1. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
2. თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1125)
საქმე №ას-502-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2026
…მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს), რომლის მიხედვითაც მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს.
საქმე №ას-619-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.07.2026
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით მართებულად მიიჩნია პრეზუმფცია, რომ მოპასუხეთა შორის ჩუქების ხელშეკრულების…
საქმე №ას-970-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.06.2026
სააპელაციო სასამართლომ დეტალურად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 56-ე მუხლები, ასევე, მიუთითა გარიგების ბათილობის შესახებ არსებულ განმარტებებზე, მიმოიხილა მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებები.
საქმე №ას-200-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2026
…ფაქტობრივი დაუფლებისაკენ, არამედ, ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეების ნამდვილ ნებას, სასესხო ურთიერთობის ფარგლებში, მ.მ–ძის მიერ, ყოველთვიური სარგებლის გადახდის პირობით, ნ.მ–ისაგან სესხად ფულადი თანხის მიღება წარმოადგენდა. 11.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56.1 მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
საქმე №ას-1260-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2026
…ნ.ც–ძე და ბ.ქ–ი არ მიიჩნევა უძრავი ქონების გასხვისებაზე უფლებამოსილ პირებად, რის გამოც, 24.01.2014წ. ნ.ც–ძეს და კ.თ–ძეს, 07.10.2014წ. ბ.ქ–ის და ი.რ–ძეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები სსსკ-ის 54-ე მუხლის, ასევე, სსკ-ის 56.1 მუხლის საფუძველზე ბათილია. 8. სარჩელის ხანდაზმულობის შედავებაც უარყოფილი იქნა. 9. მოპასუხემ ხანდაზმულობის დენა 06.05.2011წ.
საქმე №ას-1492-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2026
საქმე №ას-514-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.04.2026
საქმე №ას-1408-20253 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2026
საქმე №ას-51-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2026
საქმე №ას-1540-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2026
საქმე №ას-1296-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2026
საქმე №ას-819-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2026
საქმე №ას-199-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.03.2026
საქმე №ას-1550-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.03.2026
საქმე №ას-526-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
საქმე №ას-1076-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
საქმე №ას-1178-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2026
საქმე №ას-1010-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
საქმე №ას-132-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2026
საქმე №ას-1019-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2026
საქმე №ას-171-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
საქმე №ას-1378-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.02.2026
საქმე №ას-1417-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2025
საქმე №ას-754-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.12.2025
საქმე №ას-827-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2025
საქმე №ას-388-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2025
საქმე №ას-932-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2025
საქმე №ას-934-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2025
საქმე №ბს-713(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
საქმე №ას-244-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.10.2025
საქმე №ას-365-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2025
საქმე №ას-379-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.07.2025
საქმე №ას-774-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.07.2025
საქმე №ბს-1210(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2025
საქმე №ას-266-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2025
საქმე №ას-638-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2025
საქმე №ას-636-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2025
საქმე №ას-1455-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2025
საქმე №ას-617-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.04.2025
საქმე №ას-617-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.04.2025
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 1125-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
გადამხდელი მიუთითებს, აღნიშნული კოდექსის 56.1 მუხლზე. მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა (აუდიტის დეპარტამენტი, შემოსავლების სამსახური) შეფასება არ…
შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე, 73-ე, 81-ე, 83-ე და 84-ე მუხლების საფუძველზე, მის მიერ მოთხოვნილია გასხვისების ხელშეკრულებების გაუქმება.
…ნების შეპირისპირება. ფორმა წარმოადგენს მხარეთა შეთანხმების კანონმდებლობით დადგენილ შინაარსს, ხოლო შინაარსი კი - მხარეთა რეალურ ნებას“. ნების ნაკლის გამო გარიგების ბათილობის საკითხი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით რეგულირდება. აღნიშნული კოდექსის 56.1 მუხლის თანახმად, „ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).“.
ასევე შეიძლება იყოს შემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს საგადასახადო ვალდებულებებისგან ქონების განრიდებას, რაც თავის მხრივ რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის და საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით (ამ შემთხვევაში კი ადგილი აქვს ქონების „შემორიდებას“, საგადასახადო კონტროლის ქვეშ მოქცევას).
…გაასხვისა. აღნიშნული დასკვნა არ გამომდინარეობს საქმის ნამდვილი გარემოებიდან. ნასყიდობა, სესხი და სანივთო უზრუნველყოფა სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტებია და შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით რეგულირდება. აღნიშნული კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება)“.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 56, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-56/