საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.05.2004 ძალადაკარგული 14.09.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№37
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.037
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 54, 25/05/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (78)

შემდგომი ცვლილებები (33)

წინა ცვლილებები (45)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
10 +

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №37

2004 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება  №85-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1036

2. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 აპრილის დადგენილება  №73-სსმ III, №46, 19.04.2005წ; მუხ.479

3. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის დადგენილება  №160-სსმ III, №111, 22.09.2005წ; მუხ.1228

4. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილება  №241-სსმ III, №153, 30.12.2005წ; მუხ.1700

5. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება  №77-სსმ III, №46, 05.04.2006წ; მუხ.525

6. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება  №101-სსმ III, №73, 01.06.2006წ; მუხ.912

7. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება  №213-სსმ III, №155, 17.11.2006წ; მუხ.2145

8. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება  №214-სსმ III, №155, 17.11.2006წ; მუხ.2144

9. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 მარტის დადგენილება  №52-სსმ III, №40, 23.03.2007წ; მუხ.467

10. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 23 მაისის დადგენილება  №108-სსმ III, №75, 29.05.2007წ; მუხ.803

11. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება  №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1035

12. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება  №102-სსმ III, №56, 14.04.2008წ; მუხ.654

13. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება  №124-სსმ III, №74, 19.05.2008წ; მუხ.801

14. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის დადგენილება  №148-სსმ III, №98, 10.07.2008წ; მუხ.1083

15. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება  №204-სსმ III, №148, 09.10.2008წ; მუხ.1478

16. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილება  №227-სსმ III, №168, 27.11.2008წ; მუხ.1706

17. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება  №263-სსმ III, №186, 30.12.2008წ; მუხ.1940

18. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის დადგენილება  №19-სსმ III, №16, 13.02.2009წ; მუხ.211

19. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის დადგენილება  №131-სსმ III, №93, 28.07.2009წ; მუხ.989

20. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება  №168-სსმ III, №114, 18.09.2009წ; მუხ.1291

21. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის დადგენილება  №224-სსმ III, №155, 21.12.2009წ; მუხ.1827

22. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის დადგენილება  №235-სსმ III, №156, 22.12.2009წ; მუხ.1875

23. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2 თებერვლის დადგენილება  №25-სსმ III, №14, 05.02.2010წ; მუხ.156

24. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის დადგენილება  №48-სსმ III, №22, 25.02.2010წ; მუხ.271

25. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 6 აპრილის დადგენილება  №104-სსმ III, №36, 07.04.2010წ; მუხ.596

26. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილება  №114-სსმ III, №49, 28.04.2010წ; მუხ.715

27. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 მაისის დადგენილება  №148-სსმ III, №60, 28.05.2010წ; მუხ.901

28. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 ივნისის დადგენილება  №157-სსმ III, №67, 14.06.2010წ; მუხ.990

29. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 ივნისის დადგენილება  №168-სსმ III, №74, 23.06.2010წ; მუხ.1087

30. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის დადგენილება  №191-სსმ III, №86, 15.07.2010წ; მუხ.1272

31. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ივლისის დადგენილება  №202-სსმ III, №89, 21.07.2010წ; მუხ.1292

32. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება  №281-სსმ III, №117, 15.09.2010წ; მუხ.1730

33.  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება  №378-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2288

34. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 დეკემბრის დადგენილება  №381-სსმ III, №165, 17.12.2010წ; მუხ.2368

35. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №17 – ვებგვერდი, 20.01.2011წ.

36. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის დადგენილება №38 – ვებგვერდი, 31.01.2011წ.

37. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის დადგენილება №63 - ვებგვერდი, 15.02.2011წ.

38. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის დადგენილება №80 - ვებგვერდი, 21.02.2011წ.

39. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის დადგენილება №115 – ვებგვერდი, 16.03.2011წ.

40. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №134 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.

41. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №139 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.

42. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის დადგენილება №179 – ვებგვერდი, 27.04.2011წ.

43. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №305 – ვებგვერდი, 09.08.2011წ.

44. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს დადგენილება №317 - ვებგვერდი, 17.08.2011წ.

45. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №332 -ვებგვერდი, 31.08.2011წ.

 

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სამთავრობო დაწესებულებაა, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად მოქმედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების საფუძველზე.

2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.

3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.

5. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, დასრულებული ბალანსი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში.

6. სამინისტროს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, – 0146, უზნაძის ქ. №52.

7. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 დეკემბრის დადგენილება  №381-სსმ III,№165,17.12.2010წ; მუხ.2368

    მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

1. სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი ორგანოა. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტრო ახორციელებს თავის დაქვემდებარებაში არსებული ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, უზრუნველყოფს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფას, მეცნიერების განვითარებასა და სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელებას.

2. კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სამინისტრო:

ა) უზრუნველყოფს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის კონსტიტუციური უფლების განხორციელებას;

ბ) ხელს უწყობს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის შექმნას;

გ) იკვლევს და აფასებს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე პროცესებს;

დ) გეგმავს განათლებისა და მეცნიერების სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებებს, ახორციელებს მისი განვითარების პროგნოზირებას;

ე) ახორციელებს სახელმწიფო ენობრივ პოლიტიკას, ხელს უწყობს სახელმწიფო ენის სწავლებასა და განვითარებას, თვალყურს ადევნებს მის სწორ გამოყენებას;

ვ) ამტკიცებს სკოლამდელი აღზრდის სტანდარტებს;

ზ) (ამოღებულია);

თ) იღებს გადაწყვეტილებას ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების, რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის შესახებ, ამტკიცებს მათ წესდებებს და ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს;

ი) აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირებს – ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს;

კ) ევროპისა და საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეების ჰარმონიზაციისა და ინტეგრაციის მიზნით თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;

ლ) ხელს უწყობს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან;

მ) უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების შესახებ ნორმატიული აქტების შესრულებას;

ნ) (ამოღებულია);

ო) (ამოღებულია);

პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს:

პ.ა) მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებას;

პ.ბ) მასწავლებლობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის ნიმუშს;

პ.გ) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლის პერიოდის გავლის წესს;

პ.დ) მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშს და მისი გაცემის წესს;

პ.ე) მასწავლებლის უფლების მოპოვებისა და განახლების საფასურის ოდენობას;

პ.ვ) მასწავლებლის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

პ.ზ) მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტებს;

პ.თ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების პრინციპებს;

პ.ი) მასწავლებლის, აგრეთვე პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს;

პ.კ) საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტს;

პ ​1 ) ადგენს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებსა და წესს, შეიმუშავებს პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის პროგრამებს;

ჟ) (ამოღებულია);

ჟ​1 ​1 ) (ამოღებულია);

ჟ​2) (ამოღებულია);

ჟ​3) შეიმუშავებს და ამტკიცებს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ჟ ​4 ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს რეგულირებად პროფესიებს, რომლებსაც შეესაბამება პროფესიული განათლების კვალიფიკაციები, აგრეთვე რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მინიჭებისა და განახლებისათვის აუცილებელ პირობებს და მათი შესრულების წესს, ან გასცემს მათზე სავალდებულო დასკვნას;

ჟ​5) (ამოღებულია);

ჟ ​6 ) შეიმუშავებს და ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ინსტიტუციური, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსების განვითარების ხელშემწყობ პროგრამებს;

ჟ​7(ამოღებულია);

ჟ​8) (ამოღებულია);

ჟ​9) თანამშრომლობს პროფესიულ ასოციაციებთან;

ჟ ​1 ​0 ) (ამოღებულია);

რ) (ამოღებულია);

ს) ადგენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების გაანგარიშების წესს, განსაზღვრავს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესს და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას;

ტ) განსაზღვრავს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების სტრუქტურას, ამტკიცებს მათ საშტატო ნუსხებსა და ტიპურ დებულებას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებსა და მოადგილეებს;

უ) უზრუნველყოფს პედაგოგთა და მეცნიერთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;

ფ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ და უზრუნველყოფს მის განხორციელებას, საბიუჯეტო ასიგნებათა ხარჯზე აფინანსებს და ამუშავებს სამეცნიერო კვლევებს;

ქ) მონაწილეობს განათლებისა და მეცნიერების სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციების, სიმპოზიუმების, გამოფენებისა და კონკურსების გამართვაში;

ღ) შეიმუშავებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას;

ყ) შეიმუშავებს განათლების სისტემისა და უმაღლესი განათლების სისტემის ინდიკატორების ამსახველ ძირითად დოკუმენტს;

შ) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“, „გ.ე“, „გ.ზ“, „გ.თ“ და „გ.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დირექტორებს; კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“, „გ.მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და „გ.კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს;

შ​1) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორის კანდიდატურას;

ჩ) ადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივებს;

ჩ1) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო სფეროში არსებული პრიორიტეტებისა და მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტების შესრულებასა და კოორდინაციას. ასევე ხელს უწყობს არასაბიუჯეტო პროგრამების/პროექტების განხორციელებას;

ც) ამტკიცებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესს, ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და გადატანის წესს, საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის თანხის რაოდენობას, სოციალური პროგრამით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსების რაოდენობასა და პირობებს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთათვის ვაუჩერების გაცემისა და გადატანის წესს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად;

ც​1) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვის წესს;

ძ) ადგენს საჯარო სკოლის დირექტორისა და მასწავლებლების შესარჩევი კონკურსის გამართვის წესს, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესსა და პირობებს;

წ) ამტკიცებს რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესს;

ჭ) ახორციელებს საჯარო სკოლების ნუმერაციას და ადგენს მათთვის სახელის მინიჭების წესს;

ხ)ამტკიცებს ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტის/პროფესიული დიპლომის ნიმუშს, უმაღლესი განათლების სპეციალობათა ნუსხას, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დანართის ფორმას;

ხ1) (ამოღებულია);

ჯ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს:

ჯ.ა) საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს;

ჯ.ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებას;

ჯ.გ) საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებას;

ჯ.დ) მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესსა და საფასურს, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან;

ჰ) შეიმუშავებს მეცნიერების განვითარების პრიორიტეტებს, უზრუნველყოფს სახელმწიფო სამეცნიერო პოლიტიკის განხორციელებას შემოქმედების თავისუფლებისა და სამეცნიერო სფეროს მართვის თანამიმდევრული დემოკრატიზაციის, სამეცნიერო სკოლების შენარჩუნებისა და განვითარების, საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში მონაწილეობის ხელშეწყობის, აგრეთვე განათლების მეცნიერებასთან ინტეგრირების მიზნით;

ჰ1) სამეცნიერო აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობით აყალიბებს და სრულყოფს ქართული მეცნიერების განვითარების კონცეფციასა და ნორმატიულ ბაზას;

ჰ2) ამუშავებს წინადადებებს სახელმწიფო სახსრების გამოყოფის თაობაზე სამეცნიერო-კვლევითი ობიექტების მშენებლობისა და რეკონსტრუირების მიზნით, ამზადებს მთავრობის გადაწყვეტილებათა პროექტებს ეროვნული მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო-კვლევითი ბაზებისა და ექსპერიმენტული დანადგარების მოვლა-შენახვის შესახებ;

ჰ3) სახელმწიფო მართვის სხვა უწყებებთან ერთად ამზადებს წინადადებებს ტექნოლოგიური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებისა და მაღალ ტექნოლოგიათა ტრანსფერის სახელმწიფო მხარდაჭერის თაობაზე, აგრეთვე სახელმწიფოს პირდაპირ (ინვესტირებით), ან არაპირდაპირ (საგადასახადო შეღავათებით, ინოვაციური ინფრასტრუქტურით და სხვ.) მონაწილეობის შესახებ სათანადო პროცესებში;

ჰ​4 ) განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრის წარმოების წესს, ადგენს საჯარო სკოლების დირექტორების, დირექტორების მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მათი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილეების, მოვალეობის სხვა შემსრულებლების, სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციის წესს;

ჰ ​5 ) (ამოღებულია);

ჰ6) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება  №85-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1036

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის დადგენილება  №160-სსმ III, №111, 22.09.2005წ; მუხ.1228

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება  №77-სსმ III, №46, 05.04.2006წ; მუხ.525

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება  №101-სსმ III, №73, 01.06.2006წ; მუხ.912

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება  №214-სსმ III, №155, 17.11.2006წ; მუხ.2144

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება  №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1035

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის დადგენილება  №148-სსმ III, №98, 10.07.2008წ; მუხ.1083

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება  №263-სსმ III, №186, 30.12.2008წ; მუხ.1940

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის დადგენილება  №131-სსმ III, №93, 28.07.2009წ; მუხ.989

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება  №168-სსმ III, №114, 18.09.2009წ; მუხ.1291

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილება  №114-სსმ III, №49, 28.04.2010წ; მუხ.715

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 მაისის დადგენილება  №148-სსმ III, №60, 28.05.2010წ; მუხ.901

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება  №281-სსმ III, №117, 15.09.2010წ; მუხ.1730

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება  №378-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2288

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის დადგენილება №63 - ვებგვერდი, 15.02.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №134 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №305 – ვებგვერდი, 09.08.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს დადგენილება №317 - ვებგვერდი, 17.08.2011წ.

    მუხლი 3. სამინისტროს ხელმძღვანელობა

1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებში ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტებით და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურების, დაწესებულებების მართვასა და კოორდინაციას.

2. მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას, და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;

გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს;

ე) (ამოღებულია – 04.08.2011, №305);

ვ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს, აგრეთვე წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და, აუცილებლობის შემთხვევაში, – დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე;

ზ) იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულები-სათვის;

თ) (ამოღებულია – 04.08.2011, №305);

ი) (ამოღებულია – 04.08.2011, №305);

კ) პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის;

ლ) თავისი მმართველობის სფეროში ქმნის კომისიებს, საბჭოებს – სათათბირო უფლებით;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს;

ნ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

პ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს;

ჟ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების დირექტორებს;

რ) (ამოღებულია);

ს) ამტკიცებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმასა და ჟურნალის წარმოების წესს;

ტ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ წარმოდგენილ ინფრასტრუქტურის განვითარების სამოქმედო გეგმას;

უ) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა ინსტრუქციას;

ფ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს.

ქ) ამტკიცებს საჯარო სკოლებში საქმისწარმოების წესს;

ღ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მისაღებად ჩასაბარებელი მინიმალური კომპეტენციის საგამოცდო პროგრამას;

ყ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აცხადებს კონკურსებს.

3. (ამოღებულია);

4. (ამოღებულია);

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის დადგენილება  №160-სსმ III, №111, 22.09.2005წ; მუხ.1228

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება  №77-სსმ III, №46, 05.04.2006წ; მუხ.525

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება  №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1035

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის დადგენილება  №148-სსმ III, №98, 10.07.2008წ; მუხ.1083

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილება  №227-სსმ III, №168, 27.11.2008წ; მუხ.1706

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება  №263-სსმ III, №186, 30.12.2008წ; მუხ.1940

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2 თებერვლის დადგენილება  №25-სსმ III, №14, 05.02.2010წ; მუხ.156

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 6 აპრილის დადგენილება  №104-სსმ III, №36, 07.04.2010წ; მუხ.596

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება  №281-სსმ III, №117, 15.09.2010წ; მუხ.1730

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება  №378-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2288

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 დეკემბრის დადგენილება  №381-სსმ III,№165,17.12.2010წ; მუხ.2368

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №305 – ვებგვერდი, 09.08.2011წ.

     მუხლი 3​1. მინისტრის მოადგილეებ ი

1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობის ან მინისტრის დანიშვნისთანავე.

4. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.

5. მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში მინისტრის უფლებამოსილებას, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ახორციელებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.

6. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

7. მინისტრის პირველი მოადგილე ან მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე  იმავდროულად არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი.

8. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება  №378-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2288

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის დადგენილება №80 - ვებგვერდი , 21.02.2011 წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის დადგენილება №115 – ვებგვერდი, 16.03.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №305 – ვებგვერდი, 09.08.2011წ.

    მუხლი 4. სამინისტროს სისტემა

1. სამინისტროს სისტემა მოიცავს:

ა) სტრუქტურულ ქვედანაყოფებს:

ა.ა) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);

ა.ბ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

ა.გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ა.დ) ეკონომიკური დეპარტამენტი;

ა.ე) (ამოღებულია);

ა.ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ა.ზ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი;

ა.თ) ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი;

ა.ი) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტი;

ბ) ტერიტორიულ ორგანოებს – საგანმანათლებლო რესურსცენტრებს;

გ) შემდეგ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს:

გ.ა) (ამოღებულია);

გ.ბ) გამოცდების ეროვნული ცენტრი;

გ.გ) ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა;

გ.დ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო;

გ.ე) შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;

გ.ვ) (ამოღებულია);

გ.ზ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი;

გ.თ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;

გ.ი) ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი;

გ.კ) საგანმანათლებლო, მათ შორის, პროფესიული საგანმანათლებლო, და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები;

გ.ლ) (ამოღებულია);

გ.მ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური.

2. (ამოღებულია).

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება  №85-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1036

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 აპრილის დადგენილება  №73-სსმ III, №46, 19.04.2005წ; მუხ.479

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის დადგენილება  №160-სსმ III, №111, 22.09.2005წ; მუხ.1228

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილება  №241-სსმ III, №153, 30.12.2005წ; მუხ.1700

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება  №77-სსმ III, №46, 05.04.2006წ; მუხ.525

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება  №101-სსმ III, №73, 01.06.2006წ; მუხ.912

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება  №213-სსმ III, №155, 17.11.2006წ; მუხ.2145

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 მარტის დადგენილება  №52-სსმ III, №40, 23.03.2007წ; მუხ.467

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 23 მაისის დადგენილება  №108-სსმ III, №75, 29.05.2007წ; მუხ.803

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება  №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1035

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება  №124-სსმ III, №74, 19.05.2008წ; მუხ.801

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის დადგენილება  №148-სსმ III, №98, 10.07.2008წ; მუხ.1083

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილება  №227-სსმ III, №168, 27.11.2008წ; მუხ.1706

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება  №263-სსმ III, №186, 30.12.2008წ; მუხ.1940

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის დადგენილება  №19-სსმ III, №16, 13.02.2009წ; მუხ.211

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის დადგენილება  №131-სსმ III, №93, 28.07.2009წ; მუხ.989

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის დადგენილება  №224-სსმ III, №155, 21.12.2009წ; მუხ.1827

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის დადგენილება  №235-სსმ III, №156, 22.12.2009წ; მუხ.1875

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 ივნისის დადგენილება  №157-სსმ III, №67, 14.06.2010წ; მუხ.990

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის დადგენილება  №191-სსმ III, №86, 15.07.2010წ; მუხ.1272

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება  №281-სსმ III, №117, 15.09.2010წ; მუხ.1730

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება  №378-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2288

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №134 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №305 – ვებგვერდი, 09.08.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №332 -ვებგვერდი, 31.08.2011წ.

    მუხლი 4 ​1 . სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია

1. ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანებია:

ა) (ამოღებულია);

ბ) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;

გ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;

დ) საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;

ე) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

ვ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;

ზ) სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება ნამსახურობის მიხედვით;

თ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება;

ი) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;

კ) სამინისტროში მოსამსახურეთა რეზერვის ფორმირება და მისი მიზნობრივი გამოყენება;

ლ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი, სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის ბრძანებათა რეესტრის წარმოება;

ნ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ო) სამინისტროს საქმიანობის გეგმის შედგენის კოორდინაცია;

პ) ამოღებულია;

ჟ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობის კოორდინაცია;

რ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ურთიერთობის კოორდინაცია;

ს) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების სამინისტროში სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების მომზადება;

ტ) სამინისტროს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შემუშავება;

უ) სამინისტროს თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის შემუშავების კოორდინაცია და სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ფ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების ხელმძღვანელების სამინისტროში კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციისათვის წარდგენილი დოკუმენტების მომზადება;

ქ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

ღ) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის არსებული წესის თანახმად;

ყ) ამოღებულია;

შ) სამინისტროს საშვთა ბიუროს მუშაობის უზრუნველყოფა.

ჩ) (ამოღებულია – 21.04.2011, №179);

ც) (ამოღებულია – 21.04.2011, №179);

ძ) (ამოღებულია – 21.04.2011, №179);

წ) (ამოღებულია – 21.04.2011, №179).

2. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემის ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;

ბ) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;

გ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;  

დ) სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ე) სამინისტროს სისტემაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;

ვ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა;

ზ) წინასწარი კონტროლის ღონისძიებების განხორციელება მინისტრის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

თ) სამინისტროს სისტემის ორგანოებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

ი) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების/ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისთვის წარდგენა;

კ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

ლ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

მ) სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;

ნ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

3. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელშეწყობა;

ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

დ) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;

ვ) სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება და სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;

ზ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა;

თ) მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;

ი) საქართველოს სახელმწიფო ენის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელება და შესრულების კონტროლი;

კ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების/ ხელშეკრულებების შემუშავება და შესრულების ხელშეწყობა;

ლ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, აგრეთვე, სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შესახებ სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

ლ ​1 ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

მ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ნ) (ამოღებულია);

ო) (ამოღებულია);

პ) (ამოღებულია);

ჟ) (ამოღებულია);

რ) (ამოღებულია);

ს) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმება;

ტ) (ამოღებულია).

4. ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური, ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, აგრეთვე, სამინისტროს ბალანსზე არსებული ქონების აღრიცხვა;

ბ) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შედგენა;

გ) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროსათვის საჭირო საბუღალტრო აღრიცხვა, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების ფინანსური ანგარიშგების შემოწმება და ბალანსის შედგენა;

ე) სამინისტროს შესყიდვების განხორციელება;

ვ) სამინისტროს შენობა-ნაგებობათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლება;

ზ) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღრიცხვა და მართვა;

თ) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ქონების შემდგომ განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და პროექტების მომზადება;

ი) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რე აგირება.

5. (ამოღებულია).

6. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;

ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;

გ) მასმედიასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, სამინისტროს საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება;

დ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, მათ შორის, სამინისტროს საქმიანობის ამსახველი საგამომცემლო მასალის მომზადება;

ე) სამინისტროს ვებგვერდის განახლება;

ვ) მინისტრის სახელმწიფო დაწესებულებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია, მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;

ზ) საზოგადოებრივი საბჭოს სხდომების ორგანიზება ;

თ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირებ ა.

7. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სტუდენტთა და მეცნიერთა სოციალური ხელშეწყობის პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;

ბ) უცხო ქვეყნების მოქალაქეებისა და სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტების გაცემის პროცესის ორგანიზება;

გ) სისტემის სრულყოფის მიზნით უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების შესახებ წინადადებათა მომზადება;

დ) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მობილურობისა და სხვა ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყოფა;

ე) (ამოღებულია – 26.08.2011, №332);

ვ) მეცნიერების განვითარების ინსტიტუციური რეგულირება;

ზ) მეცნიერების დაფინანსების შესახებ წინადადებე-ბის მომზადება;

თ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;

ი) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისა და მდგრადი განვითარების გეგმების შემუშავება;

კ) ახალგაზრდობის მეცნიერების სფეროში ჩაბმის მიზნით უმაღლესი განათლების სისტემის ორგანიზებისა და განვითარების შესახებ წინადადებების მომზადება;

ლ) საჯარო მოხელეთა გადამზადება (კვალიფიკაციის ამაღლება);

მ) უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა, ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება;

ნ) საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა მიერ შეტანილ განცხადებათა საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის დადგენა და საკონკურსო პირობებთან შესაბამისობაში მყოფი განცხადებების საკონკურსო კომისიაზე განსახილველად წარდგენა ;

ო) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგი რება.

8. ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) პროფესიული განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება;

ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მიერ პროფესიული განათლების განვითარების სფეროში მიმდინარე საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების, დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;

დ) პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;

ე) პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების სისტემის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;

ვ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის შექმნაში მონაწილეობა;

ზ) პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;

თ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ზოგადი და პროფესიული განათლების მართვის სფეროში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია;

ი) ეროვნულ უმცირესობათა ენების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;

კ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება. სასკოლო ინიციატივებთან დაკავშირებული, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციაზე ორიენტირებული და საერთაშორისო პროგრამების შემუშავება, განხორციელება;

ლ) ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის სწავლების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება-განხორციელება;

მ) ამ პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროგრამების ფარგლებში, ღია კონკურსის საფუძველზე, პროექტების დაფინანსება და პროექტების განხორციელებაზე კონტროლის დაწესება;

ნ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.

9. საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის ფუნქციებია:

 ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო ორმხრივი ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების შემუშავების პროცესში მონაწილეობა; მათი შესრულების კოორდინაცია; ხელშეკრულებების პროექტებზე მუშაობა, წინადადების წარდგენა და შეჯერება, ამ მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობა და სამინისტროს პოზიციების წარმოდგენა;

ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და წახალისება; ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული პრიორიტეტების წარმოჩენა და მათი შესრულების მონიტორინგი;

გ) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობა;

დ) სამინისტროს პრიორიტეტული პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების მიზნით საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება და წარმართვა, მათი მუშაობის კოორდინაცია;

ე) საზღვარგარეთის განათლების სამინისტროებსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კავშირების დამყარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება; ამ მიზნით სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვა, შესწავლა და ანალიზი;

ზ) საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მიზნით წინადადებების შემუშავება და მინისტრისათვის წარდგენა;

თ) სამინისტროს უწყებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და მის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;

ი) სამინისტროს სისტემაში უცხოური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების კოორდინაცია, განხორციელებული პროექტების შესწავლა და ანალიზი, არსებულ საჭიროებათა შესწავლა და ანალიზი, პრიორიტეტული პროექტებისათვის დონორებისა და ფინანსური სახსრების მოძიება;

კ) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისა და მასში შემავალი ინსტიტუტების ევროპისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის ხელშეწყობა, მათ შორის, „ბოლონიის პროცესის“ ფარგლებში საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო პროექტების/ინიციატივების დაგეგმვა, შესრულება და კოორდინაცია, აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა, კოორდინაცია და წლიური ანგარიშების მომზადება; „ბოლონიის პროცესის“ ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა და ორგანიზება;

ლ) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის კვლევა და ანალიზი ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან თავსებადობისა და შესაბამისობის დადგენის მიზნით;

მ) საზღვარგარეთ მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ოფიციალური ვიზიტების უზრუნველყოფა;

ნ) დეპარტამენტის ამოცანათა ფარგლებში მიმდინარე საჯარო მოხელეთა გადამზადებისა და უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაფინანსების პროგრამების განხორციელების, მათი ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინაცია. ამ პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ სტიპენდიატებთან მუდმივი კავშირი და მათი სასწავლო პროცესის მონიტორინგი. დაფინანსებული სტუდენტების შესახებ ინფორმაციის მომზადება;

ო) სამინისტროსა და სტუდენტ(ებ)ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების გადარიცხვების კოორდინაცია და კონტროლი;

პ) შესაბამისი პროგრამების ფარგლებში მოქმედი კომისიის მუშაობის დღის წესრიგის პროექტის მომზადება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის გაცნობა განმცხადებლ(ებ)ისათვის;

ჟ) მინისტრის დავალებით/ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 მარტის დადგენილება  №52-სსმ III, №40, 23.03.2007წ; მუხ.467

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება  №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1035

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება  №102-სსმ III, №56, 14.04.2008წ; მუხ.654

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება  №124-სსმ III, №74, 19.05.2008წ; მუხ.801

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის დადგენილება  №148-სსმ III, №98, 10.07.2008წ; მუხ.1083

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება  №204-სსმ III, №148, 09.10.2008წ; მუხ.1478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილება  №227-სსმ III, №168, 27.11.2008წ; მუხ.1706

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება  №263-სსმ III, №186, 30.12.2008წ; მუხ.1940

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის დადგენილება  №19-სსმ III, №16, 13.02.2009წ; მუხ.211

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის დადგენილება  №131-სსმ III, №93, 28.07.2009წ; მუხ.989

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება  №168-სსმ III, №114, 18.09.2009წ; მუხ.1291

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის დადგენილება  №224-სსმ III, №155, 21.12.2009წ; მუხ.1827

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის დადგენილება  №235-სსმ III, №156, 22.12.2009წ; მუხ.1875

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის დადგენილება  №48-სსმ III, №22, 25.02.2010წ; მუხ.271

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 მაისის დადგენილება  №148-სსმ III, №60, 28.05.2010წ; მუხ.901

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 ივნისის დადგენილება  №157-სსმ III, №67, 14.06.2010წ; მუხ.990

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის დადგენილება  №191-სსმ III, №86, 15.07.2010წ; მუხ.1272

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ივლისის დადგენილება  №202-სსმ III, №89, 21.07.2010წ; მუხ.1292

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება  №281-სსმ III, №117, 15.09.2010წ; მუხ.1730

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება  №378-სსმ III, №162, 13.12.2010წ; მუხ.2288

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №17 – ვებგვერდი, 20.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის დადგენილება №38 – ვებგვერდი, 31.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №139 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის დადგენილება №179 – ვებგვერდი, 27.04.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №332 -ვებგვერდი, 31.08.2011წ.

    მუხლი 4​2. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები, მინისტრის მოადგილის თანაშემწე

1. მინისტრის მრჩეველი და თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნება მინისტრის უფლებამოსილების ვადით.

2. მინისტრის მოადგილის თანაშემწე უშუალოდ ემორჩილება მინისტრის მოადგილეს.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 მარტის დადგენილება  №52-სსმ III, №40, 23.03.2007წ; მუხ.467

    მუხლი 5. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები

სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია საგანმანათლებლო რესურსცენტრები, რომლებიც იქმნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; საგანმანათლებლო რესურსცენტრების მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის დადგენილება  №160-სსმ III, №111, 22.09.2005წ; მუხ.1228

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილება  №241-სსმ III, №153, 30.12.2005წ; მუხ.1700

    მუხლი 6. სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი  დაწესებულებები

სამინისტროში იქმნება სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების რეესტრი, რომელშიც წარმოდგენილ იქნება ამ დაწესებულებათა სრული ნუსხა, მათი დაქვემდებარებისა და სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება  №263-სსმ III, №186, 30.12.2008წ; მუხ.1940

     მუხლი 7. გარდამავალი დებულება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით 2010–2011 სასწავლო წლის დასაწყისიდან დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით – კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, 2011–2012 სასწავლო წლის დასაწყისიდან.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის დადგენილება  №160-სსმ III, №111, 22.09.2005წ; მუხ.1228

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილება  №241-სსმ III, №153, 30.12.2005წ; მუხ.1700

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება  №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1035

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება  №281-სსმ III, №117, 15.09.2010წ; მუხ.1730

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №37, 21.05.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.037 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.08.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/12262-45/