გადაწყვეტილება №97146/1/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№97146/1/2025
16 სექტემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,5.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 28.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №97146/1/2025).
დავის საგანი:
დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაუთვალისწინებლობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.05.2025 წლის №001-74 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 1.07.2025 წლის №14511 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 108 509,38 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 61 202,51
ჯარიმა - 25 773,67
საურავი - 21 533,20
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა გამაჯანსაღებელი მასაჟები. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 29.01.2019 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 29.03.2021 წელს. 16.08.2023 წელს მიმართა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, ხოლო 1.11.2024 წელს ისევ დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად.
აუდიტის დეპარტამენტის 2.05.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით დადგინდა, რომ დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხა აჭარბებდა 100 000 ლარს, შესაბამისად, საწარმოს არ ეკუთვნოდა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გაუქმება. შემოწმების პროცესში ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით (სასაქონლო ზედნადებები, საბანკო ამონაწერები, წარდგენილი დეკლარაციები, ტერმინალისა და სალაროს რეპორტები და სხვ.) განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში თითოეული საანგარიშო თვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე, 282-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმები.
შემოწმების აქტის საფუძველზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.05.2025 წლის №001-74 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 1.07.2025 წლის №14511 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ და მე-6 ნაწილებზე, 174-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი (მ.შ. საჩივარზე თანდართული), ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას დღეის მდგომარეობით არა აქვს კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსი. 16.08.2023-1.11.2024 პერიოდში კომპანიას აქვს შესყიდვები 5 126,60 ლარის ოდენობით, საიდანაც ჩასათვლელი დღგ შეადგენს 782,02 ლარს. ჩაუთვლელი ანგარიშ-ფაქტურების (დასადასტურებელი კვალიფიკაციის არ ქონის გამო) დღგ შეადგენს 1 219 ლარს. მიუხედავად იმისა რომ კომპანიას არა აქვს კვალიფიკაციური დღგ-ის სტატუსი. აღნიშნულმა ხელი არ უნდა შეუშალოს დღგ-ის თანხების ჩათვლას, რადგან არ მოხდეს გამეორება და უკვე გადახდილი დღგ-ის კიდევ გადახდა.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-6 ნაწილების თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. პირს შეუძლია დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობით დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში იგი დღგ-ის გადამხდელად განიხილება საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს სავალდებულო რეგისტრაციისთვის გათვალისწინებული ვადისა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შემოსავლების სამსახურის 1.07.2025 წლის №14511 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი (მ.შ. საჩივარზე თანდართული), ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 1.07.2025 წლის №14511 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართებულია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
კომპანიას არა აქვს კვალიფიკაციური დღგ-ის სტატუსი. აღნიშნულმა ხელი არ უნდა შეუშალოს დღგ-ის თანხების ჩათვლას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა გამაჯანსაღებელი მასაჟები. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 29.01.2019 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 29.03.2021 წელს. 16.08.2023 წელს მიმართა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, ხოლო 1.11.2024 წელს ისევ დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით დადგინდა, რომ დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხა აჭარბებდა 100 000 ლარს, შესაბამისად, საწარმოს არ ეკუთვნოდა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გაუქმება. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა სსკ-ის 275-ე, 282-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმები.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართებულია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
165,174,176.