საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (78)
შემდგომი ცვლილებები (67)
წინა ცვლილებები (11)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №37
2004 წლის 21 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანდართული დებულება.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №85-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1036
2. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 აპრილის დადგენილება №73-სსმ III, №46, 19.04.2005წ; მუხ.479
3. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №160-სსმ III, №111, 22.09.2005წ; მუხ.1228
4. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №241-სსმ III, №153, 30.12.2005წ; მუხ.1700
5. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება №77-სსმ III, №46, 05.04.2006წ; მუხ.525
6. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №101-სსმ III, №73, 01.06.2006წ; მუხ.912
7. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №213-სსმ III, №155, 17.11.2006წ; მუხ.2145
8. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №214-სსმ III, №155, 17.11.2006წ; მუხ.2144
9. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 მარტის დადგენილება №52-სსმ III, №40, 23.03.2007წ; მუხ.467
10. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 23 მაისის დადგენილება №108-სსმ III, №75, 29.05.2007წ; მუხ.803
11. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1035
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სამთავრობო დაწესებულებაა, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად მოქმედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშო-რისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების საფუძველზე.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.
5. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, დასრულებული ბალანსი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში.
6. სამინისტროს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, – 0146, უზნაძის ქ. №52.
7. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც ექვემდებარება რეგისტრაციას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
1. სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი ორგანოა. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტრო ახორციელებს თავის დაქვემდებარებაში არსებული ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, უზრუნველყოფს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფას, მეცნიერების განვითარებას, ბავშვისათვის ზრუნვას და სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელებას.
2. კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სამინისტრო:
ა) უზრუნველყოფს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის კონსტიტუციური უფლების განხორციელებას;
ბ) ხელს უწყობს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის შექმნას;
გ) იკვლევს და აფასებს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე პროცესებს;
დ) გეგმავს განათლებისა და მეცნიერების სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებებს, ახორციელებს მისი განვითარების პროგნოზირებას;
ე) ახორციელებს სახელმწიფო ენობრივ პოლიტიკას, ხელს უწყობს სახელმწიფო ენის სწავლებასა და განვითარებას, თვალყურს ადევნებს მის სწორ გამოყენებას;
ვ) ამტკიცებს სკოლამდელი აღზრდის სტანდარტებს;
ზ) ახორციელებს სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ლიცენზირებას;
თ) იღებს გადაწყვეტილებას ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწსებულებების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების, რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის შესახებ, ამტკიცებს მათ წესდებებს და ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს;
ი) აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირებს – პროფესიული სწავლების ცენტრებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს;
კ) ევროპისა და საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეების ჰარმონიზაციისა და ინტეგრაციის მიზნით თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
ლ) ხელს უწყობს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან;
მ) უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების შესახებ ნორმატიული აქტების შესრულებას;
ნ) ატარებს სახელმწიფო პოლიტიკას შვილად აყვანის, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის სფეროში;
ო) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავებს და ამტკიცებს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს;
პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს:
პ.ა) მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებას;
პ.ბ) მასწავლებლობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის ნიმუშს;
პ.გ) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მაძიებლის პერიოდის გავლის წესს;
პ.დ) მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშს და მისი გაცემის წესს;
პ.ე) მასწავლებლის უფლების მოპოვებისა და განახლების საფასურის ოდენობას;
პ.ვ) მასწავლებლის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
პ.ზ) მასწავლებლის, აგრეთვე სახელობო განათლების მასწავლებლისა და ინსტრუქტორის პროფე-სიულ სტანდარტებს;
პ.თ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემას;
პ.ი) მასწავლებლის, აგრეთვე სახელობო განათლების მასწავლებლის/ინსტრუქტორის პროფესიული ეთიკის კოდექსს;
პ.კ) პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში მასწავლებლის, აგრეთვე სახელობო განათლების მასწავლებლის/ინსტრუქტორის მიმართ განსახორციელებელი დისციპლინური წარმოების წესს;
პ.ლ) სახელობო განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის შემუშავების წესს;
ჟ) ამტკიცებს სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტს და სტანდარტულ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებს. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული პროფესიული სააგენტოს წარდგინებით ამტკიცებს არაფორმალური გზით მიღებული სახელობო განათლების ატესტაციის წესსა და პირობებს;
რ) შეიმუშავებს პროგრამებს პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით;
ს) ადგენს პროფესიული განათლების კრედიტების გაანგარიშების წესს, აკრედიტებულ პროფესიული სწავლების ცენტრში პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის წესსა და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას;
ტ) განსაზღვრავს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების სტრუქტურას, ამტკიცებს მათ საშტატო ნუსხებსა და ტიპურ დებულებას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებსა და მოადგილეებს;
უ) უზრუნველყოფს პედაგოგთა და მეცნიერთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
ფ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ და უზრუნველყოფს მის განხორციელებას, საბიუჯეტო ასიგნებათა ხარჯზე აფინანსებს და ამუშავებს სამეცნიერო კვლევებს;
ქ) მონაწილეობს განათლებისა და მეცნიერების სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციების, სიმპოზიუმების, გამოფენებისა და კონკურსების გამართვაში;
ღ) შეიმუშავებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
ყ) შეიმუშავებს განათლების სისტემის, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემის ინდიკატორების ამსახველ ძირითად დოკუმენტს;
შ) პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ამ დებულების მე-4 მუხლის ,,გ.ბ“, ,,გ.ე“, ,,გ.ზ“, ,,გ.თ“ და ,,გ.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დირექტორის/თავმჯდომარის კანდიდატურას, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მე-4 მუხლის ,,გ.ა“, ,,გ.გ“, ,,გ.დ“ და ,,გ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების ხელმძღვანელებს, გარდა ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა;
ჩ) ადგენს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივებს;
ც) ამტკიცებს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესს, ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და გადატანის წესს, საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის თანხის რაოდენობას, სოციალური პროგრამით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსების რაოდენობასა და პირობებს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთათვის ვაუჩერების გაცემისა და გადატანის წესს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად;
ძ) ადგენს საჯარო სკოლის დირექტორისა და მასწავლებლების შესარჩევი კონკურსის გამართვის წესს, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესსა და პირობებს;
წ) ამტკიცებს რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესს;
ჭ) ახორციელებს საჯარო სკოლების ნუმერაციას და ადგენს მათთვის სახელის მინიჭების წესს;
ხ) ამტკიცებს ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტის/სერტიფიკატის ნიმუშს, უმაღლესი განათლების სპეციალობათა ნუსხას, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დანართის ფორმას;
ჯ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს:
ჯ.ა) უცხოეთში მიღებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარების წესსა და პირობებს;
ჯ.ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის წესსა და პირობებს;
ჯ.გ) პროფესიული სწავლების ცენტრის აკრედიტაციის დებულებას;
ჯ.დ) სახელობო განათლების მასწავლებლისა და ინსტრუქტორის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებს;
ჯ.ე) მასწავლებელთა პროფესიული მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან;
ჰ) შეიმუშავებს მეცნიერების განვითარების ეროვნულ გეგმას, უზრუნველყოფს სახელმწიფო სამეცნიერო პოლიტიკის განხორციელებას შემოქმედების თავისუფლებისა და სამეცნიერო სფეროს მართვის თანამიმდევრული დემოკრატიზაციის, სამეცნიერო სკოლების შენარჩუნებისა და განვითარების, საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში მონაწილეობის ხელშეწყობის, აგრეთვე განათლების მეცნიერებასთან ინტეგრირების მიზნით;
ჰ1 ) სამეცნიერო აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობით აყალიბებს და სრულყოფს ქართული მეცნიერების განვითარების კონცეფციასა და ნორმატიულ ბაზას;
ჰ2 ) ამუშავებს წინადადებებს სახელმწიფო სახსრების გამოყოფის თაობაზე სამეცნიერო-კვლევითი ობიექტების მშენებლობისა და რეკონსტრუირების მიზნით, ამზადებს მთავრობის გადაწყვეტილებათა პროექტებს ეროვნული მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო-კვლევითი ბაზებისა და ექსპერიმენტული დანადგარების მოვლა-შენახვის შესახებ;
ჰ3 ) სახელმწიფო მართვის სხვა უწყებებთან ერთად ამზადებს წინადადებებს ტექნოლოგიური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებისა და მაღალ ტექნოლოგიათა ტრანსფერის სახელმწიფო მხარდაჭერის თაობაზე, აგრეთვე სახელმწიფოს პირდაპირ (ინვესტირებით), ან არაპირდაპირ (საგადასახადო შეღავათებით, ინოვაციური ინფრასტრუქტურით და სხვ.) მონაწილეობის შესახებ სათანადო პროცესებში;
ჰ4 ) აწარმოებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა, ზოგადსაგანმანათლებლო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებათა რეესტრს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრს და განსაზღვრავს მათი წარმოების წესს, რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლების დირექტორებს, დირექტორების მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მათი მოვალეობის შემსრულებელ მოადგილეებს, მოვალეობის სხვა შემსრულებლებს, სამეურვეო საბჭოს წევრებს და ადგენს მათი რეგისტრაციის წესს;
ჰ5 ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას;
ჰ6 ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №85-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1036
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №160-სსმ III, №111, 22.09.2005წ; მუხ.1228
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება №77-სსმ III, №46, 05.04.2006წ; მუხ.525
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №101-სსმ III, №73, 01.06.2006წ; მუხ.912
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №214-სსმ III, №155, 17.11.2006წ; მუხ.2144
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1035
მუხლი 3. სამინისტროს ხელმძღვანელობა
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებში ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტებით და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურების, დაწესებულებების მართვასა და კოორდინაციას.
2. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას, და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;
გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს;
ე) წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა კანდიდატურებს;
ვ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს, აგრეთვე წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და, აუცილებლობის შემთხვევაში, – დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე;
ზ) იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულები-სათვის;
თ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მისი შესრულების კონტროლს და, აუცილებლობის შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
ი) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, ამტკიცებს მათ დებულებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;
კ) პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის;
ლ) თავისი მმართველობის სფეროში ქმნის კომისიებს, საბჭოებს – სათათბირო უფლებით;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს;
ნ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
პ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს;
ჟ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სკოლამდელი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების დირექტორებს.
3. მინისტრს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი. მოადგილეთა შორის ფუნქციებს მინისტრი ანაწილებს ბრძანებით.
4. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.

მუხლი 4. სამინისტროს სისტემა
სამინისტროს სისტემა მოიცავს:
ა) ცენტრალურ აპარატს, რომლის შემადგენელი სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:
ა.ა) მინისტრის აპარატი;
ა.ბ) გენერალური ინსპექცია;
ა.გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ა.დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ა.ე) იურიდიული დეპარტამენტი;
ა.ვ) ფინანსური და მატერიალური რესურსების დეპარტამეტი;
ა.ზ) ანალიტიკური დეპარტამენტი;
ა.თ) ლიცენზირების სამსახური;
ა.ი) რეგიონული კოორდინაციის დეპარტამენტი;
ა.კ) პროგრამების/პროექტების სამმართველო/სამმართველოები;
ა.ლ) ბავშვზე ზრუნვის სამმართველო;
ბ) ტერიტორიულ ორგანოებს – საგანმანათლებლო რესურსცენტრებს;
გ) შემდეგ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს:
გ.ა) საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრი;
გ.ბ) გამოცდების ეროვნული ცენტრი;
გ.გ) ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა;
გ.დ) ფონდი „ირმის ნახტომი“;
გ.ე) საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
გ.ვ) საგანმანათლებლო, მათ შორის პროფესიული სწავლების ცენტრები, სააღმზრდელო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები;
გ.ზ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი;
გ.თ) განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი;
გ.ი) ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი;
გ.კ) ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველის ფონდი);
დ) (ამოღებულია).

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 აპრილის დადგენილება №73-სსმ III, №46, 19.04.2005წ; მუხ.479

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №241-სსმ III, №153, 30.12.2005წ; მუხ.1700

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №213-სსმ III, №155, 17.11.2006წ; მუხ.2145
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 მარტის დადგენილება №52-სსმ III, №40, 23.03.2007წ; მუხ.467
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 23 მაისის დადგენილება №108-სსმ III, №75, 29.05.2007წ; მუხ.803

მუხლი 4 1 . სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია
1. მინისტრის აპარატის კომპეტენციაა:
ა) მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;
ბ) მინისტრის თათბირების ორგანიზება და ოქმების შედგენა;
გ) მინისტრის შეხვედრების განრიგის დაგეგმვა და შეხვედრების მომზადება, პროტოკოლის უზრუნველყოფა;
დ) მინისტრის მივლინებების ორგანიზება;
ე) მინისტრის საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფა, მისი საჯარო გამოსვლების მომზადება, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში რჩევების მიწოდება;
ვ) მინისტრის არაგეგმური დავალებებისა და ბრძანებების შესრულება და მათი შესრულების მონიტორინგი;
ზ) მინისტრის სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის, აგრეთვე უცხო ქვეყნებთან კავშირის კოორდინაცია;
თ) ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელება;
ი) მინისტრის უსაფრთხოებისა და მისი გადაადგილების უზრუნველყოფა;
კ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. გენერალური ინსპექციის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთა დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივი პასუხისმგებლობისა და გადაცდომის ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება, პროფილაქტიკა, შემოწმება და შედეგების მინისტრისათვის წარდგენა;
ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ გაწეული მუშაობის კანონიერების ანალიზი, მინისტრის დავალებით სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა საფინანსო კონტროლი, მათი შემოწმება;
გ) მოქალაქეთა განცხადებების, ადმინისტრაციული საჩივრების, თანამშრომელთა შუამდგომლობების, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში არსებულ ადმინისტრაციულ და ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის განხილვა, შემოწმება და შედეგების მინისტრისათვის წარდგენა;
დ) მინისტრის დავალებით საქართველოს პროკურატურიდან, სასამართლო ორგანოებიდან, საქართველოს კონტროლის პალატიდან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი უწყებებიდან მიღებული წერილებისა და წარდგინებების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემოწმებების წარმოება;
ვ) მინისტრის მიერ გამოცემული აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;
ზ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს სამოქმედო გეგმის შემუშავება, სამინისტროს პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია, სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია და მათთან დაკავშირებული მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების მონიტორინგი;
ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმიანობის ინსტრუქციების შემუშაება;
გ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება, სამინისტროში ოფიციალურად შესული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი ოპერატიული მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისა და შემსრულებლებისათვის;
დ) სამინისტროს კორესპონდენციის, მათ შორის კონტროლზე აყვანილ დავალებათა დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლი;
ე) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
ვ) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის არსებული წესის თანახმად;
ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის შემუშავება და სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
თ) სამინისტროს საშტატო განრიგის შედგენაში მონაწილეობა;
ი) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის, წახალისების, გათავისუფლების, შვებულების, მივლინებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე სამინისტროში სტაჟიორად აყვანის შესახებ წინადადებებისა და ბრძანებების პროექტების მომზადება;
კ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა, მისი სრულყოფა და სისტემატიზაცია;
ლ) ატესტაციისა და სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების გამართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა დადგენილი წესით;
მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების ხელმძღვანელების სამინისტროში კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტების მომზადება;
ნ) სამინისტროს შენობა-ნაგებობათა მატერიალურ-ტექნიკიური ბაზის მოვლა-განახლება;
ო) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მატერიალურ-ტექნიკური, მათ შორის საკომუნიკაციო და ელექტრონული უზრუნველყოფა;
პ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
4. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) მასმედიასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით;
ბ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, საქართველოსა და უცხო ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობა;
გ) სამინისტროს ვებ-გვერდის წარმოება;
დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ე) ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს მისაღების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

5. იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავება და მათი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღების ხელშეწყობა;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათ მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება;
გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, აგრეთვე სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შესახებ სამართლებრივი დასკვნის მომზადება;
დ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნის ფუნქციათა განხორციელების ხელშეწყობა;
ე) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სამინისტროს ხელშეკრულებების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის დადგენა;
ვ) სამინისტროს სასამართლოში წარმომადგენლობა;
ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა კორესპონდენციების განხილვა;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობისა და მისი ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ი) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
6. ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ბ) სამინისტროს ფინანსური სახსრების მართვა;
გ) სამინისტროს საშტატო განრიგის შემუშავება;
დ) სამინისტროსათვის საჭირო საბუღალტრო აღრიცხვა, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების ფინანსური ანგარიშგების შემოწმება და ბალანსის შედგენა;
ე) სამინისტროს შესყიდვების განხორციელება;
ვ) სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღრიცხვა და ამ ბაზასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მომზადება;
ზ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა გნხორციელება.
7. ანალიტიკური დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) განათლების, მეცნიერებისა და ბავშვზე ზრუნვის სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შედეგების კვლევა;
ბ) განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შემუშავება;
გ) სამინისტროს საინფორმაციო საჭიროებებიდან გამომდინარე სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერების, რექტორების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელების რეესტრების წარმოება;
ე) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა, მათ შორის სტუდენტთა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა, მათ შორის მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრის, აგრეთვე სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებათა რეესტრების წარმოება;
ვ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
8. ლიცენზირების სამსახურის კომპეტენციაა:
ა) საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა საქმიანობის ლიცენზიის გაცემასთან, გაუქმებასა და ცვლილებებთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება;
ბ) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრისა და სალიცენზიო პირობების შემოწმების აქტების რეესტრის წარმოება;
გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზირებული დაწესებულებების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;
გ1 ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება.
დ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
9. რეგიონული კოორდინაციის დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სამინისტროს ცენტრალური აპარატის ურთიერთობის კოორდინაცია;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების სამინისტროში სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტების მომზადება;

10. პროგრამების/პროექტების სამმართველოს/სამმართველოების კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების, მეცნიერების მართვისა და განსაკუთრებულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების ზრუნვის სფეროში ეროვნული და რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და მათი განხორციელება;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ენის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელება და შესრულების კონტროლი;
გ) ეროვნულ უმცირესობათა ენების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;

11. ბავშვზე ზრუნვის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილად აყვანის, შვილობილად აყვანის, მეურვეობისა და მზრუნველობის პროცესის წარმართვა და კოორდინაცია, გასაშვილებელ ბავშვთა და შვილად აყვანის მსურველთა ცენტრალური საინფორმაციო ბანკის წარმოება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების უზრუნველყოფა;
ბ) ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში განთავსების კოორდინაცია და კონტროლი.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 მარტის დადგენილება №52-სსმ III, №40, 23.03.2007წ; მუხ.467
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1035
მუხლი 42. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები, მინისტრის მოადგილის თანაშემწე
1. მინისტრის მრჩეველი და თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნება მინისტრის უფლებამოსილების ვადით.
2. მინისტრის მოადგილის თანაშემწე უშუალოდ ემორჩილება მინისტრის მოადგილეს.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 მარტის დადგენილება №52-სსმ III, №40, 23.03.2007წ; მუხ.467
მუხლი 5. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები
სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია საგანმანათლებლო რესურსცენტრები, რომლებიც იქმნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; საგანმანათლებლო რესურსცენტრების მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №160-სსმ III, №111, 22.09.2005წ; მუხ.1228
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №241-სსმ III, №153, 30.12.2005წ; მუხ.1700
მუხლი 6. სამინისტროს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი და სააღმზრდელო დაწესებულებები
სამინისტროში იქმნება სამინისტროს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი და სააღმზრდელო დაწესებულებების რეესტრი, რომელშიც წარმოდგენილ იქნება ამ დაწესებულებების სრული ნუსხა, მათი დაქვემდებარებისა და სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.
მუხლი 7. გარდამავალი დებულებები
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნ-ველყოს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულებისა და მათი საშტატო ნუსხების დამტკიცება.
2. საგანმანათლებლო რესურსცენტრების შექმნამდე და მათი ხელმძღვანელების (მოვალეობის შემსრულებლების) დანიშვნამდე მათ ფუნქციებს ახორციელებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები – სასკოლო ოლქები/სამმართველოები და განათლების განყოფილებები.
3. 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების დამტკიცებას, სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციას ან/და ლიკვიდაციას, მისი დირექტორის დანიშვნას და გათავისუფლებას.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი – პროფესიული სწავლების ცენტრი დააფუძნოს 2010-2011 სასწავლო წლის დასაწყისიდან, ხოლო კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება – 2011-2012 სასწავლო წლის დასაწყისიდან.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №160-სსმ III, №111, 22.09.2005წ; მუხ.1228
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №241-სსმ III, №153, 30.12.2005წ; მუხ.1700
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1035
10
+

ა1 ) ხელს უწყობს განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი ცხოვრების მანძილზე;
ბ) ხელს უწყობს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის შექმნას;
ბ) იკვლევს და აფასებს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე პროცესებს;
გ) იკვლევს და აფასებს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე პროცესებს;
გ) გეგმავს განათლებისა და მეცნიერების სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებებს, ახორციელებს მისი განვითარების პროგნოზირებას;
დ) გეგმავს განათლებისა და მეცნიერების სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებებს, ახორციელებს მისი განვითარების პროგნოზირებას;
გ1) ახორციელებს სახელმწიფო ენობრივ პოლიტიკას, ხელს უწყობს სახელმწიფო ენის სწავლებას, თვალყურს ადევნებს მის სწორ გამოყენებას;
ე) ახორციელებს სახელმწიფო ენობრივ პოლიტიკას, ხელს უწყობს სახელმწიფო ენის სწავლებასა და განვითარებას, თვალყურს ადევნებს მის სწორ გამოყენებას;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად შეიმუშავებს და ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს, სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
ვ) ამტკიცებს სკოლამდელი აღზრდის სტანდარტებს;
ე) ახორციელებს სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა ლიცენზირებას;
ზ) ახორციელებს სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ლიცენზირებას;
ვ) (ამოღებულია) ;
თ) იღებს გადაწყვეტილებას ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწსებულებების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების, რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის შესახებ, ამტკიცებს მათ წესდებებს და ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს;
ზ) იღებს გადაწყვეტილებას სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა;
ი) აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირებს – პროფესიული სწავლების ცენტრებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს;
თ) ევროპისა და საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეების ჰარმონიზაციისა და ინტეგრაციის მიზნით, დადგენილი წესის შესაბამისად, თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
კ) ევროპისა და საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეების ჰარმონიზაციისა და ინტეგრაციის მიზნით თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
თ1 ) ხელს უწყობს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების დანერგვას;
ლ) ხელს უწყობს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან;
ი) უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების შესახებ ნორმატიული აქტების შესრულებას;
მ) უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების შესახებ ნორმატიული აქტების შესრულებას;
კ) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას სკოლამდელი აღზრდის, შვილად აყვანის, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის სფეროში;
ნ) ატარებს სახელმწიფო პოლიტიკას შვილად აყვანის, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის სფეროში;
კ1 ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავებს და ამტკიცებს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს;
ო) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავებს და ამტკიცებს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს;
ლ) ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფო ენის – ქართულის (აფხაზეთის ტერიტორიაზე, აგრეთვე აფხაზურის) განვითარებას;
პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს:
მ) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგთა და მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმებსა და წესს;
პ.ა) მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებას;
ნ) ამტკიცებს:
პ.ბ) მასწავლებლობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის ნიმუშს;
– იმ პროფესიათა და სპეციალობათა ნუსხას, რომელთა მიღება დასტურდება სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატით;
პ.გ) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მაძიებლის პერიოდის გავლის წესს;
– ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატების ნიმუშებს;
პ.დ) მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშს და მისი გაცემის წესს;
– აკადემიური ხარისხებისა და მათი მინიჭების დებულებას;
პ.ე) მასწავლებლის უფლების მოპოვებისა და განახლების საფასურის ოდენობას;
– უცხოეთის ქვეყნებში მიღებული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატისათვის სახელმწიფო საგანმანათლებლო ცენზის მინიჭების წესსა და პირობებს;
პ.ვ) მასწავლებლის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
– საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა ტიპურ დებულებებს;
პ.ზ) მასწავლებლის, აგრეთვე სახელობო განათლების მასწავლებლისა და ინსტრუქტორის პროფე-სიულ სტანდარტებს;
ო) განსაზღვრავს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების სტრუქტურას, ამტკიცებს მათ საშტატო ნუსხებსა და ტიპურ დებულებას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მათ მოხელეებს;
პ.თ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემას;
პ) (ამოღებულია);
პ.ი) მასწავლებლის, აგრეთვე სახელობო განათლების მასწავლებლის/ინსტრუქტორის პროფესიული ეთიკის კოდექსს;
ჟ) (ამოღებულია);
პ.კ) პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში მასწავლებლის, აგრეთვე სახელობო განათლების მასწავლებლის/ინსტრუქტორის მიმართ განსახორციელებელი დისციპლინური წარმოების წესს;
რ) (ამოღებულია);
პ.ლ) სახელობო განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის შემუშავების წესს;
ს) უზრუნველყოფს პედაგოგთა და მეცნიერთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
ჟ) ამტკიცებს სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტს და სტანდარტულ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებს. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული პროფესიული სააგენტოს წარდგინებით ამტკიცებს არაფორმალური გზით მიღებული სახელობო განათლების ატესტაციის წესსა და პირობებს;
ტ) უზრუნველყოფს პედაგოგიური კადრების ატესტაციას;
რ) შეიმუშავებს პროგრამებს პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით;
ტ1) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ და უზრუნველყოფს მის განხორციელებას, ქმნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფონდებს და ამტკიცებს ამ ფონდების დებულებებს, საბიუჯეტო ასიგნებათა ხარჯზე აფინანსებს და ამუშავებს სამეცნიერო კვლევებს;
ს) ადგენს პროფესიული განათლების კრედიტების გაანგარიშების წესს, აკრედიტებულ პროფესიული სწავლების ცენტრში პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის წესსა და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას;
უ) მონაწილეობს განათლებისა და მეცნიერების სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციების, სიმპოზიუმების, გამოფენებისა და კონკურსების გამართვაში;
ტ) განსაზღვრავს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების სტრუქტურას, ამტკიცებს მათ საშტატო ნუსხებსა და ტიპურ დებულებას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებსა და მოადგილეებს;
უ1) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო პრიორიტეტების შესაბამისად გასცემს სტიპენდიებს, სახელმწიფო გრანტებსა და პრემიებს.
უ) უზრუნველყოფს პედაგოგთა და მეცნიერთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
ფ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა ფუნქციებს;
ფ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ და უზრუნველყოფს მის განხორციელებას, საბიუჯეტო ასიგნებათა ხარჯზე აფინანსებს და ამუშავებს სამეცნიერო კვლევებს;
ქ) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა წესდებებს;
ქ) მონაწილეობს განათლებისა და მეცნიერების სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციების, სიმპოზიუმების, გამოფენებისა და კონკურსების გამართვაში;
ღ) შეიმუშავებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
ყ) შეიმუშავებს განათლების სისტემის ინდიკატორების ამსახველ ძირითად დოკუმენტს;
ყ) შეიმუშავებს განათლების სისტემის, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემის ინდიკატორების ამსახველ ძირითად დოკუმენტს;
შ) საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა”, “გ.ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დირექტორის კანდიდატურას, კანონმდებლობით დად-გენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ”-„გ.ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების ხელმძღვანელებს, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა;
შ) პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ამ დებულების მე-4 მუხლის ,,გ.ბ“, ,,გ.ე“, ,,გ.ზ“, ,,გ.თ“ და ,,გ.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დირექტორის/თავმჯდომარის კანდიდატურას, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მე-4 მუხლის ,,გ.ა“, ,,გ.გ“, ,,გ.დ“ და ,,გ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების ხელმძღვანელებს, გარდა ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა;
ჩ) ადგენს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივებს;
ც) ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და გადატანის წესს, საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის თანხის რაოდენობას, სოციალური პროგრამითა და სახელმწიფოსათვის პრიორიტეტულ სპეციალობებზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსების რაოდენობასა და პირობებს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთათვის ვაუჩერების გაცემისა და გადატანის წესს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად;
ც) ამტკიცებს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესს, ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და გადატანის წესს, საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის თანხის რაოდენობას, სოციალური პროგრამით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსების რაოდენობასა და პირობებს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთათვის ვაუჩერების გაცემისა და გადატანის წესს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად;
ძ) ადგენს საჯარო სკოლის დირექტორისა და მასწავლებლების შესარჩევი კონკურსის გამართვის წესს, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესსა და პირობებს;
წ) ამტკიცებს რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესს;
ჭ) ამტკიცებს იმ იურიდიულ პირთა აკრედიტაციის დებულებას, რომლებიც ახორციელებენ მასწავლებელთა პროფესიულ მომზადებას, გადამზადებას ან/და კვალიფიკაციის ამაღლებას, ახორციელებს მათ აკრედიტაციას და აკონტროლებს აკრედიტაციის პირობების შესრულებას, უფლებამოსილია აკრედიტაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში გააუქმოს გაცემული აკრედიტაცია უშუალოდ ან ამ მიზნით მის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით;
ჭ) ახორციელებს საჯარო სკოლების ნუმერაციას და ადგენს მათთვის სახელის მინიჭების წესს;
ხ) ახორციელებს საჯარო სკოლების ნუმერაციას და ადგენს მათთვის სახელის მინიჭების წესს;
ხ) ამტკიცებს ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტის/სერტიფიკატის ნიმუშს, უმაღლესი განათლების სპეციალობათა ნუსხას, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დანართის ფორმას;
ჯ) ამტკიცებს უმაღლესი განათლების სპეციალობათა ჩამონათვალს, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა და მისი დანართის ფორმას;
ჯ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს:
ჰ) ამტკიცებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის წესსა და პირობებს;
ჯ.ა) უცხოეთში მიღებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარების წესსა და პირობებს;
ჰ1 ) შეიმუშავებს მეცნიერების განვითარების ეროვნულ გეგმას, უზრუნველყოფს სახელმწიფო სამეცნიერო პოლიტიკის განხორციელებას შემოქმედების თავისუფლებისა და სამეცნიერო სფეროს მართვის თანმიმდევრული დემოკრატიზაციის, სამეცნიერო სკოლების შენარჩუნებისა და განვითარების, საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში მონაწილეობის ხელშეწყობის, აგრეთვე განათლების მეცნიერებასთან ინტეგრირების მიზნით;
ჯ.ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის წესსა და პირობებს;
ჰ2 ) სამეცნიერო აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობით აყალიბებს და სრულყოფს ქართული მეცნიერების განვითარების კონცეფციასა და ნორმატიულ ბაზას;
ჯ.გ) პროფესიული სწავლების ცენტრის აკრედიტაციის დებულებას;
ჰ3 ) ამუშავებს წინადადებებს სახელმწიფო სახსრების გამოყოფის თაობაზე სამეცნიერო-კვლევითი ობიექტების მშენებლობისა და რეკონსტრუირების მიზ-ნით, ამზადებს მთავრობის გადაწყვეტილებათა პროექტებს ეროვნული მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო-კვლევითი ბაზებისა და ექსპერიმენტული დანადგარების მოვლა-შენახვის შესახებ;
ჯ.დ) სახელობო განათლების მასწავლებლისა და ინსტრუქტორის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებს;
ჰ4 ) სახელმწიფო მართვის სხვა უწყებებთან ერთად ამზადებს წინადადებებს ტექნოლოგიური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებისა და მაღალ ტექნოლოგიათა ტრანსფერის სახელმწიფო მხარდაჭერის თაობაზე, აგრეთვე სახელმწიფოს პირ-დაპირ (ინვესტირებით), ან არაპირდაპირ (საგადასახადო შეღავათებით, ინოვაციური ინფრასტრუქტურით და სხვ.) მონაწილეობის შესახებ სათანადო პროცესებში;
ჯ.ე) მასწავლებელთა პროფესიული მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან;
ჰ7 ) აწარმოებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა, ზოგადსაგანმანათლებლო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებათა რეესტრს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრს და განსაზღვრავს მათი წარმოების წესს, რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლების დირექტორებს, დირექტორების მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მათი მოვალეობის შემსრულებელ მოადგილეებს, მოვალეობის სხვა შემსრულებლებს, სამეურვეო საბჭოს წევრებს და ადგენს მათი რეგისტრაციის წესს.
ჰ) შეიმუშავებს მეცნიერების განვითარების ეროვნულ გეგმას, უზრუნველყოფს სახელმწიფო სამეცნიერო პოლიტიკის განხორციელებას შემოქმედების თავისუფლებისა და სამეცნიერო სფეროს მართვის თანამიმდევრული დემოკრატიზაციის, სამეცნიერო სკოლების შენარჩუნებისა და განვითარების, საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში მონაწილეობის ხელშეწყობის, აგრეთვე განათლების მეცნიერებასთან ინტეგრირების მიზნით;
ჰ1 ) სამეცნიერო აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობით აყალიბებს და სრულყოფს ქართული მეცნიერების განვითარების კონცეფციასა და ნორმატიულ ბაზას;
ჰ2 ) ამუშავებს წინადადებებს სახელმწიფო სახსრების გამოყოფის თაობაზე სამეცნიერო-კვლევითი ობიექტების მშენებლობისა და რეკონსტრუირების მიზნით, ამზადებს მთავრობის გადაწყვეტილებათა პროექტებს ეროვნული მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო-კვლევითი ბაზებისა და ექსპერიმენტული დანადგარების მოვლა-შენახვის შესახებ;
ჰ3 ) სახელმწიფო მართვის სხვა უწყებებთან ერთად ამზადებს წინადადებებს ტექნოლოგიური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებისა და მაღალ ტექნოლოგიათა ტრანსფერის სახელმწიფო მხარდაჭერის თაობაზე, აგრეთვე სახელმწიფოს პირდაპირ (ინვესტირებით), ან არაპირდაპირ (საგადასახადო შეღავათებით, ინოვაციური ინფრასტრუქტურით და სხვ.) მონაწილეობის შესახებ სათანადო პროცესებში;
ჰ4 ) აწარმოებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა, ზოგადსაგანმანათლებლო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებათა რეესტრს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრს და განსაზღვრავს მათი წარმოების წესს, რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლების დირექტორებს, დირექტორების მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მათი მოვალეობის შემსრულებელ მოადგილეებს, მოვალეობის სხვა შემსრულებლებს, სამეურვეო საბჭოს წევრებს და ადგენს მათი რეგისტრაციის წესს;
ჰ5 ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას;
ჰ6 ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №85-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1036
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №160-სსმ III, №111, 22.09.2005წ; მუხ.1228
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება №77-სსმ III, №46, 05.04.2006წ; მუხ.525
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №101-სსმ III, №73, 01.06.2006წ; მუხ.912
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №214-სსმ III, №155, 17.11.2006წ; მუხ.2144
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1035
მუხლი 3. სამინისტროს ხელმძღვანელობა
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებში ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტებით და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურების, დაწესებულებების მართვასა და კოორდინაციას.
2. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას, და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;
გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, ტერიტორიულ ორგანოთა ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს;
ე) წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა კანდიდატურებს;
ვ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს, აგრეთვე წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და, აუცილებლობის შემთხვევაში, – დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე;
ზ) იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულები-სათვის;
თ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მისი შესრულების კონტროლს და, აუცილებლობის შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
ი) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, ამტკიცებს მათ დებულებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;
კ) პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის;
ლ) თავისი მმართველობის სფეროში ქმნის კომისიებს, საბჭოებს – სათათბირო უფლებით;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს;
ნ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
პ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ტერიტორიული ორგანოების მოხელეებს;
პ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს;
ჟ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სკოლამდელი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების დირექტორებს.
3. მინისტრს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი. მოადგილეთა შორის ფუნქციებს მინისტრი ანაწილებს ბრძანებით.
4. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №160-სსმ III, №111, 22.09.2005წ; მუხ.1228
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება №77-სსმ III, №46, 05.04.2006წ; მუხ.525
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1035
მუხლი 4. სამინისტროს სისტემა
სამინისტროს სისტემა მოიცავს:
ა) ცენტრალურ აპარატს, რომლის შემადგენელი სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:
ა.ა) მინისტრის აპარატი;
ა.ბ) გენერალური ინსპექცია;
ა.გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ა.დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ა.ე) იურიდიული დეპარტამენტი;
ა.ვ) ფინანსური და მატერიალური რესურსების დეპარტამეტი;
ა.ზ) ანალიტიკური დეპარტამენტი;
ა.თ) ლიცენზირების სამსახური;
ა.ი) რეგიონული კოორდინაციის დეპარტამენტი;
ა.კ) პროგრამების/პროექტების სამმართველო/სამმართველოები;
ა.ლ) ბავშვზე ზრუნვის სამმართველო;
ბ) ტერიტორიულ ორგანოებს – საგანმანათლებლო რესურსცენტრებს;
გ) შემდეგ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს:
გ.ა) საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრი;
გ.ბ) ეროვნული გამოცდების ცენტრი;
გ.ბ) გამოცდების ეროვნული ცენტრი;
გ.გ) ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა;
გ.დ) ფონდი „ირმის ნახტომი“;
გ.ე) საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
გ.ვ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და სამეცნიერო-კვლვითი დაწესებულებები;
გ.ვ) საგანმანათლებლო, მათ შორის პროფესიული სწავლების ცენტრები, სააღმზრდელო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები;
გ.ზ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი;
გ.თ) საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური;
გ.თ) განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი;
გ.ი) ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი;
გ.კ) ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველის ფონდი);
დ) (ამოღებულია).
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №85-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1036
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 აპრილის დადგენილება №73-სსმ III, №46, 19.04.2005წ; მუხ.479
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №160-სსმ III, №111, 22.09.2005წ; მუხ.1228
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №241-სსმ III, №153, 30.12.2005წ; მუხ.1700
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება №77-სსმ III, №46, 05.04.2006წ; მუხ.525
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №101-სსმ III, №73, 01.06.2006წ; მუხ.912
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №213-სსმ III, №155, 17.11.2006წ; მუხ.2145
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 მარტის დადგენილება №52-სსმ III, №40, 23.03.2007წ; მუხ.467
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 23 მაისის დადგენილება №108-სსმ III, №75, 29.05.2007წ; მუხ.803
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1035
მუხლი 41 . სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია🔗
1. მინისტრის აპარატის კომპეტენციაა:
ა) მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;
ბ) მინისტრის თათბირების ორგანიზება და ოქმების შედგენა;
გ) მინისტრის შეხვედრების განრიგის დაგეგმვა და შეხვედრების მომზადება, პროტოკოლის უზრუნველყოფა;
დ) მინისტრის მივლინებების ორგანიზება;
ე) მინისტრის საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფა, მისი საჯარო გამოსვლების მომზადება, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში რჩევების მიწოდება;
ვ) მინისტრის არაგეგმური დავალებებისა და ბრძანებების შესრულება და მათი შესრულების მონიტორინგი;
ზ) მინისტრის სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის, აგრეთვე უცხო ქვეყნებთან კავშირის კოორდინაცია;
თ) ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელება;
ი) მინისტრის უსაფრთხოებისა და მისი გადაადგილების უზრუნველყოფა;
კ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. გენერალური ინსპექციის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთა დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივი პასუხისმგებლობისა და გადაცდომის ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება, პროფილაქტიკა, შემოწმება და შედეგების მინისტრისათვის წარდგენა;
ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ გაწეული მუშაობის კანონიერების ანალიზი, მინისტრის დავალებით სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა საფინანსო კონტროლი, მათი შემოწმება;
გ) მოქალაქეთა განცხადებების, ადმინისტრაციული საჩივრების, თანამშრომელთა შუამდგომლობების, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში არსებულ ადმინისტრაციულ და ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის განხილვა, შემოწმება და შედეგების მინისტრისათვის წარდგენა;
დ) მინისტრის დავალებით საქართველოს პროკურატურიდან, სასამართლო ორგანოებიდან, საქართველოს კონტროლის პალატიდან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი უწყებებიდან მიღებული წერილებისა და წარდგინებების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემოწმებების წარმოება;
ვ) მინისტრის მიერ გამოცემული აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;
ზ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს სამოქმედო გეგმის შემუშავება, სამინისტროს პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია, სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია და მათთან დაკავშირებული მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების მონიტორინგი;
ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმიანობის ინსტრუქციების შემუშაება;
გ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება, სამინისტროში ოფიციალურად შესული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი ოპერატიული მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისა და შემსრულებლებისათვის;
დ) სამინისტროს კორესპონდენციის, მათ შორის კონტროლზე აყვანილ დავალებათა დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლი;
ე) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
ვ) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის არსებული წესის თანახმად;
ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის შემუშავება და სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
თ) სამინისტროს საშტატო განრიგის შედგენაში მონაწილეობა;
ი) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის, წახალისების, გათავისუფლების, შვებულების, მივლინებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე სამინისტროში სტაჟიორად აყვანის შესახებ წინადადებებისა და ბრძანებების პროექტების მომზადება;
კ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა, მისი სრულყოფა და სისტემატიზაცია;
ლ) ატესტაციისა და სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების გამართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა დადგენილი წესით;
მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების ხელმძღვანელების სამინისტროში კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტების მომზადება;
ნ) სამინისტროს შენობა-ნაგებობათა მატერიალურ-ტექნიკიური ბაზის მოვლა-განახლება;
ო) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მატერიალურ-ტექნიკური, მათ შორის საკომუნიკაციო და ელექტრონული უზრუნველყოფა;
პ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
4. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) მასმედიასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით;
ბ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, საქართველოსა და უცხო ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობა;
გ) სამინისტროს ვებ-გვერდის წარმოება;
დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ე) ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს მისაღების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ზ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
5. იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავება და მათი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღების ხელშეწყობა;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათ მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება;
გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, აგრეთვე სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შესახებ სამართლებრივი დასკვნის მომზადება;
დ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნის ფუნქციათა განხორციელების ხელშეწყობა;
ე) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სამინისტროს ხელშეკრულებების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის დადგენა;
ვ) სამინისტროს სასამართლოში წარმომადგენლობა;
ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა კორესპონდენციების განხილვა;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობისა და მისი ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ი) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
6. ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ბ) სამინისტროს ფინანსური სახსრების მართვა;
გ) სამინისტროს საშტატო განრიგის შემუშავება;
დ) სამინისტროსათვის საჭირო საბუღალტრო აღრიცხვა, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების ფინანსური ანგარიშგების შემოწმება და ბალანსის შედგენა;
ე) სამინისტროს შესყიდვების განხორციელება;
ვ) სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღრიცხვა და ამ ბაზასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მომზადება;
ზ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა გნხორციელება.
7. ანალიტიკური დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) განათლების, მეცნიერებისა და ბავშვზე ზრუნვის სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შედეგების კვლევა;
ბ) განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შემუშავება;
გ) სამინისტროს საინფორმაციო საჭიროებებიდან გამომდინარე სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერების, რექტორების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელების რეესტრების წარმოება;
ე) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა, მათ შორის სტუდენტთა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა, მათ შორის მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრის, აგრეთვე სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებათა რეესტრების წარმოება;
ვ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
8. ლიცენზირების სამსახურის კომპეტენციაა:
ა) საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა საქმიანობის ლიცენზიის გაცემასთან, გაუქმებასა და ცვლილებებთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება;
ბ) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრისა და სალიცენზიო პირობების შემოწმების აქტების რეესტრის წარმოება;
გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზირებული დაწესებულებების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;
გ1 ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება.
დ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
9. რეგიონული კოორდინაციის დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სამინისტროს ცენტრალური აპარატის ურთიერთობის კოორდინაცია;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების სამინისტროში სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტების მომზადება;
დ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
10. პროგრამების/პროექტების სამმართველოს/სამმართველოების კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების, მეცნიერების მართვისა და განსაკუთრებულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების ზრუნვის სფეროში ეროვნული და რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და მათი განხორციელება;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ენის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელება და შესრულების კონტროლი;
გ) ეროვნულ უმცირესობათა ენების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
დ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
11. ბავშვზე ზრუნვის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილად აყვანის, შვილობილად აყვანის, მეურვეობისა და მზრუნველობის პროცესის წარმართვა და კოორდინაცია, გასაშვილებელ ბავშვთა და შვილად აყვანის მსურველთა ცენტრალური საინფორმაციო ბანკის წარმოება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების უზრუნველყოფა;
ბ) ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში განთავსების კოორდინაცია და კონტროლი.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 მარტის დადგენილება №52-სსმ III, №40, 23.03.2007წ; მუხ.467
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1035
მუხლი 42. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები, მინისტრის მოადგილის თანაშემწე🔗
1. მინისტრის მრჩეველი და თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნება მინისტრის უფლებამოსილების ვადით.
2. მინისტრის მოადგილის თანაშემწე უშუალოდ ემორჩილება მინისტრის მოადგილეს.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 მარტის დადგენილება №52-სსმ III, №40, 23.03.2007წ; მუხ.467
მუხლი 5. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები
სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია საგანმანათლებლო რესურსცენტრები, რომლებიც იქმნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; საგანმანათლებლო რესურსცენტრების მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №160-სსმ III, №111, 22.09.2005წ; მუხ.1228
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №241-სსმ III, №153, 30.12.2005წ; მუხ.1700
მუხლი 6. სამინისტროს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი და სააღმზრდელო დაწესებულებები
სამინისტროში იქმნება სამინისტროს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი და სააღმზრდელო დაწესებულებების რეესტრი, რომელშიც წარმოდგენილ იქნება ამ დაწესებულებების სრული ნუსხა, მათი დაქვემდებარებისა და სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.
მუხლი 7. გარდამავალი დებულებები
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნ-ველყოს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულებისა და მათი საშტატო ნუსხების დამტკიცება.
2. საგანმანათლებლო რესურსცენტრების შექმნამდე და მათი ხელმძღვანელების (მოვალეობის შემსრულებლების) დანიშვნამდე მათ ფუნქციებს ახორციელებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები – სასკოლო ოლქები/სამმართველოები და განათლების განყოფილებები.
3. 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების დამტკიცებას, სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციას ან/და ლიკვიდაციას, მისი დირექტორის დანიშვნას და გათავისუფლებას.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი – პროფესიული სწავლების ცენტრი დააფუძნოს 2010-2011 სასწავლო წლის დასაწყისიდან, ხოლო კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება – 2011-2012 სასწავლო წლის დასაწყისიდან.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №160-სსმ III, №111, 22.09.2005წ; მუხ.1228
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №241-სსმ III, №153, 30.12.2005წ; მუხ.1700
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №241-სსმ III, №153, 30.12.2005წ; მუხ.1700
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1035
10
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №37
2004 წლის 21 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანდართული დებულება.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №85-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1036
2. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 აპრილის დადგენილება №73-სსმ III, №46, 19.04.2005წ; მუხ.479
3. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №160-სსმ III, №111, 22.09.2005წ; მუხ.1228
4. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №241-სსმ III, №153, 30.12.2005წ; მუხ.1700
5. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება №77-სსმ III, №46, 05.04.2006წ; მუხ.525
6. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №101-სსმ III, №73, 01.06.2006წ; მუხ.912
7. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №213-სსმ III, №155, 17.11.2006წ; მუხ.2145
8. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №214-სსმ III, №155, 17.11.2006წ; მუხ.2144
9. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 მარტის დადგენილება №52-სსმ III, №40, 23.03.2007წ; მუხ.467
10. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 23 მაისის დადგენილება №108-სსმ III, №75, 29.05.2007წ; მუხ.803
11. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1035
12. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №102-სსმ III, №56, 14.04.2008წ; მუხ.654
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სამთავრობო დაწესებულებაა, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად მოქმედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშო-რისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების საფუძველზე.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.
5. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, დასრულებული ბალანსი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში.
6. სამინისტროს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, – 0146, უზნაძის ქ. №52.
7. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც ექვემდებარება რეგისტრაციას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია🔗
1. სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი ორგანოა. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტრო ახორციელებს თავის დაქვემდებარებაში არსებული ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, უზრუნველყოფს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფას, მეცნიერების განვითარებას, ბავშვისათვის ზრუნვას და სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელებას.
2. კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სამინისტრო:
ა) უზრუნველყოფს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის კონსტიტუციური უფლების განხორციელებას;
ბ) ხელს უწყობს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის შექმნას;
გ) იკვლევს და აფასებს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე პროცესებს;
დ) გეგმავს განათლებისა და მეცნიერების სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებებს, ახორციელებს მისი განვითარების პროგნოზირებას;
ე) ახორციელებს სახელმწიფო ენობრივ პოლიტიკას, ხელს უწყობს სახელმწიფო ენის სწავლებასა და განვითარებას, თვალყურს ადევნებს მის სწორ გამოყენებას;
ვ) ამტკიცებს სკოლამდელი აღზრდის სტანდარტებს;
ზ) ახორციელებს სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ლიცენზირებას;
თ) იღებს გადაწყვეტილებას ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწსებულებების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების, რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის შესახებ, ამტკიცებს მათ წესდებებს და ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს;
ი) აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირებს – პროფესიული სწავლების ცენტრებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს;
კ) ევროპისა და საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეების ჰარმონიზაციისა და ინტეგრაციის მიზნით თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
ლ) ხელს უწყობს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან;
მ) უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების შესახებ ნორმატიული აქტების შესრულებას;
ნ) ატარებს სახელმწიფო პოლიტიკას შვილად აყვანის, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის სფეროში;
ო) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავებს და ამტკიცებს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს;
პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს:
პ.ა) მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებას;
პ.ბ) მასწავლებლობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის ნიმუშს;
პ.გ) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მაძიებლის პერიოდის გავლის წესს;
პ.დ) მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშს და მისი გაცემის წესს;
პ.ე) მასწავლებლის უფლების მოპოვებისა და განახლების საფასურის ოდენობას;
პ.ვ) მასწავლებლის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
პ.ზ) მასწავლებლის, აგრეთვე სახელობო განათლების მასწავლებლისა და ინსტრუქტორის პროფე-სიულ სტანდარტებს;
პ.თ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემას;
პ.ი) მასწავლებლის, აგრეთვე სახელობო განათლების მასწავლებლის/ინსტრუქტორის პროფესიული ეთიკის კოდექსს;
პ.კ) პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში მასწავლებლის, აგრეთვე სახელობო განათლების მასწავლებლის/ინსტრუქტორის მიმართ განსახორციელებელი დისციპლინური წარმოების წესს;
პ.ლ) სახელობო განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის შემუშავების წესს;
ჟ) ამტკიცებს სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტს და სტანდარტულ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებს. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული პროფესიული სააგენტოს წარდგინებით ამტკიცებს არაფორმალური გზით მიღებული სახელობო განათლების ატესტაციის წესსა და პირობებს;
რ) შეიმუშავებს პროგრამებს პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით;
ს) ადგენს პროფესიული განათლების კრედიტების გაანგარიშების წესს, აკრედიტებულ პროფესიული სწავლების ცენტრში პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის წესსა და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას;
ტ) განსაზღვრავს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების სტრუქტურას, ამტკიცებს მათ საშტატო ნუსხებსა და ტიპურ დებულებას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებსა და მოადგილეებს;
უ) უზრუნველყოფს პედაგოგთა და მეცნიერთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
ფ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ და უზრუნველყოფს მის განხორციელებას, საბიუჯეტო ასიგნებათა ხარჯზე აფინანსებს და ამუშავებს სამეცნიერო კვლევებს;
ქ) მონაწილეობს განათლებისა და მეცნიერების სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციების, სიმპოზიუმების, გამოფენებისა და კონკურსების გამართვაში;
ღ) შეიმუშავებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
ყ) შეიმუშავებს განათლების სისტემის, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემის ინდიკატორების ამსახველ ძირითად დოკუმენტს;
შ) პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ამ დებულების მე-4 მუხლის ,,გ.ბ“, ,,გ.ე“, ,,გ.ზ“, ,,გ.თ“ და ,,გ.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დირექტორის/თავმჯდომარის კანდიდატურას, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მე-4 მუხლის ,,გ.ა“, ,,გ.გ“, ,,გ.დ“ და ,,გ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების ხელმძღვანელებს, გარდა ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა;
ჩ) ადგენს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივებს;
ც) ამტკიცებს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესს, ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და გადატანის წესს, საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის თანხის რაოდენობას, სოციალური პროგრამით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსების რაოდენობასა და პირობებს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთათვის ვაუჩერების გაცემისა და გადატანის წესს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად;
ძ) ადგენს საჯარო სკოლის დირექტორისა და მასწავლებლების შესარჩევი კონკურსის გამართვის წესს, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესსა და პირობებს;
წ) ამტკიცებს რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესს;
ჭ) ახორციელებს საჯარო სკოლების ნუმერაციას და ადგენს მათთვის სახელის მინიჭების წესს;
ხ) ამტკიცებს ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტის/სერტიფიკატის ნიმუშს, უმაღლესი განათლების სპეციალობათა ნუსხას, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დანართის ფორმას;
ჯ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს:
ჯ.ა) უცხოეთში მიღებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარების წესსა და პირობებს;
ჯ.ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის წესსა და პირობებს;
ჯ.გ) პროფესიული სწავლების ცენტრის აკრედიტაციის დებულებას;
ჯ.დ) სახელობო განათლების მასწავლებლისა და ინსტრუქტორის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებს;
ჯ.ე) მასწავლებელთა პროფესიული მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან;
ჰ) შეიმუშავებს მეცნიერების განვითარების ეროვნულ გეგმას, უზრუნველყოფს სახელმწიფო სამეცნიერო პოლიტიკის განხორციელებას შემოქმედების თავისუფლებისა და სამეცნიერო სფეროს მართვის თანამიმდევრული დემოკრატიზაციის, სამეცნიერო სკოლების შენარჩუნებისა და განვითარების, საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში მონაწილეობის ხელშეწყობის, აგრეთვე განათლების მეცნიერებასთან ინტეგრირების მიზნით;
ჰ1 ) სამეცნიერო აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობით აყალიბებს და სრულყოფს ქართული მეცნიერების განვითარების კონცეფციასა და ნორმატიულ ბაზას;
ჰ2 ) ამუშავებს წინადადებებს სახელმწიფო სახსრების გამოყოფის თაობაზე სამეცნიერო-კვლევითი ობიექტების მშენებლობისა და რეკონსტრუირების მიზნით, ამზადებს მთავრობის გადაწყვეტილებათა პროექტებს ეროვნული მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო-კვლევითი ბაზებისა და ექსპერიმენტული დანადგარების მოვლა-შენახვის შესახებ;
ჰ3 ) სახელმწიფო მართვის სხვა უწყებებთან ერთად ამზადებს წინადადებებს ტექნოლოგიური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებისა და მაღალ ტექნოლოგიათა ტრანსფერის სახელმწიფო მხარდაჭერის თაობაზე, აგრეთვე სახელმწიფოს პირდაპირ (ინვესტირებით), ან არაპირდაპირ (საგადასახადო შეღავათებით, ინოვაციური ინფრასტრუქტურით და სხვ.) მონაწილეობის შესახებ სათანადო პროცესებში;
ჰ4 ) აწარმოებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა, ზოგადსაგანმანათლებლო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებათა რეესტრს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრს და განსაზღვრავს მათი წარმოების წესს, რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლების დირექტორებს, დირექტორების მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მათი მოვალეობის შემსრულებელ მოადგილეებს, მოვალეობის სხვა შემსრულებლებს, სამეურვეო საბჭოს წევრებს და ადგენს მათი რეგისტრაციის წესს;
ჰ5 ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას;
ჰ6 ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №85-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1036
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №160-სსმ III, №111, 22.09.2005წ; მუხ.1228
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება №77-სსმ III, №46, 05.04.2006წ; მუხ.525
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №101-სსმ III, №73, 01.06.2006წ; მუხ.912
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №214-სსმ III, №155, 17.11.2006წ; მუხ.2144
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1035
მუხლი 3. სამინისტროს ხელმძღვანელობა🔗
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებში ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტებით და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურების, დაწესებულებების მართვასა და კოორდინაციას.
2. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას, და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;
გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს;
ე) წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა კანდიდატურებს;
ვ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს, აგრეთვე წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და, აუცილებლობის შემთხვევაში, – დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე;
ზ) იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულები-სათვის;
თ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მისი შესრულების კონტროლს და, აუცილებლობის შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
ი) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, ამტკიცებს მათ დებულებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;
კ) პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის;
ლ) თავისი მმართველობის სფეროში ქმნის კომისიებს, საბჭოებს – სათათბირო უფლებით;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს;
ნ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
პ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს;
ჟ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სკოლამდელი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების დირექტორებს.
3. მინისტრს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი. მოადგილეთა შორის ფუნქციებს მინისტრი ანაწილებს ბრძანებით.
4. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №160-სსმ III, №111, 22.09.2005წ; მუხ.1228
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება №77-სსმ III, №46, 05.04.2006წ; მუხ.525
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1035
მუხლი 4. სამინისტროს სისტემა🔗
სამინისტროს სისტემა მოიცავს:
ა) ცენტრალურ აპარატს, რომლის შემადგენელი სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:
ა.ა) მინისტრის აპარატი;
ა.ბ) გენერალური ინსპექცია;
ა.გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ა.დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ა.ე) იურიდიული დეპარტამენტი;
ა.ვ) ფინანსური და მატერიალური რესურსების დეპარტამეტი;
ა.ზ) ანალიტიკური დეპარტამენტი;
ა.თ) ლიცენზირების სამსახური;
ა.ი) რეგიონული კოორდინაციის დეპარტამენტი;
ა.კ) პროგრამების/პროექტების სამმართველო/სამმართველოები;
ა.ლ) ბავშვზე ზრუნვის სამმართველო;
ბ) ტერიტორიულ ორგანოებს – საგანმანათლებლო რესურსცენტრებს;
გ) შემდეგ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს:
გ.ა) საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრი;
გ.ბ) გამოცდების ეროვნული ცენტრი;
გ.გ) ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა;
გ.დ) ფონდი „ირმის ნახტომი“;
გ.ე) საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
გ.ვ) საგანმანათლებლო, მათ შორის პროფესიული სწავლების ცენტრები, სააღმზრდელო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები;
გ.ზ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი;
გ.თ) განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი;
გ.ი) ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი;
გ.კ) ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველის ფონდი);
დ) (ამოღებულია).
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №85-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1036
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 აპრილის დადგენილება №73-სსმ III, №46, 19.04.2005წ; მუხ.479
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №160-სსმ III, №111, 22.09.2005წ; მუხ.1228
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №241-სსმ III, №153, 30.12.2005წ; მუხ.1700
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება №77-სსმ III, №46, 05.04.2006წ; მუხ.525
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №101-სსმ III, №73, 01.06.2006წ; მუხ.912
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №213-სსმ III, №155, 17.11.2006წ; მუხ.2145
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 მარტის დადგენილება №52-სსმ III, №40, 23.03.2007წ; მუხ.467
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 23 მაისის დადგენილება №108-სსმ III, №75, 29.05.2007წ; მუხ.803
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1035
მუხლი 41 . სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია🔗
1. მინისტრის აპარატის კომპეტენციაა:
ა) მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;
ბ) მინისტრის თათბირების ორგანიზება და ოქმების შედგენა;
გ) მინისტრის შეხვედრების განრიგის დაგეგმვა და შეხვედრების მომზადება, პროტოკოლის უზრუნველყოფა;
დ) მინისტრის მივლინებების ორგანიზება;
ე) მინისტრის საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფა, მისი საჯარო გამოსვლების მომზადება, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში რჩევების მიწოდება;
ვ) მინისტრის არაგეგმური დავალებებისა და ბრძანებების შესრულება და მათი შესრულების მონიტორინგი;
ზ) მინისტრის სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის, აგრეთვე უცხო ქვეყნებთან კავშირის კოორდინაცია;
თ) ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელება;
ი) მინისტრის უსაფრთხოებისა და მისი გადაადგილების უზრუნველყოფა;
კ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. გენერალური ინსპექციის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთა დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივი პასუხისმგებლობისა და გადაცდომის ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება, პროფილაქტიკა, შემოწმება და შედეგების მინისტრისათვის წარდგენა;
ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ გაწეული მუშაობის კანონიერების ანალიზი, მინისტრის დავალებით სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა საფინანსო კონტროლი, მათი შემოწმება;
გ) მოქალაქეთა განცხადებების, ადმინისტრაციული საჩივრების, თანამშრომელთა შუამდგომლობების, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში არსებულ ადმინისტრაციულ და ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის განხილვა, შემოწმება და შედეგების მინისტრისათვის წარდგენა;
დ) მინისტრის დავალებით საქართველოს პროკურატურიდან, სასამართლო ორგანოებიდან, საქართველოს კონტროლის პალატიდან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი უწყებებიდან მიღებული წერილებისა და წარდგინებების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემოწმებების წარმოება;
ვ) მინისტრის მიერ გამოცემული აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;
ზ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს სამოქმედო გეგმის შემუშავება, სამინისტროს პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია, სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია და მათთან დაკავშირებული მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების მონიტორინგი;
ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმიანობის ინსტრუქციების შემუშაება;
გ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება, სამინისტროში ოფიციალურად შესული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი ოპერატიული მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისა და შემსრულებლებისათვის;
დ) სამინისტროს კორესპონდენციის, მათ შორის კონტროლზე აყვანილ დავალებათა დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლი;
ე) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
ვ) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის არსებული წესის თანახმად;
ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის შემუშავება და სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
თ) სამინისტროს საშტატო განრიგის შედგენაში მონაწილეობა;
ი) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის, წახალისების, გათავისუფლების, შვებულების, მივლინებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე სამინისტროში სტაჟიორად აყვანის შესახებ წინადადებებისა და ბრძანებების პროექტების მომზადება;
კ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა, მისი სრულყოფა და სისტემატიზაცია;
ლ) ატესტაციისა და სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების გამართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა დადგენილი წესით;
მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების ხელმძღვანელების სამინისტროში კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტების მომზადება;
ნ) სამინისტროს შენობა-ნაგებობათა მატერიალურ-ტექნიკიური ბაზის მოვლა-განახლება;
ო) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მატერიალურ-ტექნიკური, მათ შორის საკომუნიკაციო და ელექტრონული უზრუნველყოფა;
პ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
4. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) მასმედიასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით;
ბ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, საქართველოსა და უცხო ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობა;
გ) სამინისტროს ვებ-გვერდის წარმოება;
დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ე) ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს მისაღების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ზ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
5. იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავება და მათი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღების ხელშეწყობა;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათ მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება;
გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, აგრეთვე სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შესახებ სამართლებრივი დასკვნის მომზადება;
დ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნის ფუნქციათა განხორციელების ხელშეწყობა;
ე) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სამინისტროს ხელშეკრულებების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის დადგენა;
ვ) სამინისტროს სასამართლოში წარმომადგენლობა;
ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა კორესპონდენციების განხილვა;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობისა და მისი ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ი) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
6. ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ბ) სამინისტროს ფინანსური სახსრების მართვა;
გ) სამინისტროს საშტატო განრიგის შემუშავება;
დ) სამინისტროსათვის საჭირო საბუღალტრო აღრიცხვა, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების ფინანსური ანგარიშგების შემოწმება და ბალანსის შედგენა;
ე) სამინისტროს შესყიდვების განხორციელება;
ვ) სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღრიცხვა და ამ ბაზასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მომზადება;
ზ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა გნხორციელება.
7. ანალიტიკური დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) განათლების, მეცნიერებისა და ბავშვზე ზრუნვის სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შედეგების კვლევა;
ბ) განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შემუშავება;
გ) სამინისტროს საინფორმაციო საჭიროებებიდან გამომდინარე სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერების, რექტორების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელების რეესტრების წარმოება;
ე) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა, მათ შორის სტუდენტთა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა, მათ შორის მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრის, აგრეთვე სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებათა რეესტრების წარმოება;
ე1) იმ პირთა აღრიცხვა, რომელთაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშეწყობისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის ჩამოერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
ვ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
8. ლიცენზირების სამსახურის კომპეტენციაა:
ა) საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა საქმიანობის ლიცენზიის გაცემასთან, გაუქმებასა და ცვლილებებთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება;
ბ) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრისა და სალიცენზიო პირობების შემოწმების აქტების რეესტრის წარმოება;
გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზირებული დაწესებულებების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;
გ1 ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება.
დ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
9. რეგიონული კოორდინაციის დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სამინისტროს ცენტრალური აპარატის ურთიერთობის კოორდინაცია;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების სამინისტროში სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტების მომზადება;
დ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
10. პროგრამების/პროექტების სამმართველოს/სამმართველოების კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების, მეცნიერების მართვისა და განსაკუთრებულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების ზრუნვის სფეროში ეროვნული და რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და მათი განხორციელება;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ენის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელება და შესრულების კონტროლი;
გ) ეროვნულ უმცირესობათა ენების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
დ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
11. ბავშვზე ზრუნვის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილად აყვანის, შვილობილად აყვანის, მეურვეობისა და მზრუნველობის პროცესის წარმართვა და კოორდინაცია, გასაშვილებელ ბავშვთა და შვილად აყვანის მსურველთა ცენტრალური საინფორმაციო ბანკის წარმოება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების უზრუნველყოფა;
ბ) ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში განთავსების კოორდინაცია და კონტროლი.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 მარტის დადგენილება №52-სსმ III, №40, 23.03.2007წ; მუხ.467
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1035
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №102-სსმ III, №56, 14.04.2008წ; მუხ.654
მუხლი 42. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები, მინისტრის მოადგილის თანაშემწე🔗
1. მინისტრის მრჩეველი და თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნება მინისტრის უფლებამოსილების ვადით.
2. მინისტრის მოადგილის თანაშემწე უშუალოდ ემორჩილება მინისტრის მოადგილეს.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 მარტის დადგენილება №52-სსმ III, №40, 23.03.2007წ; მუხ.467
მუხლი 5. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები🔗
სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია საგანმანათლებლო რესურსცენტრები, რომლებიც იქმნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; საგანმანათლებლო რესურსცენტრების მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №160-სსმ III, №111, 22.09.2005წ; მუხ.1228
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №241-სსმ III, №153, 30.12.2005წ; მუხ.1700
მუხლი 6. სამინისტროს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი და სააღმზრდელო დაწესებულებები🔗
სამინისტროში იქმნება სამინისტროს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი და სააღმზრდელო დაწესებულებების რეესტრი, რომელშიც წარმოდგენილ იქნება ამ დაწესებულებების სრული ნუსხა, მათი დაქვემდებარებისა და სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.
მუხლი 7. გარდამავალი დებულებები🔗
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნ-ველყოს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულებისა და მათი საშტატო ნუსხების დამტკიცება.
2. საგანმანათლებლო რესურსცენტრების შექმნამდე და მათი ხელმძღვანელების (მოვალეობის შემსრულებლების) დანიშვნამდე მათ ფუნქციებს ახორციელებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები – სასკოლო ოლქები/სამმართველოები და განათლების განყოფილებები.
3. 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების დამტკიცებას, სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციას ან/და ლიკვიდაციას, მისი დირექტორის დანიშვნას და გათავისუფლებას.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი – პროფესიული სწავლების ცენტრი დააფუძნოს 2010-2011 სასწავლო წლის დასაწყისიდან, ხოლო კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება – 2011-2012 სასწავლო წლის დასაწყისიდან.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №160-სსმ III, №111, 22.09.2005წ; მუხ.1228
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №241-სსმ III, №153, 30.12.2005წ; მუხ.1700
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1035
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №37, 21.05.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.037 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/12262-11/