ბრძანება N 11684

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.05.2023
№ დოკუმენტი 11684
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11684

29 მაისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

(მის.:------ )

2022 წლის 19 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 მაისის სხდომაზე (ოქმი №48) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „--------“ ) №229943/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ნოემბრის №006-521 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი კონკრეტულად არ მიუთითებს სადავო დარიცხვის თემას და აპელირებს რამოდენიმე საკითხით. უმეტეს შემთხვევაში ხარჯების გაწევის ფაქტებზე და დოკუმენტაციის წარუდგენლობის მიზეზებზე მიუთითებს. კერძოდ:

 საჩივარში აღნიშნავს, რომ შემოწმების შედეგები არ ყოფილა გადაგზავნილი გადამხდელთან, ასევე, შეხვედრა განხორციელდა საწარმოს ყოფილ დირექტორთან, რომელიც არ დაეთანხმა შემოწმების პოზიციას. შემოწმების პოზიცია თითქოს გადამხდელმა არ წარადგინა დოკუმენტაცია არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან შემოწმებას არაერთი მიმართვის საფუძველზე წარედგინა დოკუმენტაცია. აგრეთვე, განმარტებულ იქნა, რომ შესაბამის პერიოდზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებდა გამოძიებას და ამოღებული იყო დოკუმენტაცია, რასაც ჰქონდა გრიფით საიდუმლოს სტატუსი. ამავე მიზეზით ვერ იქნა წარდგენილი შემოწმებისთვის ზოგიერთი ხარჯის დოკუმენტი. გადამხდელის განმარტებით, ასევე ხარჯებშია გასათვალისწინებელი ის თანხები რომლებიც გადახდილია სადაზღვევო კომპანიებისთვის. გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმება დაეყრდნო იმ ფაქტს, რომ გადამხდელმა ვერ წარადგინა ხარჯის დოკუმენტაცია, თუმცა მათი წარდგენა შეუძლებელი იყო ზემოაღნიშნული გარემოებების გამო. მიუთითებს, რომ გადამხდელისთვის დოკუმენტაცია უნდა წარედგინა ქვეკოტრაქტორს, შპს „----------"-ს . თუმცა, აღნიშნული კომპანიის მიმართ გადამხდელმა ანტიკორუფციულ სამსახურში შეიტანა განცხადება და დაიწყო გამოძიება.

 რაც შეეხება "-----" და "------" მუნიციპალიტეტებისათვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ ჩარიცხულ თანხებს, სატენდერო საიტზე არსებული ინფორმაციით თანხები იყო ჩარიცხული, თუმცა ამ თანხების გარკვეული ნაწილი ჩარიცხულია მუნიციპალიტეტების სპეცანგარიშზე და შპს „--------- “ ეთვლებოდა მიღებულად. აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელმა დაიწყო სასამართლო დავა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 მარტის №6484 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------“ (ს/ნ „--------“ ) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 21 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 28 ნოემბრის №29664 ბრძანება და 29 ნოემბრის №006-521 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 896 431 ლარი, მათ შორის, გადასახადი 495 472 ლარი, ჯარიმა 264 540 ლარი, საურავი 136 419 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

 გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შპს „N1 “ (ს/ნ -------) გადახდილი აქვს თანხები, რომლის შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი შემოწმებისთვის. შემოწმების პროცესში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს „N1 “-დან . წერილი გაგზავნილ იქნა, როგორც ელექტრონულად, ასევე ფოსტით (ორჯერ). თუმცა იგი ვერ ჩაბარდა საწარმოს და დაბრუნდა უკან, ხოლო ელექტრონულ ვებგვერდზე იგი არ გაცნობია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად და ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გადარიცხვები, რომლის ხარჯის დამადასტურებელი მასალები არ არის წარდგენილი დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

 მოთხოვნის მიუხედავად (ჩაბარებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად წარსადგენი მასალების მოთხოვნის თაობაზე წერილი) გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი პერიოდების მიხედვით საწყისი და საბოლოო ნაშთები, მათ შორის დებიტორკრედიტორების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებით ჩათვლილ იქნა, რომ საწყისი და საბოლოო პერიოდებისთვის დებიტორები და კრედიტორები არ ჰყავს (ნაშთი არის ნულის ტოლი). გაანგარიშდა მიღებული შემოსავალი და ამ შემოსავლის მისაღებად გაწეული ხარჯი. სხვაობა ჩათვლილ იქნა ანგარიშ-ვალდებულ პირზე, დირექტორზე განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80, 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

 შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ საწარმოს არ აქვს დეკლარირებული ტენდერში მონაწილეობის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შესაბამისად შესრულებული მომსახურებებით მიღებული/მისაღები თანხები სრულად. (შესრულებული მომსახურებების თანხები ჩარიცხულია საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნულ მომსახურებებზე არ არის გამოწერილი ანგარიშფაქტურები) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელს დარიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩანიშნული იყო 2023 წლის 4 მაისს 11:20 საათზე გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარუდგენია განხილვის გადადების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

შპს „N1 “-ზე გადახდილი თანხების დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად და თანხების დირექტორზე განხორციელებულ განაცემად განხილვასთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

ამავე კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ 2022 წლის 22 მარტის წერილით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა შპს „------- - ის“ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდის ყველა დოკუმენტაციის ასლი. ასევე, ინფორმაცია გადამხდელთან დაკავშირებით. საპასუხოდ მიღებულ იქნა წერილი, რომლშიც აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. გამოძიების ფარგლებში შპს „--------“ -დან ამოღებულია "------" ელექტრონული ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტები, რომლებიც ხელმისაწვდომია შემოსავლების სამსახურისა და სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ ბაზებში, ხოლო სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაცია აღნიშნული კომპანიიდან ამოღებული არ ყოფილა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს უსაფუძვლოდ მიაჩნია გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია შპს „N1 “-სთვის გადახდილ თანხებსა და სახელფასო განაცემად განხილულ თანხებში გასათვალისწინებელ ხარჯებთან დაკავშირებით.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ტენდერის ფარგლებში გაწული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ გადამხდელს სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული ტენდერში მონაწილების საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შესაბამისად შესრულებული მომსახურებებით მიიღებული/მისაღები თანხები, რაც შემოწმებით დაექვემდებარა დაბეგვრას. ამასთან, შემოწმების შედეგები განხილულია გადასახადის გადამხდელთან და მას შემოწმების პროცესში პრეტენზია არ გამოუთქვამს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

 

1. შპს „--------- - ის “ (ს/ნ „--------“ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების პოზიციას ,თითქოს გადამხდელმა არ წარადგინა დოკუმენტაცია .

რაც შეეხება მუნიციპალიტეტებისათვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ ჩარიცხულ თანხებს, სატენდერო საიტზე არსებული ინფორმაციით თანხები იყო ჩარიცხული, თუმცა ამ თანხების გარკვეული ნაწილი ჩარიცხულია მუნიციპალიტეტების სპეცანგარიშზე და შპს-ს ეთვლებოდა მიღებულად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შპს გადახდილი აქვს თანხები, რომლის შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი შემოწმებისთვის.წერილი გაგზავნილ იქნა, როგორც ელექტრონულად, ასევე ფოსტით (ორჯერ). თუმცა იგი ვერ ჩაბარდა საწარმოს და დაბრუნდა უკან, ხოლო ელექტრონულ ვებგვერდზე იგი არ გაცნობია.

გადარიცხვები, რომლის ხარჯის დამადასტურებელი მასალები არ არის წარდგენილი დაიბეგრა მოგების გადასახადით.

გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

2.გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი პერიოდების მიხედვით საწყისი და საბოლოო ნაშთები, მათ შორის დებიტორკრედიტორების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებით ჩათვლილ იქნა, რომ საწყისი და საბოლოო პერიოდებისთვის დებიტორები და კრედიტორები არ ჰყავს (ნაშთი არის ნულის ტოლი). გაანგარიშდა მიღებული შემოსავალი და ამ შემოსავლის მისაღებად გაწეული ხარჯი. სხვაობა ჩათვლილ იქნა ანგარიშ-ვალდებულ პირზე, დირექტორზე განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

3.საწარმოს არ აქვს დეკლარირებული ტენდერში მონაწილეობის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შესაბამისად შესრულებული მომსახურებებით მიღებული/მისაღები თანხები სრულად. გადამხდელს დარიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

გადახდილი თანხების დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად და თანხების დირექტორზე განხორციელებულ განაცემად განხილვასთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ტენდერის ფარგლებში გაწული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

982,136,101,154,97,105,100,101,163,164.