საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.05.2004 ძალადაკარგული 14.09.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№37
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.037
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 54, 25/05/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (78)

შემდგომი ცვლილებები (44)

წინა ცვლილებები (34)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
10 +

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №37

2004 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება  №85-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1036

2. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 აპრილის დადგენილება  №73-სსმ III, №46, 19.04.2005წ; მუხ.479

3. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის დადგენილება  №160-სსმ III, №111, 22.09.2005წ; მუხ.1228

4. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილება  №241-სსმ III, №153, 30.12.2005წ; მუხ.1700

5. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება  №77-სსმ III, №46, 05.04.2006წ; მუხ.525

6. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება  №101-სსმ III, №73, 01.06.2006წ; მუხ.912

7. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება  №213-სსმ III, №155, 17.11.2006წ; მუხ.2145

8. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება  №214-სსმ III, №155, 17.11.2006წ; მუხ.2144

9. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 მარტის დადგენილება  №52-სსმ III, №40, 23.03.2007წ; მუხ.467

10. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 23 მაისის დადგენილება  №108-სსმ III, №75, 29.05.2007წ; მუხ.803

11. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება  №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1035

12. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება  №102-სსმ III, №56, 14.04.2008წ; მუხ.654

13. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება  №124-სსმ III, №74, 19.05.2008წ; მუხ.801

14. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის დადგენილება  №148-სსმ III, №98, 10.07.2008წ; მუხ.1083

15. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება  №204-სსმ III, №148, 09.10.2008წ; მუხ.1478

16. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილება  №227-სსმ III, №168, 27.11.2008წ; მუხ.1706

17. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება  №263-სსმ III, №186, 30.12.2008წ; მუხ.1940

18. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის დადგენილება  №19-სსმ III, №16, 13.02.2009წ; მუხ.211

19. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის დადგენილება  №131-სსმ III, №93, 28.07.2009წ; მუხ.989

20. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება  №168-სსმ III, №114, 18.09.2009წ; მუხ.1291

21. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის დადგენილება  №224-სსმ III, №155, 21.12.2009წ; მუხ.1827

22. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის დადგენილება  №235-სსმ III, №156, 22.12.2009წ; მუხ.1875

23. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2 თებერვლის დადგენილება  №25-სსმ III, №14, 05.02.2010წ; მუხ.156

24. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის დადგენილება  №48-სსმ III, №22, 25.02.2010წ; მუხ.271

25. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 6 აპრილის დადგენილება  №104-სსმ III, №36, 07.04.2010წ; მუხ.596

26. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილება  №114-სსმ III, №49, 28.04.2010წ; მუხ.715

27. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 მაისის დადგენილება  №148-სსმ III, №60, 28.05.2010წ; მუხ.901

28. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 ივნისის დადგენილება  №157-სსმ III, №67, 14.06.2010წ; მუხ.990

29. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 ივნისის დადგენილება  №168-სსმ III, №74, 23.06.2010წ; მუხ.1087

30. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის დადგენილება  №191-სსმ III, №86, 15.07.2010წ; მუხ.1272

31. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ივლისის დადგენილება  №202-სსმ III, №89, 21.07.2010წ; მუხ.1292

32. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება  №281-სსმ III, №117, 15.09.2010წ; მუხ.1730

33.  საქართველოს მთავრობის 20 10 წლის 8 დეკემბრის დადგენილება  №378-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2288

34. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 დეკემბრის დადგენილება  №381-სსმ III,№165,17.12.2010წ; მუხ.2368

 

 

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სამთავრობო დაწესებულებაა, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად მოქმედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშო-რისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების საფუძველზე.

2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.

3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.

5. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, დასრულებული ბალანსი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში.

6. სამინისტროს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, – 0146, უზნაძის ქ. №52.

7. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 დეკემბრის დადგენილება  №381-სსმ III,№165,17.12.2010წ; მუხ.2368

    მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

1. სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი ორგანოა. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტრო ახორციელებს თავის დაქვემდებარებაში არსებული ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, უზრუნველყოფს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფას, მეცნიერების განვითარებასა და სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელებას.

2. კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სამინისტრო:

ა) უზრუნველყოფს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის კონსტიტუციური უფლების განხორციელებას;

ბ) ხელს უწყობს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის შექმნას;

გ) იკვლევს და აფასებს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე პროცესებს;

დ) გეგმავს განათლებისა და მეცნიერების სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებებს, ახორციელებს მისი განვითარების პროგნოზირებას;

ე) ახორციელებს სახელმწიფო ენობრივ პოლიტიკას, ხელს უწყობს სახელმწიფო ენის სწავლებასა და განვითარებას, თვალყურს ადევნებს მის სწორ გამოყენებას;

ვ) ამტკიცებს სკოლამდელი აღზრდის სტანდარტებს;

ზ) (ამოღებულია);

თ ) იღებს გადაწყვეტილებას ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო და წე სებულებების სა ჯარო სა მართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების , რეორ გა ნიზაცია -ლიკვიდაციის შესახებ , ამტკიცებს მათ წესდებებს და ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს ;

ი ) აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო იური დი ულ პირებს – ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიულ საგან მანათლებლო დაწესებულებებს ;

კ) ევროპისა და საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეების ჰარმონიზაციისა და ინტეგრაციის მიზნით თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;

ლ) ხელს უწყობს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან;

მ) უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების შესახებ ნორმატიული აქტების შესრულებას;

ნ) (ამოღებულია) ;

ო) (ამოღებულია) ;

პ ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავ ლე ბელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდ გინებით ამტკიცებს :

პ .ა ) მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებას ;

პ .ბ ) მასწავლებლობის უფლების დამადასტურებელი სერ ტი ფიკატის ნიმუშს ;

პ .გ ) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლის პერიოდის გავლის წესს ;

პ .დ ) მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშს და მისი გაცემის წესს ;

პ .ე ) მასწავლებლის უფლების მოპოვებისა და განახლების საფასურის ოდენობას ;

პ .ვ ) მასწავლებლის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვ ნებს ;

პ .ზ ) მასწავლებლის პროფესიულ სტან დარ ტებს ;

პ .თ ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების პრინ ცი პებს ;

პ .ი ) მასწავლებლის , აგრეთვე პროფესიული განათლების მას წავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს ;

პ .კ ) საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტს ;

პ1 ) ადგენს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებსა და წესს , შე ი მუ შავებს პროფესიული გა ნათლების ხარისხის ამაღლების ხელ შეწყობის პროგრამებს ;

ჟ) (ამოღებულია) ;

ჟ​1 ) (ამოღებულია) ;

ჟ​2 ) (ამოღებულია) ;

ჟ​3 ) შეიმუშავებს და ამტკიცებს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ჟ4 ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდ გენს რეგულირებად პროფესიებს , რომლებსაც შეესაბამება პრო ფესიული განათლების კვალიფიკაციები , აგრეთვე რეგუ ლი რებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მინიჭებისა და გა ნახლებისათვის აუცილებელ პირობებს და მათი შესრულების წესს , ან გასცემს მათზე სავალდებულო დასკვნას ;

ჟ​5 ) (ამოღებულია) ;

ჟ6 ) შეიმუშავებს და ახორციელებს პროფესიული საგან მანა თ ლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებუ ლე ბე ბის ინსტიტუციური , მატერიალურ -ტექნიკური და ადამია ნური რე სურ სების განვითარების ხელშემწყობ პროგრამებს ;

ჟ​7 (ამოღებულია) ;

ჟ​8 ) (ამოღებულია) ;

ჟ​9 ) თანამშრომლობს პროფესიულ ასოციაციებთან;

ჟ ​10) (ამოღებულია) ;

რ) (ამოღებულია) ;

ს ) ადგენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების გაანგარიშების წესს , განსაზღვრავს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესს და ჩასა რიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას ;

ტ) განსაზღვრავს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების სტრუქტურას, ამტკიცებს მათ საშტატო ნუსხებსა და ტიპურ დებულებას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებსა და მოადგილეებს;

უ) უზრუნველყოფს პედაგოგთა და მეცნიერთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;

ფ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ და უზრუნველყოფს მის განხორციელებას, საბიუჯეტო ასიგნებათა ხარჯზე აფინანსებს და ამუშავებს სამეცნიერო კვლევებს;

ქ) მონაწილეობს განათლებისა და მეცნიერების სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციების, სიმპოზიუმების, გამოფენებისა და კონკურსების გამართვაში;

ღ) შეიმუშავებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას;

ყ ) შეიმუშავებს განათლების სისტემისა და უმაღლესი გა ნათლების სისტემის ინდიკატორების ამსახველ ძირი თად დო კუ მენტს ;

შ ) საქართველოს პრემიერ -მინისტრთან შეთანხმებით თა ნამ დე ბობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დე ბუ ლების მე -4 მუხლის პირველი პუნქტის „გ .ბ “, „გ .ე “, „გ .ზ “, „გ .თ “ და „გ .ი “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სა მა რ თ ლის იურიდიული პირების დირექტორებს ; კანონმდებ ლო ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე ბო ბიდან ათა ვისუფლებს ამ დე ბუ ლების მე -4 მუხლის პირველი პუნ ქ ტის „გ .გ “ და „გ .დ “ ქვე პუნქტებით გა თვა ლის წინებული და წე სე ბუ ლე ბების ხელმძღვანე ლებსა და „გ .კ “ ქვე პუნქტით გა თვა ლის წინებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულე ბე ბის ხელმძღვა ნე ლებს ;

შ) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“, „გ.ე“, „გ.ზ“, „გ.თ“ და „გ.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დირექტორებს; კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების ხელმძღვანელსა და „გ.კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს;

შ​1) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორის კანდიდატურას; (ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)

ჩ) ადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივებს;

ჩ1 ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო სფეროში არსებული პრიორიტეტებისა და მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტების შესრულებასა და კოორდინაციას. ასევე ხელს უწყობს არასაბიუჯეტო პროგრამების/პროექტების განხორციელებას;

ც ) ამტკიცებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებუ ლე ბაში ჩარიცხვის წესს , ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრან ტის გაცემისა და გადატანის წესს , საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის თანხის რაოდენობას , სოციალური პროგრამით უმაღლეს საგან მანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუ დენტების და ფინანსების რაოდენობასა და პირობებს , აგრეთვე ზოგადსაგან მანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთათვის ვაუჩერების გაცემისა და გადატანის წესს საქართველოს ფინანსთა სამი ნისტ როსთან ერთად ;

ძ) ადგენს საჯარო სკოლის დირექტორისა და მასწავლებლების შესარჩევი კონკურსის გამართვის წესს, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესსა და პირობებს;

წ) ამტკიცებს რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესს;

ჭ) ახორციელებს საჯარო სკოლების ნუმერაციას და ადგენს მათთვის სახელის მინიჭების წესს;

ხ )ამტკიცებს ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტის /პროფესიული დიპლომის ნიმუშს , უმაღლესი გა ნათ ლების სპეციალობათა ნუსხას , უმაღლესი განათლების და მა დასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დანართის ფორ მას ;

ხ1 ) (ამოღებულია) ;

ჯ ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათ ლე ბის ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგი ნებით ამტკიცებს :

ჯ .ა ) საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუ მენ ტის ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღე ბუ ლი განათლების აღიარების წესსა და საფასურებს ;

ჯ .ბ ) საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებას ;

ჯ .გ ) საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათ ლებ ლო პროგრამების აკრედიტაციის დებუ ლებას ;

ჯ .დ ) მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული გან ვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წეს სა და საფასურს , რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს სა ჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – მასწავლებელთა პრო ფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ;

ჰ) შეიმუშავებს მეცნიერების განვითარების პრიორიტეტებს, უზრუნველყოფს სახელმწიფო სამეცნიერო პოლიტიკის განხორციელებას შემოქმედების თავისუფლებისა და სამეცნიერო სფეროს მართვის თანამიმდევრული დემოკრატიზაციის, სამეცნიერო სკოლების შენარჩუნებისა და განვითარების, საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში მონაწილეობის ხელშეწყობის, აგრეთვე განათლების მეცნიერებასთან ინტეგრირების მიზნით;

ჰ1 ) სამეცნიერო აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობით აყალიბებს და სრულყოფს ქართული მეცნიერების განვითარების კონცეფციასა და ნორმატიულ ბაზას;

ჰ2 ) ამუშავებს წინადადებებს სახელმწიფო სახსრების გამოყოფის თაობაზე სამეცნიერო-კვლევითი ობიექტების მშენებლობისა და რეკონსტრუირების მიზნით, ამზადებს მთავრობის გადაწყვეტილებათა პროექტებს ეროვნული მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო-კვლევითი ბაზებისა და ექსპერიმენტული დანადგარების მოვლა-შენახვის შესახებ;

ჰ3 ) სახელმწიფო მართვის სხვა უწყებებთან ერთად ამზადებს წინადადებებს ტექნოლოგიური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებისა და მაღალ ტექნოლოგიათა ტრანსფერის სახელმწიფო მხარდაჭერის თაობაზე, აგრეთვე სახელმწიფოს პირდაპირ (ინვესტირებით), ან არაპირდაპირ (საგადასახადო შეღავათებით, ინოვაციური ინფრასტრუქტურით და სხვ.) მონაწილეობის შესახებ სათანადო პროცესებში;

ჰ4 ) აწარმოებს ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლისგა რეშე საგან მა ნათ ლებლო დაწესებულებათა რეესტრს , საჯარო სამართლის იუ რიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათ ლებლო დაწესე ბუ ლებების რექტორთა , ადმინისტრაციის ხელმ ძღ ვანელთა , წარ მო მადგენლობითი საბჭოს სპიკერთა , ზოგად სა გან მანათ ლებლო და წესებულებების მოსწავლეთა პერსო ნა ლუ რი მონა ცემების რე ესტრს და განსაზღვრავს მათი წარ მოების წესს , რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლების დი რექ ტორებს , დირექ ტო რე ბის მიერ უფლებამოსილების განხორ ციე ლების შე უძ ლებ ლობის შემთხვევაში – მათი მოვალეობის შემ ს რუ ლებელ მო ად გილეებს , მოვალეობის სხვა შემსრულებლებს , სამეურვეო საბ ჭოს წევრებს და ადგენს მათი რეგისტრაციის წესს ;

„ჰ​5 ) (ამოღებულია) ;

ჰ6 ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება  №85-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1036

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის დადგენილება  №160-სსმ III, №111, 22.09.2005წ; მუხ.1228

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება  №77-სსმ III, №46, 05.04.2006წ; მუხ.525

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება  №101-სსმ III, №73, 01.06.2006წ; მუხ.912

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება  №214-სსმ III, №155, 17.11.2006წ; მუხ.2144

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება  №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1035

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის დადგენილება  №148-სსმ III, №98, 10.07.2008წ; მუხ.1083

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება  №263-სსმ III, №186, 30.12.2008წ; მუხ.1940

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის დადგენილება  №131-სსმ III, №93, 28.07.2009წ; მუხ.989

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება  №168-სსმ III, №114, 18.09.2009წ; მუხ.1291

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილება  №114-სსმ III, №49, 28.04.2010წ; მუხ.715

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 მაისის დადგენილება  №148-სსმ III, №60, 28.05.2010წ; მუხ.901

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება  №281-სსმ III, №117, 15.09.2010წ; მუხ.1730

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება  №378-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2288

    მუხლი 3. სამინისტროს ხელმძღვანელობა

1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებში ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტებით და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურების, დაწესებულებების მართვასა და კოორდინაციას.

2. მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას, და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;

გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს;

ე) წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა კანდიდატურებს;

ვ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს, აგრეთვე წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და, აუცილებლობის შემთხვევაში, – დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე;

ზ) იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულები-სათვის;

თ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მისი შესრულების კონტროლს და, აუცილებლობის შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;

ი) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, ამტკიცებს მათ დებულებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;

კ) პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის;

ლ) თავისი მმართველობის სფეროში ქმნის კომისიებს, საბჭოებს – სათათბირო უფლებით;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს;

ნ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

პ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს;

ჟ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების დირექტორებს;

რ) (ამოღებულია);

ს) ამტკიცებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმასა და ჟურნალის წარმოების წესს;

ტ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ წარმოდგენილ ინფრასტრუქტურის განვითარების სამოქმედო გეგმას;

უ) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა ინსტრუქციას;

ფ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს.

ქ) ამტკიცებს საჯარო სკოლებში საქმისწარმოების წესს;

ღ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მისაღებად ჩასაბარებელი მინიმალური კომპეტენციის საგამოცდო პროგრამას.

3. მინისტრს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი. მოადგილეთა შორის ფუნქციებს მინისტრი ანაწილებს ბრძანებით. (ამოღებულია). (ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)

4. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას მინისტრის არყოფნისას. (ამოღებუ-ლია).(ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის დადგენილება  №160-სსმ III, №111, 22.09.2005წ; მუხ.1228

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება  №77-სსმ III, №46, 05.04.2006წ; მუხ.525

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება  №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1035

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის დადგენილება  №148-სსმ III, №98, 10.07.2008წ; მუხ.1083

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილება  №227-სსმ III, №168, 27.11.2008წ; მუხ.1706

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება  №263-სსმ III, №186, 30.12.2008წ; მუხ.1940

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2 თებერვლის დადგენილება  №25-სსმ III, №14, 05.02.2010წ; მუხ.156

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 6 აპრილის დადგენილება  №104-სსმ III, №36, 07.04.2010წ; მუხ.596

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება  №281-სსმ III, №117, 15.09.2010წ; მუხ.1730

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება  №378-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2288

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 დეკემბრის დადგენილება  №381-სსმ III,№165,17.12.2010წ; მუხ.2368

 

მუხლი 3​1. მინისტრის მოადგილეები (ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)

1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და საქართველოს მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ მთავრობის ახალი შემადგენლობის ან მინისტრის დანიშვნისთანავე.

4. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.

5. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

6. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება  №378-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2288

    მუხლი 4. სამინისტროს სისტემა

1. სამინისტროს სისტემა მოიცავს:

ა) სტრუქტურულ ქვედანაყოფებს:

ა.ა) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);

ა.ბ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

ა.გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ა.დ) ეკონომიკური დეპარტამენტი;

ა.ე) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სტატისტიკურ-ანალიტიკური დეპარტამენტი; (ამოღებულია).(ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)

ა.ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ა.ზ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი;

ა.თ) ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი;

ბ) ტერიტორიულ ორგანოებს – საგანმანათლებლო რესურსცენტრებს;

გ) შემდეგ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს:

გ.ა) (ამოღებულია);

გ.ბ) გამოცდების ეროვნული ცენტრი;

გ.გ) ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა;

გ.დ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო;

გ.ე) შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;

გ.ვ) (ამოღებულია);

გ.ზ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი;

გ.თ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;

გ.ი) ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი;

გ.კ) საგანმანათლებლო, მათ შორის, პროფესიული საგანმანათლებლო, და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები;

გ.ლ) (ამოღებულია).

2. (ამოღებულია).

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება  №85-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1036

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 აპრილის დადგენილება  №73-სსმ III, №46, 19.04.2005წ; მუხ.479

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის დადგენილება  №160-სსმ III, №111, 22.09.2005წ; მუხ.1228

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილება  №241-სსმ III, №153, 30.12.2005წ; მუხ.1700

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება  №77-სსმ III, №46, 05.04.2006წ; მუხ.525

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება  №101-სსმ III, №73, 01.06.2006წ; მუხ.912

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება  №213-სსმ III, №155, 17.11.2006წ; მუხ.2145

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 მარტის დადგენილება  №52-სსმ III, №40, 23.03.2007წ; მუხ.467

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 23 მაისის დადგენილება  №108-სსმ III, №75, 29.05.2007წ; მუხ.803

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება  №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1035

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება  №124-სსმ III, №74, 19.05.2008წ; მუხ.801

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის დადგენილება  №148-სსმ III, №98, 10.07.2008წ; მუხ.1083

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილება  №227-სსმ III, №168, 27.11.2008წ; მუხ.1706

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება  №263-სსმ III, №186, 30.12.2008წ; მუხ.1940

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის დადგენილება  №19-სსმ III, №16, 13.02.2009წ; მუხ.211

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის დადგენილება  №131-სსმ III, №93, 28.07.2009წ; მუხ.989

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის დადგენილება  №224-სსმ III, №155, 21.12.2009წ; მუხ.1827

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის დადგენილება  №235-სსმ III, №156, 22.12.2009წ; მუხ.1875

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 ივნისის დადგენილება  №157-სსმ III, №67, 14.06.2010წ; მუხ.990

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის დადგენილება  №191-სსმ III, №86, 15.07.2010წ; მუხ.1272

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება  №281-სსმ III, №117, 15.09.2010წ; მუხ.1730

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება  №378-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2288

    მუხლი 4 ​1 . სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია

1. ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანებია:

ა) (ამოღებულია);

ბ) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;

გ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;

დ) საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;

ე) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

ვ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;

ზ) სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება ნამსახურობის მიხედვით;

თ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება;

ი) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;

კ) სამინისტროში მოსამსახურეთა რეზერვის ფორმირება და მისი მიზნობრივი გამოყენება;

ლ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი, სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის ბრძანებათა რეესტრის წარმოება;

ნ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ო) სამინისტროს საქმიანობის გეგმის შედგენის კოორდინაცია;

პ) ამოღებულია ;

ჟ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობის კოორდინაცია;

რ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ურთიერთობის კოორდინაცია;

ს) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების სამინისტროში სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების მომზადება;

ტ) სამინისტროს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შემუშავება;

უ) სამინისტროს თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის შემუშავების კოორდინაცია და სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ფ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების ხელმძღვანელების სამინისტროში კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციისათვის წარდგენილი დოკუმენტების მომზადება;

ქ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

ღ) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის არსებული წესის თანახმად;

ყ) ამოღებულია ;

შ) სამინისტროს საშვთა ბიუროს მუშაობის უზრუნველყოფა.

ჩ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და სამეურვეო საბჭოების წევრების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლობითი საბჭოების სპიკერების, რექტორების, ადმინისტრაციების ხელმძღვანელების რეესტრების წარმოება;

ც) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა, მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრის, აგრეთვე სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრების წარმოება;

ძ) იმ პირთა აღრიცხვა, რომელთაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშეწყობისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის ჩამოერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

წ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და კონტროლი.

(ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)

2. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემის ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;

ბ) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;

გ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;  

დ) სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ე) სამინისტროს სისტემაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;

ვ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა;

ზ) წინასწარი კონტროლის ღონისძიებების განხორციელება მინისტრის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

თ) სამინისტროს სისტემის ორგანოებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

ი) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების/ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისთვის წარდგენა;

კ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

ლ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

მ) სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;

ნ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

3. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელშეწყობა;

ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

დ) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;

ვ) სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება და სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;

ზ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა;

თ) მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;

ი) საქართველოს სახელმწიფო ენის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელება და შესრულების კონტროლი;

კ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების/ ხელშეკრულებების შემუშავება და შესრულების ხელშეწყობა;

ლ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, აგრეთვე, სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შესახებ სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

მ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ნ) (ამოღებულია);

ო) (ამოღებულია);

პ) (ამოღებულია);

ჟ) (ამოღებულია);

რ) (ამოღებულია);

ს) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმება;

ტ) (ამოღებულია).

4. ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური, ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, აგრეთვე, სამინისტროს ბალანსზე არსებული ქონების აღრიცხვა;

ბ) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შედგენა;

გ) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროსათვის საჭირო საბუღალტრო აღრიცხვა, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების ფინანსური ანგარიშგების შემოწმება და ბალანსის შედგენა;

ე) სამინისტროს შესყიდვების განხორციელება;

ვ) სამინისტროს შენობა-ნაგებობათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლება;

ზ) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღრიცხვა და მართვა;

თ) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ქონების შემდგომ განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და პროექტების მომზადება.

5. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სტატისტიკურ-ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს საინფორმაციო საჭიროებებიდან გამომდინარე სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველ-ყოფა;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექ-ტორებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერების, რექტორების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელების რეესტრების წარმოება;

გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა, მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრის, აგრეთვე სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრების წარმოება;

დ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და კონტროლი;

ე) იმ პირთა აღრიცხვა, რომელთაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშეწყობისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის ჩამოერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

ვ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შედეგების კვლევის დაგეგმვა;

ზ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შედეგების უშუალოდ ან მესამე პირების მეშვეობით კვლევა;

თ) განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შემუშავება;

ი) თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დამუშავებისათვის საჭირო პირობების შექმნა;

კ) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით სამინისტროს გამართული ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა. (ამოღებულია).(ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)

6. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;

ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;

გ) მასმედიასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, სამინისტროს საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება;

დ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, მათ შორის, სამინისტროს საქმიანობის ამსახველი საგამომცემლო მასალის მომზადება;

ე) სამინისტროს ვებგვერდის განახლება;

ვ) მინისტრის სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის, აგრეთვე უცხო ქვეყნებთან კავშირის კოორდინაცია, მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;

ზ) საზოგადოებრივი საბჭოს სხდომების ორგანიზება.

7. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სტუდენტთა და მეცნიერთა სოციალური ხელშეწყობის პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;

ბ) უცხო ქვეყნების მოქალაქეებისა და სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტების გაცემის პროცესის ორგანიზება;

გ) სისტემის სრულყოფის მიზნით უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების შესახებ წინადადებათა მომზადება;

დ) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მობილურობისა და სხვა ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყოფა;

ე) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისა და მასში შემავალი ინსტიტუტების ევროპისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგ-რაციისათვის ხელშეწყობა, მათ შორის, „ბოლონიის პროცესის“ ფარგლებში საბიუჯეტო და არასაბიუ-ჯეტო პროექტების/ინიციატივების დაგეგმვა, შესრულება და კოორდინაცია;

ვ) მეცნიერების განვითარების ინსტიტუციური რეგულირება;

ზ) მეცნიერების დაფინანსების შესახებ წინადადებე-ბის მომზადება;

თ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;

ი) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისა და მდგრადი განვითარების გეგმების შემუშავება;

კ) ახალგაზრდობის მეცნიერების სფეროში ჩაბმის მიზნით უმაღლესი განათლების სისტემის ორგანიზებისა და განვითარების შესახებ წინადადებების მომზადება;

ლ) საჯარო მოხელეთა გადამზადება (კვალიფიკაციის ამაღლება);

მ) უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესე ბულებების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება;

ნ) საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა მიერ შეტანილ განცხადებათა საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის დადგენა და საკონკურსო პირობებთან შესაბამისობაში მყოფი განცხადებების საკონკურსო კომისიაზე განსახილველად წარდგენა.

8. ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) (ამოღებულია);

ბ) (ამოღებულია);

გ) პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს პროექტის მომზადება;

დ) საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენი რეგულირებად პროფესიათა ნუსხის, აგრეთვე, ამ რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მინიჭებისა და განახლებისათვის აუცილებელი პირობებისა და მათი შესრულების წესის თაობაზე წინა-დადებების შემუშავება ან ამ დოკუმენტებზე საქართველოს მთავრობისათვის დასკვნის მომზადება;

ე) (ამოღებულია);

ვ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ინსტიტუციური, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ზ) (ამოღებულია);

თ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, სკოლამდელი, ზოგადი და პროფესიული განათლების მართვის სფეროში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია;

ი) ეროვნულ უმცირესობათა ენების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;

კ) სკოლამდელ აღზრდასთან/სწავლებასთან და სასკოლო ინიციატივებთან დაკავშირებული, ასევე, სამოქალაქო ინტეგრაციაზე ორიენტირებული და საერთაშორისო პროგრამების შემუშავება, განხორციელება;

ლ) ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით სახელმწიფო ენის სწავლების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება, განხორციელება;

მ) განათლების მართვის ინფორმაციული სისტემების დანერგვის ხელშემწყობი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება, განხორციელება;

ნ) ამ პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროგრამებისა და პროექტების ფარგლებში ღია კონკურსის საფუძველზე გრანტების გაცემა და გაცემული გრანტების განხორციელებისათვის კონტროლის დაწესება;

ო) მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარების გადაცემის უზრუნველყოფა;

პ) ქართული ინფორმაციული ვებრესურსების შექმნა.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 მარტის დადგენილება  №52-სსმ III, №40, 23.03.2007წ; მუხ.467

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება  №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1035

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება  №102-სსმ III, №56, 14.04.2008წ; მუხ.654

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება  №124-სსმ III, №74, 19.05.2008წ; მუხ.801

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის დადგენილება  №148-სსმ III, №98, 10.07.2008წ; მუხ.1083

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება  №204-სსმ III, №148, 09.10.2008წ; მუხ.1478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილება  №227-სსმ III, №168, 27.11.2008წ; მუხ.1706

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება  №263-სსმ III, №186, 30.12.2008წ; მუხ.1940

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის დადგენილება  №19-სსმ III, №16, 13.02.2009წ; მუხ.211

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის დადგენილება  №131-სსმ III, №93, 28.07.2009წ; მუხ.989

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება  №168-სსმ III, №114, 18.09.2009წ; მუხ.1291

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის დადგენილება  №224-სსმ III, №155, 21.12.2009წ; მუხ.1827

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის დადგენილება  №235-სსმ III, №156, 22.12.2009წ; მუხ.1875

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის დადგენილება  №48-სსმ III, №22, 25.02.2010წ; მუხ.271

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 მაისის დადგენილება  №148-სსმ III, №60, 28.05.2010წ; მუხ.901

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 ივნისის დადგენილება  №157-სსმ III, №67, 14.06.2010წ; მუხ.990

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის დადგენილება  №191-სსმ III, №86, 15.07.2010წ; მუხ.1272

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ივლისის დადგენილება  №202-სსმ III, №89, 21.07.2010წ; მუხ.1292

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება  №281-სსმ III, №117, 15.09.2010წ; მუხ.1730

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება  №378-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2288

    მუხლი 4​2. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები, მინისტრის მოადგილის თანაშემწე

1. მინისტრის მრჩეველი და თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნება მინისტრის უფლებამოსილების ვადით.

2. მინისტრის მოადგილის თანაშემწე უშუალოდ ემორჩილება მინისტრის მოადგილეს.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 მარტის დადგენილება  №52-სსმ III, №40, 23.03.2007წ; მუხ.467

    მუხლი 5. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები

სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია საგანმანათლებლო რესურსცენტრები, რომლებიც იქმნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; საგანმანათლებლო რესურსცენტრების მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის დადგენილება  №160-სსმ III, №111, 22.09.2005წ; მუხ.1228

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილება  №241-სსმ III, №153, 30.12.2005წ; მუხ.1700

    მუხლი 6. სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი  დაწესებულებები

სამინისტროში იქმნება სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების რეესტრი, რომელშიც წარმოდგენილ იქნება ამ დაწესებულებათა სრული ნუსხა, მათი დაქვემდებარებისა და სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება  №263-სსმ III, №186, 30.12.2008წ; მუხ.1940

     მუხლი 7. გარდამავალი დებულება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით 2010–2011 სასწავლო წლის დასაწყისიდან დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით – კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, 2011–2012 სასწავლო წლის დასაწყისიდან.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის დადგენილება  №160-სსმ III, №111, 22.09.2005წ; მუხ.1228

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილება  №241-სსმ III, №153, 30.12.2005წ; მუხ.1700

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება  №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1035

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება  №281-სსმ III, №117, 15.09.2010წ; მუხ.1730

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №37, 21.05.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.037 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/12262-34/