ბრძანება N 18530

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.08.2025
№ დოკუმენტი 18530
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18530

18 აგვისტო 2025

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

(ფაქტ. მის.: „-------“ )

2025 წლის 25 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 7 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №64) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) №97113/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი ივლისის №127-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და განმარტავს, რომ შავი ლითონის (ჯართის) ბიზნესში 25%-იანი რენტაბელობა არარეალურია. მიუთითებს, რომ ჯართის რეალიზაცია დოკუმენტურად დადასტურებულია, ხოლო გამყიდველი ფიზიკური პირები სხვადასხვა მიზეზის გამო არ ადასტურებენ საქონლის რეალიზაციას. აცხადებს, რომ შემოწმებისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ მოცემულ ბიზნესში რეალური ფასნამატი წარმოადგენსს 3-4%-ს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ დარიცხვა არის დაუსაბუთებელი. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას, ხოლო, უკიდურეს შემთხვევაში შესყიდვის საშუალო მაჩვენებლის ან უმცირესი ფასის მიდგომის გამოყენებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №5273 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 29 თებერვლიდან 2025 წლის 19 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის პირველი ივლისის №14470 ბრძანება და ამავე თარიღის №127-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 196 592 ლარი, მათ შორის გადასახადი 123 489 ლარი, ჯარიმა 61 717 ლარი და საურავი 11 386 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

 შესამოწმებელი პირის საქმიანობის საგანს წარმოადგენს შავი და ფერადი ლითონების შეძენარეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (ახსნა-განმარტებები, საბანკო ამონაწერები, შესყიდვის აქტები, ცნობები კონტრაჰენტებიდან და ა.შ) საფუძველზე შემოწმებით განხორციელდა საწარმოს ნაღდი ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშება. ნაღდი ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშებაში ასევე აისახა შეძენილი და რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ანალიზით შემოწმებით დადგენილი საქონლის ნაშთის ღირებულება, რომელიც განხილულ იქნა რეალიზებულად შესაბამის საანგარიშო პერიოდში დოკუმენტურად დადგენილი ერთეულის სარეალიზაციო ფასით. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული დაკითხვის ოქმებით, რიგ ფიზიკური პირებიდან შესყიდვის აქტებით განხორციელებული შესყიდვების რეალობა არ დგინდება. აღნიშნულ ნაწილში ხარჯების ანგარიშისას გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და დათვლილ იქნა 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე, რაც მიჩნეულ იქნა სრულად ფიზიკური პირებისგან განხორციელებულ შეძენებად. გაანგარიშების შედეგად გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შედეგად სალაროში აკუმულირებული ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 330 953 ლარი, საწარმოს დირექტორის ახსნა-განმარტებით ფაქტიურად საზოგადოების სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს ნულს. აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 შემოწმებისას წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით საწარმო არ აწარმოებდა შავი და ფერადი ლითონების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალს. ამასთან, შემოწმებით, გადამხდელის მიერ ფიზიკური პირებისგან (ზედნადების გარეშე) შეძენილმა ჯართის ღირებულებამ შეადგინა -1 611 559 ლარი, შესაბამისად 1 331 892(1 291 935/0.97) ლარი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების,პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.

3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

პ) პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელის საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული დაკითხვის ოქმებით, რიგ ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტებით განხორციელებული შესყიდვების რეალობა არ დგინდება, კერძოდ ვერ დადასტურდა შესყიდვის აქტებში მითითებული მონაცემების სიზუსტე (რაოდენობა, ღირებულება), მიუხედევად იმისა, რომ ზოგადად ჯართის მიწოდების ფაქტი უარყოფილი არ ყოფილა. აღნიშნულ ნაწილში ხარჯების გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და დათვლილ იქნა 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე, რაც მიჩნეულ იქნა სრულად ფიზიკური პირებისგან განხორციელებულ შეძენებად, ხოლო იმ შესყიდვის აქტების თანხები, რომლებზეც გამოკითხვის ოქმებით შესყიდვის რეალობა საეჭვო არ გახდა სრულად აისახა შემოწმების გაანგარიშებებში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული შეძენების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განპირობებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მე-2 ნაწილით და გამოყენებულია იმ შეძენებზე, რაზეც არ ყოფილა სასაქონლო ზედნადები გამოწერილი. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და განმარტავს, რომ შავი ლითონის ბიზნესში 25%-იანი რენტაბელობა არარეალურია.ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას, ხოლო, უკიდურეს შემთხვევაში შესყიდვის საშუალო მაჩვენებლის ან უმცირესი ფასის მიდგომის გამოყენებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელი პირის საქმიანობის საგანს წარმოადგენს შავი და ფერადი ლითონების შეძენარეალიზაცია.ნაღდი ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშებაში ასევე აისახა შეძენილი და რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ანალიზით შემოწმებით დადგენილი საქონლის ნაშთის ღირებულება, რომელიც განხილულ იქნა რეალიზებულად შესაბამის საანგარიშო პერიოდში დოკუმენტურად დადგენილი ერთეულის სარეალიზაციო ფასით. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული დაკითხვის ოქმებით, რიგ ფიზიკური პირებიდან შესყიდვის აქტებით განხორციელებული შესყიდვების რეალობა არ დგინდება. აღნიშნულ ნაწილში ხარჯების ანგარიშისას გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და დათვლილ იქნა 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე, რაც მიჩნეულ იქნა სრულად ფიზიკური პირებისგან განხორციელებულ შეძენებად. გაანგარიშების შედეგად გადამხდელის საქმიანობის შედეგად სალაროში აკუმულირებული ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 330 953 ლარი, საწარმოს დირექტორის ახსნა-განმარტებით ფაქტიურად საზოგადოების სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს ნულს. აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 შემოწმებისას წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით საწარმო არ აწარმოებდა შავი და ფერადი ლითონების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალს. ამასთან, შემოწმებით, გადამხდელის მიერ ფიზიკური პირებისგან (ზედნადების გარეშე) შეძენილმა ჯართის ღირებულებამ შეადგინა -1 611 559 ლარი, შესაბამისად 1 331 892 ლარი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული შეძენების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განპირობებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მე-2 ნაწილით და გამოყენებულია იმ შეძენებზე, რაზეც არ ყოფილა სასაქონლო ზედნადები გამოწერილი. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),1333