ბრძანება N 18209
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18209
06 აგვისტო 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2023 წლის 24 ნოემბრის
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 18 და 25 ივლისის სხდომებზე ((ოქმი №78; ოქმი №80) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----ს“ (ს/ნ ----) 2023 წლის 24 ნოემბრის №85345/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ოქტომბრის №081-276 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: 1. გადამხდელი არ ეთანხმება უსასყიდლოდ გადაცემულ ბინებზე განსაზღვრულ ვალდებულებებს. აცხადებს, რომ ვინაიდან აღნიშნულ ოპერაციებს არ ახლავს წინასწარი გადახდა და 2021 წლამდე არ მომხდარა რაიმე ფორმით ამ ოპერაციების დაბეგვრა, ამასთან, 3 ბინის უსასყიდლო გადაცემა მოხდა 2021 წლის ოქტომბერში და ერთი ბინის 2022 წლის იანვარში, მისი დაბეგვრა უნდა განხორციელებულიყო ახალი რეგულაციით უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში. ამასთან, 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, მიმდინარეობდა აქტიური სამშენებლო სამუშაოები, მჩუქებლის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ბინის ფაქტობრივი ჩაბარება, რადგან მისაღები ფართი არ იყო მიყვანილი ხელშეკრულებით ნაკისრ კონდიციამდე. გადამხდელი აღნიშნავს, რომ მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება განხორციელდა 2022 წლის ნოემბრის თვეში, შესაბამისად უსასყიდლოდ გადაცემული ბინები კომპანიის მიერ დაბეგრილია შენობის ექსპლუატაციის მიღების მომენტში 2022 წლის ნოემბრის თვეში.
2. გადამხდელი არ ეთანხება მიწის სანაცვლოდ გადაცემული ქონების დღგ-ით დაბეგვრას. აღნიშნავს, რომ შემოწმებით მიწოდება განხორციელებულია დღგ-ის ახალი რეგულაციის პერიოდში. საჩივარზე წარმოადგენს მესაკუთრეების განცხადებებს და მიუთითებს, რომ 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით მიწის მესაკუთრის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ბინის ფაქტობრივი ჩაბარება, რადგან მისაღები ფართი არ იყო მიყვანილი ხელშეკრულებით ნაკისრ კონდიციამდე. აშენებული კორპუსი ექსპლუატაციისათვის მზად იყო 2022 წლის ნოემბერში, შესაბამისად, საწარმოს მიერ დღგ-ით დასაბეგრ დროდ განისაზღვრა 2022 წლის ნოემბერი.
3. გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 ივნისის №14642 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--- ის“ (ს/ნ --- ) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე და 48-ე ნაწილების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 ივნისის №14642 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 29 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 54 167 ლარი, მათ შორის, გადასახადი 36 110 ლარი, ჯარიმა 18 057 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 27 ოქტომბრის №081-276 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 20 დეკემბრის №32118 ბრძანებით შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 10 ივლისის №21814/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 დეკემბრის №32118 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 ივლისის №21814/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები (მათ შორის მომჩივნის მიერ მითითებული ტექნიკური ხარვეზი) საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივრები ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
საწარმოს მიერ რეალიზებულ ბინებზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით: - გადამხდელის მიერ დაზუსტდა საჩივარში აღნიშნული საკითხი მოცემულ უძრავ ქონებასთან (საკადასტრო კოდი ----) მიმართებაში და აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტით გასაზღვრული ვალდებულება სწორია და კორექტირებას არ ექვემდებარება.
- გადამხდელის მიერ გასაჩივრების ეტაპზე წარმოდგენილი იქნა ს/კ --- (----) ბინასთან დაკავშირებით მყიდველის მიერ თანხის გადახდის შესახებ სალაროს შემოსავლის ორდერი (07.02.2023წ - 21 205.23 ლარი (8025 აშშ დოლარის ექვივალენტი)).
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
საწარმოს მიერ რეალიზებულ ბინებზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით:
- გადამხდელის მიერ დაზუსტდა საჩივარში აღნიშნული საკითხი მოცემულ უძრავ ქონებასთან (საკადასტრო კოდი ---) მიმართებაში და აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტით გასაზღვრული ვალდებულება სწორია და კორექტირებას არ ექვემდებარება.
- გადამხდელის მიერ გასაჩივრების ეტაპზე წარმოდგენილი იქნა ს/კ --- (---) ბინასთან დაკავშირებით მყიდველის მიერ თანხის გადახდის შესახებ სალაროს შემოსავლის ორდერი (07.02.2023წ - 21 205.23 ლარი (8025 აშშ დოლარის ექვივალენტი)). დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დაკორექტირდა (შემცირდა) მოცემულ საკადასტრო კოდთან მიმართებაში აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულება.
- გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე (მოცემულ შემოწმებას დაქვემდებარებულ შესამოწმებელ პერიოდამდე საწარმოს მიერ დეკლარირებული დღგ-ს ბრუნვების გაშიფრვა საკადასტრო კოდების მიხედვით) დაკორექტირდა (შემცირდა)---- საკადასტრო კოდთან მიმართებაში აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულება.
- გადამხდელის მიერ დაზუსტდა საჩივარში აღნიშნული საკითხი მოცემულ უძრავ ქონებასთან (საკადასტრო კოდი ----) მიმართებაში და დადგინდა, რომ შემოწმებით აქტით განსაზღვრული ვალდებულებები გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.
- გადამხდელის მიერ დაზუსტდა საჩივარში აღნიშნული საკითხი მოცემულ უძრავ ქონებებთან (საკადასტრო კოდი ----) მიმართებაში და აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტით გასაზღვრული ვალდებულება სწორია და კორექტირებას არ ექვემდებარება.
- გადამხდელის მიერ გასაჩივრების ეტაპზე წარმოდგენილი იქნა ს/კ ---- (----) ბინასთან დაკავშირებით მყიდველის მიერ თანხის ჩარიცხვის შესახებ სალაროს შემოსავლის ორდერები (26.10.2022წ - 61 095.95 ლარი და 27.02.2023წ -2 633 ლარი). (ავღნიშნავთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნული ფართის გადაფორმებისას წარდგენილ ნასყიდობის ხელშეკრულებას, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ღირებულებაზე არც გადახდის გრაფიკი ჰქონდა დართული და არსად მითითება არ ფიქსირდებოდა თანხის გადახდის ვადაზე. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელს არც მყიდველთან გაფორმებული შეთანხმება წარმოუდგენია თანხის გვიან გადახდაზე).
დამატებით წარმოდეგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დაკორექტირდა (შემცირდა) მოცემულ საკადასტრო კოდთან მიმართებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულება.
ქონების უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებაში, ვინაიდან აღნიშნული ქონებების გადაცემა განხორციელებულია 2021 წლის ოქტომბერში, არ ვრცელდება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 48-ე ნაწილით დადგენილი ნორმა, შესაბამისად, აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, მოცემულ დასკვნაში ასახულ 1.2, 1.3 და 1.6 საკითხებთან დაკავშირებით განხორციელდა შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მიწის სანაცვლოდ გადაცემული ქონების დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე ნაწილით დადგენილი ნორმიდან გამომდინარე, აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დაკორექტირდა (შემცირდა) მოცემულ საკადასტრო კოდთან მიმართებაში აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულება.
- გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე (მოცემულ შემოწმებას დაქვემდებარებულ შესამოწმებელ პერიოდამდე საწარმოს მიერ დეკლარირებული დღგ-ს ბრუნვების გაშიფრვა საკადასტრო კოდების მიხედვით) დაკორექტირდა (შემცირდა) ---- საკადასტრო კოდთან მიმართებაში აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულება.
- გადამხდელის მიერ დაზუსტდა საჩივარში აღნიშნული საკითხი მოცემულ უძრავ ქონებასთან (საკადასტრო კოდი ---) მიმართებაში და დადგინდა, რომ შემოწმებით აქტით განსაზღვრული ვალდებულებები გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.
- გადამხდელის მიერ დაზუსტდა საჩივარში აღნიშნული საკითხი მოცემულ უძრავ ქონებებთან (საკადასტრო კოდი ---) მიმართებაში და აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტით გასაზღვრული ვალდებულება სწორია და კორექტირებას არ ექვემდებარება.
- გადამხდელის მიერ გასაჩივრების ეტაპზე წარმოდგენილი იქნა ს/კ --- (--- ) ბინასთან დაკავშირებით მყიდველის მიერ თანხის ჩარიცხვის შესახებ სალაროს შემოსავლის ორდერები (26.10.2022წ - 61 095.95 ლარი და 27.02.2023წ -2 633 ლარი).
(ავღნიშნავთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნული ფართის გადაფორმებისას წარდგენილ ნასყიდობის ხელშეკრულებას, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ღირებულებაზე არც გადახდის გრაფიკი ჰქონდა დართული და არსად მითითება არ ფიქსირდებოდა თანხის გადახდის ვადაზე.
შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელს არც მყიდველთან გაფორმებული შეთანხმება წარმოუდგენია თანხის გვიან გადახდაზე). დამატებით წარმოდეგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დაკორექტირდა (შემცირდა) მოცემულ საკადასტრო კოდთან მიმართებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულება.
ქონების უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებაში, ვინაიდან აღნიშნული ქონებების გადაცემა განხორციელებულია 2021 წლის ოქტომბერში, არ ვრცელდება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 48-ე ნაწილით დადგენილი ნორმა, შესაბამისად, აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, მოცემულ დასკვნაში ასახულ 1.2, 1.3 და 1.6 საკითხებთან დაკავშირებით განხორციელდა შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მიწის სანაცვლოდ გადაცემული ქონების დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე ნაწილით დადგენილი ნორმიდან გამომდინარე, აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკაშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი, მე-7 და მე-8 ნაწილების თანახმად:
1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის თითოეული მხარისათვის:
ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დრო განისაზღვრება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
8. უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მარეგისტრირებელ ორგანოში მშენებარე ობიექტზე დარეგისტრირდა, ამ ნივთის მიწოდებასთან დაკავშირებით მისი მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად განიხილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:
ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში;
დ) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა განხორციელებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სანაცვლო საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ხორციელდება 2021 წლის 1 იანვარს ან შემდგომ პერიოდებში, ამ ოპერაციის თითოეული მხარისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ ოპერაციის ფარგლებში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე, ხოლო დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი.
ამავე მუხლის 48-ე ნაწილის თანახმად, თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მშენებარე ობიექტზე მარეგისტრირებელ ორგანოში დარეგისტრირდა 2021 წლამდე, ხოლო ამ ნივთზე უძრავი ნივთის მიმწოდებლის მიერ 2021 წელს ან შემდგომ პერიოდში დასრულდა სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება, აღნიშნული მომსახურება განიხილება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად, ხოლო ამ ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში, თუ არ დადგა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა.
ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უძრავი ნივთის მიწოდება დაბეგრილია დღგ-ით 2021 წლამდე პერიოდში, მისი ექსპლუატაციაში მიღება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების გარემოებას და ექვემდებარება კორექტირებას შესაბამისი უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
უსასყიდლოდ გადაცემულ ბინებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში 4 ერთეული საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ აქვს გადაცემული ფიზიკურ პირებზე (3 ბინა 2021 წლის ოქტომბერში, 1 ბინა 2022 წლის იანვარში). მოცემული პერიოდისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ბინების საკუთრებაში გადაცემის რეგისტრაციის პერიოდის მიხედვით დასაბეგრ ბრუნვაში ასახული იქნა გადამხდელის სარეალიზაციო საშუალო ფასის გათვალისწინებით (350 აშშ დოლარი). შედეგად, უსასყიდლოდ გადაცემული ქონების ნაწილში გადამხდელს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულება დღგ-ის და მოგების გადასახადის ნაწილში.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში ფაქტობრივად კორპუსი დასრულებული არ იყო და მიმდინარეობდა მოსაპირკეთებელი, ავტოფარეხების მოწყობის, კიბის უჯრედების სამუშაოები, მინაპაკეტის ჩასმა, დაერთებული არ იყო გაზი, ელექტროენერგია, წყალი, შესაბამისად შესამოწმებელ პერიოდში კორპუსი და გადასაცემი ფართები მზად არ იყო გამოყენებისათვის. ამასთან, ვალდებულებები, რაც მყიდველებისთვის/ფართის მიმღებისთვის ფართების გადაცემით უნდა შესრულებულიყო კორპუსის მშენებლობასთან და ფართის მოწყობასთან დაკავშირებით, მშენებელს შესრულებული არ ჰქონდა.
გადამხდელი მიუთითებს, რომ კომპანიას მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების თარიღად აღიარებული აქვს 2022 წლის ნოემბერი და ყველა გაყიდული ბინა, მათ შორის უსასყიდლოდ გადაცემული ბინები დაადეკლარირა აღნიშნული საგადასახადო პერიოდით (გარდა ავანსების).
შემოსავლების სამსახური ასევე ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომ შემოწმების მიერ სასყიდლიანი ხელშეკრულებები არ არის დაბეგრილი ხელშეკრულების გაფორმების თარიღით, კერძოდ, 2021-2022 შესამოწმებელ პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებები დაბეგრილია გადახდილი ავანსის დადგომის პერიოდით, ხოლო თუ რომელიმე ხელშეკრულებას არ ახლავს სრული გადახდა, გადაუხდელ ნაწილში ოპერაცია დაბეგრილი არ არის.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს ნოტარიულად დამოწმებული მესაკუთრე პირების განცხადებები, რომლითაც აღნიშნული პირები აცხადებენ, რომ 2022 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით არ მომხდარა ხელშეკრულების საგნის ფაქტობრივი ჩაბარება, ვინაიდან მისაღები ფართები არ არის მიყვანილი ხელშეკრულებით ნაკისრ კონდიციამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ქონების მესაკუთრე პირების განმარტებებით, ჩუქების ხელშეკრულებები ითვალისწინებს გამჩუქებლის მიერ ვალდებულებების შესრულების პირობებს, ხოლო კომპანიას მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების თარიღად აღიარებული აქვს 2022 წლის ნოემბერი და ყველა გაყიდული ბინა, მათ შორის უსასყიდლოდ გადაცემული ბინები დეკლარირებულია აღნიშნული საგადასახადო პერიოდით (გარდა ავანსების), შემოსავლების სამსახური არ იზიარებს შემმოწმებლის პოზიციას უსასყიდლოდ გადაცემულ ბინების სასყიდლიანი ოპერაციებისგან განსხვავებული პრინციპით დაბეგვრასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ აღნიშნული ქონების გადაცემის დაბეგვრა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების საგნის ფაქტობრივად გადაცემის მომენტში (ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულებისა და შეთანხმებული პირობების შესრულების მომენტში).
მიწის სანაცვლოდ გადაცემულ ქონებებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ 2018 წელს მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირებთან გაფორმებული შეთანხმებების შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ განხორციელდა მათთვის საცხოვრებელი ბინების და ავტოსადგომების გადაცემა, რაც ასევე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (გარდა შეთანხმების შესაბამისად ერთი გადასაცემი ბინის). საწარმოს მიერ აღნიშნული ბარტერის ოპერაციების შესაბამისი დეკლარირება არ განხორციელებულა. შემოწმების მიერ განხორციელდა მიწის სანაცვლოდ გადაცემული ბინების და ავტოსადგომების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვა საჯარო რეესტრში გადაფორმების მომენტისთვის საწარმოს მიერ შესაბამისი პერიოდისთვის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების (+10%) გათვალისწინებით გადაცემული ფართების რაოდენობის (კვ.მ.) პროპორციულად მთლიან ფართთან მიმართებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ ბარტერის საფუძველზე განსაზღვრული ბინები, მიწის მესაკუთრეებზე საკუთრებაში გადავიდა 2019 წელს - მხოლოდ 88 კვ.მ. ხოლო უმეტესი ნაწილი 2021 წლის იანვრის და აპრილის თვეებში, შემოწმების მიერ შესაბამის პერიოდებში გაიზარდა დასაბეგრი ბრუნვა, აღნიშნულ პერიოდში შენობა დაუსრულებელი იყო და მიმდინარეობდა აქტიური მშენებლობა, მესაკუთრეებს ფაქტობრივად არ ჩაბარებიათ ფართები, ვინაიდან მისაღები ფართი არ იყო მიყვანილი ხელშეკრულებით ნაკისრ კონდიციამდე.
გადამხდელი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2021 წლის 1 იანვრიდან არსებულ რეგულაციებზე, რომლის თანახმად, ასევე ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრით საკუთრებაში გადაცემული არცერთი ფართი 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით არ უნდა დაიბეგროს დღგ-ით, გარდა ავანსად მიღებული თანხის, ამასთან გასათვალისწინებელია, რომ კომპანიას მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების თარიღად აღიარებული აქვს 2022 წლის ნოემბერი და ბარტერიც დაადეკლარირა ამ საგადასახადო პერიოდით, მათ შორის დაბეგრა 2018 წელს ბარტერით გადაცემული ფართები. აღნიშნულთან დაკავშირებითაც, გადამხდელი საჩივარზე წარმოადგენს მიწის მესაკუთრეების განცხადებებს და განმარტავს, რომ აღნიშნული განცახდებებში ნახსენებია, რომ 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით მიწის მესაკუთრის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ბინის ფაქტობრივი ჩაბარება, რადგან მისაღები ფართი არ იყო მიყვანილი ხელშეკრულებით ნაკისრ კონდიციაში, კერძოდ არ არის მოწესრიგებული ელექტრო და სატელეკომუნიკაციო გაყვანილობების ძირითადი დგარები, წყლის და კანალიზაციის ძირითადი დგარები, არ არის მოპირკეთებული საერთო სარგებლობის ფართები და სადარბაზოები, არ არის დასრულებული სახლის ფასადი, სრულად არ იყო შიდა ტიხრები აშენებული.
ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ 2022 წლის 31 მარტს განხორციელდა შპს „--- ის“ შემოწმება შრომის უსაფრთხოების სამსახურის მიერ, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2022 წლის 14 აპრილით დათარიღებული მითითება №--- და 2022 წლის 18 აპრილით დათარიღებული ოქმი №---, რაც დასრულდა კომპანიის გაფრთხილებით შრომის უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით. თუკი, კომპანიას დასრულებული ექნებოდა მშენებლობის პროცესი, ობიექტი შრომის ინსპექციის შემოწმებას არ დაექვემდებარებოდა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2018 წელს მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირებთან გაფორმებული შეთანხმებების შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ განხორციელდა მათთვის საცხოვრებელი ბინების და ავტოსადგომების გადაცემა, რაც ასევე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საქმეზე თანდართული მტკიცებულებებით დგინდება, რომ აღნიშნული პერიოდისთვის საწარმოს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული არ ყოფილა, ამასთან, კომპანიას მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების თარიღად აღიარებული აქვს 2022 წლის ნოემბერი და ბარტერიც დაადეკლარირა ამ საგადასახადო პერიოდით, მათ შორის დაბეგრა 2018 წელს ბარტერით გადაცემული ფართები.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმების პროცესში გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია, მშენებლობის დასრულებისას უზრუნველყოს მიწის მესაკუთრეებზე გადაცემული/გადასაცემი ფართების სრულად ასახვა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად (მშენებლობის დასრულებისას გასათვალისწინებელია ის 3 ფაქტიც, რომ მიწის მესაკუთრეებზე ბარტერის სახით 2018 წელს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული გადაცემული ფართების დაბეგვრა გადამხდელის მიერ არ არის განხორციელებული (მათ შორის ხარჯის პროპორციულადაც).
შესაბამისად, გადამხდელს ეძლევა რეკომენდაცია მშენებლობის დასრულებისას უზრუნველყოს აღნიშნული ფართებთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება).
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტის შესაბამისად, კომპანიის მიერ მიწის მესაკუთრე პირებისთვის სამშენებლო მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს მომსახურების გაწევის (დასრულების) მომენტი.
მომსახურების გაწევის მომენტად მიჩნეული უნდა იქნას ის მომენტი, როდესაც მომსახურების გამწევის მიერ შესრულდება ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება და დადგება ყველა პირობა, რომელიც შეთანხმებულია მხარეთა შორის, მაგრამ არა უგვიანეს მომენტისა, როდესაც მომსახურების მიმღები ფაქტობრივად მიიღებს მომსახურებას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, საქმეში არსებული მასალების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული განმარტების გათვალისწინებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, უსასყიდლოდ გადაცემულ ბინებზე და ბარტერული ოპერაციის ფარგლებში მიწის სანაცვლოდ გადაცემულ ქონებებზე დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემცირება განხორციელდა 20 485 ლარის ოდენობით, თუმცა მიაჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადის შემცირება უნდა განხორციელებულიყო 25 609 ლარით ნაცვლად 20 485 ლარის. ამასთან, გადამხდელს საჩივარში მითითებული აქვს კონკრეტული გაანგარიშება.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმების, ფაქტობრივ გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.შპს „--- ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, უსასყიდლოდ გადაცემულ ბინებზე და ბარტერული ოპერაციის ფარგლებში მიწის სანაცვლოდ გადაცემულ ქონებებზე დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება უსასყიდლოდ გადაცემულ ბინებზე განსაზღვრულ ვალდებულებებს.
2. გადამხდელი არ ეთანხება მიწის სანაცვლოდ გადაცემული ქონების დღგ-ით დაბეგვრას.
3. გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში 4 ერთეული საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ აქვს გადაცემული ფიზიკურ პირებზე. აღნიშნული ბინების საკუთრებაში გადაცემის რეგისტრაციის პერიოდის მიხედვით დასაბეგრ ბრუნვაში ასახული იქნა გადამხდელის სარეალიზაციო საშუალო ფასის გათვალისწინებით. შედეგად, უსასყიდლოდ გადაცემული ქონების ნაწილში გადამხდელს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულება დღგ-ის და მოგების გადასახადის ნაწილში.
შემოწმების მიერ განხორციელდა მიწის სანაცვლოდ გადაცემული ბინების და ავტოსადგომების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვა საჯარო რეესტრში გადაფორმების მომენტისთვის საწარმოს მიერ შესაბამისი პერიოდისთვის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების (+10%) გათვალისწინებით გადაცემული ფართების რაოდენობის (კვ.მ.) პროპორციულად მთლიან ფართთან მიმართებაში.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული განმარტების გათვალისწინებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, უსასყიდლოდ გადაცემულ ბინებზე და ბარტერული ოპერაციის ფარგლებში მიწის სანაცვლოდ გადაცემულ ქონებებზე დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს, შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, დაევალა სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 16; 18 (10); 159; 160; 163; 164; 101; 154.
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160; 161.