სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (91)
შემდგომი ცვლილებები (90)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №136
2005 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით:
1. დამტკიცდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №169 - სსმ III, №114, 28.09.2005წ., მუხ.1259
დებულება
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ
მუხლი 1. დებულების მიზანი
ეს დებულება განსაზღვრავს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) გაცემის წესსა და პირობებს.
მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო
ლიცენზიას გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
მუხლი 3. ლიცენზიის გაცემის წესი
1. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით.
2. აუქციონი ცხადდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ადმინისტრაციული აქტით, რომელიც უნდა გამოიცეს აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია მაძიებლის განცხადება, რომელსაც სამინისტრო იხილავს საჯარო ადმინისტრაციული წესით, ან სამინისტროს გადაწყვეტილება.
4. ინფორმაციას აუქციონის გამართვის თაობაზე სამინისტრო აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.
5. აუქციონის გამართვამდე სამინისტრომ შეიძლება დაადგინოს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის კონკრეტული წესი, საქმიანობის სუბიექტისადმი სავალდებულო მოთხოვნები და ა.შ. ასევე ამ რესურსით სარგებლობის რაოდენობრივი, თვისებრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები, რომლებიც ყოველი თითოეული შემთხვევისათვის მტკიცდება მინისტრის ცალკე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
6. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს სამინისტრო.
მუხლი 4. აუქციონში მონაწილეობის მიღების წესი და პირობები
1. აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა ლიცენზიის მაძიებელს, რომლებიც დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და იკისრებენ ვალდებულებას – დააკმაყოფილონ სარგებლობის ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.
2. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს 15 დღისა.
4. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს იტყვის აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემული ვადის დარღვევის შემთხვევაში სალიცენზიო მოსაკრებლის თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
5. ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდისა და ანგარიშსწორების წესი განისაზღვრება ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია გადაიხადოს ბე. ბეს ოდენობის განსაზღვრის, მისი გადახდისა და უკან დაბრუნების წესს ადგენს მინისტრი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №169 - სსმ III, №114, 28.09.2005წ., მუხ.1259
მუხლი 5. უარი აუქციონში მონაწილეობის მიღებაზე
1. აუქციონში მონაწილეობისათვის არ დაიშვება მაძიებელი, თუ:
ა) დაგვიანებით წარადგინა აუქციონში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია;
ბ) წარადგინა წინასწარ ყალბი ან არაზუსტი ინფორმაცია;
გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქციონში.
2. მაძიებელს მოტივირებული უარი უნდა ეცნობოს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
მუხლი 6. საწყისი ფასი
აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით ადგენს მინისტრი.
მუხლი 7. სალიცენზიო პირობები
საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი სალიცენზიო პირობების გარდა მაძიებელს შეიძლება განესაზღვროს შემდეგი დამატებითი სალიცენზიო პირობები:
ა) ლიცენზიის მიღებიდან ორ თვეში „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირველი კატეგორიის საქმიანობაზე წარადგინოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა;
ბ) ლიცენზიის მიღებიდან ორ თვის მანძილზე „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მეორე კატეგორიის საქმიანობაზე წარადგინოს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.
მუხლი 8. გარდამავალი დებულება
1. წიაღით სარგებლობის უფლების მინიჭების მიზნით დაწყებული ის პროცედურები, რომელთა განხორციელებაც დაწყებულია ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნდა დასრულდეს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
2. იმ შეჩერებულ ლიცენზიებთან დაკავშირებული პროცედურები, რომლებიც გაცემულ იქნა ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნდა განხორციელდეს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
3. წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ფორმა მტკიცდება მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №136
2005 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით:
1. დამტკიცდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №169 - სსმ III, №114, 28.09.2005წ., მუხ.1259
2. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43 - სსმ III, №27, 28.02.2006წ., მუხ.321
დებულება
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ
მუხლი 1. დებულების მიზანი🔗
ეს დებულება განსაზღვრავს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) გაცემის წესსა და პირობებს.
მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო🔗
ლიცენზიას გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
ლიცენზიას გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), ხოლო „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსათვის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 იანვრის №21 დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43 - სსმ III, №27, 28.02.2006წ., მუხ.321
მუხლი 3. ლიცენზიის გაცემის წესი🔗
1. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით.
2. აუქციონი ცხადდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ადმინისტრაციული აქტით, რომელიც უნდა გამოიცეს აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.
2. აუქციონი ცხადდება ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, რომელიც უნდა გამოიცეს აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია მაძიებლის განცხადება, რომელსაც სამინისტრო იხილავს საჯარო ადმინისტრაციული წესით, ან სამინისტროს გადაწყვეტილება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია მაძიებლის განცხადება, რომელსაც ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო იხილავს საჯარო ადმინისტრაციული წესით, ან ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება.
4. ინფორმაციას აუქციონის გამართვის თაობაზე სამინისტრო აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.
4. ინფორმაციას აუქციონის გამართვის თაობაზე ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.
5. აუქციონის გამართვამდე სამინისტრომ შეიძლება დაადგინოს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის კონკრეტული წესი, საქმიანობის სუბიექტისადმი სავალდებულო მოთხოვნები და ა.შ. ასევე ამ რესურსით სარგებლობის რაოდენობრივი, თვისებრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები, რომლებიც ყოველი თითოეული შემთხვევისათვის მტკიცდება მინისტრის ცალკე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
6. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს სამინისტრო.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43 - სსმ III, №27, 28.02.2006წ., მუხ.321
მუხლი 4. აუქციონში მონაწილეობის მიღების წესი და პირობები🔗
1. აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა ლიცენზიის მაძიებელს, რომლებიც დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და იკისრებენ ვალდებულებას – დააკმაყოფილონ სარგებლობის ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.
2. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბუთების გარდა ლიცენზიის მისაღებად წარსადგენ განცხადებას თან უნდა დაერთოს წიაღის შესახებ ინფორმაციის ფლობის სამართლებრივი ასპექტები.
3. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს 15 დღისა.
4. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს იტყვის აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემული ვადის დარღვევის შემთხვევაში სალიცენზიო მოსაკრებლის თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
5. ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდისა და ანგარიშსწორების წესი განისაზღვრება ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია გადაიხადოს ბე. ბეს ოდენობის განსაზღვრის, მისი გადახდისა და უკან დაბრუნების წესს ადგენს მინისტრი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №169 - სსმ III, №114, 28.09.2005წ., მუხ.1259
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43 - სსმ III, №27, 28.02.2006წ., მუხ.321
მუხლი 5. უარი აუქციონში მონაწილეობის მიღებაზე🔗
1. აუქციონში მონაწილეობისათვის არ დაიშვება მაძიებელი, თუ:
ა) დაგვიანებით წარადგინა აუქციონში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია;
ბ) წარადგინა წინასწარ ყალბი ან არაზუსტი ინფორმაცია;
გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქციონში.
2. მაძიებელს მოტივირებული უარი უნდა ეცნობოს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
მუხლი 6. საწყისი ფასი🔗
აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით ადგენს მინისტრი.
მუხლი 7. სალიცენზიო პირობები🔗
საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი სალიცენზიო პირობების გარდა მაძიებელს შეიძლება განესაზღვროს შემდეგი დამატებითი სალიცენზიო პირობები:
ა) ლიცენზიის მიღებიდან ორ თვეში „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირველი კატეგორიის საქმიანობაზე წარადგინოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა;
ბ) ლიცენზიის მიღებიდან ორ თვის მანძილზე „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მეორე კატეგორიის საქმიანობაზე წარადგინოს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.
მუხლი 8. გარდამავალი დებულება🔗
1. წიაღით სარგებლობის უფლების მინიჭების მიზნით დაწყებული ის პროცედურები, რომელთა განხორციელებაც დაწყებულია ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნდა დასრულდეს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
2. იმ შეჩერებულ ლიცენზიებთან დაკავშირებული პროცედურები, რომლებიც გაცემულ იქნა ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნდა განხორციელდეს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების შეჩერებას, გაუქმებასა და აღდგენას შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი პირობების საფუძველზე ახორციელებს უშუალოდ მინისტრი.
3. წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ფორმა მტკიცდება მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
3. წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ფორმა მტკიცდება მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43 - სსმ III, №27, 28.02.2006წ., მუხ.321
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №136, 11.08.2005, სარეგისტრაციო კოდი 380.050.000.10.003.000.270 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.09.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10258-1/