ბრძანება N 19957
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19957
11.08. 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----------ის“ (ს/ნ ----------------)
(ფაქტ. მის.: ----------------------------)
(იურ. მის.: -----------------------------)
2023 წლის 13 აპრილისა და 13 ივნისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 ივლისის სხდომაზე (ოქმი №76) განიხილა შპს „-----------ის“ (ს/ნ ----------------) 2023 წლის 13 აპრილის №65386/21 და 13 ივნისის №81640/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მარტის №007-52 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1.მომჩივანი არ ეთანხმება საბროკერო მომსახურების გაწევის საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ ხელშეკრულება დაიდო სხვა პირთან, ხოლო გარიგება განხორციელდა სხვა პირთან. ის რომ თანხა ჩარიცხა კომპანია შპს „-----------“ -მა და გარიგება შედგა --------- ------ -----თან (რომელიც არის კომპანიის დირექტორი), არ ნიშნავს, რომ ეს ერთი გარიგებაა. დაზუსტებულ საჩივარში მიუთითა, რომ იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, თუმცა ითხოვს კომპანიის უფლებამოსილი პირების ჩართულობით მოხდეს დარიცხული გადასახადის ოდენობის გაანგარიშება, ვინაიდან საწარმოს მიერ გაანგარიშებული გადასახადის თანხა არ ემთხვევა საგადასახადო შემოწმებით დარიცხულ თანხებს.
2.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმებაშპს „-----------ის“ (ს/ნ ----------------) მიერ შპს „-----------ისთვის“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის შემცირებას. აცხადებს, რომ 2019 წლის 10 დეკემბერს შპს „-----------სა“ და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა შპს „-----------სი“.მიწის ნაკვეთის შეძენის შემდეგ კომპანიამ მიიღო სამშენებლო ნებართვები ---ის მუნიციპალიტეტის მერიისგან და მალევე დაიწყო მშენებლობა. 2021 წლის 12 ოქტომბრამდე შპს „-------ს“ უკვე დაწყებული ჰქონდა 9 ერთეული ვილის ტიპის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ხოლო დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობა დასრულებული იყო. აღნიშნულს ადასტურებს “Google Earth”-ის მიერ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოც (მიწის ნაკვეთის შპს „------ზე“ რეალიზაციამდეა გადაღებული). დამატებითი მტკიცებულება იმისა, რომ შპს „----მა“ განახორციელა სამშენებლო სამუშაოები დასტურდება კომპანიის მიერ მიღებული სასაქონლო ზედნადებების მონაცემებით. აცხადებს, რომ როგორც მისთვის ცნობილია, აუდიტის დეპარტამენტმა შეამოწმა შპს „----ის “ ეკონომიკური საქმიანობა და შემოწმებით არ გაუქმებულა 2021 წლის 12 ოქტომბერს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და არც ამ ოპერაციასთან დაკავშირებით ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხები შეუმცირებია. ამდენად, მიაჩნია, რომ დარიცხვა უკანონოა და უნდა გაუქმდეს.
3.მომჩივანი არ ეთანხმება სალაროდან გატანილი თანხების უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირებას და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ მართალია თანხა გატანილი იყო საქვეანგარიშოდ დირექტორის მიერ, მაგრამ იგი გაცემული იყო იურიდიულ პირზე, რაც არ იქნა გამოკვლეული აუდიტის დეპარტამენტის მიერ. დაზუსტებულ საჩივარში მომჩივანი აცხადებს, რომ საწარმოს დირექტორს განზრახული აქვს დავის პერიოდში დაფაროს კომპანიის სასესხო ვალდებულება. შესაბამისად, საწარმო გამოიყენებს საგადასახადო კოდექსით დადგენილ უფლებას და ჩაითვლის დარიცხულ მოგების გადასახადს.
4.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ საბანკო ანგარიშიდან 2021 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, 2022 წლის ივნისისა და სექტემბრის თვეებში გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ითხოვს კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილი პირების ჩართულობით მოხდეს დარიცხული გადასახადის ოდენობის გაანგარიშება, ვინაიდან კომპანიის გაანგარიშებული გადასახადის თანხა არ ემთხვევა საგადასახადო შემოწმებით დარიცხულ თანხებს.
5.მომჩივანი ითხოვს შპს „-----------ის“ (ს/ნ ----------------) მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის მიღებას.
6. მომჩივანი ითხოვს საბროკერო მომსახურების გაწევის, სალაროდან გატანილი თანხების უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირებისა და საწარმოს მიერ გადარიცხული თანხების არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევის საფუძვლით დღგ-ში, მოგებასა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 ოქტომბრის №27202 და 6 დეკემბრის №30711 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----------ის“ (ს/ნ ----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 24 ივნისიდან 2022 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 14 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 17 მარტის №5273 ბრძანება და ამავე თარიღის №007–52 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 070 194 ლარი, მათ შორის გადასახადი 661 095 ლარი, ჯარიმა 329 447 ლარი და საურავი 79 652 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
1. 2022 წლის 25 მაისს შპს „-----------სა“ (როგორც ბროკერი/შემსრულებელი) და არარეზიდენტ კომპანია შპს „-----------ს“ (დავალების მიმცემი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება. მხარეთა თანამშრომლობის საგანს წარმოადგენდა საბროკერო მომსახურების გაწევა. ხელშეკრულების მიხედვით, შპს „------ს“ უნდა გაეწია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება, რაც გულისხმობდა უძრავი ქონების (მიწის) პოტენციური გამყიდველის მოძიებას,მოლაპარაკებების წარმოებას, მოძიებულ მიწის ნაკვეთზე წინა საპროექტო განაშენიანების რეგულირების გეგმის შესრულებას, 3D ვიზუალიზაცია-დიზაინს და იურიდიულ მომსახურებას (გამყიდველთან სახელშეკრულებო პირობების შეთანხმებას, მინდობილობების და საჭირო დოკუმენტაციის შემუშავებას, ხელშეკრულების გაფორმებას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას). ხელშეკრულების მიხედვით, შპს „-----ის“ მიერ გასაწევი მომსახურების საფასური განისაზღვრა უძრავი ქონების საბოლოო ღირებულებიდან და შეადგინა – უძრავი ქონების საბოლოო ღირებულების 40% გადასახადების ჩათვლით. 2022 წლის 16 ივნისს შპს „-----------“-მა შპს „-----ს“ საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 695 745 ევრო, რომელიც მოიცავდა, როგორც მიწის ღირებულებას, ასევე, მომსახურების საფასურს. 2022 წლის პირველ ივლისს შპს „-----------ის“ (ს/ნ ----------------) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდებით: ----------- და ---------- გადავიდა ---- ------- ------ ------ის საკუთრებაში (დასტურდება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების/ამონაწერების მიხედვით), რომელიც წარმოადგენდა შპს „-----------ის“ დირექტორს. შპს „-------მა“ მიღებული თანხიდან შპს „-----------ის“ გადაურიცხა მიწის ღირებულების თანხა 1 332 925 ლარი. დარჩენილი სხვაობა 813 795 ლარი კი წარმოადგენდა ხელშეკრულების შესაბამისად გაწეული მომსახურების თანხას, რაც თავის მხრივ საწარმოს ასახული ჰქონდა საბუღალტრო აღრიცხვაში, შემოსავლების ნაწილში. ამასთან, შპს „------ს“ გაწეული მომსახურება (რაზეც თავის მხრივ მიღებულია თანხობრივად შემოსავალიც) არასრულად ჰქონდა ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში (დაბეგრილი იყო მხოლოდ 52 721 ლარი). შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლით, 1621 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით და დაადგინა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებას. შესაბამისად, შპს „------ი“ ვალდებული იყო გაწეული მომსახურება დაებეგრა დღგ-ით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. 2021 წლის 12 ოქტომბერს შპს „-----სა“ და შპს „--------სს“-ს (ს/ნ -------) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშერულება. აღნიშნული ხელშეკრულების პირველი მუხლის მიხედვით განსაზღვრული იყო ხელშეკრულების საგანი, რომლის მიხედვითაც: „წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად მხარეებს შორის დაიდო წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება („ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულება“), რის საფუძველზეც გამყიდველმა გადასცა და მყიდველმა მიიღო საკუთრებაში ამ ხელშეკრულების მეორე მუხლით გათვალისწინებული ნასყიდობის საგანი“. ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა შემდეგი უძრავი ქონება: „გამყიდველი ფლობს საკუთრებაში მიწის ნაკვეთს ----ის რაიონში, სოფელი ------ი 100 933 კვადრატული მეტრი; მისამართი: რაიონი ---ი, სოფელი -----ხი; მიწის ნაკვეთის (უძრავი ქონების) ს/კ: ---------; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – დაზუსტებული ფართობი: 100 933 კვ.მ. ნაკვეთის ზონა -----ი – -----, სექტორი: ----ი – --, კვარტალი – ---, ნაკვეთი – ----, განცხადების რეგისტრაციის ნომერი: №---------, ამონაწერის მომზადების თარიღი: 29/03/2020 18:14:03 (შემდეგში შეიძლება იწოდებოდეს როგორც „ნასყიდობის საგანი“). აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით, 2021 წლის 12 ოქტომბერს შპს „------“-მა შპს „-----ს“ გამოუწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა-------) მთლიანი თანხით 2 116 666 ლარი (მ.შ. დღგ 322 881 ლარი), რომლის საფუძველზეც შპს „----მა“ მიიღო დღგ-ის ჩათვლა 2021 წლის ოქტომბრის თვეში. აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში საქონლის/მომსახურების დასახელების გრაფაში მითითებულია „მიწა და მასზე არსებული უძრავი ქონება (მშენებარე ობიექტი) სოფ. --------ი ს/კ: -----------“. შემოწმებისათვის არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციიდან (ამასთანავე ვერც გადამხდელის მხრიდან იქნა დამატებით მოწოდებული შესაბამისი დოკუმენტაცია) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების (ამონაწერებით და არსებული დოკუმენტაციით) მიხედვით ვერ დადგინდა, რომ აღნიშნულ მიწაზე არსებობდა/განთავსებული იყო მშენებარე ობიექტი. შესაბამისად, შემოწმებისათვის არსებული ყველა ზემოაღნიშნული მასალების მიხედვით დადგინდა, რომ შპს „------“-მა შპს „--------ს“ გადასცა მხოლოდ მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადამხდელის მიერ მიღებული ჩათვლა დაექვემდებარა შემცირებას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
3. შემოწმებისათვის წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით დადგინდა, რომ კომპანიიდან 2021 წლის ნოემბრიდან დამფუძნებლის და იმავე დროს დირექტორის მიერ სალაროდან გატანილმა თანხამ ჯამში შეადგინა 1 049 955 ლარი. შემოწმებისათვის წარმოდგენილი საბუღალტრო ჩანაწერებით დადგინდა, რომ აღნიშნული თანხა გატანილი იყო საქვეანგარიშო დანიშნულებით, თუმცა თანხის ხარჯვა/გამოყენება არ ფიქსირდებოდა. ასევე, შემოწმებით ვერ დადგინდა, თუ რა მიზნით/დანიშნულებით ხდებოდა თანხების გატანა. ამასთანავე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების (ხელმოწერილია ბუღალტრისა და ახალი დირექტორის მიერ) მიხედვით, აღნიშნული თანხა გატანილი იყო უპროცენტო სესხის კვალიფიკაციით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ოპერაცია დაკვალიფიცირდა საწარმოს მიერ დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ასევე, სესხზე გაანგარიშებული სარგებელი დაკვალიფიცირდა სახელფასო განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
4. შპს „-----ის“ მიერ საბანკო ანგარიშიდან 2021 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, 2022 წლის ივნისისა და სექტემბრის თვეებში გადარიცხულმა თანხებმა შეადგინა 17 470 ლარი. შემოწმებისათვის არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით ვერ დადგინდა აღნიშნული გადარიცხული თანხების მიზნობრიობა (არ არის გადარიცხული თანხის სანაცვლოდ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი და თავის მხრივ ვერ დგინდება აღნიშნული გადარიცხვის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება). ამასთანავე, აღნიშნულ გადარიცხვასთან დაკავშირებით გადამხდელის მხრიდან ვერ მოხდა ხარჯის ან/და მიზნობრიობის (რაც დაადასტურებდა აღნიშნლის კავშირს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებასთან) დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. შემოწმებით, შპს „--------ის“ მიერ საბანკო ანგარიშიდან 2021 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, 2022 წლის ივნისისა და სექტემბრის თვეებში გადარიცხული თანხები დაკვალიფიცირდა ხარჯად, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის და დაიბეგრა მოგების გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე. ამასთანავე, გადამხდელი დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლის თანახმად:
1. თუ ამ მუხლის შესაბამისად, მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზეა გაწეული, მიიჩნევა, რომ იგი არ გაწეულა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო თუ მომსახურება არ არის გაწეული საქართველოს ტერიტორიაზე, იგი განიხილება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გაწეულად.
2. მომსახურების გაწევის ადგილის განსაზღვრის მიზნისთვის, პირი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) დასაბეგრ პირად განიხილება მისთვის გაწეულ ნებისმიერ მომსახურებასთან დაკავშირებით.
4. უძრავ ნივთთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მდებარეობს უძრავი ნივთი, მათ შორის:
ა) უძრავი ნივთის ექსპერტის და აგენტის მომსახურება;
ბ) სამშენებლო სამუშაოების მომზადებისა და კოორდინაციის მომსახურება (სამშენებლო მოედანზე კონტროლის და ზედამხედველობის განხორციელება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ 2022 წლის 25 მაისს შპს „---------სა“ (როგორც ბროკერი/შემსრულებელი) და არარეზიდენტ კომპანია შპს „--------------“-ს (დავალების მიმცემი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება. მხარეთა თანამშრომლობის საგანს წარმოადგენდა საბროკერო მომსახურების გაწევა. ხელშეკრულების მიხედვით, შპს „-------ს“ უნდა გაეწია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება, რაც გულისხმობდა უძრავი ქონების (მიწის) პოტენციური გამყიდველის მოძიებას, მოლაპარაკებების წარმოებას, მოძიებულ მიწის ნაკვეთზე წინა საპროექტო განაშენიანების რეგულირების გეგმის შესრულებას, 3D ვიზუალიზაცია-დიზაინს და იურიდიულ მომსახურებას (გამყიდველთან სახელშეკრულებო პირობების შეთანხმებას, მინდობილობების და საჭირო დოკუმენტაციის შემუშავებას, ხელშეკრულების გაფორმებას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას). ხელშეკრულების მიხედვით შპს „------ის“ მიერ გასაწევი მომსახურების საფასური განისაზღვრა უძრავი ქონების საბოლოო ღირებულების 40% გადასახადების ჩათვლით. 2022 წლის 16 ივნისს შპს „------------“-მა შპს „-------ს“ საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 695 745 ევრო, რომელიც მოიცავდა, როგორც მიწის ღირებულებას,ასევე, მომსახურების საფასურს. 2022 წლის პირველ ივლისს შპს „-----------ის“ (ს/ნ ----------------) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები გადავიდა ----- ----- ---- ------ის საკუთრებაში (დასტურდება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების/ამონაწერების მიხედვით), რომელიც წარმოადგენდა შპს „-----------ის“ დირექტორს. შპს „-----მა“ მიღებული თანხიდან შპს „-----------ის“ (ს/ნ ----------------) გადაურიცხა მიწის ღირებულების თანხა 1 332 925 ლარი. დარჩენილი სხვაობა 813 795 ლარი კი წარმოადგენდა ხელშეკრულების შესაბამისად გაწეული მომსახურების თანხას, რაც თავის მხრივ საწარმოს ასახული ჰქონდა საბუღალტრო აღრიცხვაში შემოსავლების ნაწილში. შემოწმებით დადგინდა, რომ შპს „-----ს“ გაწეული მომსახურება არასრულად ჰქონდა ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში, კერძოდ, დაბეგრილი იყო მხოლოდ 52 721 ლარი.
ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია მიწის ნაკვეთის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შპს „----სა“ და შპს „-----სს“ შირის დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა მხოლოდ მიწის ნაკვეთი. ასევე, კომპანიის წარმომადგენელმა შემოწმების საწყის ეტაპზევე აუდიტის დეპარტამენტს აცნობა, რომ გადამხდელმა შეისყიდა მხოლოდ მიწის ნაკვეთი და მასზე არ იყო დაწყებული სამშენებლო სამუშაოები. ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებითაც (ამონაწერებით და არსებული დოკუმენტაციით) ვერ დადგინდა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არსებობდა/განთავსებული იყო მშენებარე ობიექტი.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია, რომლის თანახმად თითქოს აუდიტის დეპარტამენტმა შეამოწმა შპს „------ის“ ეკონომიკური საქმიანობა და საგადასახადო ორგანოს არ გაუუქმებია 2021 წლის 12 ოქტომბერს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და არც ამ ოპერაციასთან დაკავშირებით ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხები შეუმცირებია, ვერ იქნება გაზიარებული. დღეის მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ფიქსირებული მიღებული სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, შპს „------სს“ სოფელ ----ში გადაზიდვები უფიქსირდება მშენებლობის მოპოვებამდე, მშენებლობის მოპოვების შემდეგ და აღნიშნული მიწის რეალიზაციის შემდგომაც. ასევე, გადაზიდვებს ახორციელებს ----ის რაიონის ისეთ ობიექტებზე, სადაც კომპანიას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით საკუთრება არ უფიქსირდება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ დღეის მდგომარეობით საჩივარში აღნიშნული საგადასახადო ანგარიშფაქტურა არ ფიქსირდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში.
ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიიდან 2021 წლის ნოემბრიდან დირექტორის მიერ სალაროდან გატანილმა თანხამ ჯამში შეადგინა 1 049 955 ლარი. შემოწმებისათვის წარმოდგენილი საბუღალტრო ჩანაწერებით დადგინდა, რომ აღნიშნული თანხა გატანილი იყო საქვეანგარიშო დანიშნულებით, თუმცა თანხის ხარჯვა/გამოყენება არ ფიქსირდებოდა. ასევე, შემოწმებით ვერ დადგინდა, თუ რა მიზნით/დანიშნულებით ხდებოდა თანხების გატანა. ამასთანავე, გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების (ხელმოწერილია ბუღალტრისა და ახალი დირექტორის მიერ) მიხედვით, აღნიშნული თანხა გატანილი იყო უპროცენტო სესხის კვალიფიკაციით.
ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, საწარმოს სალაროდან საქვეანგარიშოდ გატანილი თანხა წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხს, ხოლო სესხზე გაანგარიშებული სარგებელი სახელფასო განაცემს. ამდენად, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:
ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;
ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ შპს „-----ის“ მიერ საბანკო ანგარიშიდან 2021 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, 2022 წლის ივნისისა და სექტემბრის თვეებში გადარიცხულმა თანხებმა შეადგინა 17 470 ლარი. შემოწმებისათვის არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, ვერ დადგინდა აღნიშნული გადარიცხული თანხების მიზნობრიობა (არ არის გადარიცხული თანხის სანაცვლოდ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი და თავის მხრივ ვერ დგინდება აღნიშნული გადარიცხვის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება). ასევე, აღნიშნულ გადარიცხვასთან დაკავშირებით, გადამხდელს არ წარუდგენია ხარჯის ან/და მიზნობრიობის (რაც დაადასტურებდა აღნიშნლის კავშირს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებასთან) დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----------ის“ (ს/ნ ----------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს საბროკერო მომსახურების გაწევის, სალაროდან გატანილი თანხების უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირებისა და საწარმოს მიერ გადარიცხული თანხების არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევის საფუძვლით დღგ-ში, მოგებასა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები
1. მომჩივანსა და არარეზიდენტ კომპანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება. მხარეთა თანამშრომლობის საგანს წარმოადგენდა საბროკერო მომსახურების გაწევა. ხელშეკრულების მიხედვით, მომჩივანს უნდა გაეწია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება,მომჩივანს მიღებულია თანხობრივად შემოსავალი არასრულად ჰქონდა ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში.შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლით, 1621 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით და დაადგინა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებას. შესაბამისად, მომსახურების გამწევი ვალდებული იყო გაწეული მომსახურება დაებეგრა დღგ-ით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2.მომჩივანსა არარეზიდენტ კომპანიას შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშერულება.გამოუწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა,რომლის საფუძველზეც მომჩივანმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა 2021 წლის ოქტომბრის თვეში. აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში საქონლის/მომსახურების დასახელების გრაფაში მითითებულია „მიწა და მასზე არსებული უძრავი ქონება (მშენებარე ობიექტი) .
შემოწმებისათვის არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციიდან და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით ვერ დადგინდა, რომ აღნიშნულ მიწაზე არსებობდა/განთავსებული იყო მშენებარე ობიექტი. შესაბამისად, დადგინდა, რომ მომჩივანმა გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთი. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადამხდელის მიერ მიღებული ჩათვლა დაექვემდებარა შემცირებას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
3. შემოწმებისათვის წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით დადგინდა, რომ კომპანიიდან 2021 წლის ნოემბრიდან დამფუძნებლის და იმავე დროს დირექტორის მიერ სალაროდან გატანილია თანხა.
საგადასახადო შემოწმების შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ოპერაცია დაკვალიფიცირდა საწარმოს მიერ დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ასევე, სესხზე გაანგარიშებული სარგებელი დაკვალიფიცირდა სახელფასო განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
4.შემოწმებისათვის არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით ვერ დადგინდა მომჩივანის მიერ გადარიცხული თანხების მიზნობრიობა (არ არის გადარიცხული თანხის სანაცვლოდ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი და თავის მხრივ ვერ დგინდება აღნიშნული გადარიცხვის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება).
შემოწმებით, მომჩივანის მიერ საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხები დაკვალიფიცირდა ხარჯად, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის და დაიბეგრა მოგების გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე. ამასთანავე, გადამხდელი დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4); 73(4.9„ბ“); 97(1 „ბ“); 982 (1 „ა“. „ბ“ 3 „ზ“.8); 101(1.2 „ბ“); 136(3); 154(1 ,,ა“); 159(1 „ბ“); 171(1„გ“); 1621(1.2.4); 163(1.2); 164(1); 174(1.2.3); 175(1 „ა“.„ბ“.2); 176(1„ა“); 269(1.7); 270(1.2); 272(1); 275(1.2.21.22);
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტი;