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც იწვევს ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების არასწორ განსაზღვრას, რაც საჭიროებს ხელახალ შესწავლას გადამხდელის უშუალო მონაწილეობით. გადამხდელი ასევე მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში ექსპორტის გზით რეალიზებული აქვს სულ 1 098 ტონა საქონელი (წყვილთვალები), რომლის ნაწილი (991 ტონა) ადგილობრივ ბაზარზე აქვს შეძენილი, ნაწილი იმპორტის გზით (107 ტონა). რაოდენობრივად საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ექსპორტირებული აქვს დაახლოებით 850 ცალი წყვილთვალა, ამავე პერიოდში მეწარმეს დოკუმენტურად შეძენილი აქვს დაახლოებით 830 ცალი წყვილთვალა, რომელთაგანაც ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებულია 180 ცალი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ დაახლოებით 200 ცალი წყვილთვალა შეძენილია ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ საწარმოს არ აქვს მიღებული ზედნადები. გადამხდელი ითხოვს ზემოაღნიშნული საქონლის შეძენის ღირებულება გათვალისწინებულ იქნეს სალაროს ვირტუალური ნაშთის განსაზღვრისას „0256“ სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად და მხოლოდ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოხდეს სალაროში დადგენილი ვირტუალური ნაშთის შემდგომი განკარგვა.
3. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა შეაფასა და გაანალიზა გადამხდელის მიერ განხორციელებული ქმედებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგი და მიიჩნია, რომ პირი განსახილველ შემთხვევაში, მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს შემოწმებით შეძენილ ჯართზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის შემცირების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №001-272 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 981(1); 130(1); 154(1„ზ“); 173(1); 275; 269(7).